ალბათ ყველას ქონია შემთხვევა, როცა არ იცი ემოციები ” სად წაიღო”, ან სიმშვიდე გჭირდება, ან განტვირთვა.. ასეთ შემთხვევაში მე ჩემი თერაპიები მაქვს ხოლმე. თუ ერთი არ მშველის- მეორე, თუ მეორეც არა- მესამე და ა.შ. ჩემი თერაპიები:
1. ფილმები
როცა თავს ცუდად ვგრძნობ და რაღაც support მჭირდება იმისთვის, რომ “მოვძლიერდე” ვრთავ ისეთ ფილმებს, რომელიც ჩემი “თავის ცუდად [...]
ზამთრის დადგომას მაშინ ვგრძნობ, როცა მაუსზე და კლავიატურაზე ხელი მიმეყინება ხოლმე, განსაკუთრებით მარჯვენა ხელი მეყინება.. და კიდევ მაშინ, როცა ფანჯარას გამოვაღებ ჰაერის ჩასუნთქვის მიზნით და ცხვირთ დამწვარი საბურავების არომატი შემრჩება ხოლმე..
ორ დღეში ჩემი არატკბილი ნოემბერი დამთავრდება- საყვარელი თვეა ჩემი. ზამთარი იწყება,რომელსაც პატარაობაში ვერ ვიტანდი, ისევე, როგორც წვიმას, ქარს და ა.შ. პატარას ძალიან მძიმედ მეჩვენებოდა რომელიმე [...]
მგონი უკვე ორი დღეა, რაც სახლში ჩემს და-ძმასთან ერთად დამტოვეს. პატარა და კიდევ კარგი თან წაიყვანეს.. ახლა საბოლოოდ მივხვდი, რა ძნელია დიასახლისობა!
დილით, 9-ის ნახევარზე უნდა გააღვიძო ლევანი, რომ სკოლაში არ დააგვიანდეს. სანამ ქეთი გაიღვიძებს უნდა ადგე, საჭმელი გაამზადო ორი სახის- ერთი საყოველთაო [:D] და მეორე საჩემნაღვლისბუშტო. ქეთის გაღვიძებამდე სახლი შეძლებისდაგვარად მიალაგო და თან არ უნდა [...]
ყველაფრის დაღლილს სანატრელად ძილიღა დამრჩა
-ო უთქვამს დიდ თინათინს, ჩაურთავს ნორა ჯონსის don’t know why და შესდგომია პოსტის წერას.. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა უნდა დავწერო, უბრალოდ, ეს ჩემი დიზაინი ისე მომწონს, რომ სულ მინდა, რომ ვწერო და ვწერო..
არადა უაზროდ წერას რას გამოვრჩები, ქვეყანაში რაები ხდება, მე კიდევ ვზივარ ჭკვიანური გამომეტყველებით და ფეისბუკზე ქვიზებს ვაშეარებ, პეტს [...]
დათომ იპოვნა და ისეთი ცუდი ხასიათი გადამიკეთდა კარგად რო რავიცი :D რა მაგარია :D
პპ=პრე პოსტ
პირველ რიგში, კასპერ, მაპატიე ამ დიზაინისთვის და ცოტა ხანს, სანამ ახალს მოვძებნით, დაე გვქონდეს დრო იმისათვის, მოვიფიქროთ კარგია, თუ არა :D
ახლა სრულიად უადგილოდ და უმისამართოდ ვწერ ამ პოსტს, მაგრამ იმისთვის მჭირდება, რომ თავს ვაიძულო წერა. მაქვს ძალიან ბევრი დრაფტი- უკვე გამზადებული პოსტები, რომლის უბრალოდ დაპაბლიშებაც მეზარება. ასევე მაქვს ჩამოწერილი იდეები პოსტებისთვის, ანუ [...]
პოსტი: ხელიდან გაშვებულ მომენტებზე
პოსტი: ტყუილების გარეშე ცხოვრებაზე
***
გუშინ ციცქნამ ფორუმზე დადო კოშკას ლექსი ხოდა დაახლოებით 5-ჯერ წავიკითხე წუხელ. აზრზე არ ვარ რა შუაშია [შეიძლება იმ შუაში, რომ ტირილი მინდა და ვერ ვტირი], მაგრამ სულ გული მიჩუყდება კითხვისას.. ხოდა ეგ იქეთ იყოს და კოშკა გამახსენდა. კოშკა კი არა ხელიდან გაშვებული მომენტი, რომელიც ახლა მგონია, რომ [...]
