ბლოგერის აღჭურვილობა

ყველა პროფესიას ხომ აქვს თავისი აღჭურვილობა აქვს და ბლოგერები რითი ვართ გამონაკლისები? საბედნიეროდ (მადლობა დედა, მადლობა მამა :D ) თითქმის ყველა ატრიბუტი მაქვს, რაც საჭიროა:

ლეპტოპი

რომელიც 23 საათს ატარებს ჩემთან ერთად…ჩემი საბადო, რომელსაც ხანდახან პატრონი ძალიან ჩაგრავს აი ასე:

და კიდევ ასე:

არადა ჯერ ერთი წელი ახლა ხდება მაისში, რაც ვიყიდე და უკვე რას დავამსგავსე… ნუ კლავიატურას არაუჭირს, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ერთი ცალი ბისერის ბურთულაა ჩავარდნილი და ხან რომელ კლავიშში ეჩხირება, ხან რომელში. მერე კომპიუტერს ვაყირავებ და გორდება ხოლმე :D  ამჯერად J-შია ჩასახლებული… ხელების განსათავსებელ ადგილს რაც შეეხება, დროზე არ მომაფიქრდა რამე გადასაკრავის ყიდვა  და გახდა ასეთი :| მამა მეუბნებოდა ფრთხილად იყავი, შნურებამდე არ ჩახვიდეო :D კიდევ რა არ დავმართე- ბათუმში wi-fiს ჩართვის მცდელობისას მთლიანად დავბლოკე, windows-ის საკუთარი ძალებით გადაყენება მოვინდომე და ორი ცალი ერთად ჩავწერე და ვინ მოსთვლის კიდევ… მაგრამ ერთგულად მემსახურება. პირველად ლეპტოპის ჰაერივით საჭიროება ბარკემპზე ვიგრძენი. ვკვდებოდი ისე მინდოდა ნორმალურად დამეწერა ყველაფერი რაც იქ ხდებოდა… მოკლედ, მართლა აუცილებელი ატრიბუტია…

ფოტოაპარატი:

ამ შემთხვევაში ალბათ უბრალოდ კარგ ხარისხიანი ფოტოაპარატის მქონე მობილურიც გამოდგება, მაგრამ მაინც… ჩემი განუყრელი ციფრული რომ მაჩუქეს ჩემებმა, იმის მერე ისე “ვაჩხაკუნებ” ხოლმე, მანიად გადამექცა. ყველაფერს ვუღებ. ძირითადად ბლოგზე ვფიქრობ ხოლმე გადაღებისას- “შეიძლება გამომადგეს” პრინციპით. მერე ზოგი ხვდება ბლოგზე, ზოგიც ფეისბუქზე…

ახალგაზრდობის სურათია ეს
შემთხვევითი სურათი
პროფილის სტუდიის შესასვლელის წარწერა

მობილური:

რომელიც გუშინწინამდე(:D) არც ისე კარგი შესაძლებლობების მქონდა… ნუ ჩინურად კი აჩვენებდა ტელევიზორს, მაგრამ სხვა მხრივ, ინტერნეტის მხრივ მაშასადამე, ბლეჰ… სულ მშურდა ხოლმე სხვების, ფბ-ზე აფდეითები და სურათების ატვირთვა რომ შეეძლოთ :D იმაზე აღარაფერს ვამბობ, ვიჯეტი რომ მქონდა ოოცნებად გამხდარი- სურათების. ანუ photo of the moment ბლოგზე . ხოოდა სიურპრიზად მივიღე <3

თავხედურად ბევრი ფუნქციები აქვს :D ინტერნეტზეა ზედ გამოჭრილი როგორც იტყვიან… ნუ wi-fi თავისთავად. ფრიად გახარებული ვარ  <3 ხოდა ამის მეშვეობით ზემოთხსენებული photo of the moment მეღირსება…

