2:37

მოვიდგი წითელი ღვინო. არ მიყვარს, მაგრამ ისეთი რეკლამები გაუკეთეს ჩემებმა- პაპამ გააკეთა სპეციალურად ჩვენთვისო, აბსოლიტურად ნატურალურიაო, რომ მოვწრუპე ცოტა მომეწონა და ახლა ტუჩებ გალურჯებულ-გაშავებული ვზივარ- გამაფერადა :D

15 იანვრის მერე მინი პოსტი არ დამიწერია და ვამაყობ. ყოველ დღე სრულფასოვან პოსტებს ვწერდი. მომწონს ბოლო დროს ჩემი თავი, კარგად ვარ მობილიზებული. რა პირობებიც დავდე ყველაფერს ვასრულებ. სემესტრის ბოლოა, გამოცდებსაც ვაბარებ. მთლად სასტიპენდიო არა, მაგრამ  80-ს ზემოთ არის ქულები.. აი მომავალ სემესტრში რომ ის გაცდენებიც შევამცირო, რაც წელს მქონდა და სემინარების მოყოლაც არ დამეზაროს ხოლმე, 100-მდე კი ავალ :D

უი,დღეს ფლეშკა მოვიგე ^_^ <3

ჩემი მკითხველები დღითიდღე უფრო მიყვარდებიან:love:გუშინ  ნინიმ დამიმატა ფბ-ზე, ბევრი ვილაპარაკეთ. შენი მკითხველი ვარო მითხრა და თურმე თავისი ბლოგიც ქონია:

http://avrora-blog.blogspot.com/

ხოდა ისიც მითხრა თუ გინდა საჯაროში წავალ და იმ მამრის ამბებს გავიგებო :D იმ პოსტზე, ჩემს “პრინცებზე” რომ მეწერა, ვიღაცამ დააკომენტა, გინდა თუ არა ცოლი ვარო. ნუ გული კი მიგრძნობდა, რომ ცოლი ყავდა, თან რა მნიშვნელობა ქონდა- აქ რა მივიდოდი და გავიცნობდი, მაგრამ მაგრად მაინტერესებდა ის კომენტარი ბოღმით იყო დაწერილი, თუ სიმართლე იყო.. თან ip დაემთხვა ერთ-ერთ სხვა კომენტარების მტოვებლის აიპს : )))  ხოდა გამიხარდა ნინიმ რომ ეგ მითხრა, აღმოჩნდა, რომ საჯაროში იცნობდა   ერთ გოგოს  და დღეს მომიტანა ამბები :D აღმოჩნდა, რომ ცოლიც ყავს და ორი შვილიც :bis: მაგრამ ვინც დააკომენტა ეგ ნამდვილად არ იქნება ცოლი იმიტომ, რომ ბოღმის ფრქვევის დროს შვილები ნამდვილად არ დაავიწყდებოდა.. ხოდა დიდი მადლობა ნინის.. მთელი ცხოვრება ვერ გავარკვევდი ამ ამბავს რომ არა ის ^_^

აუ ეს რომ არ განახოთ არ ძალმიძს, comedy show-ს უყურეთ?

გენიალური იყო!  ვისაც არ გინახავთ:


ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ხუმრობა შოუს ისტორიაში:

“სექსი ლათინური სიტყვაა და ქართულად ნიშნავს გათხოვებას” :D ძაან მაგარი იყო, გრიგოლია მევასება რა <3

3-ს აკლია 25,ძილინებისა..

15 Responses to “2:37”

  • Giga:

    ჰეჰ, გრიგოლიაზე მეც დავწერე დღეს:)

  • ლოოოლ, დავიშოკე რომ ვნახე ეს შოუ))) მართლა ძალაინ მაგარი გამოვიდა!!:)) ყოველი სიტყვა და მოძრაობა)) ყოჩაღ!!!

  • წითელი ღვინოს დიდი ფანი არც მე არ ვარ, მაგრამ შინაურულად კარგად გაკეთებულს მართლა არაფერი სჯიბია.. მნია- მნია :))

  • ჰაჰაა. შოუ მაგარი იყო. წითელი ღვინო კი მენატრება :(

  • არა, რატომ მიყვარს ეს დეგენატურული ღადაობები :)))
    გლდანი+თემქა=რულზ :))

  • აუ ბოშყო არადა არ გამეცინა… მაგაზე… :(
    უკვე ჩერეზჩურ ბანალური იუმორია… 3 წუთში ერთხელ იცინის მაყურებელი…. როცა აქამდე წუთში სამჯერ იცინოდნენ ხოლმე.. : (

  • ვაიმე რაც მე გრიგოლიაზე გუშინ ვიცინე… ქათამი რო ჩაახეთქა ქვაბში და რო იღიმებოდა შორენასებრ (LOOOL) ისე მე მაია ასათიანის როლში უფრო მომწონს.

