- არ უსმინოთ ვინ რას ამბობს და ვინ როგორ აკრიტიკებს. პრინციპში, მე მოსმენა კარგად წამადგა- ისეთ საშინელებას ველოდებოდი სხვების მონაყოლის მიხედვით, იმასთან შედარებით ჯაყოს ხიზნებიც შედევრად მომეჩვენებოდა ალბათ :D
- მაქსიმალურად ეცადეთ თავი აარიდოთ ამ ფილმის შედარებას წიგნთან, სხვა ვერსიებთან, ავატართან. იმიტომ, რომ :
- ტიმ ბარტონს არ დაუდია ფიცი ერისა და ღვთის წინაშე, რომ აუცილებლად წიგნის მიხედვით გადაიღებდა ფილმს.
- ეს სულ სხვა საფეხურია.. 3D ბევრს ნიშნავს
- ავატარს რატომ ადარებენ ვერ გავიგე. ნუ ერთი მიზეზი ის არის, რომ ორივე 3D-ა. მაგრამ რამდენი განსხვავებაა დაფიქრდით- ავატარი საერთოდ სხვა რამეა! მაგას ალისა კიარა არაფერი არ უნდა შეადაროთ (გაიგეთ, ოსკარების გადამცემლებო? :mad: ). მოკლედ, თუ ავატარს შეადარებთ, გაგიცრუვდებათ იმედები, აბა რა იქნება : ))
Alice- Mia Wasikowska
Red Queen- Helena Bonham Carter
white Queen- Anne Hathaway
Mad Hatter- Johnny Depp
კოსტუმები და გრიმი:
და მთაავარი, 3D ეფექტები:
Tags: 3D, alice, alice in wonderland, ann hathaway, cheshire cat, helena bonham carter, johnny depp, ma wasikowska, mad hatter, red queen, whit queen, white queen, wonderland
მომეწონა,მგავს:P ხოდა დღეს მომწერა, თუ რამე იდეა გაქვს, შენს სურათს გაგიკეთებ მაგ სტილშიო. ხოდა ამ სტილის რა გითხრათ და ჩემი ძველი იდეა კი გამახსენდა კირასებურ ავატართან დაკავშირებით. ენდიმ წინა პოსტზე დამიკომენტა, ეგ ავატარი უკვე შენი სავიზიტო ბარათიაო (როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მე ვეგონე ჩემს ავატარზე :D არადა სხვა სურათები ნამდვილად ნანახი აქვს. მერე რომ ვანახე ააშკარა განსხვავება, მითხრა შენი ჯობია, კირა არ მიყვარსო :D )ზურიუსმაც დამიკომენტა: “ჩემთვის, როგორ უკვე გუშინ გითხარი, შენ ცხვირზეხელებაფარებული გოგონა ხარ. ფოკუსირებული და ოდნავ მომღიმარი გამოხედვით”-ო და მეეთქი ეს ნიშნებია! :D
რამდენიმე დუბლის შემდეგ გამოვიდა (თითქოს). მთლად იგივე აშკარად არ არის (გარეგნობაზე არ ვამბობ ნამდვილად, სურათის ზოგად განლაგებას ვგულისხმობ) – ხელებიც ცოტა სხვანაირად დამიჭერია და ჩემი ფართხუნა შავი ჯემპრიც ვერ მოვძებნე. თმაზე არ გინდათ- მეც ვიცი რომ გაჩეჩილია. წარბებიც (ტოესწ ჩემი მარცხენა წარბი, რომელიც თქვენთვის ახლა მარჯვნივ არის) საოცრად მაქვს, მაგრამ იდეა ხომ ჩანს :D ხოდა ასე.. გადავიღე, ლილიანმა ფონი გამიკეთა და შევცვალე ჩემი ავატარი (ნუ ფორუმებზე ისევ ის მექნება. ფეისბუქზე, სკაიპში შევცვალე და ბლოგებზე. )
გამოიყურება ასე:
ეს ისე მაინც: Read the rest of this entry »
Tags: andy, gravatar, keira, ავატარი, ახალი ავატარი, ენდი, კირა, ნაიტლი
რამდენიმე დღის წინ, გადავლახე მორცხვიზმი და შევქმენი ჩემი ბლოგის fan page ფეისბუქზე.
