ავარია

1204051912_03_avariaამ ზაფხულს, ყვარელში რომ მივდიოდი ავარიაში მოვყევი. ჩვენმა მძღოლმა შეუხვია რაღაც ვიწრო გადასასვლელისკენ და იქედან მოდიოდა მანქანა, რომლის მძღოლიც რაღაც ფურცელს იყო ჩაშტერებული და არც შეუმჩნევია როგორ მივდიოდით.  ამან მართალია მალე მოტვინა და ძაალიან დაატორმუზა და მიმართულება შეუცვალა, რომ იქნება როგორმე პიდაპირი შეჯახება აეცილებინა, მაგრამ ავარია ისედაც გარდაუვალი იყო. იმ მძღოლმა ბოლო წამებში ამოიხედა, სიგნალზე,  მაგრამ უბრალოდ შანსი აღარ იყო აცილების.. მგონი მგზავრებიდან მარტო მე ვხედავდი ამ ყველაფერს :D სკამს მოვეჭიდესავით და დედას და ნინის გავხედე და ვერ მოვასწარი თქმა რა, მოკლედ წამის მეასედში ხდებოდა ეს დანახვაც, მოჭიდებაც და  ჩემი ფიქრიც:  ”ნეტა რას ფიქრობენ ადამიანები ასეთ დროს”- მართლა მაგაზე ვფიქრობდი. ეს ავარია ხომ ან კარგად დამთავრდებოდა, ან ცუდად, ვერც იმ მანქანის სიჩქარე დავადგინე, რომ განმესაზღვრა რა ძალით შემოგვასკდებოდა და იმაზე უნდა მეფიქრა, თუ არა სიკვდილის წინ რას ფიქრობენ ხოლმე :D ასე რომ უბრალოდ დაველოდე შედეგებს იმის იმედად, რომ ეგრევე არ მოვკვდებოდი და რაღაცის გაფიქრებას მაინც მოვასწრებდი სიკვდილის წინ :D

თურმე ნელა მოდიოდა.. მსუბუქად გადავრჩით თითქმის :D  ნინის ეძინა და თავთან შემოხვეული ქონდა კიდევ კარგი ხელი დედას, ეტკინა..  მე გადავრჩი ყველაფერს, კალთაში ლეპტოპი მედო და ამას პატარა ზოლი ეხლაც დასდევს ნაავარიალი  :) ერთ ქალს  კბილები ჩამოემტვრა :user: მოკლედ, მართლა გადავრჩით, თორემ მარშუტკის და იმ მანქანის წინა მხარის შემხედვრეს მეგონა მოვკვდი და მიმალავდნენ :D

ვერ ვიტყვი, რომ პანიკაში ჩავვარდი ან შემეშინდა საერთოდაც, რეაქცია არ მქონდა. მეორე წუთს ვიცინოდი იმაზე, რომ ბარგიანად კახეთის გზატკეცილზე  ვიდექი და კახელი სიმპატიური პოლიციელის გამჭოლ მზერას ვემალებოდი :D

მააგრამ სულ ცოტა ხანში ჩემს თავს შევამჩნიე, რომ  გზაზე რომ მივდიოდი, ზურგიდან მანქანის ხმას თუ გავიგონებდი-349509888_avaria16-01-2 ეგრევე ვიძაბებოდი.  რამე ბორბლებიან [:D] ტრანსპორტში რომ ავიდოდი, გამეფიქრებოდა ხოლმე ეგრევე ავარიაზე და ხანდახან მეგონა აქედან ვეღარც ჩავალ მეთქი ცოცხალი :D მოკლედ, ჩვეულებრივი ფობიის პირისპირ აღმოვჩნდი. თან რაღაც  ის რომ არის.. რისიც გეშინია ის რომ ხდება მაინცდამაინც- ძალიან ხშირად ვხვდები ხოლმე მასეთ სიტუაციებში. ნუ სერიოზული არაფერი, მაგრამ  ჩემთვის.. უბრალო წატორმუზებაც კი ისე მძაბავს, რომ აი არ ვიცი..

ნელ-ნელა კი დავიმშვიდე თავი, მაგრამ ხანდახან, თუ ფიქრი გამექცა, ეგრევე წარმომიდგება ხოლმე როგორ ხდება ავარია და როგორ ვიხოცები :D :ემო: არა ემოობა არ არის, პროსტა ფობიაა, რომელიც კონტროლს ექვემდებარება და რადგან ვაცნობიერებ, რომ უბრალოდ ფობიაა, სიტუაციას ვმართავ.

მაგრამ მაინც ცუდია, რომ  საერთოდ ფიქრი მიწევს მაგაზე. რაზეც ხშირად ფიქრობ, მაინცდამაინც ის ხდება ხოლმე საერთოდ  და მინდა ახლა მე ავარია?! :D

პ.ს. დილიდან ჩაციკლული ვარ, ვუსმენ და ვერ ვძღები =)) საიდან გამახსენდა არ ვიცი,  ძალიან მიყვარს.  ტექსტიც რა საყვარელი აქვს..მელოდიაც და კლიპიც კიდო:D

3 Responses to “ავარია”

  • ბაბისა:

    ჩემი ახლობლებისგან მეც ასე ვიცი, რომ მანქანის ხმაც კი აშინებდათ და გზაზე მანქანის გვერდით გავლაც კი ცუდ შეგრძნებებთან ასოცირდებოდა, ასეა ალბათ ავარიის შემდეგ. კარგად გადარჩენილხართ :))

    • Tiny:

      ხო ხო ზუსტად :P ახლა უკვე იმდენად აღარ, მაგრამ იმ პერიოდში, ასე ერთი თვე, ვერ ვიტანდი მანქანა რომ გვერდით ჩამივლიდა :|

  • მეც მოვყევი ერთხელ პაწია ავარიაში.
    ღვედი მეკეთა სხვათა შორის და იმ მომენტში გავიფიქრე, რა კაი რამეა ეს ღვედი მეთქი :D ნუ ეგ ისედაც კი ვიცოდი მარა მაინც.

Leave a Reply

სექტემბერი 2010
« აგვ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
მთვლელები
TOP.GE

PageRank
Serv.Ge Singular.ge navige_logo
მინი-პოსტები

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (2)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (0)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)

2:37
მეტი... (15)

მობილიზეიშენ
ვამპირული, დასისხლიანებული თვალებით, ჩაით და ბეევრი საჭმლით ვიწყებ დღეს. წუხელ 4 საათამდე საკონკურსო პოსტს ვწერდი. პრინციპში დავასრულე და გამოქვეყნებაღა აკლია, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, იქნება რამე უკეთესი მომაფიქრდეს მეტი... (1)

აღარ გიცდი
პირველი გამოცდა საოცრება იყო, 30-დან 29 ქულით გამოვედი. ლურჯ მეჩეთზეც პრეზენტაციაში 15/15. ამას დაემატა დასწრების და კოლოქვიუმების ქულები და 93 ქულა გამომივიდა:user: შარშანდელი საშინელი ჩავარდნების შემდეგ მართლა გამიხარდა. მეტი... (5)

სულთანი აჰმედი
ფეისბუქზეც დავწერე და აქაც ვიტყვი, ვერ ვიტან გამოცდების პერიოდს- სულ გეჩქარება, დრო არასდროს არ გყოფნის და შეიძლება მთელი დღე არაფერი ისწავლო, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ ამ დღეებში გამოცდა გაქვს და ყველანაირი გართობის მაგვარი გადადო :D მეტი... (5)

პაშტეტ
მეტი... (3)