3 თვის ანგარიში

სამი თვის და ცოტა მეტი ხნის წინ დავწერე პოსტი   იმის შესახებ, თუ როგორ გადმომეცა რუსთავი2-ის ინტერნეტ მარკეტინგი მფლობელობაში. ზუსტად ვიცოდი, რომ ადვილი არ იქნებოდა და საერთოდ, ამ გამოთქმის არსებობა რომ არა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ძნელი იყო. წარსულში იმიტომ ვამბობ, რომ ვთვლი, მთავარი სირთულე, რასაც ყველაფრის ნულიდან დაწყება და გამოხმაურების მოპოვება ჰქვია, გადავლახე.

ჰოდა ამ პოსტში იქნება ერთგვარი “ანგარიში”, რომელიც ძირითადად ჩემი თავისთვის არის, რომ დავმშვიდდე ყველაფერი ნორმაშია მეთქი…

მაშ ასე, ფეიჯი ნომერი1: Comedy შოუ

დავიწყე ნულიდან. არსებობდა ძაალიან ბევრი ალტერნატიული ფეიჯი, რომლებიც კომედი შოუს არსებობის მანძილზე გულშემატკივრებმა შექმნეს, საკმაოდ ბევრი ლაიქებით – 2K, 3K და ა.შ. ყველაზე დიდი უხერხულობა ის იყო, რომ თავისუფალი იყო მხოლოდ facebook.com/comedyshou  და ეს” u “დაბოლოება, ხალხს ეგონა შეცდომა  გადაცემაზე რომ მივაწერეთ პირველად. ამიტომ, ავიღე დომენი comedyshow.ge, გადამისამართება გავაკეთე და ახლა რომ ეწერება ლამაზად და გემოვნებით, შემოდის ხალხი.

ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ფეიჯის არსებობის მანძილზე “ჩავიდინე” იყო სელექციონერების კონკურსი. პირველი კონკურსი, რომელიც ჩემი სოც.მედიაში მოღვაწეობის განმავლობაში ჩავატარე :D პირველი სელექციონერი კომედი შოუს მსახიობი, ლაშა გაბუნიაა და ისეთი სელექციების ავტორია, როგორიცაა ტრაკონი, ჩურჩხმელა და ხბოტოციკლეტი. ჰოდა რატომღაც ვფიქრობდი, რომ ხალხი გაერთობოდა, ჩვენც ვიხალისებდით და კარგი, ლაღი და ცოტა არასერიოზული კონკურსი პოპოულარული გახდებოდა. საბედნიეროდ არ შევცდი.

სელექციონერების კონკურსი ნაწილი I

სელექციონერების კონკურსი ნაწილი II 

ბევრი არც ისე სასაცილო იყო და ზოგიც დებილობა საერთოდ, მაგრამ მართლა ძალიან სახალისო გამოვიდა. სამი გამარჯვებული გამოვლინდა – 2 ლაიქებით (საერთო რაოდენობა ქონდათ) და მესამე ჟიურიმ გამოავლინა.

პრიზებისთვის თანხების გამოყოფას დიდად არ ვწყალობთ ჩვენთან, არადა ახლა ბევრად მეტი შედეგი მექნებოდა ფეიჯებზე. თუმცა, რაღაც მომენტში ვამაყობ კიდეც, რომ ზედმეტი ხარჯების გარეშე გვაქვს ეს შედეგი. ამ კონკურსის გამარჯვებულის პრიზიც კომედი შოუს სკეტჩში მისი ნამუშევრის გამოყენება იყო და პატარა სიურპრიზი, რომელსაც ვფიქრობდი, რომ ყოფილიყო თიხაში გაკეთებული ფიგურა ის, რომელიც გაიმარჯვებდა. თუმცა დუტანხამონი უფრო მაიკაზე დასაბეჭდსა ჰგამს. უნდა მოვაბა მაგ საქმეს თავი ამ კვირაში.

ახლა გადავიდეთ ვანოს შოუზედ

ვანოს ჰქონდა პროფაილი, 5000 მეგობრით. რომ გადავიყვანე მიხაროდა, ვიფიქრე ნულიდან არ მაქვს დასაწყები და რა კარგია მეთქი, მაგრამ პირველად 2-3 კვირა რომ ვწერდი რაღაცებს, კაციშვილი ხმას არ იღებდა :| მერე ნელ-ნელა გამოვაღვიძე, თან  კარგად დაემთხვა, რომ მაგ პერიოდში საახალწლო კონცერტები ჰქონდათ და კონცერტის ბილეთები გავათამაშეთ. თან ვანო ისეთი ტიპია, კარგად ამყვა და გადაცემასთან ინტეგრირება მოუხდა ფეიჯს.

