I SEE YOU

avatar

\

რაც სახლში მოვედი (აგერ უკვე 4-5 საათია ), მას შემდეგ გახსნილი მაქვს new post-ის ფანჯარა, მაგრამ ვერ ვიწყებ წერას. იმდენი ემოცია მაქვს მოზღვავებული ერთად, აღარ ვიცი საიდან დავიწყო..

თავიდან დავიწყებ (რა ლოგიკურია)

ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო, ტრილერი, მძაფრ-სიუჟეტიანი- სულ თითზე ჩამოსათვლელი ფილმებია, რაც ამ ჟანრში ნანახი მაქვს და დიდად არ მომწონს, ჩემი რომანტიკები მირჩევნია, მაგრამ რეკლამა რას არ იზამსო ნათქვამია. “3D, მსოფლიოს ისტორიაში შემოსავლით #1 ფილმი”… მოკლედ, ყველამ იცის ალბათ ავატარის დამსახურებები. ისე მე ცოტა გარე სამყაროს მოწყვეტილი ვარ ხოლმე და ფეისბუქზე რომ “ავატარული ავატარების” დაყენება დაიწყეს, თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა:D ნუ, თავისთავად გავიგე მალევე, გამოვძვერი ჩემი სტაბილური ჭურიდან. მერე რ2-ში, ნიჭიერის ოფისში ეს კალენდარიც ვიხილე:

მერე შედგა პრემიერა ამირანში, აჭრელდა ინტერნეტში ყველაფერი და ნელ-ნელა (ნელ-ნელა რა, ერთი დღე დამჭირდა სულ გადაწყვეტილებისთვის) დავრწმუნდი, რომ ეს უნდა მენახა!

მაგრამ რიგებზე რა ამბავი იყო, თქვენც მოგეხსენებათ. 90-იანების პურის რიგებს ადარებდნენ. მე კიდევ რიგში დგომას ვერ გადავიტანდი. სუსტი ნერვები მაქვს და ქართულ რიგებს ვერ ვიტან- ყველა შენს უკან მდგომი ნელ-ნელა “შენს გვერდით და  ოდნავ წინ” ინაცვლებს :D

ვილოდე, ვილოდე და გუშინ გავაღწიე ამირანამდე. ავიღე ბილეთები და  რომ დავიგულე ჩემს ხელთ, დამეწყო მოუთმენლობა, ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა “ხვალ”. მივედი როგორც იქნა, რომ მივლაგ-მოვლაგდი, სკამზე მოვკალათდი და სათვალე გავიკეთე, იმ მომენტიდან ამ წუთამდე მოზღვავებული ემოციებიდან ვერ გამოვდივარ :D

შინაარსი ალბათ უმეტესობამ უკვე იცით ვინც ნახეთ, ვინც არ ნახეთ ლანდიშას პოსტი ნახეთ, ამომწურავად უწერია და რომ წავიკითხე ვეღარ მოვიფიქრე რა უნდა დამემატებინა ან ახალი რა უნდა მეთქვა და ვრცელ პოსტზე აღარც მიფიქრია.

ულამაზესი ფილმი იყო!საუნდტრეკებიც ძალიან მაგარი აქვს, შინაარსიც (თავის ცოტაოდენი რომანტიკებითაც)დამიჯერეთ,  ნაკლს ვერ უპოვნით ვერც ერთ ასპექტში ფილმს! 2.45 წუთი ისე გავიდა, რომ ვერც გავიგე და საერთოდაც, კიდევ დიდხანს დავტკბებოდი პანდორას ყურებით :|  კიდევ ერთხელ ვნახავ  აუცილებლად, სანამ შეწყდება სეანსები იქამდე..ისეთი მაგარი იყო, ვინც ნახა გამოცდიდა- დიდი ხანი გჭირდება დამთავრების მერე აზრზე მოსასვლელად და შეიძლება ნერვები მოგეშალოს, რომ სათანადოდ ვერ გამოხატავ იმ ემოციებს, რაც გაქვს (ახლა მასე ვარ მაგალითად, რამისაა მივშალო მთელი პოსტი იმიტომ, რომ ვერ გამომხატავს ვერანაირად და რაც არ უნდა ემოციურად დავწერო, ცივი მეჩვენება იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეშია :D )

