Tiny on მარტი 7th, 2010

აგერ უკვე ლამის ერთი წელია ერთი და იგივე ავატარი მაქვს აბსოლიტურად ყველგან. ზედმეტად შევეჩვიე, ძალიან შემიყვარდა. თან ისეთი ბუნებრივია, ვერავინ ვერ ხვდებოდა,  რომ კირა ნაიტლი იყო :D ვინც არ მიცნობს კიდევ,ყველას ის ვეგონე.  ვინც არ მიცნობს კიარა, ერთხელ სვითი დიდხანს არ მყავდა ნანახი და მითხრა- მალე მნახე, თორემ უკვე შენს ავატარზე რომ არის, ის მგონიხარო [...]

Continue reading about ახალი ავატარი

Tiny on მარტი 6th, 2010

რამდენიმე დღის წინ, გადავლახე მორცხვიზმი და შევქმენი ჩემი ბლოგის fan page ფეისბუქზე.
[ყოველი შემთხვევისთვის განმარტება
]
ხოდა სანამ იმაზე გადავალ, როგორ დამთავრდა შექმნის მცდელობა..
რომ შევქმენი (ოღონდ ჯერ დამალულ რეჟიმში), ჯერი მიდგა profile სურათზე. აი მანდ გავიჭედე- მივხვდი, რომ არანაირი დამახასიათებელი არ მქონდა. აი რას ვამბობ, მაგალითად:

სანამ ამ აბზაცამდე ჩამოხვედით, ხომ უკვე მიხვდით სამივე სურათი ვის ეკუთვნის? ყველამ იცის, რომ ეს დოდკა, სვითი და სოფი არიან..
და რა მაქვს მე ასეთი? რასთან ვასოცირდებით მე და ჩემი ბლოგი? ერთადერთი, რაც ჩემთან ვიზუალურად ასოცირდება, არის ჩემი განუყრელი ავატარი-კირა. რასთანაც ბლოგი შუაში არ არის. რაღაცნარი როგორ [...]

Continue reading about რაღაცნაირი ასოციაციები

Sweety on თებერვალი 12th, 2010

ბოლო დროს, გახშირდა “ბლოგერობის მსწავლელი” ე.წ. “ტუტორიალები” და კრიტიკები სხვადასხვა ბლოგერების მისამართით :D სიმართლე გითხრათ, მაღიზიანებს ხოლმე ასეთი  რაღაცეები, როგორც სოფიმ თქვა თავის პოსტში:

ბლოგი არ არის ანალიტიკური ჟურნალი, სადაც ადამიანი იმას დაწერს, რაც ყველას შეიძლება მოეწონოს.
სწორედ ამის გამო, არასდროს არ ვეხები ბლოგის კონტენტს- ვისაც რა უნდა, ის წეროს! მაგრამ არსებობს ისეთი ტექნიკური რაღაც-რაღაცეები, რისი გათვალისწინებაც [...]

Continue reading about ბლოგერებისთვის..

Tiny on იანვარი 9th, 2010

რა მნიშვნელობა აქვს რისი თქმა მინდოდა, მთავარია, რომ უფლება მქონდა
არტურ შოპენჰაუერი
ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ ხოლმე, მაგრამ გუშინ “წითელი ზონის” თემამ დამაინტერესა და მოვკალათდი ტელევიზორთან.
“მთავრობა”  ერქვა გადაცემას და მოწვეულები იყვნენ ე.წ. “ახალი თაობის პოლიტიკოსები”, ანუ ისინი, ვინც ასაკის გამო ნაკლებად არიან საბჭოთა მემკვიდრეობის მატარებლები. სტუმრები იყვნენ ბაკურ კვეზერელი და გოგა ხაჩიძე. გოგაზე მინდა გავამახვილო ყურადღება პოსტში..
მახსოვს,  მინისტრად რომ დაინიშნა, ავტობუსებიდან მოყოლებული (ეს უკანასკნელი საუკეთესო ადგილია საზოგადოებრივი აზრის [...]

