50 თეთრი
გუშინ, ლექციებზე რომ მივდიოდი და როგორც ყოველთვის, ქარი რომ მიმარბენინებდა, გზაში ერთი მოხუცი ბებო იდგა და ყიდდა 50 თეთრად აი ცხელი ქვაბის ან ტაფის მოსაკიდებელი რომ არის.. ხოდა რამდენიმე ნაბიჯი რომ გადავდგი, მერე მივხვდი რას ყვიროდა ეს ბებო და მოვბრუნდი და ვიყიდე. არც დამიხედია რანაირი იყო, უბრალოდ ავიღე და ნახეთ:
ძალიან გამოუსადეგარია და ვაბშე, რაში მჭირდება, მაგრამ ამ ქარში იდგა და ყიდდა და პროსტა გამახსენდა, როგორ დაათრევენ ახალგაზრდა, მშვენიერ ჯანზე მყოფი გოგოები პატარა ბავშვს მთეელი დღე მეტროში და მათხოვრობენ, არადა შეუძლიათ რამე ასეთი თვითონაც გააკეთონ. მეცოდებიან ბავშვები რა :|
იმდღეს კიდევ, გვიან სახლში ვბრუნდებოდით მე, მამა და დედა და დავინახეთ, მანქანასთან მივიდა ერთი ბავშვი, სანთლებით ხელში და ეხვეწა იყიდეთო. იმ კაცმა ფული გადმოაწოდა პირდაპირ და სანთელს არ ართმევდა. გადაირია ეს, აი ხვეწნით თავი მოიკლა და ბოლოს ფანჯრიდან მიაწოდა სანთლები ძალით. ვერ ვიტან ესეთ სცენებს :( მერე ორი დღე უჭმელი დავდივარ ხოლმე. ძალიან გულჩვილი გავხდი ბოლო დროს, ვბერდები :E
მსგავსი პოსტი
http://tiny.ge/humanize/
პ.ს. this is a mini post.. normal post coming soon :D









უცებ რო შევხედე ყურების სათბური მეგონაა :D:D
მშვენიერი რაღაცაა
მეც მაქვ წყვილი მასეთი ღუმელიდან ცხელი რაღაცეების გამოსაღებად :)
რა მშვეიერი რაგაც, აქ სულ სხვა რამეზეა საუბარი. საქართველოში ქართველი რომ დგას ქუჩაში წვიმის დროს რომ ერთი-ორი თეთრი იშოვოს რომ ხელცარიელი სახლში არ დაბრუნდეს და სომხები და ებრაელები მთავრობაში სხედან სთავრობაში მაძღრობისგან სული ეხუთებათ მაგაშია საქმე. ეს ქვეყანა თუ მინარევებისგან საბოლოოდ არ გაიწმინდა სულ ასეთი მდგომარეობა იქნება.
P.S ძალიან კარგი პოსტია. თუ ვინმეს ვაწყენინე ბოდიშს გიხდით
უკაცრავად,ნაცისტურ განცხადებებს არ ვიყოთ თუ შეიძელება:D
სომეხი და ებრაელი რა შუაშია, ქართველს შნო არ ქონდეს :D
Tiny ეს არავითარი განცხადება არაა (მაგრამ არის მასში რაღაც ნაცისტური)ეს ჩემი პირადი აზრია და უკვე ბოდიში მოვიხადე თუ ვინმეს ვაწყეინე. რაღაც პონტში მართალი ხარ მაგრამ ის უშნო ქართველი მირჩვნია ვიდრე ვიგაც უცხოელი რომელიც ფულის საშოვნადაა ჩამოსული, გადაწყვიტოს ჩემი (და არა მარტო ჩემი) ცხოვრების პირობები.
პრინციპში ვეთანხმები Hidioshe-ს ნაწილობრივ უბრალოდ გაწმენდა ზედმეტია.ჩამოშორებაც საკმარისია და მართლაც ქართველს საქართველოში სამათხოვროდ არ უნდა ქონდეს საქმე!!!
აუ მეც მასეღი გულჩვილი ვარ. ლამისაა ვიტირო ხოლმე :’(