Archive for the ‘ვიოლინო’ Category

David Garrett

დღეს რამდენჯერმე შემხვდა facebook-ზე alexa-ს ლინკი სასიამოვნო ცნობებითურთ:

აქვე აღვნიშნავ, რომ ფეისბუქის დანიშნულება ცოტა აღრეული აქვთ მათ, ვისაც უთხრეს რომ ადნაკლასნიკი ტეხავს უკვე  და ფეისბუქი მაგარია, მაგრამ სადაც იმას მივაღწიეთ, რომ პირველ ადგილზე ის ავადსახსენებელი არაა გამოჭიმული, იქნება დროთა განმავლობაში ესეც მოგვარდეს :D
ხოდა რას მოვაყოლე…ეს სამი საიტია ზუსტად,  რომლებსაც ყველაზე აქტიურად ვიყენებ. ფეისბუქში ვცხოვრობ, გუგლში ვსწავლობ და youtube-ში ვატარებ თავისუფალ დროს :D
ხანდახან კი ყელში ამომდის ხოლმე ამდენი რეფრეში ფეისბუქზე, ან ამდენი ვიდეოს ყურებისგან თვალების გათანგვა, მაგრამ რეალურად რომ დაფიქრდე, ალბათ შეუძლებელიც არის ჩემთვის ამ სამი რამის გარეშე არსებობა. ეს არ არის მაინცდამაინც დამოკიდებულება  ალბათ, მაგრამ აი მარტივ მაგალითს გეტყვით…
დღეს შევბანცალდი youtube-ში, გაურკვეველი მიზნებით და Recommended for You-ში შემომხვდა  (ამას შეგიძლიათ არ უყუროთ, გრძელია)
ადრე არასდროს და არსად არ შემხვედრია ამ ადამიანის შესახებ არაფერი. ვიდეოს არ ვუყურე იმიტომ, რომ რაღაცა გაიწელა მე კიდევ სასწრაფოდ მჭირდებოდა რამე ნიშანდობლივი :D david garrett მოვძებნე იქვე და პირველივე ამომიგდო  (ამას უნდა უყუროთ!):
მოკლედ ამ წუთებიდან  ავიჩემე და აღარ გავჩერდი… დიდი ხანია ასე არაფრით არ აღვფრთოვანებულვარ…მსოფლიოში ყვეელაზე სწრაფად შეუძლია დაკვრა ვიოლინოზე და თან რა ისეთია… o_O რაღაცნაირად საყვარელი!
ხოდა   ასე რომ აღფრთოვანდები რამით რა უნდა ქნა? რა თქმა უნდა, მაშინვე ფეისბუქზე  დააშეარო და გაუზიარო მეგობრებს. თორემ ხომ გული გამისკდებოდა რომ არ მეთქვა რა მაგარია! თან მაშინვე მოძებნი ფან პეიჯს, აქ რა არ დაგხვდება? . ეს ჩვევაა ერთგვარი, ცოტა ხნის წინ საიდან მომაფიქრდა არ ვიცი და asta la vista baby მოვძებნე და იმის ფანკლუბიც კი იყო…ill be back-ზე რომ აღარაფერი ვთქვათ :D
მერე საქმეში  ერთვება google…ეძებ სურათებს, ეძებ პირადი ცხოვრების დეტალებს (ეს უკანასკნელი რა მოსატანია იყო, მაგრამ დიდისამბით დავინტერესდი ცოლიანი იყო თუ არა და ხომ უნდა გავცნობოდი სიტუაციას :D),ყველაფრის გადაქექვის შემდეგ უბრუნდები ვიდეოებს  და ასე ცხოვრობ ბედნიერად…

ის დღე ყველაფერის მიუხედავად ბედნიერია ხოლმე, როცა მსგავს აღმოჩენებს ვაკეთებ <3

მომაგნეს!!!

რამოდენიმე დღის წინ, როცა ბლოგზე პოსტი დავწერე საკუთარ ბედკრულებაზე სახლის დალაგებასთან დაკავშირებით და კმაყოფილი სახით ვიჯექი კომპიუტერთან, დედა მოვიდა ჩემთან და ძლივს შეკავებული სიცილით მითხრა:

_ ესე იგი მე ცოდვილი ვარ?!

