მე ის პერიოდი დამეწყო, როცა თავი ყველაზე დიიდი ლუზერი და არაპროდუქტიული ბლოგერი მგონია ხოლმე :D აი, როცა ვერ ვწერ და მგონია, რომ ჩემი თავი ამოვწურე ამ სფეროში და ა.შ. რაც მთავარია დავამუღამე, რომ ეს დროებითია და წუწუნიც არ ღირს ხოლმე. ასეთი პერიოდებისთვის მოიგონეს მინი პოსტები, როცა შენთვის, სადღაც sidebar-ში  მიკრუნჩხულ პოსტში დაწერ დებილურ რაღაცეებს და შეიძლება მკითხველი ისე შემოვიდეს, რომ ვერც შენიშნოს ახალი პოსტი. ნუ თუ გუგლის რიდერში, ბლოგროლში და ა.შ. მსგავსი დანიშნულების რამეებში არ ვყავარ.

რას ვბოდიალობ.. :D

გუშინ გავგიჟდი ისე მომინდა პეტ-ში ახალი შემოსული გულიკებიანი ავეჯი. დღეს ვიყიდე და გვიან მივხვდი, რომ ყველაფერში ფული რომ მყოფნოდა, მაგის გამო რამდენი რაღაცა გავყიდე სახლიდან :| ძალიან ბევრი და ერთი ისეთი საწოლიც, ეხლა რომ აღარ იყიდება საერთოდ. ჩემს თავზე მეშლება ნერვები :D და კიდევ, მივხვდი, რომ ჩემგან ფულის დამგროვებელი არ გამოვა, ორი დღეა ვიძახი ფული უნდა მოვაგროვო მეთქი და ვერ ვაღირსე, მაგრამ აი როგორმე ვეცდები, რომ ხვალიდან კვირამდე მარტო ვაგროვო და არ ვხარჯო ფული. დღეში ასე 3000 მინიმუმ თუ მოვაგროვე, კვირას მექნება 15 000 და რამეში მეყოფა.. აი ეს გულიკებიანი ოთახი კიდე, ისე ძალიან აღარ მომეწონა რომ ვიყიდე, მარა ჟინი ხო დავიკმაყოფილე :D  ძალიან ცარიელი მაქვს ჯერ ოღონდ

15343_202039583368_688128368_2951547_7518397_n ფული რომ არ მაქვს ნერვები მეშლება :|

კიდევ..

კავეენზე ვიყავი, ჩემი ყვეელაზე საყვარელი არსება სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდშია და ვესწრები ხოლმე მაგათ თითქმის ყველა კავეენს. აუ, როგორ მინდოდა საღამოს იქედან მოსულს, რომ პოსტი დამეწერა იმაზე, როგორი სხვანაირი მეგობრები ვართ მე და ლელა და არ მეყო ენერგია, ძალიან რაღაც ისე ვარ :(

კიდევ..

  • ფილმებს ვუყურებ
  • ხანდახან brain buddies-ს ვთამაშობ
  • პეტს თავისთავად
  • დროდადრო ფორუმზე ვპოსტავ
  • სკაიპში იშვიათად შევდივარ და თუ შევდივარ ვიმალები, ძალიან ასოციალური ვარ.
  • კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩემს  ტანსაცმელში. ალბათ იმის ბრალია, რომ ამდენი ხნის მერე ძლივს ვიპოვნე როგორიც მინდოდა ისეთი  შოტლანტკა, დედაჩემმა იპოვნა ტოესწ.