და ნუ, რა სჭირდება ბლოგერს სრული ბედნიერებისთვის და მუზებისთვის? :D დიიახ, media player-ი! რა ვქნა, მანიაკივით ვარ, მაგრამ ყურებში თუ არ მესმის საყვარელი მუსიკა სიარული/მგზავრობა (რომელიც ასე ძნელია ვარკეთილიდან ვაკის მიმართულებით) ტანჯვად მექცევა ხოლმე… და კიდევ დილაობით, რომ მეძინება თუ რამე ხმა მაწუხებს, ვბრაზდები და ბალიშს ვიფარებ ხოლმე :D რაც ეს მაქვს კიდევ, მარჯვედ მიდევს საწოლთან და ნახევრადმძინარე მდგომარეობაში ვრთავ და ვითიშები ისევ…

თან ძირითადად მგზავრობის დროს, ან ძილის წინ, ან დილით ვფიქრობ ხოლმე “ბლოგზე რა დავწერო”-ზე…

რა აღჭურვილი ვარ და იშვიათად პოსტვა მეპატიება?! :D

41 thoughts on “ბლოგერის აღჭურვილობა”

  1. არ გეპატიება იშვიათად პოსტვა არა არა არა!!
    არაფრით!!

    მე დანგრეული აპარატის, კიდევ უფრო დანგრეული მობილურის და საერთოდ უნოუთბუქო ბლოგერსაც კი მაქვს უფრო ხშირი პოსტები და სტატუსები და რავც მოკლედ რა ტყუილად ფლანგავ ამ რესურსებს : ) ეჰ თინათIნ : )

  2. ვაიმე მე მეგონა მარტო ჩემ ლეპტობს ჰქონდა ეგ შავი წერტილები :D
    მომეშვა რAღაცნაირად :D

  3. მე მიმაჩნია რომ “media player” საჭირო არ არის :)
    სხვა დანარჩენი რომ მაქვს და ეგ არა მაგიტომ, თორემ რას ვერჩი ისე :P

  4. ვაიმე ვერაფერიც ვერ გავიგე რა საცჰიროა ამდენი რამ…:D

  5. მაგრამ ამ თემის დაწერაში “ბლოგერის ატრიბუტი” ალბათ ყველაზე მეტად მაინც ციფრული “დაისაჯა” (და დაგეხმარა) ყველაფერს თავად გადაუღო ფოტო ალბათ თავისი თავის გარდა… მე ვაფასებ მას:–)))) თუმცაღა ალბათ კომპიტერი უფრო მეცოდება… მელოტ კაც უგავს სახე..:-)

  6. მაგარი აღჭურვილობა გაქვს. ბლოგერზეა ეგ ყველაფერი ზედგამოჭრილი, მაგრამ გამოდის რომ მე სულ არ უნდა ვიყო ბლოგერი :( ნოუთბუქი არ მაქვს, კომპის კლავიატურა კი თითქმის მთლიანად წაშლილია. ტელეფონიც 2005 წლის გამოშვება მაქვს, და მედია ფლეიერის მოვალეობასაც ის ასრულებს :D :D ერთი ფოტოაპარატზე ვერ დავიწუწუნებ მხოლოდ.

  7. აჰა ანუ იმ ფოტოაპარატის დამსახურებაა ”ფეის-BOOK-ზე” ჩაყრილიი ინტრიგებიი? :D და ზოგმა ამ ფოტოაპარტს უნდა გადაუხადოს მადლობა ხომ ნერვების ათხრაზეე/? :D :D

