ეს დღეები დედა ცოტა ცუდად გრძნობს თავს და ქეთის სკოლაში წაყვანა ხშირად მიწევს ხოლმე. დღეს მშობელთა კრებაზეც მომიწია დასწრება. საათი შეცდომით ვიცოდი თურმე და ერთი გაკვეთილით ადრე მივედი, სახლში წამოსვლა კიდევ დამეზარა- მეეთქი რა მოხდა, ერთი გაკვეთილი ვეღარ გამიძლია სკოლაში?!
დავჯექი მერხთან ამ მესამე კლასელების გარემოცვაში და იმ წუთიდან მოყოლებული, ახლაც მეცინება ბავშვებზე :D
რომ დავჯექი, [...]
ალბათ ყველას ქონია შემთხვევა, როცა არ იცი ემოციები ” სად წაიღო”, ან სიმშვიდე გჭირდება, ან განტვირთვა.. ასეთ შემთხვევაში მე ჩემი თერაპიები მაქვს ხოლმე. თუ ერთი არ მშველის- მეორე, თუ მეორეც არა- მესამე და ა.შ. ჩემი თერაპიები:
1. ფილმები
როცა თავს ცუდად ვგრძნობ და რაღაც support მჭირდება იმისთვის, რომ “მოვძლიერდე” ვრთავ ისეთ ფილმებს, რომელიც ჩემი “თავის ცუდად [...]
რა თაობა მოდის! (c) ყოველი “ახალი თაობის” შემხედვარე “ძველი თაობა”
ზუსტად ვიცი, ერთხელ მაინც ყველა იქნებოდა ამ ფრაზის მსხვერპლი.. ალბათ თავის დროზე, ზეზვა და მზიაც კი დანანებით აქნევდნენ თავს თავიანთი მომავალი თაობის შემხედვარე, მდედრებმა რომ ნელ-ნელა დაიმოკლეს ცხოველის ტყავისგან შეკერილი ტანსაცმლის სიგრძე და ბიჭებმა ქვის იარაღების მაგივრად ლითონის გამოყენება დაიწყეს.. :D
რაღა მასე შორს წავიდეთ, საზოგადოების უკვე [...]
“მიგვენაგვე-მოგვენაგვე”..- როგორც ერთ დროს ნაგვის ურნაზე წაწერილი, კოტე ყუბანეიშვილის ფრაზა იტყოდა..
ეს სურათი რამდენიმე დღის წინ, რუსთაველზეა გადაღებული.. ნაგვის ურნას ცეცხლი ქონდა მოკიდებული და გიზგიზებდა. მართალია იმ მომენტში ისე ვიყინებოდი, კინაღამ გამიხარდა ცეცხლის დანახვა(:D), მაგრამ ძალიან გავმწარდი! ადრე ყოველთვის იყო ნაგვის ურნების პრობლემა. შეიძლება კილომეტრები გაგევლო ისე, რომ ერთი ურნა არ შეგხვედროდა. არც მაშინ მესმოდა იმ [...]
მესმის რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კავკასიას და მაესტროს ქართულ ტელესივრცეში, მაგრამ დღეს მინდა მაინც რუსთავი2-ის და იმედის შესახებ დავწერო.
რუსთავი2 1994 წლიდან გამოჩნდა ქართულ ტელესივრცეში. იმედი 2003 წელს. ამ უკანასკნელის გამოჩენისთანავე დაიწყო იმის გარჩევა იმედი ჯობდა თუ რუსთავი2. მე, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ორივეზე, რუსთავი2-ზეა ჩემს სახლში ძირითადად ტელევიზორი გადართული და ჩვევა მაქვს [...]
რა მნიშვნელობა აქვს რისი თქმა მინდოდა, მთავარია, რომ უფლება მქონდა
არტურ შოპენჰაუერი
ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ ხოლმე, მაგრამ გუშინ “წითელი ზონის” თემამ დამაინტერესა და მოვკალათდი ტელევიზორთან.
