Tiny on თებერვალი 27th, 2010

დედაჩემი თუ კიდევ ცოტა ხანს დარჩება სოფელში, მე საკუთარი რეცეპტების წიგნს გამოვცემ
დღეს ჩემი მორიგი ექსპერიმენტი ჩავატარე..რაც სახლში მე ვდიასახლისობ, ორი რაღაც აღმოვაჩინე-
1. დიასახლისს ხელზე ყოველთვის საჭმლის სუნი ასდის :D
2. დიასახლისი სულ ფიქრობს რა საჭმელი გააკეთოს
და თინი სულ ფიქრობს რა განსაკუთრებული და რაღაცნაირი საჭმელი გააკეთოს :D

ეტყობა ბავშვობიდან გამომყვა, რომ  რეცეპტებს ჩემით ვიმუშავებ ხოლმე. ტალახით და ფოთლებით რომ ვთამაშობდი ხოლმე დედაშვილობანას და შვილს საჭმელს ვუკეთებდი, ისეთს კი არ [...]

Continue reading about ბრინჯის სალათი ჩემებურად

Tiny on თებერვალი 21st, 2010

ციკლიდან “ნახევარდიასახლისა”
დღეს ავიჩემე, რამე საჭმელი უნდა გავაკეთო მეთქი. ოღონდ ჩვეულებრივი- კვერცხი, კარტოფილი, პიურე, სუპები, სოუზები და  ა.შ. არ მიიღებოდა, რამე განსაკუთრებული მინდოდა :D
ამ “განსაკუთრებული”-ს ძებნაში მივადექი ფორუმზე კულინარიის განყოფილებას და იქ აღმოვაჩინე მუზა:
ოღონდაც მარტო ეს ეწერა:  სოკოს წვნიანი ნაღებით+პერლოვკით+ოდნავ ნივრიანი ,დაწითლებული პურის ნაჭრებით.
სოკო მიყვარს ძალიან, ნივრის გემოც პრინციპში.. აეს პერლოვკა ვერ მივხვდი რა [...]

Continue reading about განსაკუთრებული..

Tiny on იანვარი 16th, 2010

მე ვკარნახობ, სვითი ბლოგავს, დილა არის მშვენიერი…

ახლა ვარ სვითისთან და ჭურჭელს ვრეცხავ. სვითიმ დამიმონა და დამიმორჩილა. ვარდისფერი ჩამაცვა და ჭურჭელს მარეცხინებს.
ამაღამ აქ ვრჩები და რა მეშველება, თუ დამარეცხინა მთელი ბებიამისის ნაჩუქარი სერვიზები?

Continue reading about გაჟელვა

Tiny on იანვარი 5th, 2010

ბოლო რამდენიმე დღეა წერა თითქოს  მეზარება და სურათებიან პოსტებს ვაკეთებ. არადა სურათების ატვირთვა მზიზღს, ბევრი დრო მიაქვს.. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა გადაღებიან-ატვირთვიანად ფრიად სასიამოვნო პროცესი იყო.
სანთლები ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ რაც ჩემს ე.წ.კოლექციაში სანთლები მაქვს, არ ვანთებ ხოლმე,  აი პატარ-პატარა და არც ისე განსაკუთრებულები რომლებიც არის, ვცდილობ ხშირად ავანთო და ნერვები მიწყნარდება ხოლმე. [...]

Continue reading about ჩემი სანთლები

Tiny on დეკემბერი 30th, 2009

არც დრო არის ახლა პოსტის დაწერის, არც შნო და არც სხვა მსგავსი პოსტის საწერიად საჭირო მონაცემები, მაგრამ დღის ბოლოს უკანასკნელი გაფართხალების რანგში მაინც ვწერ- განტვირთვა მჭირდება.
ბოლო დღეს რომ მიყვარს ხოლმე საქმეების მიყვანა, ეგ უკვე გავითავისე და წინა დღეებში აღარც კი განვიცდი ამ ამბავს, ვიცი, რომ მაინც ბოლო დღეს გავაკეთებ. ხოდა ამის გამო მომიხდა ორი [...]

