რაღაცნაირი ბლოგი » სწავლა-განათლება
La chèvre
“აქ უბედური კაცის, ქვისა და აღმართის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ანდაზა”
გუშინ მქონდა ის გამოცდა,რომლის გამოც:
დღეების მანძილზე საჯარო ბიბლიოთეკის ზღურბლს ვტკეპნიდი.
ჩემს თავს არ ვგავდი და დილიდან ლამის საჯაროს დახურვამდე (თუ 4-5 საათისკენ მომდგარი მზის გამო სულის შეხუთვას გადავურჩებოდი) ერთ ადგილას ვიჯექი…
იმდენი ვწერე ხელით, რამდენიც მართლა კარგა ხანია არ მიწერია.
კომპიუტერთან მოკარება არც კი მინდებოდა, ოღონდ დრო არ დამკარგვოდა…
არა, მართლა არ მიმეცადინია არასდროს ასე დაჟინებით. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვისაც კი. ოღონდ ბოლოს უკვე მეშინოდა ერთმანეთში არ ამრეოდა ამდენი რაღაც და თან ისეთი საგანია, რომ თუ ნანახი არ გაქვს, შეიძლება გაგიჟდე ისე აგერიოს ყველაფერი (და თითქმის არაფერი არ გვაქვს ნანახი). ვხატავდი ხოლმე. მაპატიოს მაცხვარიშის ეკლესიის მოხატულობის ავტორმა, რომ ასე დავუმახინჯე ფერწერა, მაგრამ სხვანაირად ვერ შევძელი და:
ამ 27 ბილეთიდან, იყო ერთი ბილეთი, ნომერი 11, რომელიც არ ვისწავლე…
მოკლედ, გუშინ დილის 6 საათზე წამოვხტი (იქამდე 4-ზე გამეღვიძა, მაგრამ არ შევიმჩნიე), დავიწყე ისევ გადამეორება და შუადღისას გავემართე მაღლივში…მაღლივში გამოცდები რას ნიშნავს, თუ ეს ჯერ არ იცით და საბედნიეროდ ვერც ვერასდროს გაიგებთ, ჩათვალეთ გაგიმართლათ! ვიდექით ეს შეშინებული სტუდენტები, ერთმანეთს ვუყურებდით და ლამის ვტიროდით, თავში ყველაფერი არეული გვაქვსო. მართლა ძალიან ძნელია ამდენი ეკლესიის მოხატულობა დაიმახსოვრო ყოველგვარი ვიზუალური მასალის გარეშე.ნუ ოქრომჭედლობის ძეგლებს და კანკელებს და მოზაიკებს კიდევ რა უჭირს…
რომ შევაღწიეთ და გადავურჩით საშინელ ჭყლეტვას შესასვლელთან, დავჯექით ჩვენს ადგილებზე და გული ისე ამიჩქარდა, კინაღამ გამოცდის დაწყებამდე გამოვიქეცი. არა, მართლა მიგრძნობდა გული, რომ რაღაც ისე ვერ იყო…
დაწყებამდე რომ ვლაპარაკობდით ჩვენთვის, ვთქვი, რომ მარტო მეთერთმეტეზე არ მაქვს წარმოდგენა მეთქი საერთოდ. აესე ავდექი და გამოვტოვეთქო…მოკლედ, დაიწყო დამკვირვებელმა დარიგება ბილეთების და ჩემთან რომ მოვიდა და მერხზე დადო, ამიტყდა ისტერიული სიცილი. დიაღ, ეს თავად ბილეთი ნომერი 11 გახლდათ :D
აუ, მართლა შოკში ჩავვარდი :D სიცილი რომ დავიწყე ტირილის ნაცვლად, ეგ მაგის დასტურია. ყველას ეგონა, რომ ის შემხვდა, რაც ყველაზე კარგად ვიცოდი და მკითხეს, რა ნომერიაო. 11 რომ ვთქვი ყველა მიხვდა რაში იყო საქმე :D
ჩვენთან ერთად ფრანგული ენის გამოცდაც იყო და კიდევ რაღაცის, არ მახსოვს..ცოტა ხანში ხელოვნებათმცოდნეების სექტორი დაიცალა :D პანტა-პუნტით გადიოდნენ ჩვენები. ერთ ჯგუფელს გავუცვალე ჩემი ბედნიერი 11, იმიტომ, რომ მაინც გადიოდა და… მაგრამ ჩემი ფეხები, ისე ვიყავი მიშოკილი, რომ ერთი საკითხის მეტს ვერ მოვაბი თავი.
დამკვირვებელი მომადგა რომ ვწერდი, შენ არ იყავი არც ერთი არ ვიციო? და ახლა რამდენიც შენ გაქვს უკვე დაწერილი, არც ერთს არ აქვს ჯერო. მეორე საკითხზე უკვე ავირიე, ძაან ვინერვიულე, თან ვბრაზობდი, ერთი საკითხი რაღა გამიხდა მეთქი. არა, უსაშინლესი შეგრძნებაა საკუთარი მიზეზით რომ ისჯები, მაგრამ რას წარმოვიდგენდი :| აღარ მეყო ნერვები, ვეღარც გავიხსენე და დავტოვე ერთ საკითხიანი ნაწერი. მერე რომ ჩავხედე რვეულს და ვნახე, თურმე  რა ვერ გავიხსენე, გული გამისკდა, უარესად ვინერვიულე.