  • ”მაგრად მაინტერესებდა ის კომენტარი ბოღმით იყო დაწერილი, თუ სიმართლე იყო”… ”მაგრამ ვინც დააკომენტა ეგ ნამდვილად არ იქნება ცოლი იმიტომ, რომ ბოღმის ფრქვევის დროს შვილები ნამდვილად არ დაავიწყდებოდა”..
    ეე! რა ცუდად მომხვდა გულზე ეს სიტყვები, არადა მომწონდა ეს ბლოგი))

    ცუდია, უწყინარი ხუმრობა ”ბოღმად” რომ მონათლე და იმასაც რომ ვერ მიხვდი, რომ ბოღმა ეგრე არ გამოიხატება :))) მეწყინა :)))

    ისე, იმავე აიპიდან მესამე კომენტარიც ხომ იყო, მოგვწონს შენი ბლოგიო, თბილი ღიმილით :))ა? ამით კი უნდა მიმხვდარიყავი ჩვენს უწყინარ ხუმრობას :)))

    პ.ს. ჩემს სამსახურში ერთ ქსელში 8 კომპიუტერია ჩართული და ამის მერე თუ კიდევ ვინმეს გაუჩნდება შენი ბლოგის წაკითხვის სურვილი და დაკომენტარებისაც )), აიპები ისევ დაემთხვევა :)))

    • Tiny:

      ეგ თბილი კომენტარი ძალიან თბილად მივიღე და გამიხარდა კიდეც :)) პროსტა იმ მეორე კომენტარში მე ვიგრძენი (არ გამოვრიცხავ , რომმომეჩვენა), რომ ცუდი განწყობით იყო დაწერილი :P

  • პ.ს. ისე მაინტერესებს მაინც სად დაინახე ბოღმა? :)))

    შენი სხვა მხარე დავინახე, თორემ ახლა ნამდვილად აღარ მოგწერდი ამ ფრზებს: ”ჟენა ნე სტენა”, ”მეჩტატ ნე ვრედნა” :)))) არ ვიცოდი ოჯახური მდგომარეობა და სიტუაციები ასე დაწვრილებით თუ დაგაინტერესებდა ….))

  • უიმე, მაგას მეც ვუყურეეეეეეეე! აუ, მაგრად ამსგავსებდა… ერთი ასათიანს აჯავრებს მაგრად და ახლა ეს… ძალიან მაგარი ხარ, გრიგოლიააა! :D

  • ვაი, მაგას რომ ვუყურებდიი ძლივს ვსუნთქავდიი! ვაიმეეეე, ძააალიან მომეწოონნაააა! :*:*:*

Leave a Reply

სექტემბერი 2010
« აგვ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
მთვლელები
TOP.GE

PageRank
Serv.Ge Singular.ge navige_logo
მინი-პოსტები

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (2)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (0)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)

2:37
მეტი... (15)

მობილიზეიშენ
ვამპირული, დასისხლიანებული თვალებით, ჩაით და ბეევრი საჭმლით ვიწყებ დღეს. წუხელ 4 საათამდე საკონკურსო პოსტს ვწერდი. პრინციპში დავასრულე და გამოქვეყნებაღა აკლია, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, იქნება რამე უკეთესი მომაფიქრდეს მეტი... (1)

აღარ გიცდი
პირველი გამოცდა საოცრება იყო, 30-დან 29 ქულით გამოვედი. ლურჯ მეჩეთზეც პრეზენტაციაში 15/15. ამას დაემატა დასწრების და კოლოქვიუმების ქულები და 93 ქულა გამომივიდა:user: შარშანდელი საშინელი ჩავარდნების შემდეგ მართლა გამიხარდა. მეტი... (5)

სულთანი აჰმედი
ფეისბუქზეც დავწერე და აქაც ვიტყვი, ვერ ვიტან გამოცდების პერიოდს- სულ გეჩქარება, დრო არასდროს არ გყოფნის და შეიძლება მთელი დღე არაფერი ისწავლო, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ ამ დღეებში გამოცდა გაქვს და ყველანაირი გართობის მაგვარი გადადო :D მეტი... (5)

პაშტეტ
მეტი... (3)