მომაგნეს!!!

რამოდენიმე დღის წინ, როცა ბლოგზე პოსტი დავწერე საკუთარ ბედკრულებაზე სახლის დალაგებასთან დაკავშირებით და კმაყოფილი სახით ვიჯექი კომპიუტერთან, დედა მოვიდა ჩემთან და ძლივს შეკავებული სიცილით მითხრა:

_ ესე იგი მე ცოდვილი ვარ?!

ფერი დავკარგე [რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ჩემი კანის ფერისთვის]  და დამეწყო უეცარი რეაქცია. ვიდექი ოთახის ცენტრში და გავკიოდი :

_მე ბლოგერობას თავს ვანებებ ამიერიდან! აქაც მომაგენით ხო?! ყველაზე კარგად სადაც ვგრძნობდი თავს, ის წამართვით ! [oO]

მერე გადავედი გეგმა B-ზე და ცრემლმორეულმა ახალი სახის მონოლოგი დავიწყე :

_ აი, მე ეხლა დაგიბლოკავთ მაგ კომპიუტერიდან ჩემს ბლოგს, ჩემს კომპიუტერსაც პაროლს დავადებ, რომ ვეღარ შემოხვიდეთ !

მოკლედ, მთელი არსებით ვცდილობდი მისთვის სურვილი დამეკარგა აქ შემოსვლის. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდე. აღარ იცოდა რა ეთქვა.. ბოლოს ისაო :  თუ პირობას მოგცემ, რომ აღარ შევალ, ხომ გააგრძელებო ?.. მე კიდე

_ ახლა რაღა აზრი აქვს, უკვე დავკომპლექსდი ! [oO]

ამასობაში ნელ-ნელა უსერ სახეს ვიღებდი და მრცხვენოდა ჩემი ისტერიკის. მაგრამ იასნა იხტიბარს არ ვიტეხავდი [როგორც წესი ეგრეა..] ცოტა ხანში დავფიქრდი ბლოგის შიგთავსსზე. არიქა ცენზურა, არიქა დავაპრივატო პოსტები და ა.შ. მაგრამ ცოტა ხანში გამიარა.პრეტენზიები გაჩნდება და თავდაცვა დახვდება- მე ხომ დიდი გოგო ვარ :mrgreen:

მოკლედ, დავფიქრდი დედას სამართლიან საყვედურებზე- ამდენი ადამიანი კითხულობს და ჩემთვის რატომ არ შეიძლებაო…ხოდა დაე იკითხოს :) უბრალოდ, თქვენი არ ვიცი, მოგწონთ თუ არა, როცა “შენს რამეს” მშობლები კითხულობენ, მაგრამ მე ძალიან არ მიყვარს. ბავშვობიდან ასე ვარ. ერთი თემა დავწერე ადრე სკოლაში, მთელ პარალელურ კლასებში დამატარებდნენ და მაკითხებდნენ. სახლში რომ მოვიდიოდი კიდე საგულდაგულოდ ვმალავდი. მეიბი ცოტა სტრანნა, მაგრამ კაცია და  ბუნება.. ვერც იმას ვერ ვიტანდი ჩემს კონცერტებზე რომ მოდიოდნენ და მისმენდნენ, როცა ვუკრავდი.. :დნუ ეს ყველაფერი იქეთ იყოს, მაგრამ მთავარია, რომ მომაგნეს [ :mrgreen: ] ! მაშ ასე:

გამარჯობა დედა..  1q

_________________________________________________________

პ.ს. თინი უკვე 161,5 სმ და 51 კგ ! – თუ შეიძენთ საჩუქრად მოყვება..

დღეს ერთ-ერთ მიწისქვეშაში მოლაპარაკე სასწორმა “დაბრო პაჟალავაწ”-ით გაჭრა და მივედი გასაზომ-ასაწონად. ბოლოს რომ გავიზომე 154 სმ. ვიყავი.  ბოლოს რომ ავიწონე ერევანში იყო ეგ, დილით, მშიერზე 47,5 კილო ვიყავით. უფრო სწორად 48-სთან მიღწეული ისრით. მე კიდევ სასწორს ვეუბნებოდი  - არც შენი , არც ჩემი- 47 ვიყო მეთქი ! :ლოლ:

161,5-ს უნდა გამოვაკლოთ ფეხსაცმლის 5 სმ. . შესაბამისად წონას ერთი კილო [ტანსაცმელი-ფეხსაცმელი ] და გამოვედი 50 კილო.. მოკლედ, ეს ყველაფერი მთავარი არ არის. ეს სასწორი იმით არის საოცარი, რომ გეუბნება სიმაღლესთან შედარებით წონა ნორმალური გაქვს თუ არა.

