რასა ვიქმ [18.10.09]

დღესაც, ისევე, როგორც წინა კვირას უნდა ყოფილიყო პოსტი, სახელად 7, კატეგორიიდან 7, მაგრამ სულ მავიწყდება დღის ასოციაციის ჩანიშვნა..ტელეფონზე ყოველდღიური ალარმი უნდა დავაყენო, რომ დღის ბოლოს შემახსენოს ხოლმე ჩანიშვნა : (

ამიტომაც დავსწერ “რასა ვიქმ”-ულ პოსტს..

რასა ვიქმ და:

arsenal

:D

კიდევ შოპინგების კვირა მქონდა ეს კვირა :D

DSC05081 მოდა ლუქსში ყველა შარვალი დიდი მქონდა.ნუ,  რა თქმა უნდა, უნდა ვამაყობდე ამით [ან არა ], მაგრამ დავიტანჯე რა.. ბოლოს სხვაგან ვიყიდე შარვალი, ოღონდ ჯინსი არა.. ისევ შავი :bis:

გუშინწინ იატაკის საწმენდი გაგვიფუჭდა და მე და დედამ მოვიწადინეთ გვეყიდა ახალი, lilo city-ში ე.წ.  ”ჩინელების ბაზრობა” არსებობს და იქ არის ბლომად ეგეთი რამეები. არამარტო ესენი, ათასი ფინტიკლუშკაა. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი და  დედას ერთად წასვლა შოპინგზე=ოჯახის დაქცევას :D ბოლოს მარტო გზის ფული დავიტოვეთ, იმდენი რაღაც გამოვზიდეთ :| “ვაი ეს მჭირდება, უი ეს რა ლამაზია, ნახე რა იაფია,სხვაგან სად ნახავ ასეთ ფასში” – მივაპყრობდი საწყალ თვალებს და ვყიდულობდით და ვყიდულობდით :D

და აუ როგორ მევასებიან ჩინელები :| რა ლამაზები არიან. ერთი ქალი იყო უულამაზესი, ძლივს გამომფხიკა დედამ იმ მაღაზიიდან!

საბოლოოდ, კვირის შენაძენები [კურტკა, ფეხსაცმელი და საათი ჩინელებში არ მიყიდია ოღონდ , დანარჩენები კი ბატონო ]

BILD0081 BILD0082 BILD0080

აუ საათი ისე ბრჭყვიალებს არ გამოჩნდა ნორმალურად სურათზე :| სხვა ნაყიდ ფინტიკლუშკებში ელასტიკებს და ჩასაჩაჩ [რა სიტყვაა] წინდებს ვგულისხმობდი.

სხვა: ისევ მეზარება წერა და არ ვიმჩნევ.

აუ, პეტში სამზარეულოც გავაკეთე. ნუ მთლად ისეთი არ არის, როგორიც მინდა, ბევრი რაღაც აკლია, მაგრამ აი:

10332_168058843368_688128368_2674728_228908_n

გუშინ კიდე შევედი და გადამხმარი იყო ჩემს ეზოში ხეები და მეთქი ააა მიშველეთ და ავტეხე პანიკა :D თურმე ჰელოვინის პონტში ყოფილა :user:

10332_168818493368_688128368_2678818_1861978_n

პ.ს. კიარა, რაღა პ.ს და სვითის გაკვეთილების ურჩი მოსწავლისგან ის ოთხმოცეული. ჯერ მარის პოსტი წაიკითხეთ, რომ გაიგოთ რაშია საქმე. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის 80 ხერხი უკეთესი ბლოგისთვის .

