5 წლის..
არ ვიცი ქალებს დედობრივი ინსტიქტები როდიდან უვითარდებათ, ალბათ ჯერ კიდევ ბავშვობიდან, როცა თოჯინებით ”დედაშვილობანას” თამაშს იწყებენ. მე არ ვიცი ბავშვობაში როგორ ვიყავი, ცხოვრების პირველი ორი წელი, როგორც მიყვებიან შემეძლო მთელი დღე ერთი ჩვეულებრივი “პილიონკა” დამეჭირა ხელში და მეთვალიერებინა :D (მგონი განუვითარებელი ვიყავი და მიმალავენ)
დროდადრო ახლაც მომივლის ხოლმე დედობრივი ინსტიქტები, მაგრამ ძირითადად ორჯერ მახსენდება სერიოზული შემოტევა. მეორე, ამ დროისთვის ბოლო ასეთი შემთხვევა შარშან აპრილში მქონდა, როცა ვილი, ვიკი და ლუკა გაჩნდნენ ერთ დღეს. [პოსტი ამ ამბებზედ] მთელი დღე ფორუმზე “მშობელთა კლუბში” ვიჯექი და ვკითხულობდი დედების უწი-პუწი პოსტებს, თუ როგორ უნდათ მალე ჩაეხუტონ თავიანთ პაწაწინებს და მსგავსი რამეები მოკლედ :D გული მიჩუყდებოდა მაგრად. პირველი შემოტევა კიდევ ჩემი პატარა დის დაბადებისას იყო..
5 წლის წინ, მე რომ უკვე იმ ასაკში ვიყავი, რომ მეგრძნო რას ნიშნავს პატარის დაბადება, გავიგე, რომ დედა ფეხმძიმედ იყო. იქამდე, ჩემი ძმა და ჩემი და რომ გაჩნდნენ, ნაღდად ვერ მოვდიოდი აზრზე რა მოვლენა იყო საერთოდ :D რაღაცა ჭიჭყინა სათამაშოები ჩნდებოდნენ, რომლებიც მევასებოდნენ, როცა არ ტიროდნენ და ხანდახან დიდი ხვეწნის შედეგად ხელში მაჭერინებდნენ ხოლმე. ნინის დაბადებისას კიდევ ცოტა სხვანაირად იყო საქმე.. თან გარდატეხის ასაკი ყველაზე ტრაგიკულ-დეპრესიული ასაკი იყო ჩემთვის და მძაფრად აღვიქვამდი ყველა მოვლენას. დედას რთული ფეხმძიმობა ქონდა, ძალიან ნერვიული გახდა. მე დავჯდებოდი და ვღნაოდი, ჩემი დაც ნერვიულობს იქ, მუცელში, დედა რომ ასე არის მეთქი.
ამის გამო, გამიჩნდა რაღაც მოთხოვნილება, რომ რაც შეიძლება მალე გაჩენილიყო ბავშვი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ მე უნდა მეზრუნა. რატომღაც მეგონა, რომ დედა მშობიარობის მერეც ასეთი ნერვიული დარჩებოდა, რა ვიცოდი მაშინ ორსულობის სირთულეების შესახებ : )) სახლში პატარა ტანსაცმელები რომ გაჩნდა (გაჩნდა რა, ჩემოდნებიდან ამოლაგდა ჩემი მეორე დის პატარაობის), საერთოდ მოსვენება აღარ მქონდა.. ერთ დღესაც მეშველა :D
მოკლედ, გაჩნდა ეს დიდი ხნის ლოდინის შედეგი ლაწირაკი (რა თარიღი აქვს დაბადების, 05.02.05):)) სამშობიაროში რომ მივედი, ახლოდან არ მინახავს, მინის კარებიდან დავინახე და ისევ ერთი სული მქონდა სახლში როდის დავიგულებდი ამ არსებას. რამდენიმე დღის შემდეგ, მოიყვანეს კიდეც. 24 საათი მინდოდა, რომ მეყურებინა, მომევლო ხოდა მასეც იყო ხოლმე. ჭამის გარდა ყველაფერს მე ვუკეთებდი. ერთი კადრი მახსოვს ძალიან მაგრად- ხელში მეჭირა, თან ვაძინებდი, თან ისტორიის გაკვეთილს ვსწავლობდი :D რა თქმა უნდა, დედა მშობიარობისთანავე ჩადგა თავის ფორმაში და ნერვიულობებიც აღარ ჭირდა, მაგრამ მე მაინც სხვანაირად ვზრუნავდი ნინიზე.