[ყოველი შემთხვევისთვის განმარტება
ხოდა სანამ იმაზე გადავალ, როგორ დამთავრდა შექმნის მცდელობა..
რომ შევქმენი (ოღონდ ჯერ დამალულ რეჟიმში), ჯერი მიდგა profile სურათზე. აი მანდ გავიჭედე- მივხვდი, რომ არანაირი დამახასიათებელი არ მქონდა. აი რას ვამბობ, მაგალითად:
სანამ ამ აბზაცამდე ჩამოხვედით, ხომ უკვე მიხვდით სამივე სურათი ვის ეკუთვნის? ყველამ იცის, რომ ეს დოდკა, სვითი და სოფი არიან..
და რა მაქვს მე ასეთი? რასთან ვასოცირდებით მე და ჩემი ბლოგი? ერთადერთი, რაც ჩემთან ვიზუალურად ასოცირდება, არის ჩემი განუყრელი ავატარი-კირა. რასთანაც ბლოგი შუაში არ არის. რაღაცნარი როგორ გამოიხატება ვინმეს შეუძლია მიპასუხოს? არ მგონია.. მერე უფრო შორს წავედი (საგაზაფხულო დეპრესიის ნიადაგზე ყველაფერი მუქ ფერებში მეჩვენება) და დავღონდი- მგონი საკუთარი ნიშა ჯერ არ მაქვს ნაპოვნი და რა დამახასიათებელზეა ლაპარაკი მეთქი. მაგრამ ოპტიმისტი რომ იქნებიადამიანი- ცოტა ხნით ვეცადე, რომ სხვისი თვალით შემეხედა ჩემი თავისთვის, ცოტა სხვების აზრებიც გამომეყენებინა და გამერკვია რასთან ვასოცირდები, ანუ რა არის ყველაზე აქტუალური ჩემს ბლოგზე და ჩემს ირგვლივ. ჩამოწერა ცოტა მეზარებოდა და რა თქმა უნდა, პაინტს მივმართე – გაცილებით სახალისოა დახატო შენთვის, წყნარად, იმაიმუნო, ვიდრე სერიოზული სახით დაჯდე და დაწერო :D
მივიღეთ ეს:
პუტინი-
ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. ძალიან ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს გნახეთ. მე მგონი ეს იყო პეტერბურგში..იმ დროისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის ზედმეტად დრამატული მომენტები მოხდა. მიუხედავად ამისა, თქვენ იცით, ჩვენ მზად ვართ ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისთვის. მოხარული ვარ მოსკოვში მიგიღოთ, როგორც ერთ-ერთი პარტიის ლიდერი. მზად ვარ ურთიერთობა განვავითარო სამოქალაქო საზოგადოებასთან და რასაკვირველია, მთლაიანდ ქართველ ხალხთან. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ისინი, ვისთანაც ვერ ავაწყეთ ურთიერთობა, სწორედ მათი პოლიტიკის წყალობით მივიღეთ ის ტრაგედია, რაც წელიწადნახევრის წინ მოხდა. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ხალხის დახმარებით, ვისაც რუსეთთან ურთიერთობა უნდა, ჩვენ შევძლებთ ურთიერთობა კრიზისამდელ ურთიერთობებამდე დავაბრუნოთ და მომავლისკენ გავიხედოთ.
ხო, რა უფლება აქვს, რომ სხვას დააბრალოს ის დღეები, როცა ყველანი დაზაფრულები ვისხედით ტელევიზორებთან და
ნინო-
გეთანხმებით, რომ სამწუხაროდ ქართულ-რუსული ურთიერთობები ჩიხში შევიდა. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალს ვიპოვით. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ინტერესებში შედის ჩვენს შორის ურთიერთობის მოწესრიგება. ეს აუცილებელია რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის. ასევე ჩვენი ხალხის ნორმალური განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, მოიძებნება გზები და საშუალებები, რომლითაც შეიძლება ეს ურთიერთობები გაწონასწორდეს. ადვილი არ იქნება, ეს კარგად მესმის. მაგრამ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. აბსოლიტურად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა ჩემი ხალხის, ჩემი ქვეყნის, ასევე თქვენი ხალხის და თქვენი ქვეყნის ინტერესშია.
