Tiny on მარტი 7th, 2010

აგერ უკვე ლამის ერთი წელია ერთი და იგივე ავატარი მაქვს აბსოლიტურად ყველგან. ზედმეტად შევეჩვიე, ძალიან შემიყვარდა. თან ისეთი ბუნებრივია, ვერავინ ვერ ხვდებოდა,  რომ კირა ნაიტლი იყო :D ვინც არ მიცნობს კიდევ,ყველას ის ვეგონე.  ვინც არ მიცნობს კიარა, ერთხელ სვითი დიდხანს არ მყავდა ნანახი და მითხრა- მალე მნახე, თორემ უკვე შენს ავატარზე რომ არის, ის მგონიხარო [...]

Continue reading about ახალი ავატარი

Tiny on თებერვალი 1st, 2010

ხანდახან ზოგ მკითხველს არ უყვარს ისეთ წვრილმანებზე როცა ვწერ, როგორიცაა- საკუთარი ფრჩხილების ყურებით ტკბობა, ან წუწუნი, რომ დღეს მე ძალიან ცუდად მქონდა თმა, მაგრამ ნათქვამია- “როცა გინდა, რომ დაწერო როგორ შეიღებე თმა, უნდა დაწეროვო! “- ხალხური..
ახლა, როცა ბოდიში მოვიხადე ერის წინაშე, შემიძლია განვაგრძო (თითქმის) მშვიდად წერა..
ოქტომბერში ჩემი უდრეკი (სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით) თმა [...]

Continue reading about BLACK..AGAIN..

Tiny on იანვარი 7th, 2010

პოსტი ეძღვნება ყველა იმ გარშემომყოფს, ვისაც ჰგონია, რომ ჩემი მოვლილი ფრჩხილები  ჩემს უსაქმურობაზე მეტყველებს
დღეს კავკაზუსში უნდა გავსულიყავი, ჩავიცვი ჩქარ-ჩქარა და ჩაცმულმა წითელი მანიკური გადავისვი. იშვიათად ვისვამ წითელს, მაგრამ დღეს უხდებოდა ტანსაცმელს :D

Continue reading about არ ვარ მე უსაქმური!

Tiny on იანვარი 3rd, 2010

პოსტის სათაურზე მეთვითონ მეცინება o_O
ალბათ ყველასთვის საინტერესო არ იქნება ეს პოსტი, ყველასთვის რა- კაცებისთვის. საქმე ჩემს კოსმეტიკურ უჯრას ეხება :D
მთლიანობაში ის ასე გამოიყურება:

Continue reading about უჯრა

Tiny on დეკემბერი 24th, 2009

ჩანთა ის ნივთია, რომელთან ერთადაც მთელ დღეს ვატარებ, როცა გარეთ ვარ :D შესაბამისად, მთელი დღის მანძილზე ერთად მყოფი რამე ჭკვიანურად უნდა შეარჩიო და უნდა გსიამოვნებდეს მისი ხილვა თუ ტარება. არც კი შემიმჩნევია და მიზანმიმართულად არ შემიგროვებია, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ჩანთა მაქვს. ფერით, ფორმით, ზომით, დანიშნულებით განსხვავებულები.
პრიორიტეტს დიდ ჩანთებს ვანიჭებ, ბევრი რამე ეტევა [...]

Continue reading about handbags

Tiny on დეკემბერი 15th, 2009

დღეს მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა ავმხედრებულიყავი მაღალ ქუსლზედ.  მოკლედ, ავმხედრდი და სამყაროს რამდენიმე სანტიმეტრით (აქ წესით უნდა ეწეროს ჩემი ჩექმის ქუსლის სმ-ული მოცემულობა, მაგრამ საწოლიდან ადგომა და გაზომვა დამეზარა) ზემოდან დავუწყე ყურება :D
აი სახლიდან გასულიც არ ვიყავი, რომ მივხვდი სახლში ცუდ ხასიათზე დავბრუნდებოდი მაგის გამო. საუკუნეა მაღალ ქუსლზე არ გამივლია (ტანგეტკები არ ითვლება, [...]