გუშინ 2კიჯამ ფბ-ზე დაწერა:

ვატარი ავატარი ავატარი ავატარი :დდ გავარტყი ფილმს რომელიც 4 მილიარდს მოეწონება! პროტესტის ნიშნად არ ვუყურებ არასდროს!!!

არც იფიქროთ ასე მსჯელობა რომელიმემ, თორემ დაგჩაგრავთ! :D

განვედ ახლა მე, სიცხიანი და გაციებული ვარ და გრძელ პოსტს ვერ ვწერ, ენერგიებს ვზოგავ- ხვალ ჩემი პოსტი უნდა დაიდოს ნიჭიერის ბლოგზე და.. : ))

P.S. I See you..

<3

24 Responses to “I SEE YOU”

  • TaTu:

    ძალიანაც კარგად ჩანს შენი ემოცია,იმაზე კარგად,ვიდრე შენ გგონია…ამ პოსტმა უფრო მეტად მომანდომა “ავატარის” ნახვა :) იმედია მეღირსება მეც :D

  • მაინც არ ვნახავ!..

    პროტესტის ნიშნად.. :P

  • რაც მე ამ ფილმზე ვწერე და ვიკამათე! =)) გამიხარდა, რომ კიდევ ერთი დადებითი პოსტი ვიპოვე. =) აშკარად, ვისაც რამე გაეგება და ნახა, ყველას მოსწონს. მართლა ძალიან კარგი და საინტერესო ფილმია და ვინც არ ნახავს, თავის თავს მოაკლებს უდიდეს სიამოვნებას. დიახ! =)

  • Andy:

    კიდევ გავიმეორებ (უკვე მერამდენედ არ ვიცი) ფილმი არის რევოლუციური ყველანაირი გაგებით …

    თამამად დაყავით კინოს ეპოქა ავატარამდე და ავატარის შემდეგ ! :)

    • skiamakia:

      აი ეს აშკარად გადაჭარბებად მიმაჩნია მე! შინაარსოობრივად ვერ შეედრება ვერც მატრიცას, ვერც ლეგენდარულ ვარსკვლავურ ომებს და ვერც ტერმინატორს! ნუ ტარკოვსკის სტალკერზე არაფერს ვამბობ! (უკომპიუტერო ეპოქის)…

      ტექნოლოგიურად კიდე დიდი ხანია ასეთ ფილმებს იღებენ..უბრალოდ ასეთი მაშტაბის და სილამაზის ჯერ არ ყოფილა, ნუ მე არ ვიცი.

  • dembo:

    და მაინც 15 ლარს ცისფერის ნახვაში არ მივცემ :D

  • მე ჯერ არ მინახავს, იმედია მალე ვნახავ :)

  • არ გინდა, ერთად ვნახოთ მეორედ? :wub:

    აუ რა სისულელეა “ყველას მოწონს, მე როგორ უნდა მომეწონოს” დამოკიდებულება :D
    ისე ბევრს არ მოწონს სხვათა შორის, შინაარსი არ უვარგაო :D
    შინაარსი მიყვარს ამ ფილმში პირველ რიგში და მერე ვიზუალური მხარე.

    P.S. I see you

  • რას აპროტესტებთ ზოგ-ზოგიერთი ერთი ვიცოდე რა :)

  • skiamakia:

    როგორც ამ ჟანრის მოყვარულმა შემიძლია ერთი ვთქვა: კარგი ფილმია! თუმცა ვარსკვლავური ომების მე-3 ეპიზოდის და ბეჭდების მბრძანებლის მერე გაცილებით, გაცილებიით უფრო ემოციებით აღსავსე ვიყავი, ამ მხრივ ვერ მოახდინა ფილმა შთაბეჭდილება ჩემზე! უფრო ეს: ლამაზია, ახალია, კარგია! მეტი არაფერი!