Tags: ბურჯანაძის ვიზიტი რუსეთში, ნინო ბურჯანაძ, ოპოზიცია, პატრიოტი, პუტინი, ღალატი
საერთოდ, ბოლო დროს მომხდარ ამდენ კატასტროფაზე ყურადღება სპეციალურად არ გამიმახვილებია..
- ჩილეს მიწისძვირს შემდეგ დედამიწა უფრო სწრაფად ბრუნავს, შეიკუმშა
- 24 საათიან რეჟიმში ვეღარ ვიცხოვრებთ იმიტომ, რომ 1,27 მიკრო წამით შემცირდა..
- ღერძი 8 სანტიმეტრით გადაიხარა
- ახლა არც ორბიტაა სრულყოფილი და არც ბრუნვა..
- კაცმა არ იცის რა მოხდება (აქვე 2012-იც ახსენეს), სეისმურად აქტიურ ზონაში კი საქართველოც შედის (კავკასიონი).
Tags: დედამიწის ღერძი, მიწისძვრის შედეგები, ორბიტა, ჩილე
ბოლოს ნანახი რამდენიმე ფილმი- პოსტი უმუზობის ჟამს:
youtube-ს რა დაემართა არ ვიცი, ათასნაირად ვცადე ვიდეოს ჩასმა და არ ჩაჯდა :|
Jusqu’à toi
ტრეილერი: http://www.youtube.com/watch?v=iOGdFu-JDRY
Across The Universe
ფილმი, რომელიც რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, არ მბეზრდება. ალბათ, საუნდტრეკების გამო უფრო.
გადმოსაწერი ლინკი: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=DJGEK
ტრეილერი: http://www.youtube.com/watch?v=43aLbo-Y_W0
A Lot Like Love
ამ ფილმმა ცოტა გამიცრუა იმედები. ალბათ იმიტომ, რომ როცა ვუყურე, მაგ დროს ტირილის ხასიათზე ვიყავი და ძალიან ცრემლებიანი ფილმი მინდოდა. ამან ვერ მოახერხა მაგდენი და გავბრაზდი :D თუმცა, ეშტონის ხათრით მაინც ვუყურე : ))
გადმოსაწერი ლინკი: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=CGELC
ტრეილერი: http://www.youtube.com/watch?v=MRPr34vEbC8
My Sister’s Keeper
აი, ეს ის ფილმია, რომელიც უნდა ნახოთ! ჯერ ერთი, ძალიან ლამაზია რაღაცნაირად, ძალიან მძიმეა და თან უკარგესი.
საუნდტრეკებიც ძალიან კარგი აქვს.. შინაარსზე არ მინდა ვილაპარაკო იმიტომ, რომ როგორც უკვე ვთქვი, ეს უნდა ნახოთ! :)
გადმოსაწერი ლინკი: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=CKHGE
ტრეილერი: http://www.youtube.com/watch?v=6Nzl50a86DM
პ.ს. 4 მარტიდან alice იწყება, ერთი სული მაქვს!
http://www.youtube.com/watch?v=OwZj31hV1-4
Tags: A Lot Like Love, Across The Universe, alice, Jusqu'à toi, My Sister's Keeper
დედაჩემი თუ კიდევ ცოტა ხანს დარჩება სოფელში, მე საკუთარი რეცეპტების წიგნს გამოვცემ
Read the rest of this entry »
Tags: ბრინჯი, მოხარშული სიმინდი, რეცეპტების წიგნი, რეცეპტი, სიმინდი, ქათმის ჩხირები, შემწვარი
ბლოგის უჩვეულო რეჟიმის გამო, ცოტა არ იყოს დავიძაბე..დავუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს!
ტელეფონზე ლაპარაკი!
