აღარ გიცდი
პირველი გამოცდა საოცრება იყო, 30-დან 29 ქულით გამოვედი. ლურჯ მეჩეთზეც პრეზენტაციაში 15/15. ამას დაემატა დასწრების და კოლოქვიუმების ქულები და 93 ქულა გამომივიდა:user: შარშანდელი საშინელი ჩავარდნების შემდეგ მართლა გამიხარდა.
6 გამოცდა დამრჩა (რა ოპტიმისტურად ჟღერს ) 30 იანვრამდეა გადანაწილებული ეს ექვსი. საერთოდ არ ვნერვიულობ საბედნიეროდ, წლის განმავლობაში თუ რამეს აკეთებ, წლის ბოლოს მშვიდად ხარ, მაგრამ რაღაცნაირად მაინც დაძაბული ვარ დროის გამო. არადა არსად არ მეჩქარება, მაგრამ სულ არ მცალია o_O არ ვიცი დროის განაწილება. უკვე რამდენი დღე “ნიჭიერი”-ს ბლოგისთვის საკონკურსო პოსტის დაწერა მინდა და ვერ ვახერხებ. ცოტა უნდა შევუტიო ჩემს თავს.
მგონი უფრო დათრგუნულობის გამო ვერ ვაკეთებ ვერაფერს. გუშინ მაღაზიაში ჩამგზავნეს და კარი შევაღე თუ არა, შემრჩა აი იმ გამყიდველის განაწყენებული თვალები, პოსტი რომ მეწერა:( თურმე უნახავს პოსტი. აი მთელი ცხოვრება რომ მეფიქრა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ნახავდა. მითხრა, რომ მე ცუდად არ მითქვამსო და რატომ გაბრაზდიო და დავიგრუზე ძაან. მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიყავი . ამას + ისეთი საოცარი პირადი ცხოვრება მაქვს ვერ ვახერხებ ფიქრს რა ხდება საერთოდ და აღარც მაინტერესებს :lol:
მოკლედ, მე მგონი ბევრი საქმე მაქვს და თავი უნდა მოვთოკო და განრიგი შევიდგინო:D
ა კიდევ, ეს რომ არ გითხრათ გული ვერ მომითმენს აი ვიხსენებ და ვერ ვიხსენებ რა მომენტში და რატომ გამახსენდა სოსო თოლორაიას უძველესი სიმღერა :D თან ჯერ ტექსტი გამახსენდა, მერე მივხვდი რა სიმღერა იყო, ვინ მღეროდა და მერე მოვძებნე სასწრაფოდ, ძაან ვიცინე :D
პ.ს.ვინმემ მაიძულეთ თავის მობილიზაცია :user:







არ მოთოკო, გაუშვი თავის ნებაზე.. :)
კი არა, მეც ექვსი გამოცდა მაქვს, მაგრამ ერთი ჩავაოხრე.. :(
ვაიმე ზეგ მაქვს პირველი გამოცდა. გამისკდა თავი :(
“ნიჭიერზე” მეც კაი ხანია დაწყებული მაქვს პოსტი, მაგრამ ვერ გავედი ბოლოში.
გუშინ მაღაზიაში ჩამგზავნეს და კარი შევაღე თუ არა, შემრჩა აი იმ გამყიდველის განაწყენებული თვალები, პოსტი რომ მეწერა:(
აუ რა პოსტი გეწერაა ? მაინტერესებს და გთხოვ რა ლინკი მომეე :*
თამო,აი ეს არის http://tiny.ge/ar_var_me_usaqmuri/ :/
მადლობ