  • მე არ მქონია ეგ მომენტი :))

    მშვენივრად გამოვხატე რასაც ვგრძნობდი ^_^

    ლავიუძეტკა!

  • ვარსკვლავური ომები სხვაა.
    უკაცრავად ჩემივე ავატარული პოსტის თვითციტირებისთვის, მაგრამ: ეს ფილმი თავადაა ერთი დიდი სპეცეფექტი! ისეთი სპეცეფექტი, რომელთან შედარებითაც “ვარსკვლავური ომები”, “მატრიცა” და “ბეჭდების მბრძანებელი” დოვჟენკოს სტუდიის ნაცოდვილარს გავს… რაც, სულ არ ნიშნავს იმას, რომ “ავატარი” ჩამოთვლილ ფილმებს მირჩევნია. სრულიადაც არა. უბრალოდ, “ავატარის” რამესთან შედარება – შეუძლებელია. ირლანდიელები ამბობენ – არის ბევრი კარგი ლუდი და არის “გინესიო”. არის ბევრი კარგი, ძალიან კარგი, შესანიშნავი ფილმი და არის “ავატარი”…

    • skiamakia:

      ვერ დაგეთანხმები! :) ჩემთვსი ერჯერადი ფილმია, მეორეჯერ ალბაღ 2 წლის მერე შეიძლება ვუყურო, სოფელში რო ვიქნები , არსად არაფერი რო არ იქნება და ტვ-ში რო გაუშვებენ ხოლმე რაღაც ფილმს აი მაგ დროს :D

  • ლანდიშ.გე-ზე დავწერე უკვე და ბარემ აქაც გამოვხატავ ჩემს მოკრძალებულ აზრს, თუ არ მიწყენთ :)

    ჩემთვის ეს პირველი 3D ფილმი იყო და ალბათ ამიტომაც, ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი.
    მეორე დღეს არც მახსოვდა წესიერად, წინა საღამოს რა ფილმი ვნახე.
    თან, ამირანზე ბევრად უკეთეს კინოტეატრში ვიყავი, იდეაში
    იმდენად არ მახსოვდა, რომ აქ კინაღამ მეორეჯერ ჩავდექი ბილეთების რიგში და მერე მოვედი აზრზე, უი ეს ხომ ნანახი მაქვსთქო

    კარგი ფილმია, მაგრამ თუ შედარებაა, მაშინ “ტიტანიკი” უდაოდ ჯობია. მინიმუმ იმიტომ, რომ ისეთი მსახიობები ასრულებენ, როგორიც დი კაპრიო და კეიტ უინსლეტია.

    2012–იც ჯობია, მათ შორის ეფექტებით, + პოლიტიზირებული ხუმრობებით თუ ხუმრობანარევი პოლიტიკით. როგორც “შემაგონებელი” და დამაფიქრებელი ტიპიური ამერიკული კინოც – 2012 უფრო ეფექტურია.

    და კიდევ Wall-E გამახსენდა ამაზე, თუ ეკოლოგიაზე დაფიქრებაა ერთერთი იდეა, მაგ მხრივაც, ვოლლ-ი ბევრად ეფექტურია )

    მოკლედ,
    ეს must see movie-ა, რომელიც მხოლოდ 1-ხელ “იყურება” ))

  • აი, ხომ ხედავ ვასასი, კომენტარების უმეტესობა გეუბნება, ფილმი არ ნახოო..