მწვანედ ისინია მონიშნული, რასაც პირნათლად ვასრულებ :D

იყიდეთ დომენი და დააინსტალირეთ ვორდპრესი
თუ ფული არ გაქვთ ან გეზარებათ, გამოიყენეთ Blogger-ი. იგი ადვილია, უფასოა და Google-ისაა. ამიტომაც ძიებისას თქვენი ბლოგი უფრო ზედა რეზულტატებში გამოჩნდება.
მოიფიქრეთ ბლოგის მახვილგონივრული აღწერა (tagline)
ფოკუსირება მოახდინეთ ნიშურ თემაზე
გაუღიმეთ საძიებო სისტემებს – გამოიყენეთ ტეგები
მოფიქრეთ სხარტი სათაურები პოსტებისთვის
პოსტებში აუცილებლად დალინკეთ შიდა გვერდები და ძველი პოსტები
პოსტების ბოლოს განათავსეთ ”მსგავსი პოსტების” ჩანართი.
ებრძოლეთ სპამს!
იყავით ფოკუსირებული ბლოგის განვითარებაზე
დაიცავით ბლოგი უცხო პირთა შეჭრისგან – დააყენეტ ძნელად გამოსაცნობი პაროლები
იფიქრეთ პრემიუმ დიზაინზე
კარგად შეახამეთ ბრენდინგის ელემენტები
გადაიტანეთ RSS Feedburner-ზე
მიეცით მკითხველებს საშუალება გამოიწერონ ბლოგი იმეილით
მიეცით მკითხველებს კომენტარების გამოწერის საშუალება
დარეგისტრირდით Google Analytics-ზე
გახადეთ პოსტები სკანირებადი და კითხვადი
გაათავისუფლეთ ბლოგი ზედმეტი ნაგვისგან
შეინახეთ პოსტების და კომენტარების სამარქაფო ვერსია (ყოველი შემთხვევისთვის)
პოსტი გააფორმეთ მინიმუმ 1 სურათით
ატვირთეთ ისინი თქვენს საკუთარ სერვერზე ან ბლოგერის უფასო სერვისით ისარგებლეთ.
არ გამოიყენოთ უფასო იმიჯ-ჰოსტინგები
დაიცავით თვით-დისციპლინა
დარეგისტრირდით blogroll.ge-ზე
ბლოგიდან მოაცილეთ გაფუჭებული ბმულები რომლებიც არსად არ ილინკება.
უპასუხეთ მკითხველის კომენტარებს
დაწერეთ მიწვეული-პოსტი რომელიმე პოპულარულ ბლოგზე
იკითხეთ სხვა ბლოგები ახალი იდეებისთვის
იყავით აქტიური ინტერნეტში და ცხოვრებაში
გამოძვერით ”ტექსტი მეფობს”- ჩარჩოდან
შექმენით ალიანსი სხვა ბლოგერთან
შეიძინეთ ახალი უნარ-ჩვევები – შეისწავლეთ ბლოგის ტექნიკური მხარეები
გახადეთ მკითხველისთვის ადვილი თქვენთან დაკავშირება

იქონიეთ გამზადებული მედია კიტი რეკლამის დამკვეთებისთვის
გადაიღეთ ვიდეო-პოსტი
არ იპასიუროთ, დაარეკლამეთ თქვენი ბლოგი
მადლობა გადაუხადეთ თქვენს სტუმრებს
დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაავრცელეთ უფასოდ.
მკითხველის რომელიმე საინტერესო კომენტარს ახალ პოსტში ციტირება გაუკეთეთ და განავრცეთ
არ შეიქმნათ ზედმეტი წარმოდგენები მკითხველის შესახებ, თქვენ მათ ჯერ კიდევ არ იცნობთ. – ამიტომ ნუ დაიწყებთ პოსტებს შემდეგი ფრაზით – “როგორც უკვე იცით, …” აუხსენით მათ ყოველი დეტალი.
დაილაგეთ სამუშაო მაგიდა
სპონსორი გჭირდებათ? მოიძიეთ!
გამორთეთ კომენტარების მოდერაცია
არ მოიხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ ვერ პოსტავდით. ეს არავის აინტერესებს. უბრალოდ დაწერეთ ახალი პოსტი. პაუზას ვერავინ შეამჩნევს.
დარეგისტრირდით Twitter-ზე. (აქვე არ დაგავიწყდეთ ჩემი ჩამატება – Sweet)
წაიკითხეთ წიგნი
გაყიდეთ ან გააჩუქეთ ტელევიზორი
იკითხეთ პრო-ბლოგერების ბლოგები და ისწავლეთ მათგან
მეტი კომენტარების მოსაპოვებლად პოსტებში დასვით შეკითხვები
დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაყიდეთ
შეწყვიტეთ დაგეგმვა, დაიწყეთ წერა!
წერეთ ყოველ დღე
თუ ფიქრობთ, რომ კარგად წერთ, წერეთ დღეში ორჯერ
არ უთხრათ თქვენი ბლოგის შესახებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, შეყვარებულს, თანამშრომლებს.
თუ ისინი მაინც აღმოაჩენენ მას, სთხოვეთ დაივიწყონ თქვენი ბლოგის მისამართი.
გალინკეთ სხვები. გალინკეთ ყველა ვინც გაგლინკავთ. ლინკებით განსხვავდება ბლოგერი მაიმუნისგან.
დაწერეთ რამე რეალური თქვენს შესახებ!
თუკი კვირაზე მეტია არ დაგიწერიათ სექსზე, პოლიტიკაზე და რელიგიაზე ესე იგი ”სუფთა თამაშს” თამაშობთ, რაც იმას ნიშნავს რომ #55 რჩევის შესრულებისას ჩაიჭერით. გააკეთეთ ახალი ბლოგი და ამჯერად ენას კბილი დააჭირეთ.
დააყენეთ მთვლელი და მიეცით საშუალება ყველას ნახოს თქვენი სტატისტიკა.
თუ არ იცით როგორ კეთდება ეს – ისწავლეთ. იმ წუთიდან რაც ბლოგს გააკეთებთ კარგი რაღაცეები მოხდება, მათ შორის ის, რომ ახალ რამეებს ისწავლით.
სანამ ”გამოქვეყნებას დააჭერთ. მონიშნეთ მთელი პოსტი და დააჭირეთ CTRL+C-ს. ეშმაკს არ სძინავს!
წერეთ გულწრფელად. ყოველი პოსტი წინაზე გულწრფელი უნდა იყოს.
ცვალეთ წერის სტილი. წერეთ ლამაზი ზღაპრები. იოცნებეთ სახალხოდ. გამოფინეთ ყველაზე ჭუჭყიანი თეთრეული. სახელებით მოიხსენიეთ კონკრეტული პიროვნებები. იტირეთ, იჩხუბეთ, იმღერეთ, არ მოგერიდოთ, რომ ვინმე დაგცინებთ.
კვირაში ერთხელ მაინც ჩაწერეთ აუდიო პოსტები.
არ იზარმაცოთ!
დასასვენებლად მიდიხართ? არ მოკლათ ბლოგი! – დაუტოვეთ იგი ალიანსელს (იხ. #32) ან წინასწარ დაწერეთ სამომავლო პოსტები და გადაანაწილეთ თქვენს შვებულებაზე.
დაწერეთ ღია წერილები. გააკეთეთ სიები. წერეთ სხვის შეცდომებზე.
გამოიგონეთ საკუთარი თავი.
წერა დაიწყეთ იმ ამბით, რაც დღეს გადაგხდათ.
როცა არ იცით რა დაწეროთ, დაწერეთ მიმოხილვები, მაგალითად მიმოიხილეთ გუშინ ნანახი ფილმი.
ხშირად წერეთ იმ ქალაქზე, სადაც ცხოვრობთ.
გამოააშკარავეთ საკუთარი თავი. მოყევით თქვენი საიდუმლოებები. ამ პოსტების წაშლა შემდგომში ყოველთვის შეიძლება.
არ გამოაქვეყნოთ თქვენი ნამდვილი სახელი. არ ილაპარაკოთ სამსახურზე თუ გაწუხებთ სამსახურიდან გამოგდების საკითხი.
არ გამოაქვეყნოთ თქვენი ლექსები, მათ არავინ წაიკითხავს. განსაკუთრებით – თუ ისინი გენიალურია. გამოაქვეყნეთ მხოლოდ სასაცილო და იდიოტური ლექსები.
მოყევით თქვენი მეგობრების შესახებ
შეიყვარეთ ის საქმე, რასაც აკეთებთ!