ფერი დავკარგე [რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ჩემი კანის ფერისთვის]  და დამეწყო უეცარი რეაქცია. ვიდექი ოთახის ცენტრში და გავკიოდი :

_მე ბლოგერობას თავს ვანებებ ამიერიდან! აქაც მომაგენით ხო?! ყველაზე კარგად სადაც ვგრძნობდი თავს, ის წამართვით ! [oO]

მერე გადავედი გეგმა B-ზე და ცრემლმორეულმა ახალი სახის მონოლოგი დავიწყე :

_ აი, მე ეხლა დაგიბლოკავთ მაგ კომპიუტერიდან ჩემს ბლოგს, ჩემს კომპიუტერსაც პაროლს დავადებ, რომ ვეღარ შემოხვიდეთ !

მოკლედ, მთელი არსებით ვცდილობდი მისთვის სურვილი დამეკარგა აქ შემოსვლის. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდე. აღარ იცოდა რა ეთქვა.. ბოლოს ისაო :  თუ პირობას მოგცემ, რომ აღარ შევალ, ხომ გააგრძელებო ?.. მე კიდე

_ ახლა რაღა აზრი აქვს, უკვე დავკომპლექსდი ! [oO]

ამასობაში ნელ-ნელა უსერ სახეს ვიღებდი და მრცხვენოდა ჩემი ისტერიკის. მაგრამ იასნა იხტიბარს არ ვიტეხავდი [როგორც წესი ეგრეა..] ცოტა ხანში დავფიქრდი ბლოგის შიგთავსსზე. არიქა ცენზურა, არიქა დავაპრივატო პოსტები და ა.შ. მაგრამ ცოტა ხანში გამიარა.პრეტენზიები გაჩნდება და თავდაცვა დახვდება- მე ხომ დიდი გოგო ვარ :mrgreen:

მოკლედ, დავფიქრდი დედას სამართლიან საყვედურებზე- ამდენი ადამიანი კითხულობს და ჩემთვის რატომ არ შეიძლებაო…ხოდა დაე იკითხოს :) უბრალოდ, თქვენი არ ვიცი, მოგწონთ თუ არა, როცა “შენს რამეს” მშობლები კითხულობენ, მაგრამ მე ძალიან არ მიყვარს. ბავშვობიდან ასე ვარ. ერთი თემა დავწერე ადრე სკოლაში, მთელ პარალელურ კლასებში დამატარებდნენ და მაკითხებდნენ. სახლში რომ მოვიდიოდი კიდე საგულდაგულოდ ვმალავდი. მეიბი ცოტა სტრანნა, მაგრამ კაცია და  ბუნება.. ვერც იმას ვერ ვიტანდი ჩემს კონცერტებზე რომ მოდიოდნენ და მისმენდნენ, როცა ვუკრავდი.. :დნუ ეს ყველაფერი იქეთ იყოს, მაგრამ მთავარია, რომ მომაგნეს [ :mrgreen: ] ! მაშ ასე:

გამარჯობა დედა..  1q Read the rest of this entry »