Continue reading about ქუსლნი

Tiny on დეკემბერი 10th, 2009

anonymous_blogger ხანდახან დიდი სურვილი მიჩნდება, რომ არავინ არ მიცნობდეს პირადად, ანონიმური ბლოგერი ვიყო. ჯანდაბა, რამდენ რამეს დავწერდი :(

Continue reading about anonymous

Tiny on ნოემბერი 15th, 2009

awww ვერ მოვითმინე არ დამეწერა ^_^ მარუსამ გააკეთა ახალი გვერდი- პერსონაჟები.

Continue reading about characters

Tiny on ნოემბერი 12th, 2009

რამდენიმე თვეა ძაალიან მომინდა ცხვირის ოპერაცია! ნუ თავიდან იდეის დონეზე განვიხილავდი, ვფიქრობდი მინდოდა, თუ არა, მაგრამ თავი რომ შევამჩნიე forum.ge-ზე ცხვირის ოპერაციის თემაში შესული და თანხების გადახედვა დავიწყე, მაშინ მივხვდი, რომ გადაწყვეტილება მქონდა მიღებული :D
თავის შემფასებლები, პირველ რიგში, ჩვენ ვართ და სხვამ რაც არ უნდა გვარწმუნოს, რომ აარა როგორ გეკადრება, რა სჭირს შენს ცხვრის საოპერაციო [...]

Continue reading about მაი ლავლი ცხვირ!

Tiny on ოქტომბერი 30th, 2009

ვერ ვიტან ასეთ “დილებს”, ყველაფერი რომ ცუდადაა, ან გეჩვენება, რომ ცუდადაა და გინდა ეგ დღე კომპიუტერთან, ფილმების ყურებაში გაატარო, ამ დროს კიდევ უნდა ადგე ადრე, სახლი მიალაგ-მოალაგო [დედა მთელი დღე ბავშვების ხელში ისეთ დღეშია, რომ არ დავალაგო სინდისი არ უნდა მქონდეს :D], გაემზადო და უნივერსიტეტში წახვიდე კარგი გამომეტყველებით..
დაკავებული დღეები ძალიან მღლის, გუშინდელი დღე კოშმარი იყო! [...]

Continue reading about ვებერი და ნაღვლის ბუშტი

Tiny on ოქტომბერი 23rd, 2009

თინეიჯერობის ჟამს, ოდეს მჯეროდა, რომ გაზეთებში დედამიწის ზურგზე ყველაზე ჭკვიანი ადამიანები მუშაობდნენ, რომლებმაც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად  ყველაფერი იცოდნენ, ერთ-ერთი ყვითელი პრესის იმდროინდელ ვარსკვლავ ჟურნალში ამოვიკითხე ფრაზა, რომ ქალები ყველაზე მეტად ისევ ქალებისთვის იპრანჭებიან. [ეს "გაპრანჭვა" ცუდად ჟღერს რაღაც, მაგრამ.. ]
მაშინ ძალიან ავიტაცე ეს ფრაზა, ეგოისტური სიყვარულის გამო ყველა მდედრი ნერვებს მიშლიდა და რადგან ამას [...]

Continue reading about ვის ეპრანჭები?

Tiny on ოქტომბერი 21st, 2009

არანაირად არ მაქვს პრეტენზია, თუ ქალს არ აინტერესებს როგორ აქვს თმა, რა აცვია და ა.შ. ერთადერთი ჩემი გართულება მოუვლელი ხელებია. მოვლილ ხელებში აუცილებლად ნამეტანი ძვირადღირებული კრემების და მანიკურების წასმას არ ვგულისხმობ, მაგრამ ელემენტარულად, რომ ნაზი კანი უნდა ჰქონდეს და მოვლილი ფრჩხილები ამაზე მგონი არავინ შემეკამათება!
ნაზ კანს თავი დავანებოთ და მოვლილ ფრჩხილებზე შევჩერდეთ: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა [...]

Continue reading about ფრჩხილფეტიში