ბახ!

ახალ წლამდე ერთი თვით ადრე იწყება ასაფეთქებლების გამაყრუებელი ხმები. სახლში ზიხარ შენთვის, წყნარად და უცებ ბახ! დიდებიც და პატარებიც ამ გასართობის წყალობით ბედნიერად გრძნობენ თავს :D

არა, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, ააფეთქონ, მაგრამ რას გამოხატავს? სიხარულს ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით? :D თუ უფრო ბომბვის ასოციაციის გამოწვევა უხარიათ? არ ვიცი, მაგრამ მე პირადად სულ დაძაბული ვზივარ ხოლმე სახლში. დილით უკვე რამდენჯერმე გამაღვიძა გამაყრუებელმა ბუთქუნმა. ჩემს ეზოში ბევრი პატარა ბავშვია და აფეთქებენ და აფეთქებენ..

პატარა ასაფეთქებლები კიდე ჯანდაბას, მაგრამ ზოგს იმხელა ხმა აქვს ხოლმე, სერიოზულად ვხტები ჰაერში შიშისგან :D

იმ დღეს ნაკოლოქვიუმარი, ორ კოლოქვიუმ გამოვლილები, წამოვედით უნივერსიტეტიდან ფეხით თავისუფლებამდე, ცოტა ხელ-ფეხი რომ გამოძრავებულიყო მთელი დღის ჯდომისგან დაბეჩავებული და პარლამენტს რომ მიუახლოვდით, ისეთი ამბავი იყო, ყურებზე ხელ აფერებულებმა და მობუზულებმა გამოვიარეთ. ვიღაცა ერთმა ლაწირაკმა საერთოდ   ფეხებთან მოგვიგდო და ისე აგვიფეთქა :|

რა უმწეოდ ვიგრძენი თავი, მომინდა, რომ  ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონი ვყოფილიყავი და გამეგრია თავ-ყბა :D ნუ საბოლოოდ მარტო “ფუფ, ლაწირაკი”-ს ჩალაპარაკებით შემოვიფარგლე და გამოვიარე. ასეთ მომენტებში აგრესიისგან იმდენი ენერგია მეძლევა, ასე მგონია ცხრა მთას იქეთ გავაფრენ თუ ხელი მოვკიდე მეთქი :D

საბაჟოზე რომ ვმუშაობდე, არც ერთ ეგეთ ასაფეთქებელს არ შემოვუშვებდი საქართველოს ტერიტორიაზე, თორემ დავიღალე წარა-მარა გულის გახეთქვით.

12 Responses to “ბახ!”

  • კანონი უნდა იყოს :u: უნდა აკრძალონ ეგეთი ასაფეთქებლები.

    რა კაიფს იჭერენ მაგის აფეთქებით, ვერ ვხვდები.

    შოკოლადი მაინც არ უყვართ მაგ ჩემისებს? იყიდონ იმ ფულით და ჭამონ :D

  • აუ, თან ისეთი მძაფრი რეაქცია მაქვს ამ ხმებზე :(
    სულ ვფიქრობ, რა უხარიათ რომ აფეთქებენ? აი მხოლოდ ძლიერი ხმა ისმის, მერე რა.. ბომბის ასოციაცია აქვთ და ახარებთ? თუ ხალხის შეშინება უყვართ, რავიცი :მო:

  • წელს რარაც საეჭვდ სიჩუმეა აქა, მხოლოდ სალუტებს ისვრიან შიგდაშიგ.
    იმედია აკრძალეს მაგ საშინელებების გაყიდვა!!!

  • ზოგს იმხელა ხმა აქვს ხოლმე, სერიოზულად ვხტები ჰაერში შიშისგან :D

    = :)))))))))

    მე რო მაგათ ხელა ვიყავი, და დაჟე უფრო პატარაც მაგრად მისწორდებოდა, უბანს ვაწიოკებდი ხოლმე მასეთი “ხლაპუშკებით” )))

    ამას ვაკეთებდი რამდნიემე მიზეზის გამო…
    ნუ მისწორდებოდა რო ვიღაცას ჩემ აფეთქებულზე გული უსკდებოდა… : ))

    და მეორეც… ვიღებდი ხოლმე სათამაოშებს და რამე მსგავს ეგეთებს… კონსერვის ქილებს და რაღაც.. და იმათ ვაფეთქბდი ხოლმე..