“მთავრობა” ერქვა გადაცემას და მოწვეულები იყვნენ ე.წ. “ახალი თაობის პოლიტიკოსები”, ანუ ისინი, ვინც ასაკის გამო ნაკლებად არიან საბჭოთა მემკვიდრეობის მატარებლები. სტუმრები იყვნენ ბაკურ კვეზერელი და გოგა ხაჩიძე. გოგაზე მინდა გავამახვილო ყურადღება პოსტში..
მახსოვს, მინისტრად რომ დაინიშნა, ავტობუსებიდან მოყოლებული (ეს უკანასკნელი საუკეთესო ადგილია საზოგადოებრივი აზრის [...]
რამდენიმე დღის წინ მითხრეს (და FB-ს ივენთიც მომივიდა), რომ კონფლიქტოლოგიის ცენტრი ICCN აწყობდა აქციას “შემოქმედება, ემპათია, არაძალადობა”. სხვა ამ აქციის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ყურადღება მიაქცია ცოხალი წიგნების ბიბლიოთეკამ. როცა ეს იგეგმებოდა, რამდენიმე თვით ადრე, iccn-ში ვისხედით და მაშინ ითქვა პირველად ამ იდეის შესახებ. უფრო სწორად, ამის ჩატარების პრეცედენტი ადრეც იყო და ახლა მეორედ უნდა ჩატარებულიყო. წარმოიდგინეთ, რა [...]
რამდენიმე თვის წინ ნიკასგან მომივიდა მაილი, რომ გაიხსნა ახალი ბლოგი, მენეჯმენტის შესახებო. თითოეულ ჩვენგანს, ეჭვი მაქვს ყურები ყოველ დღიურად გვაქვს გამოჭედილი ამ სიტყვით- იმის მენეჯერი, ამის მენეჯერი..მინიმუმ ამით უნდა მიხვდე, რომ მენეჯმენტი ყველა სფეროსთვის აუცილებელია! ასე რომ დავინტერესდი, მივაკითხე ამ ბლოგს და გადავწყვიტე დღეს თქვენთვისაც მეჩვენებინა, იმიტომ, რომ ბევრი რესურსია იმისთვის, რომ ლიდერად ჩამოყალიბდეთ. ძალიან [...]
მუზა: “დილა მშვიდობისა, საქართველო“-ს ინტერაქტივი
მორიგი უძილო ღამის შემდეგ [ეს ახალი ჭირი მჭირს], დილით თვალდახუჭულმა მოვძებნე იატაკზე მიგდებული ტელევიოზრის პულტი ხელის ფათურით და უმისამართოდ გავიშვირე [სავარაუდოდ ტელევიზორისკენ]. როგორც ჩანს წარმატებულად დავუმიზნე, ჩავრთე ტელევიზორი და ყურთ [ვინაიდან თვალი ჯერ არ მქონდა გახელილი] რუსთავი2-ის დილის გადაცემის ინტერაქტივი მომხვდა, კითხვით: რაშია თქვენი ხიბლი? და ვარიანტები იყო:
ღიმილი
იუმორი
ტემპერამენტი
შედეგები როგორც მერე myvideo-ზე ვნახე, ასეთი იყო:
რადგან ოჯახში გონიათ, რომ მე ჩამოყალიბებული კიბერ ნარკომანი ვარ, დროდადრო მიწევს ხოლმე იმის დამტკიცება, რა ადვილად შემიძლია გავძლო ინტერნეტის გარეშე და რომ ინტერნეტი, უბრალოდ ადამიანებთან კონტაქტისთვის და ათასი სასარგებლო თუ უსარგებლო საქმისთვის მჭირდება. რეალურად, კომპიუტერთან დაჯდომის გარეშეც იგივეს გავაკეთებდი- ტელეფონით მექნებოდა კონტაქტი [რაც დამეთანხმეთ გაცილებით ძვირია, ვიდრე ინტერნეტი] და უსარგებლო საქმეებით გავტენიდი ცხოვრებას :D
მთავარი არგუმენტი [...]