ამ ყველაფერს დაემთხვა ამინდის ცვალებადობაც და წნევა ჯერ 110/80-ზე ავარდა (ნორმაა 90/60) და ნახევარ საათში 80/50-ზე ჩამოსტყორცნა. ძლივს დავდიოდი. თან საჭმელს ვერ ვჭამდი და მშიოდა :D
ერთ ჯგუფელს მოუვიდა კიდევ ასე. ერთადერთი არ იცოდა და ის შეხვდა ზუსტად. ტირილით გავიდა აუდიტორიიდან:(( თან მაგან ჩემზე კარგად იცოდა ყველაფერი, შემეცოდა… ახლა უნდა დავსხდეთ და ერთად ვიმეცადინოთ საჯაროში, ერთმანეთს ჩავაბარებთ წერით საკითხებს განმეორებით გამოცდამდე. იმედია მალე იქნება, თორემ ბათუმს გამოვაკლდები მაგის გამო და გავგიჟდები კიდეც :(
მაგის გარდა კიდევ 3 გამოცდა… ოჰ,რა დაჯილდოებული ვარ ღმერთმანი :D გაძლება მომსცა, მეტი არაფერი არ მინდა… ხომ ვერ ვიტანდი ჩემს დიად პროფესიას და უარესი მომდის ამ მაღლივური გამოცდების ხელში:(
ისე ეს 11 ნომერი კარგი გაკვეთილია. ამიერიდან, ექსპერიმენტების ჩატარებას აღარ მოვინდომებ და პირდაპირ მეცოდინება, რომ  უიღბლო ვარ :D
რავიცი, თემატურად კი უხდება: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=ENJHI :D
პ.ს. ერთხელ ქსეროქსიიი…მუდამ (და ყველგან) ქსეროქსიი! :პერსილის რეკლამის ხმით: :D
წინა საგამოცდო…
“ხრფჯაფჯსუპ”- ამ ხმით მოვხვრიპე პომიდვრის შიგთავსი  და იმით გაოცებულმა, რომ ამხელა ხმის გამოცემის შესახებ პროტესტი არავის გამოუთქვამს, მხრები ავიჩეჩე და გავხსენი ახალი პოსტის ფანჯარა. არა, გული არ გაგისკდეთ, იმაზე არ დავწერ როგორ მიყვარს პომიდვრის ამ ხერხით ჭამა :D
მეც, ისევე როგორც საბლოგეთის და საბლოგეთის მკითხველის ძალიან დიდ ნაწილს, მძიმე ჟამი გვიდგას. ჟამი, როცა ფრაზაში  “სწავლის ძირი მწარე არის”, სიტყვა “მწარე” მისი ყველაზე აღმატებითი ხარისხითაა გამოყენებული და  ”კენწერო” ისე შორსაა, ეჭვიც კი გეპარება მის არსებობაში.
ან როგორ არ შემეპაროს, 54 საკითხი მქონდა სასწავლი და ის ის იყო ფსიქოლოგიური შიში დავძლიე და ვთქვი, რომ გავუმკლავდები მეთქი, კიდევ 15 დაუმატებია ლექტორს (გულუხვი რომ იქნები ადამიანი…)
მოკლედ, ვცდილობ ვისწავლო, მაგრამ იმდენად დამთრგუნველია ის აზრი, რომ ეს ყველაფერი 16 ივნისამდე უნდა მოასწრო და თანაც ეს ყველაფერი არ არის, მერე ეგრევე დანარჩენ 3 გამოცდაზე უნდა იფიქრო, უკვე ოოო…
როგორც წესი, რა ხდება ხოლმე ამ პერიოდში:
შემიძლია 24 საათი ვიწუწუნო.
ვჭამ ოთხმაგად მეტს. ხანდახან მგონია იმიტომ ვჭამ ამდენს, რომ ის დრო, რომელსაც მეცადინეობაში არ ვატარებ,რაღაცით გავამართლო საკუთარ თავთან :D
24 საათი იმ დროზე ვოცნებობ, როცა ბოლო გამოცდიდან გამოვადგამ ფეხს…ორივე ფეხს და მეცოდინება, რომ შემიძლია მინიმუმ ერთი თვე არ მახსოვდეს კვირის რა დღეა, რომელი საათია და სად ვარ.
და 24 საათი მგონია, რომ ვერც ერთ გამოცდას ვერ ჩავაბარებ. მერე ნებისყოფა არ მეყოფა გადასაბარებლად და წავალ ვიტირებ :D
მაინცდამაინც ამ პერიოდში მომდის ათასობით იდეა, რომელის განხორციელების ხასიათზე ვარ და ნერვები მეშლება, რომ დრო არ მაქვს.
მოკლედ, ფაქტობრივად პარალიზებურ მდგომარეობაში ვარსებობ. დავიღალე :( თან იმდენ რამეს “ვმაზავ” ამასობაში :D
ყველა და ყველაფერი მენატრება :(
რასა ვიქმ [24.05.10]
ერთ-ერთი ყველა მძიმე კვირა დაიწყო…კვირა კი არა, შეიძლება თვეც. კოლოქვიუმები მაქვს და ამ კოლოქვიუმებიდან ერთ-ერთი იმ საგანში, რომელზეც ყველაზე დიდ პასუხისმგელობას ვგრძნობ და ყველაზე მეტად მიკანკალებს ფეხები. ყველაზე მეტად რა, მარტო ამაზე მიკანკალებს :D 23 საკითხი უნდა მოვასწრო ხუთშაბათამდე და ეს იმ პირობებში, როცა მხოლოდ დღის მეორე ნახევარი მაქვს თავისუფალი (და ოთხშაბათი საერთოდ პარალიზებულია -_-)
მთელი კვირა უნდა დავესწრო “კურსებს”, რომლის ძაალიან საყვარელი ხელმძღვანელები დღის პირველ ნახევარში  ქრისტიანული ეთიკის ირგვლივ გვაწვდიან ინფორმაციას და შემდეგ ვმსჯელობთ ამაზე და დღის მეორე ნახევარში ჩვენი ინგლისურის გაუმჯობესებას ცდილობენ.