პოსტი ესე, ოდეს ვიოლინო ვიყიდე

არის ! აღსრულდა ! ..არ დამიწერია არაფერი იმაზე , რომ დავიწყე ვიოლინოზე ისევ სიარული. არც იმაზე, რომ დღეში 6 საათი ვმეცადინეობ და ეს იმდენად უცნაურია ჩემნაირი ზარმაცისთვის … რაც მთავარია სიარულის დაწყების დღიდან ვმათხოვრობ სახლში, დეიდებო, ბიძიებო ვიოლინო მიყიდეთ მეთქი. ჩემი ძველი ვიოლინო დამიპატარავდა :) ზოგადად არ მჩვევია ხშირ-ხშირი მათხოვრობა და რომ შეატყვეს რა ძალიან მინდოდა კარგიო.. მთელი ერთი კვირა დავდიოდი და ვეძებდი. “ძეტსკი მირში” თქვეს ჩინეთიდან ჩამოგვაქვს და ასე ორ კვირაში იქნებაო. სანამ იმათ შევუკვეთავდი ყოველ შემთხვევაში მუსიკის სახლშიც შევიარე და როგორც შევიარე , ისე გამოვიარე :გივი: ბოლოს გადავწყვიტე ისევ იქ შემეკვეთა და ჩინური :უსერ: ის ის იყო მივუახლოვდი ვაგზლის მოედნის მიდამოებს, გამახსენდა “ტიტანი”. ჯანდაბას, მანდაც ვნახავთქო ვიფიქრე და მოვბრუნდი. საღამოს, ლექციების მერე შევიარეთ და ჰოი საოცრებავ..ის  იყო :D  დამცინეთ თქვენ და მართლა ის იყო..ზოგადად ეს ზომა ვიოლინო იშვიათობაა, იმიტომ, რომ თუ ვინმე ყიდულობს,- ყიდულობს ბოლო ზომას “ბარემ”..ჩემი ბოლო ზომა ჩემი ტანისთვის 3\4 იყო. ავაწყე , ჟღერადობა გავსინჯე და სახლში მოსვლისთანავე კიდევ უარეს მათხოვრად ვიქეცი :უსერ: იმდენი ვქენი, რომ დღეს მამა ადგა და წამომყვა საყიდლად.. მამა რომ რამეს ყიდულობს ჯერ დაიწყებს ხოლმე ათასი რამის გადამოწმებას. სთხოვა კატალოგები იქ, მართლ იტალიურია თუ არაო, მერე სათითაოდ დაათვალიერა ვიოლინო-ფუტლიარიანად და ბოლოს ჩემს საწყალ მზერას ვეღარ გაუძლო და აი ( ჯერედ აუწყობელი და უჯორაკო მაშვრალი იგი ):

picture-1832
და ძაან მაგარი (ოღონდ ზემოთხსენებულზე არა ) :

_ დე, დღეს კრუელა უნდა ვნახო და მოვალ მერე
_ ვინ კრუელა?
_აი , ძაან ლამაზი რომაა
_აა, კაი

:D

violin…

ორი დღის წინ აჟიტირებულმა მეზობელმა დამირეკა და სასწრაფოდ მოი ჩემთანო მთხოვა … ნუ მივედი და დამხვდა საოცრად გახარებული- “სინათლის წელიწადს” “სკრიპაჩი” სჭირდებაო, ჩემმა უფროსმა დამავალა გამეკითხაო ხოდა რაღა შორს წავიდეო…ცოტა ხანს მეც შემომეღიმა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ უკვე 4 წელია, რაც ნორმალურად არ მიმეცადინია..ბოლოს Nightwish-ის ghost love score-ეს შევეჭიდე და ისიც არ დავამთავრე . მოკლედ დროდადრო კი ჩნდებოდა საჭიროება- ხან სკოლაში და ხან სახლში (:D) დაკვრისა, მაგრამ არ მიმეცადინია..ისედაც, მუსიკალურ სკოლაში ყველაზე ზარმაცი მოსწავლე ვიყავი, მასწავლებელს გაკვეთილებზე ნერვებს ვუშლიდი, სახლში მეცადინეობა მეზარებოდა. მაგრამ მაინც მისი საყვარელი მოსწავლე ვიყავი, გაცვეთილი ფრაზით ” ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი” . მოკლედ, ბევრი ცრემლიც დამიღვრია, ხშირად ურტყმევინებია თითები გრიფზე და ჩამჭრია თითის ბალიშები…მაგრამ ასე იყო თუ ისე არ ვიცი როგორ გამოცდაზე არაჩვეულებრივად ვუკრავდი. საწყალი კაცი (ჩემი მასწი) ცრემლად იღვრებოდა ხოლმე :) მეშვიდე წელს, ბოლო გამოცდაზე ისე დავუკარი, რომ მეთვითონაც ამეტირა და ისე ვიგრძენი თავი – მე და ვიოლინო ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნითქო :D ხოდა მერვე წელიც მივაბი :) მერე სხვა მიზნები გავიჩინე და მუსიკას შევეშვი, ანუ იდეაში პრაგმტიზმმა შემიპყრო :)

დღეს არც მახსოვს რამდენჯერ ამოვიღე ფუტლიარიდან ვიოლინო…დაკვრა მინდოდა, მაგრამ რავიცი, მგონი შემეშინდა , რომ ვერ დავუკრავდი და …

ეგ ფობია მაქვს ეხლა დასაძლევი :P

ამ..და ესა კიდე, მაშინ დავწერე ერთხელ ძალიან რომ მინდოდა დაკვრა და ვიოლინო გვერდით არ მქონდა :D :


