babies
დღეს დილით, გაღვიძებისთანავე და შესაბამისად კომპიუტერის ჩართვისთანავე, ოპერას feed-ებში დოდკას პოსტი ამომიხტა სახელით – baby. ვაჰ- მეთქი ალბათ ბევრს ფიქრობს მშობიარობაზე და გადაწყვიტა პოსტი დაეწერა ბავშვზე რას გრძნობს და ა.შ. ხოდა რომ შევედი ბლოგზე და წინადადება 3420gr-ით იწყებოდა, მერე კი მივიღე უსერ სახე და გული ამიჩუყდა. კომენტარებში რომ შევედი კიდე თაა-ს ამბავიც დამხვდა. თავისთავად გავვარდი მერე მშობლების კლუბში და დეტალურად გადავიკითხე ორივეს ამბები. ის ის იყო დავჯექი დამშვიდებული და ვინაიდან მაგ განყოფილებაში პირველად შევაბიჯე ფეხი, ფორუმელების ბავშვების სურათების თვალიერება დავიწყე. ბედნიერი ღიმილით ვუყურებდი ბავშვებს და ნელ-ნელა ჩემი დედობრივი ინსტიქტი, რომელსაც პარალელურ რეჟიმში ჩემი ორი და და სტუმრად მყოფი დეიდაშვილი ახშობდნენ, ნელ-ნელა იღვიძებდა.
სწორედ ამ ნეტარების ჟამს დარეკა მობილურმა და ქეთიმ [მამას ბიძაშვილი და ჩემი ძაალიან მეგობარი] გვითხრა მშობიარობა დამეწყო წუხელ და ახლა საავადმყოფოში ვარ და ვილოდები როდის გავაჩენო.. მამა და დედა აპირებდნენ წასვლას, მაგრამ მამა კულტურულად დავტოვე სახლში და მე გავიქეცი. რომ მივედი საავადმყოფოში, ღამენათევი დათო[ქეთოს ქმარი], დათოს დედ-მამა და და დაგხვდნენ. აი რასაც ქვია სახიდან წაშლილები ნერვიულობა-ლოდინისგან. როგორც კი მივედით ქეთიმ ფანჯრიდან გამოგვხედა. ხოდა აი იმ წამიდან დაიწყო ჩემი შიშები. სახეზე ფერი არ ედო, მაგრამ ძალიან ყოჩაღად ეჭირა თავი, ზოგადად ასეთია, მაგრამ აი დღეს განსაკუთრებულად იმაგრებდა თავს. თან შეწუხებული სახით გვითხრა, ერთი გოგო იმხელას კივის მეშინიაო.. გაგვიღიმა ერთი-ორი, მერე შებრუნდა ოთახში..
აქა-იქ ფანჯრებიდან გადმომდგარი ხალათიანი გოგოების ხმები ისმოდა: “ორ თითზე მაქვს გახსნილი”, ”წყლები დაღვარა იმან უკვე”, “ნეტა არ ჩამჭრან”.. ნელ-ნელა შიშის ნერწყვებს ვყლაპავდი. დროდადრო ფანჯრებთან სახეარეული ნამშობიარები ქალები მოდიოდნენ და პატარა ჭიჭყინა არსებები მოყავდათ, რომ ენახებინათ ნათესავებისთვის. სკაფანდრში ჩასმულებივით მარტო თავს ამოძრავებდნენ და იშმუშნებოდნენ ბალღები :D ღია ფანჯრის გისოსებიდან კიდევ ბევრი წელზე ხელშემოდებული ქალი დადიოდა შეწუხებული სახით და შეშინებული თვალებით :|
რაღა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი მომენტია იმისათვის, რომ გაიხსენო საკუთარი მშობიარობა და მოყვე სხვადასხვა საშიში “ჩაჭრა-გაკერვის” მომენტები და ა.შ. მოკლედ, სამივე ქალი [ქეთის დედამთილი, მული და დედაჩემი] იხსენებდნენ მშობიარობის ღირსშესანიშნავ წუთებს და რაც მეტს იხსენებდნენ- მით უფრო შიში მეპარებოდა. მაგრამ სამივე მათგანი ირწმუნებოდა, რომ როგორც კი გააჩენ- მაშინვე ყველა ტკივილი გავიწყდებაო. მერე გამახსენდა, პრაგოსში რომ ვლაპარაკობდით, დოდკამაც თქვა ეგ, რომ სპეციალური ნივთიერება გამოიყოფა მაგ დროს ქალის ტვინში, რომელიც ავტომატურად გავიწყებს იმ ტკივილებს და პროსტა ემოცია გახსოვს, რომ ძალიან გტკიოდა და ეს გაძლევს საშუალებას, რომ კიდევ გაბედო მშობიარობა. მოკლედ, ამ რაღაც ნივთიერების იმედად ვილოდებოდი როდის გადავიდოდა ქეთის მშობიარობა აქტიურ ფაზაში..