ისე საყვარლად მოგვიხსნეს ლაპარაკის კომპლექსი. ერთ ერთმა თქვა აი მე უელსიდან ვარ და არც ჩემი ინგლისურია არაჩვეულებრივიო (ჰმ) :D თურმე უელსელები ამბობენ “მაგიდა მწვანე” და  არა “მწვანე მაგიდა” :D
გაუმჯობესების რა გითხრათ, რაც არ ვიცი რა უნდა გავაუმჯობესო, მაგრამ მოხდა სასწაული და პირველად ამომაღებინეს ხმა ინგლისურად :D და სიმართლე გითხრათ მეთვითონ არ მოველოდი, თუ “სიტყვის გადაბმა” შემეძლო. აი რამდენს შვრება კომპიუტერი, ინგლისურად ნანახი ფილმები, სიმღერების ტექსტები… ნუ რაღაცას/ვიღაცას რომ ვუსმენ თუ ნამეტანი სპეციფიური სიტყვები არ გამოიყენა, ვიგებ რას ლაპარაკობს, მაგრამ ლაპარაკი ძნელია.
ეთიკის ლექცია როცა იყო, იქ შეგვეძლო ქართული შეგვერია, მაგრამ ინგლისურზე რომ გადავედით, სულ ინგლისურად ვიყავით ვალდებულები. კი მოვიტეხე ენა, მაგრამ არც ისე და გამიხარდა :D აი თუ ბოლომდე მომეწონა ჩემი ინგლისური მეტყველება მერე ხალისით მივალ მასწავლებელთან და დავუდებ გულს.
თან  ყველა ამბობს, გერმანულის გრამატიკის მერე ინგლისურის გრამატიკა ნამდვილი სამოთხეაო :))
აქ გვქონდა ლექცია, სანამ ქარი წაგვიღებდა :D
ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი :D
ყველაზე მეტ დაძაბულობას მოახლოებული გამოცდები მიქმნის. 14 ივნისიდან წყდება ლექციები და იწყებაა… :( როდის უნდა მოვასწრო მეცადინეობა აზრზე არ ვარ. 30, 31,1 ივნისი არჩევნებში ვიქნები თავით შერჭობილი. ამაზე ცალკე პოსტი მინდა დავწერო და ამიტომ შემოვინახავ და გადავდებ  ”ამ დღეებისთვის” :D
დათოს სახელით გამოაგზავნა ვიღაცამ :D
და დღეს დამხვდა ფრიად მოულოდნელი ანკეტა :D
აი, აღიაროს ეხლა, რომელმა ჩემი პმს-ით ცხოვრება გამწარებულმა ექსმა გამოაგზავნა ეს? :D
პ.ს. T.ale.N.ted მომაკლდა თვალთ:))მგონი ბანკეტის ჟამი უდგას და მაინტერესებს ის გამოწერილი საბანკეტო რამეები მოერგო თუ არა -_-
წიგნის ფესტივალზე გასეირნების შედეგები
წიგნის ფესტივალის გახსნის დღიდან მე და დედა ვგეგმავთ გასვლას. მე არაფრის ყიდვას არ ვაპირებდი, დედას უნდოდა ნინისთვის და ქეთისთვის ეყიდა წიგნები…ხოდა როგორც იქნა დღეს გავედით. თავიდანვე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან მივედით, იქ ეგულებოდა ბავშვებისთვის საჭირო რამეები.სანამ ის ზღაპრებს და რაღაც საბავშვო საგანმანათლებლო წიგნებს ათვალიერებდა, მე თვალში მომხვდა გემრიელი წიგნები:D უფრო სწორად, ჯერ ყდები და მერე სათაურები. სამი ცალი იყო- საუზმე მარტივად, სადილი მარტივად, ვახშამი მარტივად. ვინ აქცევდა დანარჩენს ყურადღებას, მთავარია, რომ მარტივად! :D მეთქი დედა, მე ეს მჭირდება:))დავითანხმე ადვილად და მიყიდა.
მერე ამასობაში თვალი მოვკარი წიგნს “დიდი წიგნი ცხობისათვის”. სლოგანით- აცხვეთ მთელი ოჯახისათვის :D ცხობასთან მე ხომ განსაკუთრებული კრძალვა მაქვს, ვერ ვბედავ და სულ მინდოდა რამე ნამეტანი დაღეჭილ-ახსნილი.
რაღაცა უცნაურობა იყო, რაც მააგრად არ მომეწონა- ტურტუნიები და კექსუნიები WTF, მაგრამ არ შევიმჩნევ ან მარკერით გადავხაზავ და ახლიდან დავაწერ ნორმალურად :D
და აი, გამოვზიდეთ ბავშვებისთვის საჩუქარ-წიგნები, ჩემთვის სამზარეულოური წიგნები და ვეცადეთ სხვა სტენდებიც დაგვეთვალიერებინა…ხან სად მრჩებოდა თვალები, ხან სად, მაგრამ ისე არა, რომ რამეზე გადავრეულიყავი.
მაგრამო ნათქვამია… ერთგან ვტრიალებდი, საინტერესოდ გამოყურებადი წიგნები იყო. მოკლედ, დიდხანს ვიტრიალე იმ ადგილას და უკვე გადანაცვლებას რომ ვაპირებდი თაროდან შემომხედა მან!!! და მე ჩამოვდნი :D არა, ერთიც ვნახე მაგის გარდა, მაგრამ რუსულად, პატარა მოცულობის, ყველანაირი გაფორმების გარეშე და ამ ყველაფერთან შედარებით ძვირი- 28 ლარი. ამიტომ არც მიფიქრია ყიდვა, გავეცალე.. ხოდა თაროდან მიყურებდა ის!!!