“აი ის არის…ის მელოდიაა…ყველა ნოტი რაღაც იმპულსით მოდის და მირტყავს მთელ სხეულში…პულსი ზუსტად ითვლის მელოდიის ტაქტებს…გულის ცემის რიტმი დრამების ყოველი დარტყმის ექოდ ისმის ჩემში…ელექტრო გიტარა თავის პარტიას ასრულებს…მინდა რაც შეიძლება ხმამაღალი ბგერები ამოვუშვა ყელიდან, ვყვირი…მაგრამ ჩემი ხმა არ მესმის…მარტო ელექტრო გიტარის ხმა, გიტარისტის პარტია, დრამის ყოველი დარტყმა…ბასი პულსს მითვლის..ვხვდები, რომ ჩემს ხმას უკვე ვეღარ უძლებს საკუთარი სხეული მაგრამ მაინც ვმღერი…მთელი სცენა ჩემი ოფლითაა გაწუწული…მიკროფონი სადღაც გაქრა და აი ვიოლინო…ნაცნობი ხმა…თითქოს არ მეყო ნებისყოფა ბოლომდე მემღერა და უხმოდ ვიოლინო ავიღე ხელში…თითქოს ველოდი დაძაბული ამ ნოტს, პირველ ბგერას…ვგრძნობ ხემის თითოეულ გასმას სიმზე…თითებს ისე ძლიერად ვაჭერ სიმებს, რომ დამესერა და დამეჭრა…სისხლი წვეთავდა…მაინც ვაგრძელებ…სისხლი სიმებს ჩამოუყვა და გრიფზე ჩამოედინა … და ჩემს თეთრ ხემს ვარდისფერი შეერია…მაინც ვუკრავ…თვალები თავისით მეხუჭება და თითები თავისით უკრავენ….სისხლიც თავისით მოდის…სადაცაა სიმები გაწყდება, გაიცრიცა უკვე…ხემი დამძიმებულია სიმებიდან შეწოვილი ჩემი სისხლით და მაინც ვუკრავ…თითებიდან სისხლი უკვე ნიაღვარად მოდის და მაინც ვუკრავ…გაივსება, ვიოლინო სისხლით გაივსება…მორჩეს, უნდა მორჩეს მელოდია…ვიცლები და თითები თავისით იცლებიან სისხლისგან იმიტომ რომ თავისით უკრავენ…თვალებიც თავისითაა დახუჭული…

და მელოდიაც თავისით გაჩერდა…

ბოლომდე დავუკარი…
პიუპიტრზე უკვე დახურული ნოტები იყო მისვენებული…
ხემი ვარდისფერია…მაგრამ მძიმე აღარ…
თვალები თავისით დახუჭული….
თითებს მარტო ჭრილობები ეტყობა…თავისით…

რა ვარდისფერია ხემი….”

სექტემბერი 2010
« აგვ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
მთვლელები
TOP.GE

PageRank
Serv.Ge Singular.ge navige_logo
მინი-პოსტები

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (2)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (0)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)

2:37
მეტი... (15)

მობილიზეიშენ
ვამპირული, დასისხლიანებული თვალებით, ჩაით და ბეევრი საჭმლით ვიწყებ დღეს. წუხელ 4 საათამდე საკონკურსო პოსტს ვწერდი. პრინციპში დავასრულე და გამოქვეყნებაღა აკლია, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, იქნება რამე უკეთესი მომაფიქრდეს მეტი... (1)

აღარ გიცდი
პირველი გამოცდა საოცრება იყო, 30-დან 29 ქულით გამოვედი. ლურჯ მეჩეთზეც პრეზენტაციაში 15/15. ამას დაემატა დასწრების და კოლოქვიუმების ქულები და 93 ქულა გამომივიდა:user: შარშანდელი საშინელი ჩავარდნების შემდეგ მართლა გამიხარდა. მეტი... (5)

სულთანი აჰმედი
ფეისბუქზეც დავწერე და აქაც ვიტყვი, ვერ ვიტან გამოცდების პერიოდს- სულ გეჩქარება, დრო არასდროს არ გყოფნის და შეიძლება მთელი დღე არაფერი ისწავლო, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ ამ დღეებში გამოცდა გაქვს და ყველანაირი გართობის მაგვარი გადადო :D მეტი... (5)

პაშტეტ
მეტი... (3)