აგერ უკვე ლამის ერთი წელია ერთი და იგივე ავატარი მაქვს აბსოლიტურად ყველგან. ზედმეტად შევეჩვიე, ძალიან შემიყვარდა. თან ისეთი ბუნებრივია, ვერავინ ვერ ხვდებოდა, რომ კირა ნაიტლი იყო :D ვინც არ მიცნობს კიდევ,ყველას ის ვეგონე. ვინც არ მიცნობს კიარა, ერთხელ სვითი დიდხანს არ მყავდა ნანახი და მითხრა- მალე მნახე, თორემ უკვე შენს ავატარზე რომ არის, ის მგონიხარო [...]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D
ბოლო რამდენიმე დღეა მიჭირს ენერგიების მოკრება და პოსტვა.. და თან ცოტა არ იყოს გაბრაზებული ვარ ინტერნეტ სამყაროზე.. იმიტომ, რომ საფუძვლიანად გავმწარდი ორი შემთხვევის გამო:
1. ალბათ, ყველამ გაიგო ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ამბავი. ყოველთვის ძალიან მოქმედებს ხოლმე ასეთი ამბები- მართალია იქამდე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო (ეგ კიარა, ისიც არ ვიცოდი, თუ ოლიმპიადა იწყებოდა:|), მაგრამ როგორც ყველამ, მეც ძალიან განვიცადე და [...]
კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ სჯობს პირადი ბლოგი თემატურს- შეგიძლია პოსტი დაწერო
მაშინაც, როცა არაფერი გაქვს საწერი
ბოლო აღმოჩენები:
თათუკამ ახალი ავადმყოფობა გამომიჩინა- looklet.com
შეგიძლია ჩააცვა მოდელებს შენი გემოვნებით.. და როგორც კი დალინკა FB-ზე, მაშინვე მივხვდი, რომ “მაუსის შედგმისთანავე” იქ დავრჩებოდი სამარადისოდ :D ამ დროისთვის 4 მოდელი გავამზადე უკვე:
როგორც კი ბოლო გამოცდიდან გამოვედი და მივხვდი, რომ მორჩა, არდადეგები დამეწყო, ისე უსაქმურად ვიგრძენი თავი, რომ ცუდ ხასიათზე დავდექი. არადა მთელი გამოცდების პერიოდი მოვიკალი თავი წუწუნით- ოხ, ეს გამოცდები, ვერაფერს ვერ ვასწრებ, რა უბედურებაა და ა.შ. ერთ თვიანი თავისუფლების დაწყებისთანავე კიდევ, ლამის ვნატრობდი გამოცდები ახლიდან დაიწყოს მეთქი :D
შემოდგომიდან მოყოლებული, სულ მეზარება სახლიდან გასვლა. ერთადერთი მიზეზი, [...]
OMG- მარტო ამის წარმოთქმა შემიძლია მოცემულ მომენტში! ფაქტიურად ვეღარ ვაზროვნებ დაღლისგან.
გუშინ, სახლში, მშვიდად და წყნარად ვიჯექი და ველოდებოდი ნიჭიერის დაწყებას, რომ 6 საათიან კურიერში ვნახე პირდაპირ ჩართვა კლუბ “კაშე”-დან, ნიჭიერის შემოქმედებითი ჯგუფი იქ აპირებს ყურებასო. მაშინვე ჩაერთო ჩემი ბლოგერული ინსტიქტები და დოდკას ვუთხარი, თუ მიდიხარ სურათები აუცილებლად გამომიყოლეთქო, მაგრამ ისე მოხდა, რომ მეთვითონ მომიწია წასვლა და [...]
კომპიუტერის დალაგებისას დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრჯერ აღმოგიჩენიათ სურათები, რომლებიც არ გახსოვდათ, რომ არსებობდა საერთოდ. ან საიდან მოხვდა თქვენთან ის არ გახსოვთ და ა.შ. დროდადრო საგულდაგულოდ ვალაგებ ხოლმე ყველაფერს. დღეს კომპში არსებული ფოლდერებიან-ფლეშკიანად ყველაფერი გადავატრიალე და ბევრი ისეთი რაღაც შემხვდა, დავიწყებული:
ამ სურათს რომ შევხედე ლოგიკური კითხვა გამიჩნდა- წარბი სად მაქვს? oO საშინელი წარბების ფორმა მაქვს, მაგ დროს [...]
მე ვკარნახობ, სვითი ბლოგავს, დილა არის მშვენიერი…
ახლა ვარ სვითისთან და ჭურჭელს ვრეცხავ. სვითიმ დამიმონა და დამიმორჩილა. ვარდისფერი ჩამაცვა და ჭურჭელს მარეცხინებს.
ამაღამ აქ ვრჩები და რა მეშველება, თუ დამარეცხინა მთელი ბებიამისის ნაჩუქარი სერვიზები?
