სტუმრად საპარიკმახეროში

contessa-hair-beauty-awards

სილამაზის სალონი ქვია მაგას ქალო  (c)  ენა და მამული

ცხოვრებისეული სიმუხთლეების გამო გუშინ მომიწია ე.წ. სილამაზის სალონში წასვლა. ცხოვრებისეული სიმუხთლე კი იმაში მდგომარეობდა, რომ ლელას დაბადების დღეზე უნდა წავსულიყავი და გავითვალისწინე შეძრწუნებული სახეები ოჯახში დილით ჩემი თმის დანახვისას .. დიდხანს ვიხვეწე- რა მოხდა, კიკინებით წავალ მეთქი , მაგრამ .. ჯერ ვიხეტიალე და მოგეხსენებათ ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტეროტირიის გულუხვობა სალონების მხრივ, მოკლედ დავიბენი და რა პრინციპით ავარჩიე ეხლაც არ ვიცი. შევედი ერთ – ერთ სალონში. შესასვლელში სამი ახალგაზრდა მანდილოსანი იყო მოკალათებული, უხერხულად ვიკითხე- თმის დავარცხნა მინდა და…სამივემ ერთმანეთს უკმაყოფილო სახით გადახედა და ერთ-ერთი ჯიჯღინით ადგა სკამიდან და “იქ დაბრძანდიო” მითხრა. კაი ბატონო, დავბრძანდი.. ისეთი გრძნობა მქონდა , მეგონა სისხლის ანალიზის ასაღებ (მაგის ფობია მჭირს, არადა ამ დღეებში მომიწევს :უსერ:) სკამზე ვიჯექი,თუმცა აქვე გამახსნედა, რომ სისხლის ანალიზის აღებას არავითარი სპეციალური სკამი არ ჭირდება და შესაბამისად ჩემი ილუზია სკამის თაობაზე უბრალოდ თვითგვემის სურვილი იყო. მოვეშვი დესტრუქციულ აზრებს და მორჩილად დავჯექი. არანაირი პრეტენზია არ მაქვს მოუხეშავ მომსახურე პერსონალთან, სხვათაშორის დავაკვირდი, თავიდან შენ უნდა გაუღიმო და მერე თვითონაც გიღიმიან უპრობლემოდ. ამიტომ ვეცადე ეს გოგო კეთილგანმეწყო (:D) ჩემს მიმართ და თავისთავად ბანალური ფრაზით ” გული არ გაგისკდეთ ჩემს თმაზე, ფაქტიურად არ ვუვლი”- მოვულბე გული. (ფაქტიურად არ ვუვლი- რა რბილად ნათქვამია..)ამ მთელი ფრაზის თქმა კი იმიტომ დამჭირდა, რომ ერთი საათი სინჯავდა ჩემი თმის სისქეს. მოკლედ, გავუღიმე-გამიღიმა და შეუდგა საქმიანობას. მგონი ძალიან გულთბილი გაღიმება მომივიდა და ცოტა ხანში რამის შემაღლებულ ადგილას დამაყენა და ისე დამცინა :
“თმა შენით გაქვს შეჭრილი ხო”- უი, შეამჩნიეთ?..ნუ.. მარტო ფჩოლკა
“რითიც იბან ის შამპუნი აშკარად არ უხდება შენს თმას”- ხო, გამოვცვლი (გულთბილობა უხერხულ ღიმილში გადამეზარდა)
დამთავრებისას ამოიოხრა – მოვრჩიო და დაყარა იარაღი :lol: გაუმკლავდა ჩემს თმას.. არადა რა ვითომ , რა ისეთი თმა მაქვს. ვაღიარებ, არასწორად შეჭრილი მაქვს , მაგრამ მეტი ისეთი არაეფრი.. ნუ.. სტრანნია ვითომ? წინ ძალიან შავად გადავიღებე ამასწინად,დედაჩემს მორჩა ცოტა საღებავი და ხომ არ გავაუქმებდი- ოჯახი ხრამია, არ იცი რა დროს რა დაგჭირდება… თუ ეგ სხვა ტექსტია :სპყ: მოკლედ, ამჯერად თმა გამოიყურება: ღია ყავისფერია უკან, წინ კიდევ ძალიან მუქი შავი . ჩემი ბუნებრივი (ასევე ძალიან მუქი შავი) ფერი უკვე მემჩნევა ისე ძირებიდანაც, გამეზარდა.

ეს გადახვევა…თავისებურად…შევათვალიერე სარკეში თმა და ნუ, ისეთი არაფერი, უბრალოდ დილანდელივით აჟიტირებული აღარ ჩანდა :უსერ: … მაგრამ , ამიერიდან რაც არ უნდა იყოს, მე და ჩემი თმა ძველი რიტმით ვაგრძელებთ ცხოვრებას , არ ვიცი მე ვიღაცის შეძრწუნება და ა.შ. ჩემი თმა ჩემია !

No Responses to “სტუმრად საპარიკმახეროში”

Leave a Reply

ბოლო კომენტარები
სექტემბერი 2010
« აგვ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
მთვლელები
TOP.GE

PageRank
Serv.Ge Singular.ge navige_logo
მინი-პოსტები

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (2)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (0)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)

2:37
მეტი... (15)

მობილიზეიშენ
ვამპირული, დასისხლიანებული თვალებით, ჩაით და ბეევრი საჭმლით ვიწყებ დღეს. წუხელ 4 საათამდე საკონკურსო პოსტს ვწერდი. პრინციპში დავასრულე და გამოქვეყნებაღა აკლია, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, იქნება რამე უკეთესი მომაფიქრდეს მეტი... (1)

აღარ გიცდი
პირველი გამოცდა საოცრება იყო, 30-დან 29 ქულით გამოვედი. ლურჯ მეჩეთზეც პრეზენტაციაში 15/15. ამას დაემატა დასწრების და კოლოქვიუმების ქულები და 93 ქულა გამომივიდა:user: შარშანდელი საშინელი ჩავარდნების შემდეგ მართლა გამიხარდა. მეტი... (5)

სულთანი აჰმედი
ფეისბუქზეც დავწერე და აქაც ვიტყვი, ვერ ვიტან გამოცდების პერიოდს- სულ გეჩქარება, დრო არასდროს არ გყოფნის და შეიძლება მთელი დღე არაფერი ისწავლო, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ ამ დღეებში გამოცდა გაქვს და ყველანაირი გართობის მაგვარი გადადო :D მეტი... (5)

პაშტეტ
მეტი... (3)