BILD0131

  • ლექციებზე დასაჯდომად ნერვები აღარ მყოფნის და სახლში გამოვრბივარ.
  • წესით მალე უნდა დავიწყო უკვე გამოცდებისთვის მომზადება

მორჩა :D რა მოსაწყენი პოსტია :s ბანძი :D

9 Responses to “bleh!”

  1. Natalia says:

    ჰეი, თინი, გაგივლის, თუმცა ეს შენც იცი :))

    მე რას გამშვიდებ, თვითონ ვარ დასამშვიდებელი. ამ ბოლო დროს სახლში ჯდომა მინდა, ისე, რომ ჩემი არსებობა არავინ გაიხსენოს :D დღეს ლექციაზე არ წავედი, მხოლოდ იმის გამო რომ გარეთ გასვლა არ მინდოდა :D

    რა შესანიშნავი პოსტი დაწერე, მეც გული ვიჯერე წუწუნით :D და იმედია არც ამას წაიკითხავს არავინ :))

    პ.ს ვითომ გაგამხნევე ეხლა მე? :სპყ:

    • Tiny says:

      აუ კი კი კი! გამამხნევე მართლა..
      ესე იგი მე მარტო არ ვარ :D მარტო მე არ მეზარება სახლიდან გასვლა, რის გამოც ყველა გარშემომყოფი მებღვირება :( ესე იგი მარტო მე არ ვარ ასოციალური და აუ კარგია. კარგია რა, მარტო რომ არ ვარ ეგაა კარგი, თორემ ასეთი ასოციალურობა წესით არ არის კარგი.
      თუ არის :spy: რავი, ცოდვა გამხელილი ჯობსო და ეხლა მომწონს, ვისვენებ თუ რაღაც ამდაგვარი :s

      ვიწუწუნოთ, იმ იმედით, რომ არავინ არ კითხულობს:D:D:D

  2. Tiny says:

    ვაიმე რამხელაზე ვიწუწუნე :D

  3. Natalia says:

    ამ ბლოგროლსაც იმდენ ხანს ველოდე, ბოლო პოსტი რომ დამემალა :D შემოვედი რათა ამაზეც მეწუწუნა :D

    და კიდევ იმაზე, რომ სამეცადინო მაქვს ხვალისთვის :(

    ვსიო, მეტს აღარ ვიზამ, წავედი :D

    • Tiny says:

      აუ შენი პოსტი მომეწონა ვა, არ გააქრო ბლოგროლიდან!!!ეს პოსტი გამქრალია ჩემი, მივმალე შემთხვევის ადგილიდან :D
      სამეცადინო ხვალისთვის კიარა, უნდა დავჯდე და ბევრი ერთად ვისწავლო, რაღაც სემინარები აღსადგენი მაქვს :(
      და სულ ცოტა ხანში გამოცდები ააა!

      აუ როგორ ვიცლები ეხლა ამ წუწუნით შენ არ იცი :D

  4. Natalia says:

    მე ვმეცადინეობ და უცებ, ქურდულად [ვის ვატყუებ არ ვიცი :D], ჩავკეცავ სამეცადინოს და აქ შემოვდივარ კომენტარების სანახავად :D

    ეხლა შენ რომ მითხარი, ვყოყმანობ, ის პოსტი ხომ არ გამოვაჩინო ისევ :D

    • Tiny says:

      ვა,გამოჩენის ფუნქციაც აქვს?:?რატომ გააქრეე ვაბშე!!! მოსაკლავი ხარ :D
      აუ,კომპთან მეცადინეობა როგორ შეგიძლია,მე არ შემიძლია :| თუ თავი არ ჩავისვი იზოლატორში, კომპიუტერისგან შორს, ისე ვერ ვმეცადინეობ და ვატყობ საჯაროს კარის ატალახება მომიწევს :| ან თავის დაწყევლა “შენ თუ ეხლა კომპს მიეკარო..” :D

  5. Marr says:

    აუ მეც მაგ დღეში ვარ. ეხლა 20 წუთში წასასვლელი ვარ ლექციაზე და საშინლად მეზარება.აქ რას ვაკეთებ ისიც არ ვიცი. ხვალ გამოცდა მაქვს… ვაიმეე რა გვეშველება ნეტავ?

  6. taa says:

    უფფ, მომწონს შოტლანკები
    ზოგადად მოკლე იუბკები მომწონს ოღონდ ლამაზები

Leave a Reply

You can use these tags: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>