5 თვის შემდეგ..

10 ოქტომბერს პირველი პოსტი გავაკეთე ბლოგზე. მას შემდეგ, თუ აარ ვცდები გავიდა დაახლოვებით 5 თვე..

blog3bmp 5 თვის მანძილზე სტატისტიკა ასე გამოიყურება [ეს შუადღის მონაცემებია. ეხლა 114 ჰიტი მაქვს ვორდპრესის მიხედვით..4 საათამდე დაითვლის ეს..]

blog4bmp [ესეც შუადღის სკრინშოტია,ეხლა ცოტა სხვანაირად გამოიყურება : )]  პირველი მთვლელი ვორდპრესის არის, მეორე ტოპ.გე-სი [რომელზეც ამბობენ, რომ კარგად არ ითვლისო და აკლებს ცოტ-ცოტასო] , მესამე სვითის ტოპ ღილაკი, სადაც რაღაც პორნო საიტმა გამისწრო მუხანათურად, მერე არის ონლაინ უსერების მთვლელი, რომელიც ორი დღეა დავაყენე და ძალიან მიხარია, რომ საღამოობით 3-4 ონლაინს ვხედავ.  და ბოლო არის პეიჯ რანკი.. რომელიც სვითიმ ახსნა ამ პოსტში . ციტატა :

იმისთვის, რომ შენმა ბლოგმა შემოსავალი მოგიტანოს, პირველ რიგში პოპულარული ბლოგი უნდა გქონდეს. რა იგულისხმება პოპულარობაში? პოპულარობა ძირითადად გუგლის Page Rank-ით, Alexa Rank-ით და Technorati rank-ით განისაზღვრება.

შემოსავალი ნაკლებად, მაგრამ პოპულარულობა მაინტერესებდა და ჩემი  რამეებიც დავითვალე, დიდად ვერ მივხვდი მაინცდამაინც, მაგრამ პეიჯ რანკი იხილეთ უკვე , 4 იყო, alexa : 16,772,631 [ეს რიცხვი კარგია თუ ცუდი ვერ დავადგინე ჯერ :დ უპდატე: სვითიმ მითხრა ცუდიაო და იმიტომ არის ცუდიო, რომ ოპერას ხმარობო და ეგ მარტო Fierfox-ით შემოსულებს ითვლისო..]  და მესამე ვერ გავაკეთე ვერანაირად ..

თვეში საშუალოდ 2000-დან 3000-მდე ვიზიტორი მყავს. ნუ დღეების სტატისტიკა ასე გამოიყურება :

untitledbmp1 რომ დავაკვირდი, ყველაზე ბლომად მაშინ შემოდის ხალხი, როცა რაძი კაიფა კი არა, არაზარმაცულ პოსტს ვწერ ხოლმე.. კიდე ბოღმიანი პოსტებია ტოპ სიაში..

ტოპ რამეები ასეა : 

fullscreen-capture-2242009-55759-pmbmp რაც ყველაზე ძალიან გიყვარს არის სერჩის შედეგად გატოპებული

კიდევ რა უნდა ვთქვა.. აა, ტოპ.გე-ზე მეცხრე ადგილზე ვარ ეს რამოდენიმე დღეა პერსონალ პეიჯებში.. მოკრძალებული წარდგინება მაქვს იქ Weblog < სულ რაღაც ესეა წარდგენილი :უსერ:

ეხლა ისა..ადრე,სულ თავიდან რომ გავაკეთე ბლოგი, კასპერამ რაღაც იჩალიჩა და მგონი ორი დღე ქონდა შეერთებული რაღაც საიტზე ჩემი ბლოგი და მაშინ იყო რომ Busiest day -ზე 1034 მომხმარებელი დაფიქსირდა და დღემდე ხინჯად მაქვს ეგ..აი თვეების მიხედვით ესეა და 5000-მდე რომ არის, ეგ თვე იყო მაშინ..დანარჩენი კიდე ჩვეულებრივაა..ნუ პირველი ორი თვე ის 0 ვიზიტორი იმიტომ, რომ ჯასთ რეგისტრაცია მქონდა გავლილი ..

blogbmp1 აი ის მინდა რაქვია..რომ ის 1034 ჩემით გადავფარო როდისმე :უსერ: .. ალბათ ასე 2000 ვიზიტორია ესე, სოჩიკის მომტყუებელი და ..

მოკლედ, ასეა თუ ისე.. აგერ საერთო სტატისტიკა :

blog2bmp [ესეც შუადღისას :უსერ: ]

