Archive for the ‘ნიჭიერი’ Category
GRAND FINAL
გადარბენაზე..
დანარჩენი აქ, ფეისბუქზე,ჩემს სპეციალურად ნიჭიერისთვის შექმნილ ალბომში : ))
ნიჭიერი კონტაქტები..
“ნიჭიერი “-(ს) კონტაქტები ..
გალერეაში შეიხედეთ, ძაალიან ლამაზი სურათები აქვს <3
გავგიჟდი ისე მომინდა მეც ცეკვა, უნდა დავიწყო სიარული ელენთან <3
- დავით რობაქიძის ორი ვიდეო- http://www.facebook.com/profile.php?id=100000225340161#!/profile.php?id=100000225340161&v=app_2392950137
- next level-ის რამდენიმე ვიდეო: http://www.youtube.com/user/7helevel
- “ფიცვერცხლი”-ს fan page ფეისბუქზე http://www.facebook.com/Fitsvertskhli?ref=ts
[აქ რამე ისეთი, რაც ჩემამდე არ მოსულა და უნდა მოვიდეს]
კოკოლი ცოცხალია!
OMG- მარტო ამის წარმოთქმა შემიძლია მოცემულ მომენტში! ფაქტიურად ვეღარ ვაზროვნებ დაღლისგან.
გუშინ, სახლში, მშვიდად და წყნარად ვიჯექი და ველოდებოდი ნიჭიერის დაწყებას, რომ 6 საათიან კურიერში ვნახე პირდაპირ ჩართვა კლუბ “კაშე”-დან, ნიჭიერის შემოქმედებითი ჯგუფი იქ აპირებს ყურებასო. მაშინვე ჩაერთო ჩემი ბლოგერული ინსტიქტები და დოდკას ვუთხარი, თუ მიდიხარ სურათები აუცილებლად გამომიყოლეთქო, მაგრამ ისე მოხდა, რომ მეთვითონ მომიწია წასვლა და კორესპონდენტობა : ))
ღამე სახლიდან გასვლა არ მიყვარს. არც ისეთი მშიშარა ვარ, მაგრამ ისეთი ფანტაზიის უნარი მაქვს, რომ ყველა გამვლელ-გამომვლელში მკვლელი მანიაკის ამოცნობა შემიძლია :D თან არ ვიცოდი ზუსტად სად იყო, ჩემს ამფიბიის დონეზე განვითარებულ ორიენტაციის უნარს უნდა მივნდობოდი. საბედნიეროდ, ზედმეტად ადვილი მისაგნები აღმოჩნდა და სულ ცოტა ხანში იქ ვიყავი:
ღრმად ჩავისუნთქე და შევაღე კარი იმ იმედით, რომ ვინმე ნაცნობი იქნებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი.. დავჯექი, მივიყუნჭე სადღაც კუთხეში და ფოტო აპარატის ამოღებასაც ვერ ვბედავდი. მეთქი- ახლა ამათ რა უნდა იფიქრონ, ფანი არ ვეგონოთქო :D არადა მაია ასათიანი იქ იყო, რამდენიმე ჯეოსტარელიც და მოკლედ, იყო გადასაღები ვითარება. მე ისევ არ ვიძვრი ადგილიდან.. Read the rest of this entry »
გადაღებები და TBgroup
ვიწუწუნო რამდენი წვალება დამჭირდა ამ პოსტამდე რომ მომეღწია? გადაღებებიდან სახლში რომ დავბრუნდი და ფოტო აპარატიდან სურათები გადმოვიტანე, დამხვდა აბსოლიტურად განათებული ყველაფერი. აზრზე არ ვარ რა მოხდა, ძალიან ცოტა სურათი გამოვიდა. კიდევ კარგი ვიდეოები მქონდა გადაღებული.. მერე გუშინ ჯეკი გამიფუჭდა, მერე დილით ავდექი და შუქი არ იყო.. რომ მოვიდა კიდევ საახალწლო განათებასავით ხან ისევ ქრებოდა, ხან ირთვებოდა..
გუშინ პრომოს ჩაწერის დღე იყო. საშინელ ქარში და ყინვაში ვიდექით და ძაალიან ბევრ დუბლს ვიღებდით..ამის მიუხედავად, მართლა სახალისო პროცესი იყო:
მონაწილეებთან მივდიოდი გადაღების დაწყებამდე, სათითაოდ ვეკითხებოდი ვინ რას აკეთებდა, ვის რა ნომერი ქონდა. ზოგი ისე იყო ჩაცმული, სანამ არ მითხრეს ვერაფრით ვერ მივხვდი რა უნდა გაეკეთებინათ.