რამოდენიმე დღის წინ, რუსთაველზე მოსეირნეს, თვალში მომხვდა ყველგან გაკრული პოსტერები .. 15 აპრილი, სიყვარულის დღე და ა.შ. და ჟურნალ ვარსკვლავების ურლ [stars.ge] . მაშინ , რა თქმა უნდა, ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ დღეს, შუა კოლოქვიუმზე ერთი გოგო წამოხტა და გულითადად მოგვილოცა ნამდვილი, ქართული სიყვარულის დღე ! აი მაშინ გამიარა მთელმა ცხოვრებამ .. ტფუ, იმ პოსტერმა [...]
წეღან ვუყურე რაღაც ნაწყვეტს, მგონი ტატო პიდარასტი უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში ქალაჩუნაა მაგარი, დიტო გაურკვეველი ტიპია, რაღაც დაუმთავრებელი, ის გამხდარი როა მგონი ტატოს გზას ადგას. აი ბესო კი ნაღდი კაცია, ჯიგარი ულაყია, მაგან არ იყო პირდაპირ ეთერში რო მიატ….ნა ვიღაც რუსი?
გოგოებს არა უშავთ, ცოტა შემეცოდნენ ასეთი კაცების ხელში.
ეს ციტატა დღეს ფორუმზე დასერჩვის შედეგად აღმოვაჩინე. ნუ [...]
< < <ახალ დღიურში გადავცხოვრდი..ეს დღიური თან არ ჩამაყოლოთ..ეს აქ უნდა დავუტოვო :mrgreen: მაგ ვაი სურათზე იდეაში წერია : it’s time to be a big girl now..
it’s not Freedom.. 18 წლის= სრულწლოვანი = ადამიანი, რომელიც პასუხს აგებს თავის თავზე, თავის საქციელზე და ა.შ. გავხდი 18 წლის სექტემბერში და რა?..ისევ ისე, 9 საათზე მოვდივარ სახლში [...]
სილამაზის სალონი ქვია მაგას ქალო (c) ენა და მამული
ცხოვრებისეული სიმუხთლეების გამო გუშინ მომიწია ე.წ. სილამაზის სალონში წასვლა. ცხოვრებისეული სიმუხთლე კი იმაში მდგომარეობდა, რომ ლელას დაბადების დღეზე უნდა წავსულიყავი და გავითვალისწინე შეძრწუნებული სახეები ოჯახში დილით ჩემი თმის დანახვისას .. დიდხანს ვიხვეწე- რა მოხდა, კიკინებით წავალ მეთქი , მაგრამ .. ჯერ ვიხეტიალე და მოგეხსენებათ ვარკეთილის მეტროს [...]
რა უნდა აკეთო მთელი დღის მანძილზე მაგნიტური დღეებისას, პმს სინდრომინმა თავის ტკივილიანმა ქალმა?. უნდა იჯდე პიჟამოზე ზემოდან გადაცმული ჟაკეტით და ჩაის სმის, ჭამის და პოსტვის მეტს არაფერს აკეთებდე. თავის მხრივ, როცა არც ფორუმზე ხდება არაფერი და სკაიპშიც ინვიზიბლობის სურვილი ჭარბობს ონლაინობას, მჭმუნვარე გამომეტყველებით დროდადრო ფანჯრიდან უნდა იყურებოდე (ლოგიჩნო) ! რას ნიშნავს იყურებოდე ფანჯრიდან , ხედი [...]
პრემენსტრუალური, ანუ წინამენსტრუალური სინდრომი : პმს-ი მენსტრუაციის დაწყებამდე 2-10 დღით ადრე ყველა ქალს აღენიშნება და ქრება პირველსავე დღეს ან დამთავრებისთანავე. ზოგს არანაირ დისკომფორტს უქმნის, სხვების ყოველდღიურობაში კი მნიშვნელოვანი კორექტივები შეაქვს, თან როგორი კორექტივები…დადგენილია, რომ ქალების მიერ ჩადენილი ძალადობისა და მაღაზიაში ქურდობის ფაქტების დიდი უმრავლესობა სწორედ ამ პერიოდში ხდება. ზოგ ქვეყანაში პმს-ი შემამსუბუქებელ გარემოებადაც კი ითვლება. [...]
ახალი პოსტი ხელთუქმნელი კატეგორიიდან ” წმინდა ქალური პოსტები” ან “წარკვეთილი სასო” , ერთი და იგივეა ეგ ორი ! პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ერთი ფრიად ღირსშესანიშნავი მოვლენა ჩემი პერსონალ ლაიფიდან : დღეს პირველად წამივიდა გული იმდენჯერ გავიმეორე ეს ფრაზა, უკვე უცნაურად მესმის ყურში და ტერმინის მნიშვნელობაც მავიწყდება მგონი :D კიდევ უფრო უცნაურია რაოდენ [...]






ბოლო კომენტარები