არც აცია, არც აცხელა და მითხრა, რომ 7 კილოთი მეტი ვარ სიმაღლესთან შედარებით. 7 კილოც რომ მოვიკლო, რაღა უნდა დავრჩე? თანაც, როგორც mystery X [და მეიბი კაცთა უმეტესობა]იტყოდა, ქალი ხელში უნდა გრძნობდე ! [აი ემ სორი მამა :დ ] ..მაგას თავი დავანებოთ და _7 კილოთი რომ ვიარო, ძვლებს რა პასუხი უნდა გავცე,  ტყავი ხომ უნდათ :უსერ: ..

21 Responses to “მომაგნეს!!!”

  • ეე. ჩემ ბლოგსაც კითხულობენ მშობლები :(

    უბრალოდ ვერ დავმალავდი. მამა სულ ინტერნეტში დაძვრება და მაინც მომნახავდა.

    ამიტომაც ცოტა ცენზურა მაინც არის ჩვენს ბლოგზე :უსერ:

  • Kate:

    აუ კიდევ კარგი ჩემი ბლოგისთვის არ მოუგნია დედაჩემს.
    იმ უბრალოდ და მარტივი მიზეზის გამო, რომ კომპიუტერის ინჩი–ბინჩი არ გაეგება. როცა მისი გამორთვა უნდა, “პროპკებს” რთავს ხოლმე.

    ხოდა შაბათს ვისთან ერთად იყავი სახინკლეშიო და ფორუმელებთან ერთადმეთქი. :P

    ჯერ ფორუმი ჩემმა დამ უთხრა, თორემ მე კარგა ხანი არ ვეტყოდი.

  • ვერ ვიტან, დედაჩემი რო შემოდის ოთახში და რო უნდა ჩაკეცო უცებ ყველაფერი და რამე უწყინარი გვერდი ათვალიერო :უსერ:
    კიდევ კარგი ჩემი ბლოგის არსებობის შესახებ არაფერი არ იცის :უსერ:

  • არაა, ჩემსას არ კითხულობენ და დიდი ალბათობით ვერც მიაგნებენ ახლო მომავალში! ვერც მე ვიტან, როცა ჩემს რაღაცეებს მშობლები კითხულობენ და შენ წარმოიდგინე, ჩემს სპექტაკლზეც კი არ დავრთე ჩემებს მოსვლის ნება!

  • tiny:

    @ sin165

    უარესი? oO :lol:

    @ unaamarga

    ამათ კიდე გონიათ მე ვარ ასეთი უჟასი :უსერ:

  • nino:

    პირველად რო მამაჩემს წამოსცდა რო ჩემს ნაწერებს კითხულობდა (არა მარტო ბლოგს) 2 თვე აღარაფერი დამიწერია, ხოდა ეხლა ცენზურა+ პატარ პატარა საიდუმლოები :( რაღაც ვიზღუდები რო მახსენდება რო წაიკითხავს :(

  • zina:

    მე კი ჩემმა შვილმა დამაწყებინა ბლოგერობა. :) თქვენს ბლოგებსაც სიამოვნებით ვკითხულობ :D :D ისე არაფერი არ არის ჩვენთვის უცხო, ხომ ”ვიყავით თქვენ ხელა და თქვენც ხომ გახდებით ჩვენ ხელები, ე.ი. ტოლები ვართ” :) :) :)

  • პერწკლი:

    ვაიმე დედაჩემმა რომ წაიკითხოს ჩემი ბლოგი ვერ გადავიტან :S

  • ravi dedchemi didi xania mondomebit atvalierebs chems blogs da blogerobac scada mara zalian uxasiatoa da rasac cers ar aqveynebs :D

    mara kitxvit sulmoutqmelad kitxulobs
    amas cinad misayvedura rame sainteresos ratom ar cero :D

    ase mgonia ver mkitxvas tu rame unda zaan sasaciloa

    ravi araferi araa magashi gansakutrebuli imho :D

  • მე ვიცი რო დედაჩემიც კითხულობს ჩემი ძმაც და შეიძლება მამაჩემიც იჭყიტება ხოლმე…
    მარა მკიდიასავით :D

  • რა?
    შენ 7კილოთი მეტი ხარ?
    ომგ
    არც ავაწონილვარ გარეთ არასოდეს და არც ავიწონები
    აი ასე
    შენ თუ 7გაქვს ზედმეტი, მე 20 მაინც მექნება
    მე მასე არ ვთამაშობ :მო:

    ხოდა დედაშენის ბლოგის კითხვასთან დაკავშირებით გითხარი უკვე და გიწერია კიდევაც, რომ უსამართლობა იქნება მისდამი რომ აუკრძალო შემოსვლა
    მე სააერთოდ მომხრე ვარ, რომ დედაშენმაც დაიწყოს კითხვა )))

  • ჰეჰეჰ, დედაჩემიც კითხულობს, ჩემი ქმრის დედაც, ჩემი ქმრის მამის მეორე ცოლიც და კიდევ ბებიებსაც უკიტხავენ ხმამაღლა :დ დედაჩემს უტირია კიდეც ხოლმე ზოგიერთ ძველ პოსტზე, სადაც მას ვაკრიტიკებდი :დ

    მაგრამ პოსტის წერისას არავიზე არ ვფიქრობ ლოლ.