ამ დროს ყველაზე კარგი სანახავები მომავალი მამები არიან ალბათ. არც ერთი არ გამოხატავს იმ ემოციას, რასაც მაშინ გრძნობენ. დათოს ვუყურებდი და ვაკვირდებოდი. ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა, ძალიან სერიოზული სახით დადიოდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. აუ ერთი სული მქონდა მაგის თავში ჩამეხედა და გამეგო ახლა რაებს გრძნობდა..
ასე ერთ საათში გვითხრეს, რომ უკვე ტკივილები დაეწყოვო. იქ ორ თითზე გახსნა და რაღაცეები ახსენეს, ტამ “სანამ ოთხ თითზე არ გაეხსნება ბლოკში არ გადაიყვანენ”, “სანამ წყლებს არ დაღვრის არ იქნება მზად”, “ახლა მენჯის ძვლები იწევა”, “საშვილოსნოს ყელი ფართოვდება”.. ომგ! ნერვიულობამ ამიტანა ძალიან.. მივადექით იმ ოთახის ფანჯარას, სადაც იწვა და სანიტარმა ფანჯარა გაგვიღო. გადავხედეთ, ერთი შემოგვხედა და მეშინიაო თქვა და მოახურინა ფანჯარა- ყვირილი უნდოდა და ჩვენთან დაკომპლექსდა თუ რაიყო არ ვიცი.. ყოველთვის იკავებდა ხოლმე თავს ემოციების გამოხატვისგან და მერეც გვითხრა ექიმმა, რომ ძალიან იმიტომ არ ყვირის, რომ იკავებს, თორე სტკივაო უზომოდ. ცოტა ხანში ყვირილს უმატა. ყველა დაყვირებაზე მთელ ტანში რააღაც მივლიდა, მაგრა შემეშინდა. თან პარალელურად ლალი [დედამთილი], დედამთილების შესახებ მითს ანგრევდა და იდგა თავჩაღუნული და პატარა ბავშვივით ტიროდა- მეცოდება ქეთიო. მომტირალ ადამიანს თუ ჩავეხუტე მერე მორჩა!- დავიწყე მეც ცრემლების ყლაპვა. დაახლოებით საათნახევარი ასე ვუსმენდით ყვირილს. რა მაზოხიზმი იყო ჩემი მხრიდან- აზრზე არ ვარ, მაგრამ მაინც სტაბილურად ვუსმენდი. ეგ კი არა დრო დავინიშნე და სტატისტიკას ვანგარიშობდი- რამდენ ხანში ერთხელ უმეორდებოდა ტკივილი. მანამდე დამარიგეს, რომ რაც უფრო ხშირ-ხშირად სტკივა, ესე იგი უფრო ახლოვდება მშობიარობა. თან თურმე იქამდე გტკივა, სანამ უშუალოდ მშობიარობამდე გადახვალ, თორემ მერე სამი ჭინთვაა და მესამე ჭინთვაზე იბადება.
