Tiny on მარტი 7th, 2010

აგერ უკვე ლამის ერთი წელია ერთი და იგივე ავატარი მაქვს აბსოლიტურად ყველგან. ზედმეტად შევეჩვიე, ძალიან შემიყვარდა. თან ისეთი ბუნებრივია, ვერავინ ვერ ხვდებოდა,  რომ კირა ნაიტლი იყო :D ვინც არ მიცნობს კიდევ,ყველას ის ვეგონე.  ვინც არ მიცნობს კიარა, ერთხელ სვითი დიდხანს არ მყავდა ნანახი და მითხრა- მალე მნახე, თორემ უკვე შენს ავატარზე რომ არის, ის მგონიხარო [...]

Continue reading about ახალი ავატარი

ბლოგის უჩვეულო რეჟიმის გამო, ცოტა არ იყოს დავიძაბე..დავუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს!
რამდენიმე  რაღაც, რასაც ვერ ვეჩვევი/არ მიყვარს/დისკომფორტს მიქმნის..
სიაში ღირსეულ, პირველ ადგილს იკავებს
ტელეფონზე ლაპარაკი!
ვერ ვიტან სახლში რომ ჩემს გარდა არავინ არ არის და ტელეფონი რეკავს, იძულებული ვარ, რომ ვუპასუხო. ყველანაირდ თავს ვარიდებ ხოლმე. რისი ბრალია არ ვიცი, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვიტან.
იგივეა მობილურ ტელეფონზეც – უფრო მწვავედ [...]

Continue reading about ურჩხული ბანკომატები და ერთადერთი სიყვარული

wtf

Tiny on თებერვალი 15th, 2010

ბოლო რამდენიმე  დღეა მიჭირს ენერგიების მოკრება და პოსტვა.. და თან ცოტა არ იყოს გაბრაზებული ვარ ინტერნეტ სამყაროზე.. იმიტომ, რომ  საფუძვლიანად გავმწარდი  ორი შემთხვევის გამო:
1. ალბათ,  ყველამ გაიგო ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ამბავი. ყოველთვის ძალიან მოქმედებს ხოლმე ასეთი ამბები- მართალია იქამდე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო (ეგ კიარა, ისიც არ ვიცოდი, თუ ოლიმპიადა იწყებოდა:|), მაგრამ როგორც ყველამ, მეც ძალიან განვიცადე და [...]

Continue reading about wtf

Tiny on თებერვალი 7th, 2010

ალბათ ყველას ქონია შემთხვევა, როცა არ იცი ემოციები ” სად წაიღო”, ან სიმშვიდე გჭირდება, ან განტვირთვა.. ასეთ შემთხვევაში მე ჩემი თერაპიები მაქვს ხოლმე. თუ ერთი არ მშველის- მეორე, თუ მეორეც არა- მესამე და ა.შ. ჩემი თერაპიები:
1. ფილმები
როცა თავს ცუდად ვგრძნობ და რაღაც support მჭირდება იმისთვის, რომ “მოვძლიერდე” ვრთავ ისეთ ფილმებს, რომელიც ჩემი “თავის ცუდად [...]

Continue reading about ჩემი თერაპიები

Tiny on თებერვალი 5th, 2010

არ ვიცი ქალებს დედობრივი ინსტიქტები როდიდან უვითარდებათ, ალბათ ჯერ კიდევ ბავშვობიდან, როცა თოჯინებით  ”დედაშვილობანას” თამაშს იწყებენ. მე არ ვიცი ბავშვობაში როგორ ვიყავი, ცხოვრების პირველი ორი წელი, როგორც მიყვებიან შემეძლო მთელი დღე ერთი  ჩვეულებრივი “პილიონკა” დამეჭირა ხელში და მეთვალიერებინა :D (მგონი განუვითარებელი ვიყავი და მიმალავენ)
დროდადრო ახლაც მომივლის ხოლმე დედობრივი ინსტიქტები, მაგრამ ძირითადად ორჯერ მახსენდება სერიოზული შემოტევა. მეორე, ამ დროისთვის ბოლო [...]

Continue reading about 5 წლის..