დღემდე გამომყვა ეგ.. თან ისეთი რაღაცნაირია, ძალიან მევასება :D თან ძაან ჭკვიანია, თან მაგარი იუმორი აქვს ძაან და მიხარია :D ა, თან კიდევ ახალ-ახალ გამოთქმებს იგონებს ყოველ დღე, მისი შემოქმედებაა ფრაზები:
ერთი რქა = მარტორქა
თანგადასავალი=თავგადასავალი
ამ თამაშს მგონი გრიპი აქვს= ამ თამაშს მგონი ვირუსი აქვს
რა უყავი (ანუ სად წაიღეს პონტში) = სად უყავი
ამცივდა = შემცივდა
და რავი, ათასი რაღაც კიდევ, ერთდროულად ვერ ვიხსენებ მაინცდამაინც ახლა :D ფეისბუქზე ვწერ ხოლმე როგორც კი რამეს დააბრეხვებს ან ეს, ან მეორე და : )) ხო, უყვარს როლიკები, თავის dvd დისკებიანი მულტფილმები და ძაან უყვარს რომანტიული რამეები (ვის გავს ნეტა :D ), ერთხელ ბრიჯიტ ჯონსს ვუყურებდი, ესეც მომიგორდა და რომ დამთავრდა აღტაცებით განაცხადა – ვგიჟდები ასეთ დასასრულებზეო :D კიდევ კრაბის სალათი უყვარს ყველა საჭმელზე მეტად, სახლში კრაბი ისე მოიპოვება, როგორც წყალი.. კიდევ ფრჩხილების გაზრდა უნდა ძალიან და ელოდება როდის გაიზრდება თვითონ, რომ ჩემნაირი ფრჩხილები ქონდეს :D სულ ცდილობს, რომ ლამაზად ჩაიცვას და ჩემთან მოდის ხოლმე, რომ შევუფასო როგორ აცვია. თუ კარგად გამოვიყურები, მოდის, მეხუტება და მეუბნება “რა ლამაზი ხარო” : ))
დავიქოქე :D მოკლედ, დაბადების დღეს გილოცავ, ნინი : ))









გენაცვალე, რა თბილი იყო:) გილოცავ დაიკოს დაბადების დღეს. დიიდი, დიიიდი და ბედნიერი გოგო გაიზარდოს.
თებერვლის მერწყულებზე მეკეტება
დიდი მადლობა :* <3
ვაიმე, თინ :ჰუგ: მეც გილოცავ დაიკოს დაბადების დღეს
ისე გიწერია მეც მომინდა პატარა და :*:*
დემოგრაფიულ პრობლემებზე როგორ ვზრუნავ ნახე :D:D :sun: :*:*
მადლობა :hug:
ვაიიიი ჩემი პაძელნიცააა!!!
აკოცე შუბლზე და ხეპი ბიორზდეი თუ იუ ბოუს!! :)
უი უი უი
დაბადების დღე ჰქონია ესოდენ ცნობილ ნინის?
ვულოცავ მთელი გულებით და სულებით.
:* :*
რაღაცნაირი დიდი გოგოა უკვე პოსტიდან როგორც მივხვდი.
ახლა ამას რომ ვკითხულობდი ჩემი დაც უფრო შემიყვარდა
)))
კიდევ ერთხელ ვულოცავ ნინის :* :*
ვუერთდები მილოცვაას :*:*:*:* დიდი, ლამაზი და წარმატებული გოგო გაიზარდოს :*
@ლილიან
მადლობა ^_^
@monkey
რაღაცნაირია:)))) დიდი მადლობა :* ხოდა შენი და გაგვაცანი მერე :))
@kate_alukard
მადლობა :*
ვაიმე, რა საყვარლები ხართ!!! :*:*:*
გილოცაააააააააააააააააავ ნინიიიიიიიიიიიიიიიი :* :* დიდი გოგო გაიზარდე :P
დღეს იმდენ ჩემ ნაცობს აქვს დაბადების დღე : ))
გილოცავ ჩემი სეხნია დის დაბდღეს!!