პირველი დღე “შიდა სამზარეულოში”
კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან დღემდე ძლივს ვითმენდი და ერთი სული მქონდა, სანამ ”ნიჭიერი”-ს ოფისში დაგვიბარებდნენ და გვეტყოდნენ რა ხდება ჩვენს თავს..გუშინ თათუკა დაგვიკავშირდა და დღეს “ჰოი,აღსრულდა”:)) რომ შევედი ოთახში და სიტუაციას გადავხედე, მაშინ გავიაზრე თავიდან-ბოლომდე, როგორ მიხარია, რომ ნიჭიერის ბლოგერი ვარ!
ოთახში შესვლამდე დავდექი კარგ ხასიათზე. მგონი შეუძლებელია სხვანაირად, როცა შესვლის წინ, კარზე ხედავ:
შევაღეთ ეს კარი და მოვხვდით იქ, სადაც ყველაფერი ის მზადდება, რასაც პირველი თებერვლიდან ვნახავთ Read the rest of this entry »
ნიჭიერი
wooho
გამოცხადდა ნიჭიერის კონკურსის შედეგები და ის სამი ბლოგერი, ვინც დაბლოგავს ნიჭიერის ბლოგზე ვართ:
ბექა - მისი საკონკურსო პოსტი: http://doin.ge/?p=1099
პიკო- მისი საკონკურსო პოსტი: http://piccolina.ge/jeostari/
მე- ჩემი საკონკურსო პოსტი : http://tiny.ge/britains-got-talent/
თავიდან არა, მაგრამ გუშინ რომ დოდკამ facebook-ზე თქვა, რომ ახლა ვკითხულობთ საკონკურსო პოსტებსო, მაშინ კი შევატყვე ჩემს თავს რომ ვღელავდი :D
ეს სურათიც ფბ-ზე დადო დოდკამ, სამუშაო გარემო ასეთიაო..
ვაი როგორ ავნერვიულდი რომ წარმოვიდგინე ჩემი პოსტი. არც მახსოვდა ნორმალურად რა მეწერა, შევედი გადავხედე და მეთქი ეჰ,” რა იყო თინათინ, ცოტა უკეთესად ვერ დაწერე?!” იმ მომენტში უფრო ვერ აღიქვამ, მაგრამ დრო რომ გადის და მერე კითხულობ რამდენიმე დღის წინ დაწერილ პოსტს (უფრო დიდ დროზე აღარ მაქვს ლაპარაკი), სულ სხვანაირი გეჩვენება. მე სულ ცუდი მეჩვენება ხოლმე. მოკლედ, ჩავიქნიე ხელი და ჯერ იმაზე გავბრაზდი, რაღა ამ გამოცდების პერიოდში მოყვათქო და მერე ჩემს თავზე- შენ შნო არ გქონდეს გამოცდები რა შუაშიათქო ლოლ :D
მოკლედ, გამიხარდა ფრიად.. პიკოსაც და ბექასაც ვულოცავ და ჩემს თავსაც, რაღა თქმა უნდა..
აქ ის რეჩი, ოსკარების გადაცემის ცერემონიალზე რომ ამბობენ ხოლმე: “ვეცდები გავამართლო თქვენი იმედები. დიდი მადლობა ნდობისთვის. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ხნის მანძილზე მხარში მედგა და სჯეროდა ჩემი..” :lol:
პ.ს. შემოუერთდით ნიჭიერის fan page-ს facebook-ზე
BRITAIN’S GOT TALENT
შესავლის სახით:
ცოტა ხნის წინ გამოცხადდა კონკურსი ბლოგერებისთვის, ნიჭიერისთვის რომ სჭირდებათ ბლოგერები. პირობითად ჯეოსტარის მიმოხილვა უნდა გაგვეკეთებინა, თუმცა შეგვეძლო რამე სხვა შოუთი შეგვეცვალა. ჯეოსტარისთვის არ მიყურებია, განსაკუთრებით ბოლოსთვის, ამიტომ გადავწყვიტე ფინალისთვის მაინც მეყურებინა წარმოდგენის შესაქმნელად. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა!- კინაღამ საერთოდ გადავიფიქრე საკონკურსო პოსტის დაწერა ისე გამაღიზიანა.
დათრგუნულმა გავიხსენე სხვა შოუებიც- თქვეს, რომ აუცილებელი არ იყო ჯეოსტარი. ჯეო-რამეებს გადავხედე, მაგრამ არა..მერე ვიფიქრე ჩემს გამოგონილ შოუზე დავწერ მეთქი, მაგრამ გამოცდების გამო ძალიან ცოტა დრო მაქვს და გამოგონილ კი არა, არსებულზეც ძლივს მოვახერხე დაწერა და ისიც უმარილოდ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, განსახილველ შოუდ გადავწყვიტე “ნიჭიერი”-ს უცხოური ანალოგი ამეღო. ძალიან ბევრ ქვეყანაშია, მაგრამ არჩევანი ჩემს ფავორიტზე, ინგლისურ ანალოგზე შევაჩერე..

ბრიტანული ვერსიის პოსტერი