ვერ ვიტან სახლში რომ ჩემს გარდა არავინ არ არის და ტელეფონი რეკავს, იძულებული ვარ, რომ ვუპასუხო. ყველანაირდ თავს ვარიდებ ხოლმე. რისი ბრალია არ ვიცი, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვიტან.მეორე- ბანკომატები!
Tags: bankomat, fb smyles, opera, skype 3.8, ბანკომატი, ბლოგსპოტი, ერთადერთი სიყვარული, ოპერა, ტელეკომი, ტელეფონი
დარწმუნებული ვარ, ამ დღეებში ინტერნეტ სამყაროში გადაიღეჭება ეს თემა, მაგრამ არ შემიძლია ღეჭვის პროცესში ჩემი წვლილი არ შევიტანო..
ლაპარაკია, რა თქმა უნდა, თეა თუთბერიძის “სიმართლის დროზე”. მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავალ:
პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა ტელეკომპანია “იმედი”-ს არაკომპეტენტურობას. თავიდანვე, სანამ ეთერში გავიდოდა გადაცემა, რასაც ქვია გამიზნული უარყოფითი ემოციები ჩაუნერგეს რეკლამით მაყურებლებს. შოუს ანონსი ერთი კვირის მანძილზე ტრიალებდა და ჟღერდა ასე:
“მისი გამოსვლები მკვეთრი და გამაღიზიანებელია.. მისი განცხადებები ბევრისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. მისთვის არ არსებობს მორალური ბარიერი. მისთვის არ არსებობს მორალური კრედო. ის რადიკალური ცვლილებების მოლოდინში და საკუთარი პრინციპების დასაცავად, მზად არის დაუპირისპირდეს ტრადიციულ ,ეროვნულ ღირებულებებს! მისთვის ახალი ძველის ნგრევას ნიშნავს. მისთვის თავისუფლება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული სუბიექტივიზმია. ის თავს აძლევს უფლებას, ილაპარაკოს მთელი ერის სახელით, რადგან მიაჩნია, რომ ეს მისი ერთადერთი მისიაა ”
მშვენივრად გამოუვიდათ ერთ ციდა ტექსტში დიდი რაოდენობით აგრესია ჩაენერგათ:
- გამაღიზიანებელი-განგაწყობს უარყოფითად
- მისთვის არ არსებობს მორალური ბარიერი- ხომ იცით, ეს ფრაზა ქართველი ერისთვის რამდენს ნიშნავს? მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა კადრში ჩანს როგორ ეკითხებიან თეას, “სექსში თავისუფალი ხარ?”..
- მზად არის დაუპირისპირდეს ტრადიციულ ,ეროვნულ ღირებულებებს!- ამ ეროვნულს, ისე ომახიანად ამბობდა პრომოს “ხმა”, რომ ნებისმიერ ჭეშმარიტ ქართველს გაუღიზიანებდა ეროვნულობის ბუშტს.
- თავს აძლევს უფლებას, ილაპარაკოს მთელი ერის სახელით- ნუ რაღა ვთქვა..თუ ის მთელი ერის სახელით ლაპარაკობს და ერი ეთანხმება, ბედნიერი ვყოფილვარ :D
კარგი, მივატოვოთ ეგ საკითხი და იმაზე გადავიდეთ, რაზეც ერთი სული მაქვს ვთქვა:
ნანკა კალატოზიშვილი მე მომწონდა ძალიან.. ა,დასტური:
ეგ დიდი ხნის წინ გავაგზავნე,მართალია არ მიუღია, მაგრამ ახლა იმას ვფიქრობ უკან როგორ წავიღო ჩემი friend request :D ისე მომწონდა, რომ ისიც კი მივუტევე, ახალ წელს სცენაზე რომ ძლივს იდგა.. აი დღეს კი, უბრალოდ არ შემიძლია ისევ ისე მომწონდეს რა..