Continue reading about LOADING CONTENTS

Tiny on დეკემბერი 31st, 2009

ყველა ბლოგზე წლის შემაჯამებელი პოსტებია, მე კიდე უგანწყობოდ ვზივარ და ვოცნებობ ცოტა ხნით მაინც დამიბრუნდეს განწყობა, რომ პოსტი მაინც დავწერო :D პატაკს მკითხველებს ყველა აბარებს. ხოდა ავდგები და მეც პატაკის სახით დავწერ:
[აქ გადაცემა "პატრული"-ს სცენარისებური- "ვპატრულირებდი ჩემს კვადრატში.."]
მაშ ასე, 2009 წლის მანძილზე დაფიქსირდა:

გულის ტკენა- 1 შემთხვევა
იმედგაცრუება- 3 შემთხვევა
წარუმატებელი ურთიერთობა- 3 შემთხვევა
მეგობრებად დარჩენა – 1 შემთხვევა
შეყვარება- 0 შემთხვევა

[:lol:] 

Continue reading about პატაკი2009

Tiny on დეკემბერი 30th, 2009

არც დრო არის ახლა პოსტის დაწერის, არც შნო და არც სხვა მსგავსი პოსტის საწერიად საჭირო მონაცემები, მაგრამ დღის ბოლოს უკანასკნელი გაფართხალების რანგში მაინც ვწერ- განტვირთვა მჭირდება.
ბოლო დღეს რომ მიყვარს ხოლმე საქმეების მიყვანა, ეგ უკვე გავითავისე და წინა დღეებში აღარც კი განვიცდი ამ ამბავს, ვიცი, რომ მაინც ბოლო დღეს გავაკეთებ. ხოდა ამის გამო მომიხდა ორი [...]

Continue reading about ველასკესი და გოზინაყი

Tiny on დეკემბერი 29th, 2009

ყველა დადებს ალბათ თავის ბლოგზე ამ საოცრებას, მაგრამ მეც რომ არ დამედო, არ შემეძლო რა :user: უკვე რამის ერთი კვირაა ამ კლიპის მოლოდინით ვცოცხლობდი :D რამდენიმე ბლოგერის სურათი ნანახი მქონდა, რამდენიმეს ჩემს სურათში გავუცვალე :lol: დაახლოებით წარმოდგენა მქონდა, რანაირი იქნებოდა, მაგრამ აი ასეთს მართლა არ ველოდი!
მთელი დღეა ჩართული მაქვს და full screen-ზე ვუყურებ user გამომეტყველებით [...]

Continue reading about Georgian Bloggers Wishing Merry Christmas

Tiny on დეკემბერი 28th, 2009

კვირას ვიყავით “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს2″-ზე ბლოგერები. პირველი ნაწილი ხომ კარგი იყო, ხოდა აი იმაზე უკეთესია მეორე :P მსუბუქი  სიუჟეტი იყო, მეგონა სულ ნახევარი საათი ვუყურებდი :D
საუნდტრეკებში გამიხარდა”თოვლი მოსულა”-ს გამოჩენა. ზოგადად  კარგად არის შერჩეული, შარშანდელი ახალი წელიც ამ ფილმის საუნდტრეკებთან ასოცირდება. აი ყველა აქ იხილეთ:
http://kaikino.com/2/#soundtracks
ძალიან ცოტა დრო მაქვს  ეს დღეები, ამიტომ ვრცელ პოსტს ვერ [...]

Continue reading about კაი კინო!

Tiny on ნოემბერი 27th, 2009

დაახლოებით ერთი თვის წინ, 28 ოქტომბერს, დიდი ზარ-ზეიმით უნდა მიმელოცა ჩემი ბლოგისთვის დაბადების დღე. გავხსენი ახალი პოსტის ფანჯარა, დავწერე პოსტი და ბოლოს სულ სულ პირველი პოსტის გალინკვისთვის მოვძებნე ის პოსტი და სახე შემეცვალა თარიღი რომ დავინახე..

საიდან მახსოვდა ეს 28, დღემდე აზრზე არ ვარ..თან ისე დარწმუნებული ვიყავი, არც მიფიქრია გადამოწმება. ჩავვარდი თითქმის ისტერიკაში, მთელი პოსტი წავშალე [...]

Continue reading about happy birthday

Tiny on ნოემბერი 23rd, 2009

რადგან  ოჯახში გონიათ, რომ  მე ჩამოყალიბებული კიბერ ნარკომანი ვარ, დროდადრო მიწევს ხოლმე იმის დამტკიცება, რა ადვილად შემიძლია გავძლო ინტერნეტის გარეშე და რომ ინტერნეტი, უბრალოდ ადამიანებთან კონტაქტისთვის  და ათასი სასარგებლო თუ უსარგებლო საქმისთვის მჭირდება.  რეალურად, კომპიუტერთან დაჯდომის გარეშეც იგივეს გავაკეთებდი- ტელეფონით მექნებოდა კონტაქტი [რაც დამეთანხმეთ გაცილებით ძვირია, ვიდრე ინტერნეტი] და უსარგებლო საქმეებით გავტენიდი ცხოვრებას :D
მთავარი არგუმენტი [...]