Tiny on თებერვალი 3rd, 2010

რა თაობა მოდის! (c) ყოველი “ახალი თაობის” შემხედვარე “ძველი თაობა”
ზუსტად ვიცი, ერთხელ მაინც ყველა იქნებოდა ამ ფრაზის მსხვერპლი.. ალბათ თავის დროზე, ზეზვა და მზიაც კი დანანებით აქნევდნენ თავს თავიანთი მომავალი თაობის შემხედვარე, მდედრებმა რომ ნელ-ნელა დაიმოკლეს ცხოველის ტყავისგან შეკერილი ტანსაცმლის სიგრძე და ბიჭებმა ქვის იარაღების მაგივრად ლითონის გამოყენება დაიწყეს.. :D
რაღა მასე შორს წავიდეთ, საზოგადოების უკვე [...]

Continue reading about რა თაობა მოდის!

Tiny on იანვარი 31st, 2010

“მიგვენაგვე-მოგვენაგვე”..- როგორც ერთ დროს ნაგვის ურნაზე წაწერილი, კოტე ყუბანეიშვილის ფრაზა იტყოდა..
ეს სურათი რამდენიმე დღის წინ, რუსთაველზეა გადაღებული.. ნაგვის ურნას ცეცხლი ქონდა მოკიდებული და გიზგიზებდა.  მართალია იმ მომენტში ისე ვიყინებოდი, კინაღამ გამიხარდა ცეცხლის დანახვა(:D), მაგრამ ძალიან გავმწარდი! ადრე ყოველთვის იყო ნაგვის ურნების პრობლემა. შეიძლება კილომეტრები გაგევლო ისე, რომ ერთი ურნა არ შეგხვედროდა.  არც მაშინ მესმოდა იმ [...]

Continue reading about მიგვენაგვე-მოგვენაგვე..

Tiny on იანვარი 29th, 2010

ალბათ ადამიანების ჩვევაა, რომ შეუძლიათ პიროვნების გაცნობის გარეშე გამოიტანონ დასკვნები “რამის” საფუძველზე. ეს “რამე” შეიძლება იყოს ჩაცმულობა, ვარცხნილობა, იმიჯი, ლაპარაკის მანერა, გამოხედვა.. მაგალითად, მე მქონია შემთხვევა, როცა ვინმეზე (თუნდაც უბრალოდ გამვლელზე) მითქვამს- “ნახე, რა გამოხედვა აქვს, უეჭველი ძალიან  სწერვაა”, ან “ნახე რანაირად იყურება, სუფთა უინტელექტო..” რამდენიმე დღის წინაც მქონდა შემთხვევა, ვიღაც გოგოს შევხედე და “ეს [...]

Continue reading about GUESS WHO

Tiny on იანვარი 23rd, 2010

forum.ge-ზე გუშინ ვნახე უსათაუროში აპინული თემა სათაურით “გაიღე სისხლი უანგაროდ”.. იქ ეწერა:
ოთხშაბათს, 27 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III კორპუსში გაიმართება დონორთა კლუბის აქცია. 12 საათიდან ყველა მსურველს შეეძლება მოვიდეს და ჩააბაროს სისხლი.
წამის მეასედის მანძილზე გავბრწყინდი ისე გამიხარდა- რა მაგარია, წავალ და ჩავაბარებ მეთქი, მაგრამ მაშინვე დავეშვი.  საქმე ის არის, რომ მჭირს ძალიან სერიოზული ფობიები ავადმყოფობებთან დაკავშირებით. სულ მგონია, რომ რამე [...]

Continue reading about MONEY ISN’T EVERYTHING

Tiny on იანვარი 20th, 2010

ჯერ გუგლი გადავატრიალე , რომ რამე ისეთი მეპოვნა ორი გოგოს კაფეში მჯდომიარე ლაპარაკს რომ გამოსახავდა oO მერე ნერვები მომეშალა და მეთვითონ დავიწყე პაინტში ხატვა ორი ლულის რეკლამიანად- ეკუთვნით ლობიანის გემოს ხათრით.. პაინტის ხატვით ისე დავიტანჯე და თან ისე გავერთე, კინაღამ დამავიწყდა რაზე ვწერდი პოსტს
მგონი ადრე (რატომ არ ვიცი და) არასდროს მომიყოლია ჩემი ერთი მეგობრის [...]

Continue reading about ორმაგად გემრიელი..