ცოტა რომ დავოკდი (გამიკვირდა მართლა აქ ასეთი წიგნის ხილვა), ფასი ვიკითხე და უჰჰ, 49 ლარიო. აქ მეტკინა გული! :D მაგრამ არ შევდრკი, რას ნიშნავს თვის ბოლოს ხელფასის იმედი რომ გაქვს ადამიანს რა… დედას დავუწყე ხვეწნა, მაგრამ ძალიან ძვირი ეჩვენებოდა. ეჩვენებოდა რა, ძვირია :D კინაღამ გამაცურა- მოიცა, ერთ წამს იქეთ გავიდეთ და მოვბრუნდეთო, მაგრამ ღრმად დავერჭე შემთხვევის ადგილას და არ გავყვევი, შენ წადი და დაგელოდები მეთქი. ჩაბღუჯული მქონდა და ვათვალიერებდი. თან თავისთავად წამოძახილები- “ვაიმე bad-ის პერიოდი, ოი, scream-ის დროს რა ლამაზი იყო, this is it-იც არის… “ამასობაში იქვე პროსპეროს ერთი წარმომადგენელი მომიახლოვდა, თურმე კითხვები აწუხებდა ჯექსონთან დაკავშირებით და მკითხა- ყველაფერი იცი მის შესახებო? მეთქი რავიცი, წესით კი…და დამიწყო კითხვები:
_ბავშვი რატომ გადმოკიდა აივნდიდან?
_ფანებს აჩვენებდა და შემთხვევით რა სპეციალურად, თვითონაც კინაღამ გული გაუსკდა…
და მსგავსი რაღაცეები მკითხა. მეც თვალებგაბრწყინებული ვპასუხობდი, სანამ დედა დაბრუნდებოდა. ერთ მომენტში მაგიდაზე დავდე წიგნი და ვიღაცამ გამოიარა აიღო. ვაიმე რა დამემართა, ახლა ამან თუ იყიდა დავიღუპე მეთქი :D  აუ, მართლა პატარა ბავშვივით ვიყავი, მაღაზიებში რომ გაიბოტებიან და ღნავიან რაღაცის ყიდვა როცა უნდათ. თან უფრო გამიმძაფრდა იმიტომ, რომ ერთხანს დანებება დავაპირე და პროსტა ვიკითხე, იმაში დარწმუნებულმა, რომ პასუხი დადებითი იქნებოდა, ხომ კიდევ იქნება მეთქი? და რომ თქვა ბოლო ეგზემპლარიაო, ფერი გადამძვრა:D ბოლოს დავითანხმე დედა, მე ჩაგასესხებ ფულს ერთ კვირაში და ასე ვიყიდე.
ვინც იდგა სტენდთან, ის ბიჭი ხუმრობდა- სულ ერთი წუთით მომეცი, პარკში ჩავდებ და დაგიბრუნებ გპირდებიო, ისე მქონდა ჩაბღუჯული :D
ასე მოვიწიგნისფესტივალე და წამოვედი სახლში ბედნიერად. ახლა ისღა დამრჩენია საუზმე, სადილი და ვახშამი ვამზადო, დროდადრო ვაცხო და ჩემი შექმნილი საჭმელების ჭამის დროს წავიკითხო ჩემი გამბედნიერებელი წიგნი :D ისე, მაგარი სტიმულია ინგლისურის წესიერად ასათვისებლად. მგონი ამჯერად მაინც მეშველება))
spring
“გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი”- ფრაზა, რომელიც იმდენჯერ გაგვამეორებინეს სკოლაში თანმიმდევრობის დასამახსოვრებლად, რომ ბოლოს ლამის ცალკე ვეღარ  ვამბობდი ხოლმე რომელიმე დროს…
არასდროს არ მქონია პრობლემა წელიწადის დროებთან. ანუ, რა თქმა უნდა, ვარ სუბიექტურად განწყობილი (:D) წელიწადის გარკვეული დროებისადმი, მაგრამ არასდროს მქონია განსაკუთრებული სიძულვილი რომელიმესი. თან მართლა ყველა  ლამაზია და თავისებურად კარგი. მაგრამ…!
ბოლო ორი გაზაფხულია განსაკუთრებით ვგრძნობ, როგორ უარყოფითად მოქმედებს ჩემზე. თანაც, უსაფუძვლო ბრალდებები არ მაქვს, ყველაფერი დასაბუთებული…
პირველი და ყველაზე საფუძვლიანი მიზეზი გაზაფხულის საწინააღმდეგოდ:
მიკარგავს კონცენტრაციას!
ვგულისხმობ სწავლას, საქმეებს…შარშან,გაზაფხულის სემესტრში მჭირდა ზუსტად იგივე. სექტემბერში მივედი და ისე ვიყავი განწყობილი, საუკეთესო ქულებით დავხურე სემესტრი. აი, მოვიდა გაზაფხული და დამემართა იგივე, რაც წინა საგაზაფხულო სემესტრში.
ვერაფრით ვერ ჩავჯექი რეჟიმში, ვერასდროს ვერ ვძლებ ლექციებზე ბოლომდე. მქონდა კოლოქვიუმებიდან გამოქცევის
მცდელობაც :D  მთელი დღე სახლში ჯდომა მირჩევნია გარეთ ლექციების გამო გასვლას. კიდევ კარგი, იმ საგანში მაინც ვარ ნორმალურად, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა, თორემ თავს გადავიშენებდი. არადა, მართლა ძალებს აღემატება კონცენტრაცია… და ამჯერად ზუსტად ვიცი, რომ  გაზაფხულის ბრალია :D
ბლოგზე წერაც სულ მეზარება…არადა მთელი შემოდგომის მანძილზე, ყოველ დღე ვწერდი პოსტს!
მინადგურებს ჯანმრთელობას!