    თინ, თუ გინდა, რომ დიდი გოგოსავით გექცეოდნენ – შენ უნდა მოიქცე პირველ რიგში ასე :დ

  • tiny:

    ხო,პოსტის წერისას მეც არავისზე არ ვფიქრობ ხოლმე და ეგ კარგია ვგონებ :დ თორე მასე შეიძლება სიტყვა ვერ გადავაბა : )))

    კი კი, მაგას მივხვდი უკვე და სახლში დიდი გოგოს იერით დავდივარ :ლოლ:

  • Kate:

    აუუუუუუ იქით ტყუილად დავწერე იმხელა კომენტარი??? :mo:

  • Kate:

    არა, ფორუმელებს ნადვილად არ ვმალავ. პირიქით, გუშინ შემომივარდა რას წერენ პოლიტაკაზეო.
    მაგრამ ბლოგერი რომ ვარ, არ იცის.

    ბიძაშვილმა (ბიჭი) და დეიდაშვილმა (ბიჭი) იციან ბლოგის არსებობის შესახებ, თუმცა დეიდაშვილმა არ იცის ბლოგის მისამართი და არც არასოდეს დაინტერესებულა. რაც შეეხება ბიძაშვილს, ლამისაა ყოველდღე მივარდბა სკაიპში “ჩემი შეყვარებული”–ს ახალი თავის ლინკი მომეციო.

  • tiny:

    ცოტა ცენზურაც არ მომწონს მე.. “ისეთს” არც არაფერს ვწერდი,მაგრამ მაინც ვკომპლექსდები : ((

  • tiny:

    ნუ ახლა..ფორუმელებს და ბლოგერებს ნაღდად არ ვმალავ ხოლმე : )))

  • tiny:

    +1..
    ფორუმზე ადამ და ევას თემები თუა ამოტივტივებული ,ან საფიხვნოს ზოგიერთი თემა, მაშინვე ვკეცავ ხოლმე და სანამ არ გავა ვერ ვპოსტავ :დ

  • ეგ რა არი, ამას წინათ ფორუმზე პირადი მესენჯერი მქონდა გახსნილი და…
    (თან კომპი მაგრად ჭედავს ამ ბოლო დროს და შეიძლება ვაბშე ისე გაიჭედოს, რო ვერც ჩაკეცო და ვერაფერი ვერ უქნა გარკვეული ხანი, თუ არ დაარესტარტე : D )

    რო გავიდა, ამოვისუნთქე : D

  • tiny:

    ვისთან ლაპარაკობდი ? :ბოლი:
    უზრდელი ხარ ვიღაცა ხარ :დ..

    პ.ს. თუ ჩემთან მაშინ ოოო… ! :დ

  • შენთან არა, უარესი : D

Leave a Reply

სექტემბერი 2010
« აგვ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
მთვლელები
TOP.GE

PageRank
Serv.Ge Singular.ge navige_logo
მინი-პოსტები

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (2)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (0)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)

2:37
მეტი... (15)

მობილიზეიშენ
ვამპირული, დასისხლიანებული თვალებით, ჩაით და ბეევრი საჭმლით ვიწყებ დღეს. წუხელ 4 საათამდე საკონკურსო პოსტს ვწერდი. პრინციპში დავასრულე და გამოქვეყნებაღა აკლია, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, იქნება რამე უკეთესი მომაფიქრდეს მეტი... (1)

აღარ გიცდი
პირველი გამოცდა საოცრება იყო, 30-დან 29 ქულით გამოვედი. ლურჯ მეჩეთზეც პრეზენტაციაში 15/15. ამას დაემატა დასწრების და კოლოქვიუმების ქულები და 93 ქულა გამომივიდა:user: შარშანდელი საშინელი ჩავარდნების შემდეგ მართლა გამიხარდა. მეტი... (5)

სულთანი აჰმედი
ფეისბუქზეც დავწერე და აქაც ვიტყვი, ვერ ვიტან გამოცდების პერიოდს- სულ გეჩქარება, დრო არასდროს არ გყოფნის და შეიძლება მთელი დღე არაფერი ისწავლო, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ ამ დღეებში გამოცდა გაქვს და ყველანაირი გართობის მაგვარი გადადო :D მეტი... (5)

პაშტეტ
მეტი... (3)