  8. შეიძლება გაგიკვირდეს შეიძლება არა:P … უკვე დიდი ხანია თვალს ვადევნებ შენს facebooks და ბლოგს. ძალიან მომწონს შენი ბლოგი, პოსტები….:)) ამ დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდი მეთქვა თუ არა უფრო სწორად მეკითხა თუ არა. მრცხვენოდა და ახლაც მრცხვენია….. მაგარმ ალბათ არ დამტოვებ პასუხის გარეშე 0_o როგორ გახდი ბლოგერი??? მე ჯერ პატარა ვარ ალბათ 14ის ვარ ;) მაგრამ შენიდან გამომდინარე (შენი პოსტებიდან და კიდევ ბევრი სხვისი ბლოგიდან გამომდინარე :))… ) სამომავლოდ მინდა ამ პროფესიას დავეუფლო ნუ პარალელურად სხვასაც ალბათ…. მაინტერესებს, ამისთვის რა არის საჭირო?? (არც ისე ცუდად ვწერ თემებს და ესეებს ვგულისხმობ :P კადნიერებაში არ ჩამითვალო ეს რომ დავწერე :P ალბათ არა :))….) ძალიან მომეწონა “ერთი თვალის გადავლებით” დანახული ბლოგერის ცხოვრება ;) თუნნდაც ის რომ ხშირად ღამეების გათევა გიწევს შენი პროფესიის გამო :]] ალბათ შეძლებ დამეხმარო :P …. და ის ერთგან რომ გიწერია ჩემზეხშირად თავიდან ცუდი წარმოდგენა რჩებათო…. მე არ გიცნობ მაგრამ ონლაინ დღიურების საშუალებიტ საკმაო ინფორმაციას ვფლობ შენს შესახებ და სულაც არ დამრჩენია ცუდი შთაბეჭდილება, პირიქიქით….ყოველი შენი ახალი პოსტის შემდეგ ვრწმუნდები რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ (ამას იმიტომ არ ვწერ რომ შენგან დახმარებას ველი) ნამდვილად არ ვარ ეგეთი ადამიანი, ყოველთვის ყველაფერს პირდაპირ ვამბობ რაც საჭიროა და ამის გამო ხშირად მაკრიტიკებენ(უფრო სწორად მტუქსავენ :D) თუ კი დახმრება არ მოგინდება მე არაფერს გეტყვი ან რა უნდა გითხრა ვინ მეკითხება :D:D უბრალოდ გაითვალისწინე წერა ჩემთვის ყველაფერია და არასდროს მომწყინდება :*:*:* :**********************

    1. ძალიან ძალიან გამიხარდა შენი კომენტარი :) ბლოგერობას რაც შეეხება, როგორ გავხდი და არაფერი სპეციალური არ სჭირდება,მთავარია წერა შეგეძლოს… თუნდაც ეგ რაც მითხარი, თემების წერა. ბავშვობიდან პირადი დღიური ყოველთვის მქონდა ხოლმე, სადაც ჩემს ამბებს ვწერდი. თემების წერაც მიყვარდა და გამომდიოდა ასე თუ ისე, შენი არ იყოს:) შეგიძლია ფეისბუქზე მომწერო კონკრეტული კითხვები და გიპასუხებ აუცილებლად. ბლოგერობისთვის მთავარია იმ საქმის სიყვარული,რასაც აკეთებ :)) მერე ის ღამეების გათენებაც კი გსიამოვნებს, როცა გიყვარს შენი საქმე…
      ველოდები შენს წერილს და დიდი მადლობა ასეთი კარგი კომენტარისთვის :*

  9. DZALIAN DIDI MADLOBA ROM AMXELA IMEDI MOMECI :***** facebookze aucileblad dagikavshirdebi :)) ogond ert rames getyvi me ana ar mqvia ubralod ishviati saxeli maqvs da…. (aranairi komplexsi ar mawuxebs amastan dakavshirebit ubralod vinme axlobels rom enaxa ar mindoda ra :P ar vici ratom magram mainc….) :**** didi madloba winaswar yvelapristvis :*****