თითქმის ყოველ დღე მიწევს წამლების სმა- “არიქა კაპლი, არიქა ანაპრილინი…”… პულსი 100-ს რომ გადააჭარბებს კარგად და გულის არეში ტკივილი დამივლის, ესე იგი ცუდადაა ჩემი საქმე. მივეჩვიე უკვე :D კარდიოგრამაზეც მომიწევს წაბრძანება…
ამას +  გამუდმებით თავი მტკივა. უფრო სწორად, ამინდი ისე სწრაფ-სწრაფად იცვლება, რომ თავბრუ მეხვევა ხოლმე. წნევა მივარდება, მეძინება, გაბრუებული ვარ…
ვერ ვიგებ რა ჩავიცვა o_O
ეს არ ვიცი ზოგადად გაზაფხულის ბრალია, თუ  კონკრეტულად ამ გაზაფხულის (სხვა დროს არ მახსოვს ასეთი რამე), ჩაცმასთან დაკავშირებით მექმნება პრობლემა. გავალ დილით, მაცვია ამინდის შესაფერისად (ან თბილად, ან თხლად ) და კაცმა არ იცის სახლში ისეთივე შესაფერისად ჩაცმული დავბრუნდები, თუ არა :D  თან მერე ვცივდები  და სიცხე მიწევს არაადეკვატური ჩაცმულობის გამო…
მოვიდეს ზაფხული…ან შემოდგომა… კარგი,ზამთარი მაინც :D
პროფესიები
ყოველთვის არამდგრადი ვიყავი პროფესიების საკითხში. ვაღიარებ, დღემდე წესიერად არ ვიცი რა მინდა. ბავშვობაში ( და არამარტო) ხშირად მიფიქრია, რომ რა იქნება ბევრჯერ ვჩნდებოდეთ, რომ რომელი პროფესიებიც გვაინტერესებს, ყველას ათვისება მოგვესწრო მეთქი :D
ხოდა ახლა ვეცდები გავიხსენო ყველა ის პროფესია, რომელზეც მიფიქრია სერიოზულად თუ არასერიოზულად:
მასწავლებელი
ბავშვობაში მხიბლავდა მასწავლებლის სტატუსი ძალიან. სავარაუდოდ ყველაფერი “მასწავლებლები ტუალეტში არ დადიან” ფენომენის ბრალი იყო, რომელმაც მაშინ გამიარა, როცა ერთ-ერთმა მათგანმა მთხოვა ჩანთა დამეჭირა და თვითონ “იქ” შეაბიჯა, სადაც წესით არ უნდა შეებიჯებინა :D მოკლედ, ცოტა ჭკუა რომ მომეცა და ჩამოვყალიბდი, მივხვდი, რომ მასწავლებლობა (სკოლაში თუ კერძოდ) ჩემი მოწოდება არ არის. მართალია მყავდა მოსწავლე და ერთი არაუშავს, მაგრამ როცა საქმე ეხება ყოველ დღე 30 ბავშვის გამკლავებას, არაა!!!
მუსიკოსი:
მაშინ, როცა მოხდა სასწაული და ჩემი ნეკა თითი მისწვდა სათანადოდ ვიოლინოს (რამდენიმე წელი ჩემი ზომა ვიოლინო ვერ ვიშოვეთ ვერსად და ვიჭაჭებოდი ხოლმე) და ისეთი ნაწარმოებების დაკვრა დავიწყე, რომლებიც კარგად ჟღერდა და სულ 4 ნოტისგან არ შედგებოდა, მომინდა გამეგრძელებინა. ოღონდაც ეს სურვილი მარტო მაშინ მიმძაფრდებოდა, როცა წარმატებულად დავუკრავდი ხოლმე რამეს და მეთვითონ  მომეწონებოდა.
განსაკუთრებული ამ მხრივ იყო ბოლო, მეშვიდე წელს დამამთავრებელ კონცერტზე დაკრული ნაწარმოები, რომლის გამოც ჩემს მასწავლებელს ცრემლი მოადგა  (უსაყვარლესი კაცია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიყვროდა და ისე მაჭერინებდა თითებს სიმებზე,რომ ცრემლები მცვიოდა, არასდროს შემჯავრებია :D ). მოკლედ ისე დავუკარი, რომ კინაღამ პირდაპირ კონსერვატორიაში შევაბიჯე, მაგრამ მერე ვიფიქრე “არა არა, ამით ვერ ვიცხოვრებ” მეთქი და დავანებე თავი…
მსახიობი:
პატარ- პატარა გამოცდილებების დაყრდნობით, ყველა გარშემომყოფი ამბობდა, რომ თეატრალურში უნდა ჩამებარებინა. მეც მომწონდა თითქოს ეს იდეა, მაგრამ  გადავიფიქრე…
მომღერალი:
ჩემი ხმა არ მომწონს თითქოს მიკროფონიზირებულ მდგომარეობაში, მაგრამ ამბობენ არაა ცუდიო და მაინც, თუ ვმღერი ჩემთვის, სახლში. ადრე დროდადრო მიწევდა აუდიტორიის წინაშე სიმღერა,  მაგრამ იმის მერე კიდევ შემეცვალა ხმის ტემბრი. ბოლო დროს ჩემი ნამღერი მარტო ილიას აქვს მოსმენილი :D
მოცეკვავე:
ცეკვა მინდება ხოლმე დროდადრო. საჩემოდ არა ოღონდ, პროფესიონალურ დონეზე (ოღონდაც ქართული არა). მე მაინც მგონია, რომ ცეკვის ნიჭი არც ისე განვითარებული მაქვს და მხოლოდ მოქნილობით გამოვირჩევი:D ხოდა სურვილი როცა მაწუხებს ჩემთვის ვცეკვავ ხოლმე, სახლის დალაგებისას ძირითადად :D პრინციპში   სწავლა არც არასდროს მიცდია და ვერ ვიტყვი  ათვისების უნარი მაქვს, თუ არა. აუცილებლად უნდა  ვცადო  ისე…
დიზაინერი:
იყო დრო, როცა ხელსაქმე არ მეზარებოდა და ხან ვქსოვდი, ხან ვკერავდი, ხან რაღაც სხვადასხვა აქსესუარებს ვაკეთებდი. ჩემი შეკერილი ჩანთებიც მქონდა, რომლებსაც ვიყენებდი ჩვეულებრივ. ერთი პერიოდი ვიდექი და მთეელი დღეები ვხატავდი მოდელებს. მართალია სერიოზული არაფერი შემიმოქმედებია (o_O), მაგრამ იდეები მაწუხებს ხოლმე და ძალიან მინდა ნებისყოფა მქონდეს საამისო…
ჟურნალისტი:
ჟურნალისტობას ძალიან სერიოზულად ვაპირებდი. გულიც დამწყდა, როცა გავიგე, რომ მეოთხე საგნად ისტორია და გეოგრაფია ბარდებოდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. უზომოდ დამეზარა ამ ორი ჩემთვის არასაინტერესო საგნის გადაღეჭვა, თორემ ალბათ პირველივეს ჟურნალისტიკას ჩავწერდი. მერე თავი იმით დავიმშვიდე, რომ იმისთვის, რომ ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა, დიპლომი არ არის საჭირო ჟურნალისტის. ბევრი ქართველი თუნდაც ტელეწამყვანი, პროფესიით არ არიან ჟურნალისტები.