თავიდან ჩვეულებრივ შევუდექი შოუს ყურებას..პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ შტოტა ნი ტაკ, თავიდან გადაცემის წესებს და თანხებზე რომ უხსნიდა და რომ უთხრა “იქედან გამომდინარე,რომ შენ ახლა არ მისმენ, გასაგებია, რომ ეს თანხა შენთვის არაფერს არ წარმოადგენს,მაგრამ მაინც..” ოჰო, ნანკას ხმაში სწერვა შეერია :D
“თავს მართლმადიდებლად თვლით”?- ამ კითხვის წარმოთქმისას და დადებითი პასუხის მიღებისას რომ მოეკუმა ტუჩები სიბრაზისგან, გადაცემის ბოლომდე მასე დარჩა :| არ მიყვარს რელიგიაზე ლაპარაკი მაინცდამაინც და ამიტომ ამ თემას თავს ავარიდებ ამ პოსტშიც მაქსიმალურად. უბრალოდ, ნანკა, მცნება კიარა ცნება უნდა გეთქვა ამ შემთხვევაში :D (მაპატიეთ, ამ კონკრეტულ ლექსიკურ შეცდომაზე განსაკუთრებული გაჭედვა მაქვს).
მას შემდეგ, რაც ფეისბუქის სტატუსები აჭრელდა ამ თემით, რამდენიმეს მოვკარი თვალი ისეთ კომენტარებს, სადაც ამბობდნენ, რომ ნანკა უბრალოდ წამყვანია და ნუ ერჩითო.. ნუთუ წამყვანის ვალია თქვას ფრაზა “იმედია ხშირად ბანაობ” ცინიკური მზერით? თუ ის ევალება, რომ გაოცებული სახით იკითხოს “როგორ მოანათლინეს შვილი თვით ეშმაკს?”
ან იქნებ ის არის, რომ ვიზები სამოთხისკენ ნანკა კალატოზიშვილის მიერ გაიცემა? ნათლულებზე რომ ჩამოვარდა ლაპარაკი და თეამ თქვა რამდენი ნათლულიც ყავს, ნანკამ უთხრა ასეთი ფრაზა:
ადგილი გინდა სამოთხეში, მაგრამ არ გამოგივა!
მაპატიეთ, უნდა ვიუხეშო და ვინ ჩემი ფეხებია ნანკა კალატოზიშვილი, რომ ღმერთის კომპეტენციაში ერევა? :D
კრახი იყო, კრახი! “სიმართლის დროს” კრახი, ნანკა კალატოზიშვილის კრახი ხომ საერთოდ და ტელე იმედის კრახიც!
დადებითი ის არის, რომ თუ ცოტა საღი სადმე რამე შეგვრჩა, დაინახავდა ხალხი..იქ თეა სიმართლეს ამბობდა და თან იმ სიმართლეს, რომლის გაგონებისას და დეტექტორით დადასტურებისასაც ნანკას სიბრაზისგან თვალები ენთებოდა..
პ.ს. არც თეა თუთბერიძეა ჩემი ახლობელი/ნათესავი/ნაცნობი/თანამშრომელი და ა.შ.
პ.პ.ს. არც ნანკა კალატოზიშვილია ჩემი მტერი. პირიქით, გულწრფელად, ძალიან მომწონდა ამ გადაცემამდე..
პ.პ.პ.ს. აქ გამოყენებული ფრაზების გარდა,კიდევ ბევრი მაქვს ამოწერილი, მაგრამ ისე მეძინება თითები აღარ მემორჩილება. გადაცემას უყრეთ..
ბონუსი: აჰა, ნანკას თვალებაპყრობილი ფოტო სრულიად უფასოდ :D კაკრაზ, მანდ ამბობს “ალილუია”-ს და დაე გაიკრან სახლებში, კედლებზე და პოსტერებად, ვისთვისაც ამ გადაცემის შემდეგ ნანკა ზნეობის და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ეტალონია!