    მერე ვნახულობდი ხოლმე, რომელმა რომელი უფრო მაგრად დააზინა და კვლევებს ვატარებდი მოკლედ რა : )))

    იმ დროს ძვირი ღირდა ეგენი და ასე ფუჭად არ ვაფეQტებდი და არ ვყრიდი ხოლმე : ))

    მერე ხელშიც ვიჭერდი და ისე ვიფეთქბდი ხოლმე.. : ))) (მაზოხ..)

    მაშინ თოვლიც იყო და ბათინქებით რომ დავდიოდი ფეხს ვადგამდი ხოლმე და ისეც ვიფეთქბდი ხოლმე : ))
    მოკლედ ჩემგან წარმატებული კამიკაძე დადგებოდა : ))

    ხლაპუშკაზე გამახსენდა…
    მაგას მასე ეძახდნენ ჩემს დროს ხოდა… ერთხელ პადიეზდში ვართ ბიჭები.. ერთმა მთხოვა რო თუ ესა და ეს აფეთქებას გადაწყევტსოო გამაფრთხილე და ყურებზე ხელს ავიფარებოო : ))
    ხოდა იმ “ერთმა” აუკიდა ასანთი ამ ასაფეთქებელს და რო დააგდო ეგ დავინახე… გამოვიქეცი რო შემეტყობებინა იმისთვის, ყურებზე ხელი მაქვს აფარებული და ვყვირი “ხლაპუშკააააა” : )))
    ხოდა იმან ვერ გაიგო და რო აფეთქა გული გაუსკდა და მეჩხუბბა მერე, რატო არ მითხარიო? და როგორ არა მეთქი, ხო გამოვრბოდი და ვყვიროდი ხლაპუშკაა თქო.. : ))
    და მეუბნება შენ ხლაპუშკას კი არა ბაბუშკას ყვიროდიოოოო : ))))))))))))))))))))))))))))))))))

  • ვაიმე როგორ მეზიზღებააა
    ვერ ვიტან
    მეშინია

  • Marr:

    რეაქცია აღარ მაქვს, მივჩვიე უკვე მაგ ასაფეთქებლების ხმას

  • ასაფეთქებლები უნდა აიკრძალოს, ან დაწესდეს სანქციები მათ გამომყენებლებზე. მინიმუმ სიტყვიერი გაფრთხილება.

  • აუ მეზიზღებიან ვინც მაგათ აფეთქებს
    ვიკიკო ვერ დამიძინებია მაგათი შიშით

  • ასაFეტქებლებს იმისთვის იგონებენ რო უნდა ააფეთქონ. აბა რეა

Leave a Reply

ბოლო კომენტარები
სექტემბერი 2010
« აგვ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
მთვლელები
TOP.GE

PageRank
Serv.Ge Singular.ge navige_logo
მინი-პოსტები

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (2)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (0)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)

2:37
მეტი... (15)

მობილიზეიშენ
ვამპირული, დასისხლიანებული თვალებით, ჩაით და ბეევრი საჭმლით ვიწყებ დღეს. წუხელ 4 საათამდე საკონკურსო პოსტს ვწერდი. პრინციპში დავასრულე და გამოქვეყნებაღა აკლია, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, იქნება რამე უკეთესი მომაფიქრდეს მეტი... (1)

აღარ გიცდი
პირველი გამოცდა საოცრება იყო, 30-დან 29 ქულით გამოვედი. ლურჯ მეჩეთზეც პრეზენტაციაში 15/15. ამას დაემატა დასწრების და კოლოქვიუმების ქულები და 93 ქულა გამომივიდა:user: შარშანდელი საშინელი ჩავარდნების შემდეგ მართლა გამიხარდა. მეტი... (5)

სულთანი აჰმედი
ფეისბუქზეც დავწერე და აქაც ვიტყვი, ვერ ვიტან გამოცდების პერიოდს- სულ გეჩქარება, დრო არასდროს არ გყოფნის და შეიძლება მთელი დღე არაფერი ისწავლო, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ ამ დღეებში გამოცდა გაქვს და ყველანაირი გართობის მაგვარი გადადო :D მეტი... (5)

პაშტეტ
მეტი... (3)