იურისტი:
დიახ, რაც არ უნდა საოცარი იყოს ჩემი მხრიდან :D მეტსაც გეტყვით, მოწინავე ადგილას მეწერა გამოცდების დროს სიაში. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იქ არ მოვხვდი. აი სხვა დროს, მეტი დრო რომ მექნება და იურისტად რომ დავიბადები, მერე შეიძლება ფიქრი :D
სოციოლოგი:
ამ უკანასკნელზე უკვე დარწმუნებით (?) ვფიქრობ. ანუ, მაგისტრატურას ვაპირებ სოციოლოგიაში.
იყო კიდევ ათასი რაღაც, რაშიც ცხვირის ჩაყოფა მინდება ხოლმე. მაგალითად ლურსმანი როგორ მზადდება ეგეც მაინტერესებს და კიდევ ასანთის ღერებიც :D  მსგავს წვრილმანებზე ხშირად მეფიქრება, უმარტივეს რაღაცეებზე მოკლედ… ერთადერთი პროფესია, რომელზეც არასდროს მიფიქრია და ვიცი, რომ არც არასდროს მომეფიქრება სულ რომ 20-ჯერ დავიბადო, არის ექიმობა. არ შემიძლია :D
“წ” და მშობელთა კრება
ეს დღეები დედა ცოტა ცუდად გრძნობს თავს და ქეთის სკოლაში წაყვანა ხშირად მიწევს ხოლმე. დღეს მშობელთა კრებაზეც მომიწია დასწრება. საათი შეცდომით ვიცოდი თურმე და ერთი გაკვეთილით ადრე მივედი, სახლში წამოსვლა კიდევ დამეზარა- მეეთქი რა მოხდა, ერთი გაკვეთილი ვეღარ გამიძლია სკოლაში?!
დავჯექი მერხთან ამ მესამე კლასელების გარემოცვაში და იმ წუთიდან მოყოლებული, ახლაც მეცინება ბავშვებზე :D
რომ დავჯექი, თავიდან ყველა ჩუმ-ჩუმად აპარებდა თვალს ჩემსკენ. მერე გადაუჩურჩულებდნენ ერთმანეთს, გასწორდებოდნენ ისევ. შემისწავლეს მოკლედ თავიდან ბოლომდე..
ნუ საკლასო ოთახები ნაცნობი გარემო იყო- რუკა, ანბანი, ა ე ი ო უ, საკლები-მაკლები-სხვაობა.. კედლებზე ჩამოკიდებული აბრები: “ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა” (oO)და ა.შ.
ჩემი დის მასწავლებელი ძალიან მიყვარს, კარგი ვინმეა:) ჩემს ორივე დას მაგაზე ამოსდით მზე და მთვარე :D გაკვეთილზე რამდენჯერმე თქვა, რომ არ მინდა უცხოსთან ერთად გეჩხუბოთო და ჭკვიანადო და მგონი უფრო დაინტერესდნენ  ჩემით.. მაგრამ მე არ ვიმჩნევდი, ჩემთვის  ჩუმად ვიჯექი და ვაკვირდებოდი..
დაიწყო ტესტების განხილვა და მასწავლებელი სიმწრისგან ყვიროდა, რამდენჯერ უნდა აგიხსნათ რამდენი თვეა წელიწადის დროშიო.. ამას მოაყოლა, სირცხვილი და გაწითლება თქვენო და უცებ ისმის რომელიღაც ბავშვის ხარხარი- მას, მას, რეზიკო მართლა გაწითლდაო :D
სხვა საკითხი იყო ტესტში დასმული კითხვების პასუხები
1.რა არის კონტინენტი?
ერთ-ერთი ბავშვის პასუხი- ადამიანი :D
2. რისგან შედგება მთა? – (სწორი პასუხია წვერო, კალთა და ძირი, რაც მე სულაც არ მახსოვდა:D)
ბავშვის პასუხი იყო-  ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია!
გარდა ასეთი კითხვებისა, აქვთ ხოლმე კითხვები ზოგადი უნარების მაგვარი.. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ,  ჩემს დას ქონდა მიცემული დავალებად, უნდა ამოეხსნა ეს:
წამში ერთხელაა, წუთშიც ერთხელ.. დღეში, კვირაში და თვეში არც ერთხელ. წელიწადში ორჯერ. რა არის?
ეჭვი მაქვს სადმე მქონდა ან ნასწავლი, ან ადრე ამოხსნილი,ან გონება გამინათდა უცებ, რომ დავხედე მაშინვე მივხვდი, რომ საქმე იყო “წ”-ში, მაგრამ ბავშვები ვერაფრით ვერ მიხვდნენ.. ბავშვები კიარა,ვერც თვითონ მასწავლებელი :P
ხოდა ამ ავბედით ტესტში იყო მსგავსი შეკითხვა- რა არის მთასა და ბარს შორის? დიახ, ეს არის “და” კავშირი. თუმცა  ზოგს ეწერა ოკეანეო, ზღვებიო..
განსაკუთრებული პასუხი- მთასა და ბარს შორის არის თბილისი!