ვისაც გადაცემა არ უნახავს, აგერ ლინკი: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=23-02-2010%2022:03
Tags: tea tutberidze simartlis dro, თეა თუთბერიძე, თეა თუთბერიძის სიმართლის დრო, ნანკა კალატოზიშვილი, სიმართლის დრო
ციკლიდან “ნახევარდიასახლისა”
დღეს ავიჩემე, რამე საჭმელი უნდა გავაკეთო მეთქი. ოღონდ ჩვეულებრივი- კვერცხი, კარტოფილი, პიურე, სუპები, სოუზები და ა.შ. არ მიიღებოდა, რამე განსაკუთრებული მინდოდა :D
ამ “განსაკუთრებული”-ს ძებნაში მივადექი ფორუმზე კულინარიის განყოფილებას და იქ აღმოვაჩინე მუზა:
ოღონდაც მარტო ეს ეწერა: სოკოს წვნიანი ნაღებით+პერლოვკით+ოდნავ ნივრიანი ,დაწითლებული პურის ნაჭრებით.
სოკო მიყვარს ძალიან, ნივრის გემოც პრინციპში.. აეს პერლოვკა ვერ მივხვდი რა იყო :D მოკლედ, მთავარი ის იყო, რომ სოკო და ნივრიანი პური იყო ნახსენები და ვიფიქრე, დანარჩენს მეთვითონ მოვიფიქრებ მეთქი. თან რაღაც სტრანნად ვიყავი, აი თუ დაგმართნიათ- ხელები რომ გექავება რამე საჭმლის გასაკეთებლად, არადა დღეს ქანცი გამძვრა იმდენი საქმე მქონდა სახლში. დედა სოფელშია წასული და დამაწვა კისერზე მამა, ძმა და და :D
კარადაში სოკოს კონსერვი მეგულებოდა Read the rest of this entry »
Tags: maggi, ნივრიანი პური, ნიორი, პური, სოკოს კონსერვი, სოკოს სუპი, სოუზი, ტაფა, ქვაბი, ხახვი
ეს დღეები დედა ცოტა ცუდად გრძნობს თავს და ქეთის სკოლაში წაყვანა ხშირად მიწევს ხოლმე. დღეს მშობელთა კრებაზეც მომიწია დასწრება. საათი შეცდომით ვიცოდი თურმე და ერთი გაკვეთილით ადრე მივედი, სახლში წამოსვლა კიდევ დამეზარა- მეეთქი რა მოხდა, ერთი გაკვეთილი ვეღარ გამიძლია სკოლაში?!
დავჯექი მერხთან ამ მესამე კლასელების გარემოცვაში და იმ წუთიდან მოყოლებული, ახლაც მეცინება ბავშვებზე :D
რომ დავჯექი, თავიდან ყველა ჩუმ-ჩუმად აპარებდა თვალს ჩემსკენ. მერე გადაუჩურჩულებდნენ ერთმანეთს, გასწორდებოდნენ ისევ. შემისწავლეს მოკლედ თავიდან ბოლომდე..
ნუ საკლასო ოთახები ნაცნობი გარემო იყო- რუკა, ანბანი, ა ე ი ო უ, საკლები-მაკლები-სხვაობა.. კედლებზე ჩამოკიდებული აბრები: “ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა” (oO)და ა.შ.
ჩემი დის მასწავლებელი ძალიან მიყვარს, კარგი ვინმეა:) ჩემს ორივე დას მაგაზე ამოსდით მზე და მთვარე :D გაკვეთილზე რამდენჯერმე თქვა, რომ არ მინდა უცხოსთან ერთად გეჩხუბოთო და ჭკვიანადო და მგონი უფრო დაინტერესდნენ ჩემით.. მაგრამ მე არ ვიმჩნევდი, ჩემთვის ჩუმად ვიჯექი და ვაკვირდებოდი.. Read the rest of this entry »
Tags: 117-ე სკოლა, მთა და ბარი, სკოლა, წ
ბოლო დროს როგორ გახშირდა ქართული ფილმების გადაღება, ყველამ ვიცით. თბილისის კინოთეატრებში ზოგჯერ რამდენიმე ახალი ქართული ფილმი ერთად გადის ხოლმე.. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ქართულ კინემატოგრაფიაში (რა საოცრად ჟღერს), “ჯაყოს ხიზნები” უნდა ყოფილიყო. მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნები”-ს ეკრანიზაციის ირგვლივ, ყველაზე დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი.. “იმედმა” და სტუდია “ტაია”-მ ნახევარი მილიონი ევროთი დააფინანსეს ფილმი. კინოთეატრში არ წავსულვარ, ალბათ ნაკლები ინტერესის გამო, მაგრამ ორშაბათს სატელევიზიო პრემიერა იყო იმედზე და იმდენჯერ გადიოდა რეკლამა, რომ დამაინტერესა და დღეს ვუყურე მაივიდეოზე (დარწმუნებული ვარ, კარგა ხნით ადრე იდებოდა უკვე ინტერნეტში სადმე, მაგრამ სანამ ცხვირ წინ არ დამიდებენ ხოლმე, მეთვითონ მეზარება მოპოვება:D).