დათოც მოვიდა ერთი-ორჯერ ფანჯარასთან და მაშინვე გაიქცა. ჯერ ცოტა ხანს იდგა გისოსებთან და მანქანის გასაღებს უცხიკინებდა- იმაზე გადაქონდა თითქოს ნერვიულობა, თავჩაღუნული იყო და რაღაცნაირი სახით.. გავიდა მერე. თან ქეთი რომ “ვაიმე დედას” დაიყვირებდა მაშინვე სამივე ქალს ცრემლები გვადგებოდა და ვერ უძლებდნენ კაცები :D
ამასობაში თან ჩემს მშობიარობას ვსახავდი. პირველი, რაც აუცილებლად გადავწყვიტე, იყო ის, რომ ქმარი აუცილებლად უნდა დაესწროს მშობიარობას. [თუმცა აქ ერთი დიდი პრობლემის წინაშე დავდექი.ბავშვის მამა ვერ შევარჩიე, ვერც წარმოვიდგინე ვერავინ. ხან ვინ მოვარგე, ხან ვინ და ბოლოს შევეშვი :D]ჯერ ერთი ვინმე თავზე თუ არ დამადგა, ხელი თუ არ მომკიდა და არ მამშვიდა- ხო გადავირიე! ქეთი ყვიროდა- ხელი მომკიდეთო და მაგაზე მივხვდი, რომ ვიღაც უცხოს ხელის ჩაჭიდებას მირჩევნია ქმარს ჩავჭიდო. [ხელის ჩაჭიდებაზე ამიხსნეს, რომ ამ დროს სულ გინდა, რომ რაღაცას ჩაეჭიდო და სამშობიარო მაგიდასაც აქვს ხელების ჩასაჭიდიო]. ან მეორე ვარიანტი- საკეისრო! თუმცა რაც უფრო და უფრო უმატებდა ყვირილს ქეთი, მე უფრო და უფრო მეკარგებოდა ზემოთხსენებული დედობრივი ინსტიქტები. აი მართლა მეშინოდა. უფრო სწორად, მეშინოდა კი არა, ისე ვიყავი, თითქოს მე ვმშობიარობდი o_O
ცოტა ხანში ბლოკში გადაიყვანეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე რამოდენიმე წუთში უნდა გაჩნდეს ბავშვი. ხოდა აი მაშინ კი ამიტანა კანკალმა. მაგრა ავნერვიულდი. არადა ყველაფერი ცუდი იმ წამს უკვე გავლილი იყო, აღარც ქეთის სტკიოდა და არც არაფერი, მაგრამ ყველაზე ადრენალინიანი მომენტი ეგ არის. ხოდა ბავშვის ამოღნავლება რომ გავიგე ააუ რა დამემართა.. მგონი ის, რაც ამ დროს დედას ემართება- ანუ ტკივილები რომ ავიწყდებათ. სულ დამავიწყდა ყველაფერი, შიშები და რაღაც აზრები. ხოდა თან დედობრივი ინსტიქტებიც თავის ადგილზე დაბრუნდა და ბედნიერად გრძნობენ თავს..
ნუ ცალკე თემაა მერე გახარებული ახლობლების სახეების ყურება. ახლობლები იმდენად აღარ მახსოვდა, დათოს ვუყურებდი სულ. ასეთ დროს მამები მაინტერესებს ხოლმე ყველაზე მეტად. აი მართლა ენით აუწერელი რაღაც ედგა თვალებში- მამა იყო რა! ხოდა ვკითხე, ნერვიულობდი მეთქი? ხოდა ყვირილი რომ მესმოდა ვგიჟდებოდიო.. :უსერ: და ენით აუწერელი გრძნობაა მართლაო.
დავბრუნდი მერე სახლში გაწამებულ-დაღლილი, ემოციებით გავსებული.. შევედი ფორუმზე, დოდი ონლაინ იყო წავეჩათავე ფორუმზე, თაა-ს ამბებიც ვნახე [ხვალ ვნახავო დოდიმ], კიბორგას ვილის ნიკის გაკეთება ვთხოვე, მაგრამ ბოლოს გადაწყდა ვილი რომ გაიზრდება და თავის ნიკს თვითონ შეიქმნის, იმდენად ბლატნოი იქნება, რომ ტიმს თავის დაბადების თარიღით დაარეგისტრირებინებს ნიკს :D
ვზივარ ახლა ამდენ ჩემთვის უცნაური ემოციების გარშემო და ვკრიფავ აქეთ-იქედან რომ ყველაფრის თქმა მოვახერხო, რისი თქმაც მინდოდა.