Continue reading about ველასკესი და გოზინაყი

Tiny on ნოემბერი 16th, 2009

girls და არა მარტო..
დალაგება იმ ჭირთაგანია, რომელსაც ვერავინ ვერ იტანს [იმჰო]. ყოველდღიური, მოსაწყენი პროცესია, რომელიც ხანდახან ისე გვეზარება, რომ მზად ვართ, სანამ მტვრების გორგლებს არ წავაწყდებით ავეჯის ზედაპირზე და იატაკზე- არ დავალაგოთ :D დასასვენებლად რომ ვარ ხოლმე, მაგალითად მასე ვაკეთებ, იმიტომ რომ როცა დასასვნებელად ვარ, მე ვ ი ს ვ ე ნ ე [...]

Continue reading about let’s go girls

Tiny on ნოემბერი 8th, 2009

მგონი უკვე ორი დღეა, რაც სახლში ჩემს და-ძმასთან ერთად  დამტოვეს. პატარა და კიდევ კარგი თან წაიყვანეს.. ახლა საბოლოოდ მივხვდი, რა ძნელია დიასახლისობა!
დილით, 9-ის ნახევარზე უნდა გააღვიძო ლევანი, რომ სკოლაში არ დააგვიანდეს. სანამ ქეთი გაიღვიძებს უნდა ადგე, საჭმელი გაამზადო ორი სახის- ერთი საყოველთაო [:D] და მეორე საჩემნაღვლისბუშტო. ქეთის გაღვიძებამდე სახლი შეძლებისდაგვარად მიალაგო და თან არ უნდა [...]

Continue reading about ნახევარდიასახლისა

Tiny on ოქტომბერი 19th, 2009

რძე მაშასადამე! დღეს ვფიქრობდი, რა ცუდად ვიგრძნობდი თავს, რძე და რძის  პროდუქტები რომ არ არსებობდეს.  თვით რძე- გემრიელი, სასარგებლო და ა.შ. ყველაზე მეტად ზაფხულობით ვეტანები ხოლმე, ყოველ დილით ერთ ჭიქას მაინც ვსვამ. თან ვიცი, რომ სანდოა, თან ბებო თავისით მიდუღებს, მიმზადებს და ასე უფრო გემრიელია! ჩემს საყვარელ რძის ფლავს და   “მანი ქაშს”  რა გემო ექნებოდა რძის გარეშე:D

Continue reading about რდზე

Tiny on სექტემბერი 21st, 2009

პირობითი სახელი „კარტოფილის რაღაცა“ იმიტომ, რომ საერთოდ აზრზე არ ვარ რა ქვია. ჩემი ძმის წყალობით ვისწავლე ამ „რაღაცის“ გაკეთება. უადვილესია, უბრალოდ ცოტა ნერვები უნდა კარტოფილის ხეხვის პროცესს..
მოკლედ, ვიღებთ სურვილისამებრი რაოდენობის კარტოფილს, ვფრცქვნით, ვრეცხავთ და ვასუფთავებთ [თუმცა ესეც გემოვნების საკითხია, იქნება ვინმეს მიწიანი უყვარს oO] და ვხეხავთ სახეხზე. მერე ვხეხავთ ჭყინტ ყველს. ვურევთ ამ გახეხილ ყველს [...]

Continue reading about კარტოფილის რაღაცა

Tiny on სექტემბერი 11th, 2009

პპ=პრე პოსტ
პირველ რიგში, კასპერ, მაპატიე ამ დიზაინისთვის და ცოტა ხანს, სანამ ახალს მოვძებნით, დაე გვქონდეს დრო იმისათვის, მოვიფიქროთ კარგია, თუ არა :D
ახლა სრულიად უადგილოდ და უმისამართოდ ვწერ ამ პოსტს, მაგრამ იმისთვის მჭირდება, რომ თავს ვაიძულო წერა. მაქვს ძალიან ბევრი დრაფტი- უკვე გამზადებული პოსტები, რომლის უბრალოდ დაპაბლიშებაც მეზარება. ასევე მაქვს ჩამოწერილი იდეები პოსტებისთვის, ანუ [...]

