after კრიზის
გაბრწყინებული თვალებით შევყურებ 6 დღიანი გათიშვის შემდეგ გაცოცხლებულ ბლოგს და მიხარია, რომ კრიზისი დაგვიმთავრდა.
ახლა რატომ გაითიშა- საპატიო მიზეზთა გამო, საერთოდ დამავიწყდა, რომ არსებობდა godaddy, რომელიც პატიოსნად იღებდა თავის თავზე ჩემი ბლოგის დაძვრას და ამისთვის თვეში მხოლოდ 5$-ს სჯერდებოდა..5$, რომელიც ჩემს ბარათზე არ არსებობდა ჩემი დაუდევრობის გამო.. ხოდა გაითიშა ბლოგი. მე, რა თქმა უნდა, იმ დღესვე შემეძლო ბანკში წასვლა, მაგრამ ჩემი და მყავდა დატოვებული და დამეზარა:| შაბათსაც დამეზარა.. კვირას ბანკი არ მუშაობდა.. ორშაბათს წავედი და გადავიხადე, მოვედი სახლში და ჰოი- godaddy განმიდგა, უფრო სწორად მე ვერ ვაკეთებდი რაღაცას სწორად და ვერ გადავიხადე. თან ბევრიც არ მიწვალია, გადაწყვეტილი მქონდა ისედაც, რომ ჩემი მეგობრის ჰოსტინგზე უნდა გადამეტანა ბლოგი და მეთქი ბარემ გავაკეთებ..
აქ საქმეში კავკაზუსი ჩაერთო, თავის nic.net.ge-თი, რომლებმაც დღეში სამჯერ მაგზავნინეს e-mail-ი ახალი dns-ებით და მაინც არ შეცვალეს! ამასობაში ნელ-ნელა დამიქვეითდა ბლოგერული ინსტიქტები, თან სხვა გასართობი ვიშოვნე [სხვა ბლოგს მოვკიდე ხელი] და თან დესტრუქციულ აზრებს დავეჯიჯგვნინე- არ ვვარგივარ ბლოგერად, დამოუკიდებლად ვერაფერს ვერ ვაკეთებ და უნდა შევეშვა მეთქი. დღესაც ასე მორჩილად, ჩვევაში გადაზრდილივით გავაგზავნე dns-ები, ზრდილობიანი თხოვნით, რომ იქნება და godaddy-სგან ჩაგრულ ბლოგერს უშველოთთქო, მაგრამ არაფერი.. ხოდა გადავწყვიტე- მე ბლოგერი აღარ ვარ მეთქი!
მარის ვამცნე გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, საკადრისი პასუხიც მივიღე- ცენზურის გამო აქ არ დავდებ :D აიღო ჩემი godaddy და მოიყვანა აზრზე, რის შემდეგაც საერთოდ გადამეწურა იმედი, რომ რამედ ვვარგივარ, ათჯერ მაინც შევავსე ყველაფერი და რაღაცას ვერ ვაკეთებდი სწორად :D მოკლედ, 5 წუთში ბლოგი ჩაირთო.. გული ამიჩქარდა :user: თავი გამოვილანძღე, მაგრამ ფაქტია- როგორც კი საყრდენი მეცლება, ეგრევე ვყირავდები. მარის კიდევ როდემდე ეყოფა გამძლეობა, რომ ჩემს ყველა წამოვლაზე ახლიდან ჩამინერგოს ბლოგერული ინსტიქტები :D ისე კიდევ, მეტჯერ აღარ ვიზამ : )
უბლოგობას თავი გავანებოთ და ამ პერიოდში უფორუმოდაც ვარ. ისე გავნაზდი, რომ რაღაცაზე გავბრაზდი, გული ამიჩუყდა, დავყარე ყველაფერი და გამოვედი და აღარც შევსულვარ. იმის მერე მთელი ფორუმი facebook-ზე გადმოიხვეწა და ჩემი სტატუსები საჩეტაო მოედანია ნამდვილი :D
კიდევ ერთი-ორი.. ტოესწ ერთი სიახლეა პირად ცხოვრებაშიც.. :user: [პუსწ ბუძიტ ინტრიღა ცოტა ხანს]
სხვა.. ჩემს დას ფეხი აქვს მოტეხილი და მთელი დღე წევს, სკოლაშიც ერთი თვე ვერ ივლის. ვუვლით, ვართობთ.. და ლოლ, ერთ დღეს ნინის განუცხადეს, რომ თინათინთან დაწექიო და დადგა შუა ოთახში და დაუწყო ქეთის ჩხუბი: შენი ბრალია იქ რომ მაწვენენ, ფეხი რატომ მოიტეხეო :lol:
მამა დაბრუნდა გერმანიიდან 5 დღიანი ვიზიტის შემდეგ და სახლში ჰოსპიტალი დახვდა- ფეხ მოტეხილი ქეთი და სახე გადაქლეშილი ნინი. რაც მთავარია, დაბადების დღის საჩუქარიც ჩამოიყოლა. თავიდან მეთქი მა, რა ჩამომიტანე? და მამაჩემი ბედნიერი ღიმილით- ქუდი შვილო! ნუ იასნა არ შევიმჩნიე, რომ ქუდს საერთოდ არ ვხმარობ და მადლობა გადავუხადე და უცებ ციფრული მომცა და აა :user: 8 მეგაპიქსელიანია და გამიხარდა მაგრად, ბლოგზე ხარისხიან სურათებს დავდებთქო :D 4 GB-იანი ჩიპიც მოაყოლა და მოკლედ, გამახარა ფრიად <3 თავი გავიგიჟე, შემთხვევით [:D] დაბადების დღე არ გადამიხადოთ მეთქი, წელს გადამაკვდნენ რასაც ქვია, იმდენი რაღაც მიყიდეს [ლეპტოპის თამადობით] და ნამუსიც მაქვს, ისე კი არაა ..
დღეს ძაალიან გახარებული ვარ იმიტომ, რომ schindler’s liste-ს საუნდტრეკი ერთი დაკვრით დავუკარი. ნუ იასნა მერე ვმეცადინეობდი, მაგრამ იმან გამახარა, რომ არ მავიწყდება დაკვრა და ფორმაში ვარ მოკლედ : ) მთეელი დღე ვუკრავდი, თქვენც მოუსმინეთ :user:
[სურათებს დაჰკლიკეთ, რომ გადიდდეს :D]







ჯერ არ დაბრუნებულხარ და უკვე ინტრიგებს ხლართავ.. :უსერ:
დიახაც :D ერთი ინტრიგანი ხომ უნდა იყოს ყველგან :D
ეჰ ბედნიერო …გილოცავ =) მეც მინდაააა… აი ციფრული მომცა და ვსო გავჩუმდები დავმუნჯდები რა ნამუსი რის ნამუსი =))))))))
მადლობა :P
თინი, მე და შენ ერთ დღეს ვართ დაბადებული თურმე, თუ ფეისბუკს დავეყრდნობი :))
დააეყრდენი, ნამდვილად აგრეა :პ
წელცომე ტინიჯი
[...] – რაც მახსენდება… ამას გადახედეთ after კრიზის. [...]
უი… შენც უკრავ ვიოლინოზე :) აღარ მეგონა ბლოგერებში თუ ვიპოვიდი ამ ნაწილში ჩემს კოლეგას :)