აქ უნდა იყოს კომენტარი
პ.ს დილით კვერცხი მომართვი თოხლოდ :D
ქათამი შენ თვითონ ხარ თუ კაია :D
მშობელთა კლუბის, ბავშვების სურათები, დედობრივი ინსტინქტების ყველაზე გამღვიძებელი თემაა ნამდვილად :D გინდა თუ არა, გეღვიძება )
ხოოდა… ქმარი უნდა იყოს რა, მშობიარობაზე :მო: ასე ცალკე, ცუდია.. თვითონაც, შორიდან კივილს, აწი იქვე იქნებოდა :უსერ:
მე მაგ განყოფილებაში ერთხელ შემთხვევით მოვხვდი და მას მერე ნუღარ მკითხავ …
მგონია წუთი-წუთზე წყლების უნდა დავღვარო …
ბავშვი მომინდა ამის დედა ვატირე ამ 21 წლის გოგოს :@
მაგრამ ეს ტკივილი და ფიზიოლოგიურად მშობიარობა რა მაზოხიზმია არ მესმის …
საშინელებაა, თან თუ ქმარი არ გიდგას გვერდით …
ბავშვს მარტო დედა ხომ არ აკეთებს? ქმარიც უნდა ესწრებოდეს შვილის დაბადებას …
მასე სადააა :@
მშობიარობის ვირუსი გავრცელდა თბილისში :yes:
ვეტანხმები… იმდენი მსჰობიარობს რომ დატვლას ვეგარ ავუდივარ :D გმერტმა ყველანი ამრავლოს და სჰენც გაგამრავლოს ტინიიი :D
:უსერ:
მე ჩემი დის მშობიარობისას ავიპარე ბლოკში. 18-ის ვიყავი მაშინ და ასე 3 წელი ტრავმა მქონდა ფსიქიური :D
მერე გამიარა :უსერ:
მამას რაც შეეხება, მეც მინდა რომ დაესწროს, მაგრამ ყველა ვერ ქაჩავს, სამწუხაროდ. :(
იმიტომ კი არა, რო სუსტები არიან (ნუ, მამენტ ამიტომაც :D), უბრალოდ, რომ ვერ ეხმარებიან ვერაფრით, გიჟდებიან. იმედია, თავში ჩაეღვენთებათ ოდესმე ის აზრი, რომ იქ ყოფნა ყველაზე დიდი დახმარებაა :D
და იმისი კივილი ეგრე გესმოდათ?
და ბავშვის ტირილიც და რაღაცეები?
რა პონტია ეეე
ჩვენი ნებით გვესმოდა, თორე ისე არ შეიძლებოდა წესით :D
აი სანამ ბლოკში გაიყვანდნენ ერთ რაღაც იმაში ხო ყავდათ და მაგის ფანჯრებთან ვიდექით :მაზოხიზმ:
და მერე კიდე ბლოკი სადაც იყო იმ დერეფნის ბოლოში ვიყავით და ბავშვის ტირილიც გავიგეთ :ყეე:
სანამ ბოლომდე ჩავედი ოფლად დავიღვარე :D
შენ გაგისკდა გული თინი რა უFF :D
ეს ერთი და სხვა მრავალი ! :BUBA:
“შიშის ნერწყვები” კაი იყო :ლოლ: ოღონდ მაინც არ შემეშინდა, აი ასე :P მაგარი კაიფი უნდა იყოს ბავშვის გაჩენა, ია ტაკ დუმაუ, ექსტრიმი მიზიდავს ერთობ :D
kiborga unda dascrebuliyo,mara sakeisros gamo azri agar hqonda,magaze cota guli damcyda,magram jamshi mec sul erti camit damanaxes ragac chxavana da vsio,da meore dges ertad gavicanit. Uf, bednieri var sakeisroti. Martalia magdeni emocia da eqstrimi ar iyo. Ise ra unda moxdes, rom sxvis mshobiarobas vusmino, mazoxisti xar ra :p
[...] დოდკას კომენტარი დამხვდა ჩემს სამშობიაროზე პოსტში და მეთქი ააა! სამშობიაროშია და მაინც [...]
ჩემი დედობრივი ინსტინქტები კიდე რაღაც ვერ არიან თავის ადგილზე და მითუმეტეს ვერც ბედნიერად გრძნობენ თავს :-S
ლოლ მამები მართლა მაგარი როჟები არიან ხოლმე. ვერასდროს წარმოვიდგენდი ჩემი მამიდაშვილი რამეზე თუ გაფითრდებოდა. თან სულ სადღაც იკარგებოდა, ვერ ვაჩერებდით -))
[...] ვილი, ვიკი და ლუკა გაჩნდნენ ერთ დღეს. [პოსტი ამ ამბებზედ] მთელი დღე ფორუმზე “მშობელთა [...]