დღეს მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა ავმხედრებულიყავი მაღალ ქუსლზედ. მოკლედ, ავმხედრდი და სამყაროს რამდენიმე სანტიმეტრით (აქ წესით უნდა ეწეროს ჩემი ჩექმის ქუსლის სმ-ული მოცემულობა, მაგრამ საწოლიდან ადგომა და გაზომვა დამეზარა) ზემოდან დავუწყე ყურება :D
აი სახლიდან გასულიც არ ვიყავი, რომ მივხვდი სახლში ცუდ ხასიათზე დავბრუნდებოდი მაგის გამო. საუკუნეა მაღალ ქუსლზე არ გამივლია (ტანგეტკები არ ითვლება, [...]
weekend-ები ყოველთვის ეტყობა ბლოგებს! თან მგონი ეს ვიქენდი განსაკუთრებულია- ორშაბათსაც დასვენება მაქვს მე პირადად. ბოლო დროს ჩემი ყველა დასვენების დღე ერთმანეთს დაემსგავსა- სახლში ვზივარ. უკვე რამდენი ხანია ასე მჭირს, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ამ დროს სახლში ყოფნისთვის ვიყენებ. შედეგად კიდევ ძალიან ბევრი განაწყენებული მეგობარი მყავს, მაგრამ რა ვქნა, ასეთი პერიოდი მაქვს, მინდა, რომ ვიჯდე სახლში და არაფერი არ ვაკეთო.
ან [...]
ავისხი საპოსტე აბჯარი- ფუმფულა ხალათი იგი, ჩაი კარამელისაი და კროასანები სიტკბოებით გამორჩეული, ვითარმედ ვცდილობ შევუდგე პოსტს მას, რთულად შესაქმელს..
დღეს “იტალიური ეზო”-ს ჩაწერაზე ვიყავით რამდენიმე ბლოგერი [უფრო სწორად, მგონი ვინც იქ იყო, ყველას ბლოგი ქონდა], თემა იყო ინტერნეტ ტექნოლოგიები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეზარებოდა სახლიდან გასვლა[რაც იქ ყოფნის დროსაც აისახა ნათლად, მაგრამ მარუსამ გადამაფიქრებინა არ წასვლა [...]
აი ამ ადამიანზე არანაკლებ დღეში ვარ. ძალიან მცივა! ალბათ დილა როგორც დაიწყო ისე გაგრძელდა მთელი დღე.. დილაობით ისე მეზარება საწოლიდან ცხვირის გამოყოფა.. არადა ყოველ დილას, ადრე ლექციები. 5 საათზე გამეღვიძა :| მერე დავიძინე თავი :D მერე ისევ, 6 საათზე.. და ასე საათში ერთხელ მეღვიძებოდა, სანამ 8 საათი არ მოვიდა და ჩემმა მაღვიძარამ ოფიციალური გაღვიძების [...]
მგონი უკვე ორი დღეა, რაც სახლში ჩემს და-ძმასთან ერთად დამტოვეს. პატარა და კიდევ კარგი თან წაიყვანეს.. ახლა საბოლოოდ მივხვდი, რა ძნელია დიასახლისობა!
დილით, 9-ის ნახევარზე უნდა გააღვიძო ლევანი, რომ სკოლაში არ დააგვიანდეს. სანამ ქეთი გაიღვიძებს უნდა ადგე, საჭმელი გაამზადო ორი სახის- ერთი საყოველთაო [:D] და მეორე საჩემნაღვლისბუშტო. ქეთის გაღვიძებამდე სახლი შეძლებისდაგვარად მიალაგო და თან არ უნდა [...]
რამდენიმე დღის წინ, დაუოკებელი [:D] სურვილი გამიჩნდა, რომ ფლეშ თამაშები მეთამაშა. თან აუცილებლად ისეთი- დეკორაციებზე და/ან ჩაცმა-დახურვაზედ იქნებოდა გათვლილი.
მე იასნა გამოვიკვლიე მიზეზები- რატომ მომინდა და მივედი დასკვნამდე, რომ ჩემნაირი ზარმაცი ადამიანისთვის, პეტში გამუდმებული “მუშაობა”, ერთი რამის ყიდვის გამო მეგობრებთან წოწიალი, ხტუნაობა და ა.შ. ნერვების გამფუჭებელია! თან როგორ მწყდება ხოლმე გული რაღაც-რაღაცებზე..
ორ თვიანი შრომის შედეგად დღეს [...]
ყველაფრის დაღლილს სანატრელად ძილიღა დამრჩა
-ო უთქვამს დიდ თინათინს, ჩაურთავს ნორა ჯონსის don’t know why და შესდგომია პოსტის წერას.. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა უნდა დავწერო, უბრალოდ, ეს ჩემი დიზაინი ისე მომწონს, რომ სულ მინდა, რომ ვწერო და ვწერო..
არადა უაზროდ წერას რას გამოვრჩები, ქვეყანაში რაები ხდება, მე კიდევ ვზივარ ჭკვიანური გამომეტყველებით და ფეისბუკზე ქვიზებს ვაშეარებ, პეტს [...]






ბოლო კომენტარები