1. მინდა, რომ ასფალტი იქნება, მიწა თუ სხვა ნებისმიერი ზედაპირი, ნაგვის დაგდებისთანავე ხმამაღალ, სახალხო გინებას იწყებდეს იმ ადამიანის მისამართით, ვინც დაანაგვიანა. თუმცა ალბათ იქამდე არ ჩაიყრება ბუნკერებში ნაგავი, სანამ ბუნკერი გულითად მადლობას არ გადაგვიხდის ნაგვისთვის და ფულადი ჯილდოთი არ გამოგვიშვებს.
2. მინდა უსაქმურად ბირჟაზე მდგომ ბიჭებს, რომლებიც მოკლეკაბიანი და დეკოლტიანი, ან საერთოდ, უცნაური ჩაცმულობის გოგოს დანახვაზე [...]
კაცმა არ იცის რატომ ვარქმევ “მთაწმინდის პარკს” პოსტს, რომელსაც წესით new media forum უნდა ერქვას :D
მეორე დღეს ცოტა ადრე მომიწია წამოსვლა, ამიტომ ორნახევარ პრეზენტაციას დავესწარი :D პირველი იყო sweety-ს პრეზენტაცია wordpress-ს პლატფორმაზე და wordpress.com-ის და wordpress.org-ის შედარება.
Wordpress – საუკეთესო ბლოგპლატფორმა
ვორდპრესის ძრავი მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებადი და მოწონებადია პროფესიონალ ბლოგერებს შორის. გაიგე ტექნიკური დეტალები და ვორდპრესის შესაძლებლობები.
მთაწმინდის პარკის ქრონიკები.. ყველა ფოტო გადიდებადია ოდეს დაჰკლიკავთ
ბის- სახლში ვარ ცოცხალი და თითქმის უვნებელი, თუ 38 გრადუსოვან სიცხეს არ ჩავთვლით. დღეს დილით 7 საათზე გასაღვიძებელმა 8-ის ნახევარზე ძლივს გავახილე თვალი, ისიც ჩემი მაღვიძარას გულმოდგინე მუშაობის შედეგად და ელვისებური სისწრაფით გავემზადე- 9სთ-ზე რესპუბლიკის მოედანზე უნდა ვყოფილიყავი და ავტობუსში ვმჯდარიყავი, რომელიც მთაწმინდის პარკისკენ წაიყვანდა ახალი მედიის ფორუმის მონაწილეებს. მოკლედ, თითქმის დროულად გავედი სახლიდან, თუ [...]
ჩემთვის წლის ათვლა ყოველთვის სექტემბრიდან იწყება ხოლმე. თან ორი განზომილებით- პირადი ახალი წელი და სასწავლო ახალი წელი. პირადი ახალი წელი იმიტომ, რომ სექტემბერში ვარ დაბადებული, სასწავლო ახალი წელი კიდევ გასაგები მიზეზების გამო.. საერთოდაც, ბავშვობაში თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ნამდვილი ახალი წელი სექტემბერში იყო ხოლმე :D
მაშ ასე, ახალი სასწავლო წელი, რომელიც უნივერსიტეტის გარდა თავისი არსით ჩემს სოციალურ [...]
ახალი კატეგორია- “დამაკვირდი”. ახლა მეზარება და მერე ავხსნი რას შეიცავს, მოკლედ რომ ვთქვათ, ცნობილი ადამიანების გამონათქვამების განხილვაა.
„ყოველ ხანას ადამიანისას თან სდევს თავისი სიამოვნება, თავისი ზნე-ხასიათი და გემოვნება“
ბუალო
მახსოვს, ერთხელ სკოლაში ქართულის მასწავლებელმა დაგვავალა გაკვეთილის მანძილზე დაგვეწერა პატარა თემა, რომელის სათაურიც მთლად ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თემატიკა სიცოცხლე, ცხოვრება იყო.
და ის, თუ რა კარგია, რომ [...]






ბოლო კომენტარები