Continue reading about პპ

Tiny on სექტემბერი 5th, 2009

ჩემი ნახევარდიასახლისობის ამბები მოგეხსენებათ ალბათ..ნელ-ნელა ვცდილობ ვძლიო ამას და “ნახევარ” ჩამოვაშორო კატეგორიას :D მაშასადამე, ვსწავლობ რაღაცეების კეთებას. ერთ-ერთი რაღაცა კი ქვემოთ ელოდება მომზადებას:
ამ პიცის მომზადებას შეეწირა:
• 15 ლარი
• ჩემი და ხატიას მთელი ენერგია, რომელიც იმდენი ძლივს დაგვრჩა ბოლოს ყბები მაინც რომ მოგვექნია.
მოკლედ, ახლა გაწერინებთ ექსკლუზიურად, პიცის რეცეპტს. ამ პიცის მომზადების პროცესს ერთხელ უყურა ხატიამ თურქეთში და მას [...]

Continue reading about რაღაცნაირი პიცა

Tiny on ივნისი 29th, 2009

კატეგორიიდან ნახევარდიასახლისა
საკუთარ თავზე გაბრაზებული და შესაბამისად ცივ წყალ მომარჯვებული, განვისვენებ საყვარელ ტახტზე და  “რა სად როდის”-ს ბატონი წამყვანის ხმების ფონზე ვცდილობ ხუთდღიან პაუზას ბლოგზე ბოლო მოვუღო. პაუზის გამომწვევი მიზეზი მარტივია: რამდენიმე დღეა მარტო ვარ სახლში და ვტკბები სიწყნარით. თუმცა მთლად დატკბობა ვერ ეთქმის- დედას წასვლის დღისით, დამშვიდებული რომ წასულიყო, სასტუმრო ოთახის გენერალური დალაგება დავიწყე..შუა გზაში [...]

Continue reading about პაუზის შემდეგ..

Tiny on მაისი 3rd, 2009

როდესაც დილით, კარგ სიზმარ ნანახიან და გაღვიძებისთანავე სასიამოვნო ესემესდახვედრებულ ქალს მაშინვე აიძულებ სახლი დაალაგოს, ეს უკვე დანაშაულია ერის წინაშე ! თუმცა ყველა ხომ არ იქნება უცოდველი. აი დედაჩემს კი დიდი ცოდვა ადევს იმის გამო, რომ მე ყოველ დილას იმის მაგივრად, რომ საწოლში კომპიუტერი და ყავა მომართვას [რისი გაკეთებაც მომავალში აუცილებლად მოუწევს ჩემთან მცხოვრებ მამრს] , [...]

Continue reading about ფიქრნი მტვრის პირას

Tiny on მარტი 24th, 2009

მერვე თვე იწყება, რაც მოსწავლე მყავს. სექტემბრის ბოლოსკენ დავიწყე მოღვაწეობა ამ დარგში..დღეს რომ ვიყავი, რაღაცნაირად მეგონა, რომ ეს იყო მოსწავლე-მასწავლებლის იდეალური ურთიერთობა. თავს უფლებას ვაძლევ გამოცდილება გაგიზიაროთ, იქნება გამოგადგეთ როდისმე :)
არსებობს აზრი, რომ მოსწავლესთან მეგობრული უერთიერთობა გამოიწვევს ზღვარის წაშლას მათ შორის, გამოიწვევს პატივისცემის დაკარგვას, რაც თავის მხრივ სწავლის ხარისხსაც დააქვეითებს. ანუ მოქმედებს დიადი პრინციპი- შიში [...]

Continue reading about მოსწი და მასწი

Tiny on ნოემბერი 29th, 2008

დღეს კარადაში აღმოვაჩინე ერთი გერმანული ჩაი. შემადგენლობას რომ დავხედე, თვალებს არ დავუჯერე: ეგზოტიკური ხილი, ანანასი, ქოქოსი და ასკილი კიდე..დაილევა ცივ მდგომარეობაშიცო. ჩაის ქვია ჰავაი-კოქტეილი. გავხსენი ჩქარ-ჩქარა (რა თქმა უნდა,სადაც მონიშნული იყო “აქ გახსენითო” იმის გვერდის ავლით ) და გავიკეთე ცხელ მდგომარეობაში. მთელ ოთახში ქოქოსის სუნი დადგა..მმმ…გემო აქვს ცოტა მომჟავო (ასკილის გამო) და ქოქოსის გემოც ჭარობსსავით. [...]

Continue reading about Hawau-Coktail..