Tiny on იანვარი 19th, 2010

კომპიუტერის დალაგებისას დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრჯერ აღმოგიჩენიათ სურათები, რომლებიც არ გახსოვდათ, რომ არსებობდა საერთოდ. ან  საიდან მოხვდა თქვენთან ის არ გახსოვთ და ა.შ. დროდადრო საგულდაგულოდ ვალაგებ ხოლმე ყველაფერს. დღეს კომპში არსებული ფოლდერებიან-ფლეშკიანად ყველაფერი გადავატრიალე და ბევრი ისეთი რაღაც შემხვდა, დავიწყებული:
ამ სურათს რომ შევხედე ლოგიკური კითხვა გამიჩნდა- წარბი სად მაქვს? oO საშინელი წარბების ფორმა მაქვს, მაგ დროს [...]

Continue reading about yahoo@chucknorris.com

Tiny on იანვარი 14th, 2010

წუხელ ტელევიზორს შემოვრჩი ძალიან გვიანობამდე. გახდა 3 საათი, 4 დაიწყო და რას ხედავს ჩემი თვალები o_O სერიალი კლონი დაიწყო იმედზე იმ შუაღამისას. ხოდა გამახსენდა, როგორ მომწონდა..
2003-2004 წლებში გადიოდა საქართველოში, როგორც ფორუმზე წავიკითხე. ხოდა მახსოვს, რომ ვუყურებდი. ძალიან მომწონდა. აი არ ვიცი რა ეპითეტი უნდა ვთქვა, მგონი ლამაზი სერიალი იყო.
შინაარსიც სხვა სერიალებისგან განსხვავებული ალბათ, მაგრამ მაგას [...]

Continue reading about EL CLON

Tiny on იანვარი 12th, 2010

მოგეხსენებათ, სტუდენტები ბევრს მგზავრობენ საერთოდ :D რა შუაშია და, დღეს დავფიქრდი, რამდენი “წიკი” მჭირს მგზავრობისას.
1. პირველი და მთავარი- მგზავრობამდე, მგზავრობის დროს, მგზავრობის შემდეგ, სულ ვამოწმებ ფული მაქვს, თუ არა.
პარანოიაა ეს სერიოზული :D სულ მგონია, რომ სადმე დავკარგე და მგზავრობის ფულს ვერ გადავიხდი და რაღაც ესეთები. ალბათ იმიტომ, რომ ერთხელ მართლა დავკარგე და ჩასვლის წინ აღმოვაჩინე, [...]

Continue reading about ტრანსპორტში..

Tiny on იანვარი 9th, 2010

რა მნიშვნელობა აქვს რისი თქმა მინდოდა, მთავარია, რომ უფლება მქონდა
არტურ შოპენჰაუერი
ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ ხოლმე, მაგრამ გუშინ “წითელი ზონის” თემამ დამაინტერესა და მოვკალათდი ტელევიზორთან.
“მთავრობა”  ერქვა გადაცემას და მოწვეულები იყვნენ ე.წ. “ახალი თაობის პოლიტიკოსები”, ანუ ისინი, ვინც ასაკის გამო ნაკლებად არიან საბჭოთა მემკვიდრეობის მატარებლები. სტუმრები იყვნენ ბაკურ კვეზერელი და გოგა ხაჩიძე. გოგაზე მინდა გავამახვილო ყურადღება პოსტში..
მახსოვს,  მინისტრად რომ დაინიშნა, ავტობუსებიდან მოყოლებული (ეს უკანასკნელი საუკეთესო ადგილია საზოგადოებრივი აზრის [...]

Continue reading about LOADING CONTENTS

Tiny on იანვარი 5th, 2010

ბოლო რამდენიმე დღეა წერა თითქოს  მეზარება და სურათებიან პოსტებს ვაკეთებ. არადა სურათების ატვირთვა მზიზღს, ბევრი დრო მიაქვს.. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა გადაღებიან-ატვირთვიანად ფრიად სასიამოვნო პროცესი იყო.
სანთლები ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ რაც ჩემს ე.წ.კოლექციაში სანთლები მაქვს, არ ვანთებ ხოლმე,  აი პატარ-პატარა და არც ისე განსაკუთრებულები რომლებიც არის, ვცდილობ ხშირად ავანთო და ნერვები მიწყნარდება ხოლმე. [...]

Continue reading about ჩემი სანთლები