შემდეგი სადგური “ჩემი ცოლის დაქალები”

ეს ფეიჯიც ნულიდან დავიწყე, სულ ახალია სერიალიც, მეთხუთმეტე სერიაზე ვართ ახლა. თავიდანვე ძალიან გულს მიხარებდა მანდაურობა იმიტომ, რომ 500 ლაიქზეც კი კარგი გამოხმაურება იყო. მერე ავკრიფეთ ტემპები და თან ფორმულა კრეატივს არ ეშლება სოც.მედიასთან ურთიერთობა, სულ კონტაქტზე ვარ ხოლმე გიორგისთან [კატოს სანდრო ქე რომ არის სერიალში :D ] და გვაქვს რაღაც აქტივობები. მაგალითად, ეპიზოდური როლისთვის ბავშვები შევარჩიეთ ერთხელ. კიდევ გახსნილი გვაქვს მუდმივი ანკეტა, http://www.facebook.com/chemicolisdaqalebi?sk=app_216924904991602 , რომ ეპიზოდური როლებისთვის კარგი ბაზა ჰქონდეთ.

ახლა ჩემი ტკივილი – “თოქ შოუ პროფილი”

დაახლოებით 4K ჰქონდათ, გადავაკეთე ფეიჯად. შევუდექი ფრიად ენთუზიაზმით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დიდი გასაქანი არ მქონდა მაინცდამაინც :D  გადაცემაზე არ შემიძლია მივაწერინო მისამართი, არის ტერმინები, რომლებიც არ შემიძლია გამოვიყენო და ნუ,როგორ გითხრათ, იმ დონემდე მივედი ბოლოს, რომ მხოლოდ ვიდეოების და სურათების დადებით შემოვიფარგლები. თავი საკმარისად ვიტკიე და ბოლოს გეგას თანხმობით პასუხისმგებლობა მაქსიმალურად მოვიხსენი.

იღბლიანი ბორბალი

ბორბალს ძალიან კარგი რეიტინგი აქვს. თავიდან ცოტა ბორძიკით წავედით ლაიქებში, მაგრამ მერე დავამატე ნელ-ნელა რაღაცები. გავაკეთე ანკეტა http://www.facebook.com/igblianiborbali?sk=app_211427168875708  ,  რომელიც ბევრად მოსახერხებელია, ვიდრე rustavi2.com-დან ჩამოსატვირთი ანკეტა. თან შევამცირეთ კითხვები. ამას + ორი კვირის წინ კოტეს წყალობით რამდენიმე სპონსორი ფეისბუქზეც ათამაშებს პრიზებს. ახლა კიდევ ვცდილობ მეტი სპონსორის დამატებას. ზოგიერთი ჯერ ვერ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აქაური რეკლამა  არანაკლებ ეფექტურია სატელევიზიოსთან შედარებით.

რაც შეეხება რუსთავი2-ის ფეიჯს

facebook.com/rustavi2 დაკავებული იყო და ვერაფრით ვერ გავარკვიე ვისი იყო. ის ის იყო შევქმენი სხვა, როკომ მომწერა ჩემია, ჩემიო :O და გადმომცა მფლობელობაში <3 ისეთი გახარებულები ვიყავით, მთელი მარკეტინგი მადლობას მაბარებდა :D  ეს ფეიჯი დიდად ყურადღების ქვეშ ვერ მყავს. ნუ, იყო Grammy, ოსკარი, ოქროს გლობუსი, რაზეც მეტი აქტივობა გამოვიდა. ასევე, ახალ წელს რუსთავი2-ის კონცერტი იყო, რომელიც ცოტა ხნით ადრე ჩაიწერა და ღამის 3 საათამდე ჩაწერაზე ვიჯექი ხოლმე, მაგრამ სამაგიეროდ კარგი ალბომი გამოვიდა.  ნაკლებ აქტიურობას რაც შეეხება,  არც ისე გამოდის, რომ ყველა დანარჩენი ფეიჯიდან მანდ მოვუყაროთ თავი მასალას. თან სჭირდება რაღაც ერთი, რაც ამოქაჩავს ერთბაშად. მე ვფიქრობ, ეს იქნება რუსთავი2-ის ბლოგი, რომელსაც ნიჭიერის დასრულების შემდეგ დავიწყებ. ზაფხული მაინც ისეთი პერიოდია, ჩაწერები არ იქნება, გადაცემები განმეორებით იქნება და დრო მექნება იმისთვის, რომ კარგად დავგეგმო და შევუდგე. თან, ნიჭიერის პარალელურად სხვა ბლოგი კი არა, ფეიჯები რომ არ დამრჩეს ჰაერში იმას ვფიქრობ.

ახლა მისახედი მაქვს:

http://www.facebook.com/etamashe – კი ვამუშავებ, მაგრამ რაღაც ისეა რა…არ მიდის კარგად. ძალიან უკმაყოფილო ვარ. თუმცა, არც ისე მსხვილი გადაცემაა, როგორც დანარჩენები.

http://www.facebook.com/ekivoki.rustavi2 – ახლა იწყება ახალი სეზონი, ახალი წამყვანით. ძალიან მიყვარს ეს გადაცემა :D

http://www.facebook.com/skhvaambebi – ამას ამუშავებენ თვითონ სხვა ამბების ჟურნალისტები, მაგრამ გამოხმაურება არის 0. რამე უნდა მოვიმოქმედო.

