არდადეგები

როგორც კი ბოლო გამოცდიდან გამოვედი და მივხვდი, რომ მორჩა, არდადეგები დამეწყო, ისე უსაქმურად ვიგრძენი თავი, რომ ცუდ ხასიათზე დავდექი. არადა მთელი გამოცდების პერიოდი მოვიკალი თავი წუწუნით- ოხ, ეს გამოცდები, ვერაფერს ვერ ვასწრებ, რა უბედურებაა და ა.შ. ერთ თვიანი თავისუფლების დაწყებისთანავე კიდევ, ლამის ვნატრობდი გამოცდები ახლიდან დაიწყოს მეთქი :D

შემოდგომიდან მოყოლებული, სულ მეზარება სახლიდან გასვლა. ერთადერთი მიზეზი, რაც მაიძულებდა სახლიდან გავსულიყავი ლექციები იყო. ახლა ეგ მიზეზი აღარ მაქვს და ვზივარ სულ სახლში. ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, ამიტომ სანამ დასვენება დამეწყებოდა, გეგმები დავსახე: იქ წავალ, ამას ვნახავ, იმას მოვიკითხავ, წავიკითხავ, ვივარჯიშებ, ხეს დავრგავ, შვილს გავაჩენ.. ა, ეგ სხვა ტექსტია :D

ვაპირებდი ვიოლინო დამეკრა ხშირად და ვიდეო პოსტიც ჩამეწერა ჩემს ვიოლინოსთან ერთად (რა გამბედაობაა, ღმერთმანი..)

ვაპირებდი დამელაგებინა ჩემი აბურდული ტანსაცმელი, კოსმეტიკა, საკანცელარიო ნივთები

ვაპირებდი მენახა ჩემს კომპიუტერში გადმოწერილი ფილმები

ზაფხულში დაახლოებით 10 წიგნი წამოვიღე ყვარლიდან და სასწავლო წლის მანძილზე უნდა წამეკითხა იდეაში.  რადგან  სწავლის პერიოდში საოცრად დაკავებული ვარ (:D) არდადეგებისკენ გადმოიწია მაგ გეგმამ

სინამდვილეში კიდევ: 

  • მძინავს ჩვეულებრივზე მეტი.
  • დილით შენელებულ კადრში ვალაგებ სახლს ენერგიული მუსიკის ფონზე, რომელიც საერთოდ არ შეეფერება ჩემი გადაადგილების სიჩქარეს :D
  • “საღამოს ძილის” (7 საათის ძილის) ჟამს, ჩაძინებამდე ვუყურებ ჩემს დებთან ერთად მულტფილმებს(ეს ოთხი ძალიან მევასება :D )

  • წიგნის ხელში აღება ჩაძინებით მთავრდება
  • ვზივარ კომპიუტერთან- აქ ვჭამ, აქ ვსვამ.
  • უარს ვამბობ გარეთ გასვლის ყველა შესაძლებლობაზე (თუ საოცრება არ ხდება:D)

მოკლედ, ყველა გეგმა ჩავფუშე და მობილიზებასაც ვერ ვახერხებ, რომ რამე გავაკეთო. მგონი ასე ვისვენებ. ერთადერთი  გეგმა, რაც მაქვს არის ის, რომ ავატარი უნდა ვნახო აუცილებლად.მე და ქრისტინემ გადავწყვიტეთ წასვლა ერთად და ველოდებით ბილეთები როდის იქნება.. ან როდის მობეზრდება ხალხს :D

რაც მთავარია, ასეთი გაზარმაცებისპ დროს ძნელია პოსტების წერა :D რომ იცი, ბევრი დრო გაქვს და შეგიძლია ყოველთვის დაწერო, მუზა მიდის დასასვენებლად, ჰმ! ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ჩემი თავის მობილიზება მინდა. მოკლედ, გარეთ უნდა გავიყვანო თავი როგორმე.. უბედურებაა:

რაც მეტი დრო გაქვს, მით უფრო ნაკლებ რამეს ასწრებ!

პ.ს. დღის აღმოჩენა:


შემიყვარდა ეს ბალღი :O

12 Responses to “არდადეგები”

Leave a Reply

სექტემბერი 2010
« აგვ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
მთვლელები
TOP.GE

PageRank
Serv.Ge Singular.ge navige_logo
მინი-პოსტები

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (2)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (0)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)

2:37
მეტი... (15)

მობილიზეიშენ
ვამპირული, დასისხლიანებული თვალებით, ჩაით და ბეევრი საჭმლით ვიწყებ დღეს. წუხელ 4 საათამდე საკონკურსო პოსტს ვწერდი. პრინციპში დავასრულე და გამოქვეყნებაღა აკლია, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, იქნება რამე უკეთესი მომაფიქრდეს მეტი... (1)

აღარ გიცდი
პირველი გამოცდა საოცრება იყო, 30-დან 29 ქულით გამოვედი. ლურჯ მეჩეთზეც პრეზენტაციაში 15/15. ამას დაემატა დასწრების და კოლოქვიუმების ქულები და 93 ქულა გამომივიდა:user: შარშანდელი საშინელი ჩავარდნების შემდეგ მართლა გამიხარდა. მეტი... (5)

სულთანი აჰმედი
ფეისბუქზეც დავწერე და აქაც ვიტყვი, ვერ ვიტან გამოცდების პერიოდს- სულ გეჩქარება, დრო არასდროს არ გყოფნის და შეიძლება მთელი დღე არაფერი ისწავლო, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ ამ დღეებში გამოცდა გაქვს და ყველანაირი გართობის მაგვარი გადადო :D მეტი... (5)

პაშტეტ
მეტი... (3)