ექსპერიმენტი part 3 , the end
ექსპერიმენტის ბოლო ნაწილი…რადგანაც ბოლოა,სამივე ნაწილს ერთად დავდებ თავის სიტყვებიანად :) ინტერნიუსის, კექსის და გიგასთვის გუშინ წართმეული 15-15 სიტყვა
internews:ბლოგი,მობილური,ყვავილი,ხელფასი,სტუდენტი,ბურთი,ფორუმი,წიგნი,
საწოლი,მაღვიძარა,ვარსკვლავი,აღშფოთება,სიყვარული,
თანსწორობა,აბები
kexi: ლეღვი,ჭიქა,ცხვირი (:D)
წიწაკა,კლავიატურა,მთვარე,ღამე,შიმშილი,ეგოიზმი,ფული,ცეცხლი,ლიფი,ასვალტი,მეტრო და ბოლოს კექსი !!!
გიგა: მობილური, ფეჩი, დინამიკი, სარკე, საათი, იდიოტი, ღორი, მერსედესი (ამისთვის მოსაკლავია გიგა :D), დენი, ბამბა, სათვალე, ჩუსტი, ჩანგალი, ლოგინი, ბოიFრენდი…

“დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა. საწოლში საშინელი არეულობა იყო. მობილური ბალიშის ქვეშ, მაღვიძარა ფეხებში მედებოდა. წამოვჯექი, თვალდახუჭულმა ფეხებით ფლოსტებს დავუწყე ძებნა და ბურთი მომედო. გადავიფიქრე ადგომა და ჩავწექი ისევ..რატომ გამეღვიძა- ჩავიბურტყუნე და გამახსენდა წუხელ როგორ დავიძინე. გვიანობამდე ფორუმზე შემოვრჩი, აღშფოთებული ვპოსტავდი საკუთარ თემაში და ცოდნის ტაძრის სტუდენტებს ვუმტკიცებდი , რომ თანასწორობა ყველაზე მნიშვნელოვანია და ქალის ცხოვრება ქმრის ხელფასზე არ უნდა იყოს დამოკიდებული…უკვე თენდებოდა, ცისკრის ვარსკვლავი გამოჩნდა, მე ჩემი ბლოგის ფანჯარა მქონდა გახსნილი და გულმოდგინედ ვცდილობდი ახალი პოსტის დაწერას. რაზე უნდა დამეწერა ისიც ვერ მოვიფიქრე. სადაც გაიხედავ ყველგან სიყვარულზე წერენ, მომწყინდა, ყველაფერი თინეიჯერის დღიურში ჩაკრულ ყვავილს გავს…ბოლოს მივხვდი, რომ უნდა დამეძინა, გამოვრთე კომპიუტერი და დაძინება დავაპირე, მაგრამ ვერა…გამიკრთა ძილი. წამოვხტი და დამამშვიდებელ აბებს ვწვდი, მუჭით მოვხვეტე და დავლიე…ნეტა ჩამეძინოს…თურმე კიდევ ჩამეძინა იმზე ფიქრში რატომ გამეღვიძა ასე ადრე მეთქი..მოსაღამოვებულა უკვე. როგორც ჩანს აბებმა თავისი გაიტანა და დიდხანს გამაბრუა..შიმშილმა გამაღვიძა. ავდექი და ლიფისამარა მაცივრისკენ წავედი. გამოვაღე და ჭიქაში ჩამოსხმული ლეღვის მურაბის გარდა არაფერი დამხვდა, თან ზედაპირზე ობი ჰქონდა მოდებული…იქნება პური მაქვს?- გამოვაღე კარადა და არც პური დამხვდა..კექსი გამახსენდა, ეგ მაინც ხომ ყოველთვის მაქვს…წავედი მეორე კარადისკენ და იქაც არაფერი…მივაჯახუნე რაც ძალი და ღონე მქონდა კარადის კარები და სამზარეულოს მაგიდაზე შემოვჯექი. ჭკვიანური გამომეტყველებით მოვავლე თვალი იქაურობას, მაგრამ სადღაც ლურსმანზე ჩამოკიდებული გამხმარი წიწაკის მეტს ვერაფერს ვხედავდი. ფულიც აღარ მაქვს…საცოდავი ორ ევროიანი მიგდია სუვენირად. მეტი რა გზაა, ,მშია…საღამოს შვიდი საათია… გადახურდავება მეტროში მომიწევს, ამ ოხერ უბანში სხვაგან არსად არაა ნათელი წერტილი..ზიზღით დავიწყე ჩაცმა და გავედი თუ არა გარეთ ჩემი ეგოიზმით სავსე თვალები მოვავლე იქაურობას. არა, ეგოისტი არ ვარ, უბრალოდ, მოდი და არ შეგშურდეს გარეთ მოსეირნე ადამიანების, ჩემსავით მოსეირნეებისა კი არა- სახლიდან ცხვირს მარტო იმიტომ რომ ყოფენ, საჭმელი გვშიაო…აი ისეთების, რომ არ უნდებათ ღამეები გაათენონ ინტერნეტთან და კლავიატურა ცვითონ…მივაბიჯებდი ასფალტზე და საცოდავად განახევრებულ მთვარეს ვუყურებდი იქვე, გუბის ანარეკლში…ღამე ყოფილა
…მგონი გავცდი უკვე მეტროს. ნაკლებად ვფიქრობდი ჩემი ორევროიანის გადახურდავებაზე. ჰაერი მომნატრებია თურმე, თან უკვე გვიანია და ამ ისედაც მიყრუებულ ადგილას საღამო და შუაღამე ერთი და იგივეა. სიჩუმე და ერთი-ორი გამვლელი მანქანის შემონათებული სინათლე.ათას რამეზე ვფიქრობდი. მაგალითად , რომ ფულის გადაუხდელობის გამო მალე დენს გამითიშავდნენ და ერთადერთი , რაც თავში მიტრიალებდა კომპიუტერი იყო. უი, ნეტა რა ხდება ფორუმზე,- გავჩერდი და მობრუნდება გადავწყვიტე, ჩემი თითები ხომ დიდხანს ვერ ძლებენ კლავიატურის გარეშე. ფიქრი ძრავის ხმამ გამაწყვეტინა, მანქანებში საერთოდ ვერ ვერკვევი, მაგრამ მერსედესი რომ იყო მაგდენს მივხვდი. მომიჩერა ზედ ფეხებთან და ჩამობურულ მინაში ოთხი თვალი დავლანდე. იდოიტის გამომეტყველებით მიყურებდა ორი არს







ვაიმე, საღოოოლ, ძალიან მაგარი იყო.
მარა მე ჰეპი-ენდის იმედი მქონდა :user:
sin165
მადლობა :ბლუსჰ:
ვეცადე და რავიცი, მგონი გამევიდა :გივი:
ჰეპპყ ენდია ფაქტიურად, აბა დედა რო ურეკავს და იღებს ყურმილს :P
wow,
no comment!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ninink
madloba masw :D