შუა დღეს აქვს 1-2 ხარვეზი, მაგრამ ჰყავს თავის ადმინისტრატორი და პროსტა დაკვალიანება უნდა. თქვენი შოუს ფეიჯსაც ჰყავს თავის ადმინისტრატორი და მაგ ფეიჯსაც უნდა მიხედვა. ყველაფერს რომ დავალაგებ თავის ადგილას, მაშინ ვიქნები ბედნიერი.

ეს შეჯამება/ანგარიში ნიჭიერის დაწყებამდე მოვასწარი, თორემ 19 მარტიდან ძალიან ეჭვი მეპარება მოვასწრო საერთოდ რამე :D ხო მართლა, ერთი კვირით ადრე მზადება გვაქვს და თუ სენატში, დიდ ეკრანზედ და პროექტის გუნდთან+ჟიურისთან ერთად გინდათ კაარქ’ გარემოში ყურება, გადახედეთ ამ პოსტს http://nichieri.ge/season3-19marti და ამ სურათს:

როგორც იცით, უკვე ტრადიციად იქცა, რომ კასტინგების სერიებს პროექტის გუნდი ჟიურის წევრებთან ერთად უყურებს. მათ, ვისაც უნდა, რომ შემოგვიერთდეს და 19 მარტს, დიდ ეკრანზე უყუროს მესამე სეზონის პირველ გადაცემას, ვთავაზობთ, რომ ზემოთ ნაჩვენები სურათის მსგავსად, გადაიღონ ფოტო, სადაც რაიმე სახით ჩართული იქნება ფრაზა – “ნიჭიერი, 19 მარტიდან!”.

ის სამეული, ვინც ყველაზე ორიგინალურად გვაუწყებს ნიჭიერის დაწყების თარიღს, ორ მოსაწვევს მიიღებს რუსთავი2-ის სამახსოვრო აქსესუარებთან ერთად. ასე რომ, აიღეთ მაგალითი ჩვენი საყვარელი ჟიურის წევრისგან.

*შენიშვნა: პროექტის კონკურსანტებისთვის მონაწილეობა არ შეიძლება.

გამოგზავნა შეგიძლიათ მეილზე – tini@rustavi2.com, ან ფეისბუქზე - http://www.facebook.com/nichieri/app_205521576149308

მოკლედ, მიგულშემატკივრეთ ახლა განსაკუთრებით, რომ ნიჭიერს სათანადოდ მოვუარო და სათანადოზე უკეთესად კიდევ და პარალელურად დანარჩენებსაც გავწვდე. იმედი მაქვს, ცუდი შედეგები არ არის იმ კვალობაზე, რომ სულ მარტო ვაკეთებ ყველაფერს – მოფიქრება, დაგეგმვა,  განხორციელება…ამას + ამდენი რამე ერთად, თანაბარი ძალებით ამოსათრევი რომ იყო ეგ ცალკე თემაა. ძალიან ძნელია ყურადღების განაწილება.  ვერ ვიტყვი კმაყოფილი ვარ მეთქი იმიტომ,  რომ ძალიან ბევრი იდეის მოფიქრება შეიძლება. აი თუნდაც მაგალითისთვის, რაც მოვედი იმის მერე მინდა, რომ ყველა გადაცემას ვიკიპედიაზე ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, მაგრამ ვერ მოვაბი თავი. ამასაც ხომ დრო უნდა…რეჟიმი ასეთი მაქვს: დილით მივდივარ სამსახურში, გამოვდივარ საღამოს, მერე ცოტა დრო მაქვს ჩემთვის(ჩვენთვის) და საღამოს 10 საათზე სახლში უნდა ვიყო და გადაცემას ვეჯდე ფეიჯზედ.

ხანდახან ძალიან ვიღლები და დასვენება ისე მინდა ვგიჟდები, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ეს საქმე.

წავედი მივჰხედე საქმეს ახლა და ბონუსად პრეკასტინგული ექსკლუზივი თქვენ:

Comments

comments

5 Responses to 3 თვის ანგარიში
  1. სიყვარულოვნა პასუხი

    კიდევ ბევრს აკეთებ შენ <3
    მალადეც ^^
    ხალხი 1 ფეიჯის ადმინობაზე წუწუნებს და ყოჩაღი ხარ <3

  2. George პასუხი

    gasxmebi daideba ? :43:

  3. lashaworld პასუხი

    ყოჩაღ, რამდენ რაღაცას ასწრებ :) თუ გინდა დაგეხმარები ძალიან ბევრი ორიგინალური იდეები მაქვს :D

  4. GeTto 379 პასუხი

    ყოჩაღ… კარგია!!!

  5. სიფრა პასუხი

    კაი გვერდია

Leave a Reply

Your email address will not be published. Please enter your name, email and a comment.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>