88 პოსტი, 760 კომენტარი და  15,414 ჰიტი …

ეხლა რისი თქმა მინდოდა ამ პოსტით.. ძირითადად არც არაფრის, უბრალოდ საპოსტე მასალა არ მქონდა და ხელები მექავებოდა არადა..რისი თქმა მინდა და თავიდან საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, თუ დღეში 100-ზე მეტზე ავიდოდა .. ან 5 თვეში რომ ამდენი ჰიტი დამიგროვდებოდა და ა.შ. ბლოგი რომ შევქმენი, მიზანი  ძირითადად ის იყო რაქვია.. მოკლედ, გაწითლებებით შემიძლია ვაღიარო, რომ ჩისტა ყვავას პონტში .. ყვავას პონტში იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ რასაც ყოველდღიურად ვერ ეტყვი, ელემენტარული უდროობის გამო, შეგიძლია დასვა და ბლოგზე აკითხო..ხოდა ამჟამად უკვე სხვა სახე მიეცა და ეს სახე უფრო მომწონს : ) ბევრი მკითხველი, ბევრი კომენტარები, ისიც, რომ ბევრი მეუბნება კარგად წერო, აქვე დოდკას ის პოსტი რომ არ აღვნიშნო გული არ მომისვენებს, იმიტომ, რომ დღემდე აა და უუ ემოციებით ვარ ხოლმე ეგ რომ მახსენდება და მოკლედ ასე..ვბლოგერობ და სახლს რომ ვგვი დაჟე მაშინაც იმაზე ვფიქრობ ბლოგზე რა უნდა დავწერო ამ საღამოს..ოხერი რამეა ბლოგერობა :უსერ:.. ყველას მადლობა, ვისაც არ გეზარებათ ხოლმე ჩემი პოსტების კითხვა , განსაკუთრებით პმს-იან პოსტებს რომ ვწერ ხოლმე იმეების,  მერე კომენტარების დატოვებაც რომ არ გეზარებათ ხოლმე და მოკლედ ასე.. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა :ბის:

No Responses to “5 თვის შემდეგ..”

  • მშვენიერი შედეგები გქონია, გილოცავ და წარმატებებს გისურვებ ! :კისს:

  • გილოცავ, ძალიან კარგი მონაცემებია )))

  • მე პირდაპირ გეტყვი, რომ ასე სიღრმეებში არ ჩავსულვარ და არც მაინტერესებს, სტატისტიკაა ბოლო-ბოლო ;) მე კიდევ ყველაზე დაბალი ნიშანი ამ საგანში მყავდა :ლოლ:
    “ბლოგ ედიქთობაზე” ნუ იტყვი, მეც სულ ამაზე ვფიქრობ, რა შეიძლება დავპოსტო, როგორ დავპოსტო… და სხვა თემით დავიწყებ წერას, ბოლოს სულ სხვა გამოდის და ბოლოს დასაწყისს საერთოდ ვშლი ხოლმე. შენი პოსტები განსაკუთრებით მაშინ მომწონს, როცა გაბრაზებული ხარ და გულს იოხებ :P :)

  • Yep. ასეთი სწრაფი რეიტინგები მხოლოდ ხარისხიან წერას მოაქვს :D დაჟე ხანდახან მაგასაც არა : )

  • მშვენიერრია თინათინ, აღმაფრთოვანებელი!
    დაიმსახურე და იმიტომ გაქვს ასეთი კარგი შედეგები:)

  • paaawu:

    woooooowმაგარი ხარ რა ძაააააააააან… წარმატებები და აბა შენ იცი ….=))))))

  • ხო,ხომ ვთქვი, ბოღმიანი პოსტი ყველაზე კარგად გამომდის, ყველაზე უხვკომენტარიანია და ყველაზე ბევრი ხალხი მაგ დღეებში შემოდის :)

  • ნუ თავიდან ის იყო, რომ ფორუმ.თსუ.გე-ზეც ვარეკლამებდი ხოლმე თუ ცოტა ნორმალური რამე მქონდა დაწერილი და ბევრი შემოდიოდა, ფორუმ.გე-ზეც დავდე რამოდენიმეჯერ ლინკი პოსტების..მაგრამ ეხლა არსად არ ვდებ ლინკს და თავისით ადის ისეთ დღეს, როცა არაფერს არ ვწერ 100-ზე ზემოთ და ააა..კარგია :უსერ:

    ნუ შენ რომ დაალინკე ჩემი პოსტი ანდერძში და მერე ის პოსტი რომ დაწერე, მაგ დღეებში უფ..ბევრი გადმოდიოდა შენგან :პ

    ეხლა კიდე მთავარია ისეთი თემა გამოვნახო, გულზე რომ მხვდება ძალიან და ყველაზე კარგად მაშინ ვწერ ხოლმე :უსერ:

  • @ ქეთ

    მადლობა, შეენც :*

    @ piccolina

    :ლოვე:

  • :უსერ: მადლობა :2კისს:

Leave a Reply

სექტემბერი 2010
« აგვ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
მთვლელები
TOP.GE

PageRank
Serv.Ge Singular.ge navige_logo
მინი-პოსტები

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (2)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (0)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)

2:37
მეტი... (15)

მობილიზეიშენ
ვამპირული, დასისხლიანებული თვალებით, ჩაით და ბეევრი საჭმლით ვიწყებ დღეს. წუხელ 4 საათამდე საკონკურსო პოსტს ვწერდი. პრინციპში დავასრულე და გამოქვეყნებაღა აკლია, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, იქნება რამე უკეთესი მომაფიქრდეს მეტი... (1)

აღარ გიცდი
პირველი გამოცდა საოცრება იყო, 30-დან 29 ქულით გამოვედი. ლურჯ მეჩეთზეც პრეზენტაციაში 15/15. ამას დაემატა დასწრების და კოლოქვიუმების ქულები და 93 ქულა გამომივიდა:user: შარშანდელი საშინელი ჩავარდნების შემდეგ მართლა გამიხარდა. მეტი... (5)

სულთანი აჰმედი
ფეისბუქზეც დავწერე და აქაც ვიტყვი, ვერ ვიტან გამოცდების პერიოდს- სულ გეჩქარება, დრო არასდროს არ გყოფნის და შეიძლება მთელი დღე არაფერი ისწავლო, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ ამ დღეებში გამოცდა გაქვს და ყველანაირი გართობის მაგვარი გადადო :D მეტი... (5)

პაშტეტ
მეტი... (3)