როგორც იქნა, მოვიდა დასვენების ჟამი და უცებ აყვირდა მასწავლებელი- “ტუალეტში ჯგუფ-ჯგუფად გასული არ დაგინახოთ!!!” :D და კიდევ რა დავამუღამე- მასწავლებელმა ერთ მოსწავლეს უთხრა, სკაიპში ინვისიბლეს რომ დაიყენებ ხოლმე, განა მე არ ვიცი რომ სინამდვილეში რომ  იქ ხარ და გაკვეთილებს არ სწავლობო, ლოლ :D
მოკლედ, მაგრად გავერთე, მაგრამ თან თავიც ამტკივდა, ხმაურიანები არიან ძალიან ბავშვები. ვერასდროს ვერ შევძლებ მე მასწავლებლობას ამდენ ბავშვებში, ჩემი ერთი მოსწავლეც მღლის ხოლმე ხანდახან და :D
მშობელთა კრებას რაც შეეხება, ძალიან მშვენივრად გამოვიყურებოდი მშობლის როლში:D
ცოტ-ცოტა სურათები ჩემი ძვირფასი სკოლის, რომელიც მაინცდამაინც მაშინ შეღებეს სალათისფრად, როცა მე უკვე დამთავრება მიწევდა:D
ჩემი თერაპიები
ალბათ ყველას ქონია შემთხვევა, როცა არ იცი ემოციები ” სად წაიღო”, ან სიმშვიდე გჭირდება, ან განტვირთვა.. ასეთ შემთხვევაში მე ჩემი თერაპიები მაქვს ხოლმე. თუ ერთი არ მშველის- მეორე, თუ მეორეც არა- მესამე და ა.შ. ჩემი თერაპიები:
1. ფილმები
როცა თავს ცუდად ვგრძნობ და რაღაც support მჭირდება იმისთვის, რომ “მოვძლიერდე” ვრთავ ისეთ ფილმებს, რომელიც ჩემი “თავის ცუდად გრძნობის” მიზეზებთან როგორღაც კავშირშია. როცა ხედავ, რომ იგივე ემოციებია იქ და მერე ყველაფერი კარგად მთავრდება, რაღაცნაირად შენც მშვიდდები.
2. მუსიკა
დაკვრაც, მოსმენაც- მნიშვნელობა არ აქვს. ყოფილა შემთხვევა, როცა ფილმზე მეტად რაღაც სიმღერაზე მიტირია :D თვითონ როცა უკრავ/მღერი, მაშინაც ბევრ ემოციას გასცემ.
3. ფლორა და ფაუნა
ნუ ფლორა შედარებით ნაკლებად. ამ შემთხვევაში მირჩევნია სადმე დახურული სივრციდან ვუყურო მცენარეებს, ვიდრე შიგნით ვიჯდე- მწერების მეშინია და იმიტომ :D ფაუნას რაც შეეხება კიდევ, ჩემი უპირველესი წამალი: ძაღლები და თევზები!
სამწუხაროდ არც ერთი მყავს და არც მეორე :| ორივეს ყოლა “მყავდა”-ში გადაიზარდა, მაგრამ იმედი მაქვს უახლოეს მომავლში მინიმუმ თევზებს მაინც დავაბრუნებ აკვარიუმში.  ძაღლი რომ მყავდა, იმის მოფერებას არაფერი არ ჯობდა რა, ყველანაირად ვწყნარდებოდი. სხვა ცხოველები ვერ მამშვიდებენ ოღონდაც- აი ზოგს რომ კატები შველით.. კატა რაც არ უნდა საყვარელი იყოს, არ მევასება და რა ვქნა :D თევზებს რაც შეეხებათ, ადრეც მეწერა, ჩემი თევზის აკვარიუმთან ჯდომა და პროსტა ყურება ისე მამშვიდებდა, რომ თავზე რომ დამმხობოდა ყველაფერი, რეაქცია არ მექნებოდა : ))
4. ხატვა
ადრე ძალიან ბევრს ვხატავდი ხოლმე. სოფელში, ჩემი ოთახი ახლაც აჭრელებულია ნახატებით. მეზარება ჩამოხსნა :D ძირითადად პორტრეტების ხატვა მიყვარდა. თვითნასწავლის დონეზე არაუშავდა იდეაში. თან ვინმე ” მომუზო” (მუზის მაგვარი. ავტ.შენიშვნა :D) თუ არ მყავს ვერ ვხატავ. ხოდა ასეთ ჟამს..
გუშინ საიდან, რატომ  და რისთვის- არ ვუწყი, მაგრამ ამდენი წლის მერე, ავიღე პლასტირები და დავიწყე ჯღაბნა.  არადა მართლა რამდენიმე წელია, რამე თუ დამიხატავს- პასტით და ლექციების დროს. გუშინ კიდევ მგონი ჩემი ბრალი არც იყო, მუზის ბრალია.. ენდის ბლოგზე რომ ვნახე, იმ გეიშამ იმოქმედა :D  სამწუხაროდ, შუა გზაზე მივატოვე და სახეც კი არ დავუხატე ნორმალურად, ტუჩები მაინც მიმეყვანა ბოლომდე :| ამ სახით არსებობს ახლა და იმიტომ შევუტყუპე იმას, რომ ერთად რომ შევხედავ და იმის ფონზე ჩემი რა საშინელებაა, მომინდება, რომ  ახლიდან და ნორმალურად დავხატო, თორემ ბავშვების გასაფერადებლის ნახატს გავს :D
ამას რომ შევეშვი, პაინტში გავაგრძელე შემოქმედება და ლექციაზე დახატული ეს:
გადავაქციე ამად:
გადავაქციე რა, ახლიდან დავხატე. პაინტი ლეპტოპის მაუსით ძაან ძნელია :user:  მართალია დიდი არაფერია, მაგრამ ვმშივდდებოდი ხატვისას და.. ისე ამის ხატვა ზალიკოს გაკვეთილებით ვისწავლე :D ჩემი დები უყურებდნენ და მეც ვუყურე. ერთ-ერთ ლექციაზე, უსაქმურად ჯდომისას გამახსენდა და დავხატე მერე, დამიმახსოვრებია :D
5. წერა
როცა ისეთ დროს წერ, როცა რაღაც გაწუხებს, შეიძლება “ემო” გამოგივიდეს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, თუ გშველის. აი მაგალითად, წუხელ ისეთი საშინელება დამესიზმრა, მოვკვდები ის რომ მოთხრობად არ დავწერო როდისმე. რომ დავწერ, დამეცლება ემოციები და გავთავისუფლდები :D (ასეთ დროს ფურცელზე წერას ვამჯობინებ ხოლმე). ომგ, ისეთი ცხადი სიზმარი იყო.. ნუ ახლა სასაცილოა, მაგრამ მე მკითხეთ როგორ დავიტანჯე-  მესიზმრებოდა, რომ ვიღაცას მივყვებოდი ცოლად ისეთს, ვინც არ მიყვარდა და საკურთხეველთან “არა” ვერ ვთქვი :D მერე მაგრად ვიტანჯებოდი, საპატარძლო კაბაში გამოწყობლი ვღნაოდი ეკლესიის რომელიღაც კუთხეში მიკუნჭული (კათოლიკური ეკლესია იყო), მთელი ცხოვრება ისეთ ადამიანთან უნდა გავატარო, ვინც არ მიყვარს მეთქი და თან რეჩი მოვცხე- მე არ ვიყავი რომ ვამბობდი უსიყვარულოდ არ გავთხოვდები მეთქი? :D ნუ როგორც მახსოვს სიძე შემეცოდა იქ მისატოვებლად :| რომ გამეღვიძა, მეგონა ქმარი მყავდა, ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან :D ფბ-ს სტატუსზე დამიკომენტა ერთმა მეგობარმა, ამბობენ სიზმარში მიღებული ემოციები არ განსხვავდება რეალური ემოციებისგან თავისი სიმძაფრითო.