ყოველთვის, როცა წიგნის ეკრანიზაციას აკეთებენ, გინდა თუ არ გინდა, ადარებ ერთმანეთს.. თანაც, სანამ ფილმს ნახავ, თუ წიგნი გაქვს წაკითხული, შენს წარმოდგენილ პერსონაჟებს ადარებ ფილმის გმირებს. თუ ჯერ ფილმი ნახე-პირიქით. ხშირად, შეუსაბამობაშია ფილმის რეჟისორის და შენი წარმოსახვები და ამიტომ, ცოტა არასწორად მიმაჩნია ხოლმე იმ კუთხით მსჯელობა, ის ჯობია, თუ ის ჯობია, მაგრამ გინდა, თუ არ გინდა, მაინც ამ ემოციებზე დაყრდნობით აფასებ მერე ნანახს/წაკითხულს. Read the rest of this entry »
Tags: გიორგი ნაკაშიძე, დათო ჯანელიძე, ეკრანიზაცია, ზაზა ბურჭულაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ნატა მურვანიძე, ჯაყოს ხიზნები
ბოლო რამდენიმე დღეა მიჭირს ენერგიების მოკრება და პოსტვა.. და თან ცოტა არ იყოს გაბრაზებული ვარ ინტერნეტ სამყაროზე.. იმიტომ, რომ საფუძვლიანად გავმწარდი ორი შემთხვევის გამო:
1. ალბათ, ყველამ გაიგო ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ამბავი. ყოველთვის ძალიან მოქმედებს ხოლმე ასეთი ამბები- მართალია იქამდე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო (ეგ კიარა, ისიც არ ვიცოდი, თუ ოლიმპიადა იწყებოდა:|), მაგრამ როგორც ყველამ, მეც ძალიან განვიცადე და ჩვენების შავი ლენტების გამოსვლისას ცრემლები ვეღარ შევიკავე 
რა თქმა უნდა, ამ ამბის გაგებისთანავე facebook-ზე შეიქმნა ჯგუფები და პეიჯები, სახელწოდებით- RIP Nodar Kumaritashvili. ერთ-ერთ მსგავს პეიჯზე, ვიღაცამ, როგორც მერე გაირკვა, ამერიკელმა ღლაპმა, დადო საშინელი სურათები. ნუ ყველაზე მსუბუქი მაგალითისთვის: Read the rest of this entry »
Tags: dead, ilia mamagulashvili, nodar kumaritashvili, WTF, ნოდარ ქუმარიტაშვილი
კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ სჯობს პირადი ბლოგი თემატურს- შეგიძლია პოსტი დაწერო
მაშინაც, როცა არაფერი გაქვს საწერი
ბოლო აღმოჩენები:
თათუკამ ახალი ავადმყოფობა გამომიჩინა- looklet.com
შეგიძლია ჩააცვა მოდელებს შენი გემოვნებით.. და როგორც კი დალინკა FB-ზე, მაშინვე მივხვდი, რომ “მაუსის შედგმისთანავე” იქ დავრჩებოდი სამარადისოდ :D ამ დროისთვის 4 მოდელი გავამზადე უკვე:
Tags: amfetamin, avatar, bloggers, chat, fb chat, looklet.com, other friends, polyvore.com, ხლიწ

































ბოლო კომენტარები