წაიკითხეთ ათასობით ბლოგი და დატოვეთ სასიამოვნო კომენტარები
ამობეჭდეთ ეს სია, გაიკარით სამუშაო მაგიდასთან და ყოველდღე გადახედეთ!
შთაგონებისთვის – იკითხეთ Sweet.ge =))))))

One Response to “რასა ვიქმ [18.10.09]”

  • ამ ოთხმოცეულიდან რამდენიმეს გაკეთება შევძელი და ხშირად ვუბრუნდები,მარის ამ პოსტს,იქნება დღითიდღე გავიზარდო მეთქი:)
    რაც შეეხება მაგ შოპინგებს,უიიი ეგ ჩემთვის არის ტანჯვა,სულაც არ არის თერაპია:(რო ვიყიდი,მერე სულს მოვითქვამ ხოლმე.

Leave a Reply

ბოლო კომენტარები
სექტემბერი 2010
« აგვ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
მთვლელები
TOP.GE

PageRank
Serv.Ge Singular.ge navige_logo
მინი-პოსტები

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (2)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (0)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)

2:37
მეტი... (15)

მობილიზეიშენ
ვამპირული, დასისხლიანებული თვალებით, ჩაით და ბეევრი საჭმლით ვიწყებ დღეს. წუხელ 4 საათამდე საკონკურსო პოსტს ვწერდი. პრინციპში დავასრულე და გამოქვეყნებაღა აკლია, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, იქნება რამე უკეთესი მომაფიქრდეს მეტი... (1)

აღარ გიცდი
პირველი გამოცდა საოცრება იყო, 30-დან 29 ქულით გამოვედი. ლურჯ მეჩეთზეც პრეზენტაციაში 15/15. ამას დაემატა დასწრების და კოლოქვიუმების ქულები და 93 ქულა გამომივიდა:user: შარშანდელი საშინელი ჩავარდნების შემდეგ მართლა გამიხარდა. მეტი... (5)

სულთანი აჰმედი
ფეისბუქზეც დავწერე და აქაც ვიტყვი, ვერ ვიტან გამოცდების პერიოდს- სულ გეჩქარება, დრო არასდროს არ გყოფნის და შეიძლება მთელი დღე არაფერი ისწავლო, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ ამ დღეებში გამოცდა გაქვს და ყველანაირი გართობის მაგვარი გადადო :D მეტი... (5)

პაშტეტ
მეტი... (3)