    ნუ, თუ მაინცდამაინც ვინმე დაგპატიჟებს ან ბილეთის ფულს მოგცემს, უარის თქმა უზრდელობაიქნება.. :როლლ:

    )

  • თითქმის ისეთივე ემოციები მოიწვია ჩემში “ავატარმა”,რაზეც შენ წერ!
    …ემოციების სიტყვებით გამოხატვის შეუძლებლობა, მეორედ ნახვის სურვილი, პანდორას ცქერის გახანგრძლივების სურვილს და ა.შ.
    და რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა, იყო იდეა იმ ლამაზი სპეც-ეფექტების და გამოგონილი სამყაროს მიღმა!
    ისეთი ფილმია, რომ სურვილი გაქვს დაუოკებელი, ყველას დაანახო, რაც შენ ამ ფილმში დაინახე, მაგრამ სიტყვით ძნელად თუ გადასცემ!

    მეორედ უნდა წავიდე!

  • Georgian:

    ფილმი მომეწონა, ოღონდ ამის ბრტყელ ეკრანზე ყურება საცოდაობაა ))
    ისე, ოდნავ უფრო ფართოდ თუ შეხედავ ფილმს შეიძლება ამერიკელების მიერ ინდიელების ჩაგვრაც დაინხო… განსაკუთრებით იმ მომენტში შეიძლება პარალელის გავლენა ვერტმფრენებს მშვილდისრებს რო ესვრიან )) არა ისე რა სისულელეა, კაცობრიობა იმ დონემდე განვითარდა,რომ უცხო პლანეტაზე მადნეულს მოიპოვებს და ვერტმფრენი ისევ პროპელერის პრინციპზე დაფრინავს, ნეტა ის ენერგიის წყარო რითაც იქ ჩააღწიეს ვერტმფრენისთვის არ ვარგოდა?
    ერთხელ ყურება ღირს, თუნდაც იმიტომ, რომ “4 მილიარდს მოეწონა” ))

  • მეც გუშინ ვიყავი:D რა დამთხვევაა :D

    4 საათიანზე ძლივს დავითრიე ბილეთები 3 რიგში :D

    რავი ფილმზე მარტო იმის თქმა შემიძლია რომ პროსტა სერიოზულია და ყველამ უნდა ნახოს :)

    :D

  • აუ მეორე და მესამე დღეს უფრო იყო რიგები ვიდრე პრემიერაზე : ))
    არადა 28ში (თუ როდის იყო) რო მივედი, ეგრევე ავიღე 4 ბილეთი უპრობლემოდ : ))
    რიგი იყო, ერთი 10 კაცი, მარა ვის ელოდებოდნენ არ ვიცი : )))

Leave a Reply

სექტემბერი 2010
« აგვ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
მთვლელები
TOP.GE

PageRank
Serv.Ge Singular.ge navige_logo
მინი-პოსტები

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (2)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (0)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)

2:37
მეტი... (15)

მობილიზეიშენ
ვამპირული, დასისხლიანებული თვალებით, ჩაით და ბეევრი საჭმლით ვიწყებ დღეს. წუხელ 4 საათამდე საკონკურსო პოსტს ვწერდი. პრინციპში დავასრულე და გამოქვეყნებაღა აკლია, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, იქნება რამე უკეთესი მომაფიქრდეს მეტი... (1)

აღარ გიცდი
პირველი გამოცდა საოცრება იყო, 30-დან 29 ქულით გამოვედი. ლურჯ მეჩეთზეც პრეზენტაციაში 15/15. ამას დაემატა დასწრების და კოლოქვიუმების ქულები და 93 ქულა გამომივიდა:user: შარშანდელი საშინელი ჩავარდნების შემდეგ მართლა გამიხარდა. მეტი... (5)

სულთანი აჰმედი
ფეისბუქზეც დავწერე და აქაც ვიტყვი, ვერ ვიტან გამოცდების პერიოდს- სულ გეჩქარება, დრო არასდროს არ გყოფნის და შეიძლება მთელი დღე არაფერი ისწავლო, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ ამ დღეებში გამოცდა გაქვს და ყველანაირი გართობის მაგვარი გადადო :D მეტი... (5)

პაშტეტ
მეტი... (3)