ვულოცავ შენს დას!!! მიყვარს უკვე :)
ააა, “ბრიჯიტ ჯონსის დასასრულზე” გავგიჟდი, რა საყვარელია.
ბედნიერი ხარ, რომ ამხელა ოჯახი გყავს და ვინ იცის, კიდევ ხომ შეიძლება გეყოლოს და-ძმა ;) :)
@ნაკო
:*
@AnnA, nina
მადლობაო :)) :*
@Sophie Golden
მადლობა <3
შესაძლო და-ძმას რაც შეეხება, სტატისტიკურად 2010-ში უწევთ (დაბ.წლების მიხედვით მე 90, ძმა 95, ქეთი 2000, ნინი 2005) :D
: ))
გილოცავ დაიკობ დაბადების დღეს :)
აუ გული ამიჩუყდა ეხლა. მეც მინდა ეგეთი დაიკო.
ვულოცავ ნინის დაბ.დღეს :*
მიყვარს ხოლმე შენი სტატუსები დებზე და ბევრს ვიცინი. ეხლა ის გამახსენდა, მამას რომ არ სვამდა კომპთან და თვითონ ბარბებს აცმევდა :)) საყვარლები არიან :უსერ:
რა დიდი სიყვარული დაწერილი პოსტია :)
ვულოცავ პატარა ნინის :)
რა დიდი სიყვარულით დაწერილი პოსტია :)
ვულოცავ პატარა ნინის :)
ვაიმე, წაკითხვა მინდა პოსტის და ისეთი დაღლილი ვარ, ვერ ვჩერდები ადგილზე..
ის გავიგე, რომ დაბ. დღე აქვს..
მას არ ვიცნობ, მაგრამ შენ გილოცავ, იმიტომ, რომ გაბედნიერებს შენი და, და, შესაბამისად, მილოცვაც გეკუთვნის.. :)
რა თბილი პოსტი იყო :)
ბოლო სურათი კიდე ძალიან საყვარელი : )) მეც მიყვარს ჩემი პატარა ძმა ეგრე რომ მეხუტება :წუბ:
მადლობა გოგოებო :)) <3
გილოცავ დაიკოს დაბადების დღეს! ბედნიერი გოგო ყოფილიყოს! :)
უიჰ, მეც მყავს პატარა და, მაგრამ 5 წლით ვარ მხოლოდ უფროსი და არანაირი დედობრივი ინსტინქტი არ გამომმუშავებია! სამაგიეროდ, დეიდაშვილი მყავს 3 წლის, ერთად ვგიჟობთ ხოლმე :) აი, მასთან ნამდვილად ვგრძნობ თავს უფროსად და ლამის დედადაც… :D
დღეს ჩემი დაიკოს დაბადების დღეა :) 15-ის გახდა. თინ, ძალიან საყვარელი პოსტი იყო და შენს დაიკოსაც ვულოცავ დაგვიანებით :*
პაწაწუნას ვულოცავ დაბადების დღეს :*** 5 წლის თუ გახდა აღარ ყოფილა პაწაწუნა, მაგრამ შენთვის ალბათ ყოველთვის პაწაწუნა დარჩება :)) ძაან საყვარელი დაიკოები ხართ :***
აუ ძალიან მააგრი პოსტი იყოო რაა. რაღაცნაირი როგორც შენ იტყოდი:D თბილი მეც ვუერთდები დანარჩენებთან ერთად მილოცვას არ აქ მნისვნელობა ადრე თუ გვიან :)
როდიდ იწყებს ბნინი ბლოგერობას? :D
უიიი, ეს როგორ გამომრჩა! :))
გილოცავთ, ოჯახით გიყურებთ და ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება თქვენი გადაცემა კი არა და ბედნიერად და ერთად იყავით:))
ოღჩ! მეც მინდა 5 წლის დააააა!!!!
ვაიმე იმ ხელების ფოტოზე გული ამიჩუყდა და ვსტიიირიიი <3
რა საყვარლები ხართ :user:დიდი მადლობა ყველას <3
გილოცაბ დაიკოს დაბ.დღეს :* რა საყვარლები ხართ <3