  10. ჩემი”ლილუ” მირჩევნია (სტაციონალური კომპიმ მე-5 ელემენტი ჩემი ცხოვრებისა) :D

  11. შემეცოდა შენი კომპიუტერი,საწყალი :( ისე მე რას ვამბობ,მე არც კომპიუტერი მივარგა,აღარც ვინდოუსი,აღარც ინტერნეტი…ერთხელ ვრთავ კომპიუტერს და ორჯერ რესტარტდება ავტომატურად :D :D :D ტელეფონი შემშურდა :) ჩემი რას გავს,გული მტკივა რო ვუყურებ :( ამას წინათ მდინარეში მოუხდა ბანაობა :))მართალია ცურვა ვერ ისწავლა,მაგრამ სამაგიეროდ გამრავალფეროვანდა (ამ სიტყვის არაპირდაპირი გაგებით ):D :D :D მესიჯი რა არის დამავიწყდა უკვე,ძირითადად ვრეკავ ხოლმე და ეს ჩემს ბიუჯეტსაც დაეტყო :D შენს ხუმრობებზე ვიცინე,ეხა კიდევ წავიკითხავ და ვიპლაგიატებ ხოლმე:D :D :D არა,არა,ვიტყვი რომ ეს შენ იყავი :D შენ ამას ვერ გაგიკეთებ :D :D რუსთავი ორის საკიდი მეც მაქვს,რაღაც მაინც მაქვს შენნაირი :D :D :D

  12. ეგ პლაგიატობა აღარაა და ე.წ. “მუღამი” ეკარგება :D :D :D

  13. Tiny: ვუყურებ ეხლა შენი კომპის სურათს და გული მტკივასავით(პროფესიიდან გამომდინარე ). სხვას რაც შეეხება ძალიან კაი ბლოგია და როგორც იტყვიან სგ ავტორს. პირველად შემოვედი აქ და მომავალშიც გესტუმრებით ხოლმე…მარა ჯერჯერობით საიტზე დარეგისტრირებას ვერ ვამუღამებ მარა ეხლა ჩავუჯდები :D

    P.S:Tiny შენ ბლოგებს გადავავლე თვალი და ზალიან მომეწონე შენც და შენი ბლოგებიც :)

  14. ძალიან დიდი მადლობა:))რეგისტრაცია ბლოგზე არ არის აუცილებელი :P

    1. მმ საიტი არ ჰქვია პრინციპში,ბლოგია ეს:))
      დიდი ხანი რა, ამ დომენზე უკვე ერთი წელი ხდება რაც გადმოვედი. იქამდე რამდენიმე თვე wordpress.com-ზე მქონდა და მერე გადმოვიტანე ყველაფერი აქეთ :)

  15. Despite these challenges to their health, men tend to ignore their symptoms, are less likely to visit their GP
    for advice, and may be especially reluctant to ask for help for emotional
    problems. If you still can’t find the right collar style
    for you, check on line. The supplements, natural healthcare and wellbeing company has recently released
    Vital – VMH: a one per day multivitamin, multimineral and multiherbal formulation with natural extracts for mens and womens general health and wellbeing.

    Visit my blog: erectile dysfunction protocol review

  16. I have been surfing online more than 4 hours today,
    yet I never found any interesting article like yours.
    It’s pretty worth enough for me. In my opinion, if all webmasters and bloggers made good content as you
    did, the internet will be much more useful than ever before.

    my blog post: grey hair pill 2015

  17. It’s a pity you don’t have a donate button! I’d certainly donate to this fantastic blog!
    I guess for now i’ll settle for bookmarking and adding
    your RSS feed to my Google account. I look forward to fresh updates and will share this
    blog with my Facebook group. Chat soon!

  18. My partner and I absolutely love your blog and find almost all of your post’s to be what precisely I’m looking for.
    Do you offer guest writers to write content to suit your needs?

    I wouldn’t mind publishing a post or elaborating on a few of the subjects you write concerning here.
    Again, awesome blog!

  19. After I initially left a comment I appear to have clicked
    the -Notify me when new comments are added- checkbox and now each time a comment is added I receive four emails with the same comment.
    Perhaps there is an easy method you can remove me from that service?

    Cheers!

  20. Admiring the hard work you put into your blog and detailed information you
    offer. It’s great to come across a blog every once
    in a while that isn’t the same old rehashed material. Wonderful read!
    I’ve saved your site and I’m including your RSS feeds to my Google account.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>