Continue reading about DAY OFF

Tiny on ნოემბერი 20th, 2009

ავისხი საპოსტე აბჯარი- ფუმფულა ხალათი იგი, ჩაი კარამელისაი და კროასანები სიტკბოებით გამორჩეული, ვითარმედ  ვცდილობ შევუდგე პოსტს მას, რთულად შესაქმელს..
დღეს “იტალიური ეზო”-ს ჩაწერაზე ვიყავით რამდენიმე ბლოგერი [უფრო სწორად, მგონი ვინც იქ იყო, ყველას ბლოგი ქონდა], თემა იყო ინტერნეტ ტექნოლოგიები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეზარებოდა სახლიდან გასვლა[რაც იქ ყოფნის დროსაც აისახა ნათლად, მაგრამ მარუსამ გადამაფიქრებინა არ წასვლა [...]

Continue reading about იტალიური ეზო

Tiny on ოქტომბერი 27th, 2009

ასე ერთი თვის წინ, ჩემს ბლოგს რომ უბედურება შეემთხვა და ერთი კვირით გათიშული იყო, გადავბარგდი საიდუმლო ბლოგზე, რომლის არსებობაც ძალიან ცოტამ იცოდა.
ბლოგი ორი პერსონაჟის შესახებ არის და სწორედ ერთ-ერთი მათგანი “წერს” ამ ბლოგზეც. მოკლედ, ესენი არიან ქალბატონი და ბატონი გოჩები! ანუ ქალბატონი გოჩა და ბატონი გოჩა.. ანუ.. მეტი ანუ არ გვინდა :D
ბლოგი იმით არის განსაკუთრებული, [...]

Continue reading about გოჩმიქსები

Tiny on ოქტომბერი 24th, 2009

არც ერთ reader-ის ტიპის ქმნილებას არ ვწყალობ. ყველასგან ნაქები google reader-ის შეყვარება ვერაფრით ვერ მოვახერხე. ვერც RSS-ი მომწონდა მაინცდამაინც და ისევ ძველ, მამაპაპურ ხერხს, ბლოგებზე სათითაოდ შემოვლას მივმართავდი, რაც თავის მხრივ იწვევს ძაალიან ბევრი ბლოგის მივიწყებას, კომენტარების დაზარებას და ა.შ.
[აქ სევდიანი, ტრაგიკული მუსიკიდან რამე ამაღლებული განწყობის სიმფონიაზე გადასვლა]- ამ ძნელბედობის ჟამს, პოსტებსა და ბლოგებს შორის [...]

Continue reading about blogroll.ge

Tiny on ოქტომბერი 14th, 2009

კაცმა არ იცის რატომ ვარქმევ “მთაწმინდის პარკს” პოსტს, რომელსაც წესით new media forum უნდა ერქვას :D
მეორე დღეს ცოტა ადრე მომიწია წამოსვლა, ამიტომ ორნახევარ პრეზენტაციას დავესწარი :D პირველი იყო sweety-ს  პრეზენტაცია wordpress-ს პლატფორმაზე და wordpress.com-ის და wordpress.org-ის შედარება.
Wordpress – საუკეთესო ბლოგპლატფორმა
ვორდპრესის ძრავი მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებადი და მოწონებადია პროფესიონალ ბლოგერებს შორის. გაიგე ტექნიკური დეტალები და ვორდპრესის შესაძლებლობები.

Continue reading about მთაწმინდის პარკი, დღე II

Tiny on ოქტომბერი 12th, 2009

მთაწმინდის პარკის ქრონიკები.. ყველა ფოტო გადიდებადია ოდეს დაჰკლიკავთ
ბის- სახლში ვარ ცოცხალი და თითქმის უვნებელი, თუ 38 გრადუსოვან სიცხეს არ ჩავთვლით. დღეს დილით 7 საათზე გასაღვიძებელმა 8-ის ნახევარზე ძლივს გავახილე თვალი, ისიც ჩემი მაღვიძარას გულმოდგინე მუშაობის შედეგად და ელვისებური სისწრაფით გავემზადე- 9სთ-ზე რესპუბლიკის მოედანზე უნდა ვყოფილიყავი და ავტობუსში ვმჯდარიყავი, რომელიც მთაწმინდის პარკისკენ წაიყვანდა ახალი მედიის ფორუმის მონაწილეებს. მოკლედ, თითქმის დროულად გავედი სახლიდან, თუ [...]

Continue reading about მთაწმინდის პარკი, დღეI