ამ სიზმრის მერე, რომელიღაც თერაპია დამჭირდება, ნამდვილად!
რაც შეეხება თერაპიებს, ალბათ ყველას გაქვთ თქვენ-თქვენი თერაპიები და თუ არ გაქვთ, სასწრაფოდ გაიჩინეთ-  დაუკარით, იმღერეთ, ხატეთ, იცეკვეთ, წერეთ - რა მნიშვნელობა აქვს როგორ, მთავარია  შედეგი ქონდეს: ))
რა თაობა მოდის!
რა თაობა მოდის! (c) ყოველი “ახალი თაობის” შემხედვარე “ძველი თაობა”
ზუსტად ვიცი, ერთხელ მაინც ყველა იქნებოდა ამ ფრაზის მსხვერპლი.. ალბათ თავის დროზე, ზეზვა და მზიაც კი დანანებით აქნევდნენ თავს თავიანთი მომავალი თაობის შემხედვარე, მდედრებმა რომ ნელ-ნელა დაიმოკლეს ცხოველის ტყავისგან შეკერილი ტანსაცმლის სიგრძე და ბიჭებმა ქვის იარაღების მაგივრად ლითონის გამოყენება დაიწყეს.. :D
რაღა მასე შორს წავიდეთ, საზოგადოების უკვე განვითარებულ ნაწილს შევხედოთ და საქართველოში კარგად ცნობილ, ე.წ. ” მამებისა და შვილების ბრძოლა”-ს მივუბრუნდეთ,- ეს იყო  ქართველი მწერლების ძველი და ახალი თაობების  ლიტერატურული  “ბრძოლის” პირობითი სახელწოდება. სულ თავიდან,  ეს ბრძოლა  ლიტერატურის საზოგადოებრივი დანიშნულების, ენისა და სტილის საკითხებს მოიცავდა. ახალი თაობის  მოთხოვნა იყო ძველი ენობრივი ფორმების ამოღება და ამ ხერხით ხალხთან დაახლოება.  ამ ყველაფერმა “მამების”  დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.. თერგდალეულებს გრიგოლ ორბელიანი დაუპირისპირდა და ძაალიან შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებდა “შვილებს”. ფაქტი სახეზეა, ერთი შეხედვით მხოლოდ ლიტერატურული საკითხი გაცილებით მასშტაბური გახდა და თაობებს შორის ბრძოლა წარმოქმნა..
[მცირე ცნობა ვიკიპედიიდან ამ "ბრძოლის" შესახებ]
[გრიგოლ ორბელიანის "პასუხი შვილთა" ]
წარსულში რომ არ ვიქექოთ..
მე ვხედავ ზიზღით სავსე თვალებს, როცა სრულიად ჯანზე მყოფი უფროსისთვის ადგილის დასათმობად ერთდროულად 10 ახალგაზრდა არ ხტება სკამიდან..
მე ვხედავ როგორ უყურებენ ქუჩაში მოსიარულე წყვილებს
მე ვხედავ საშინელ გაღიზიანებას, თუ ოდნავ მაინც გამოირჩევი “წინაპრებისგან”
ცოტა ხნის წინ, ჩემი სახლის ფანჯრიდან ვიყურებოდი და ეზოში დავინახე რამდენიმე თინეიჯერი , 13-14 წლის გოგო, ზიზღის მაგვარი არაფერი, მადლობა ღმერთს, მაგრამ რაღაცნაირად გავღიზიანდი. მომეჩვენა, რომ ძალიან უაზროდ გამოიყურებოდნენ :D არა, ჩაცმულობაზე არ ვამბობ, ქცევას ვგულისხმობ.. არაფერია ერთი შეხედვით გასაკვირი, ჩემი ტოლების ქცევაზეც მომშლია ნერვები და სულაც 5 წლის ბავშვზეც, მაგრამ ქვეცნობიერს რომ ჩავხედე, მივხვდი, რომ იყო რამდენჯერმე შემთხვევა, როცა თინეიჯერების ან უფრო პატარების ჩემთვის გამაღიზიანებელი ქცევა “თაობისთვის” მიმიწერია.
ძალიან გავიცადე ეს ამბავი, მართლა :D რაზეც ყოველთვის მეთვითონ მეშლებოდა ნერვები, იგივეს ვაპირებ სხვისთვის? არავითარ შემთხვევაში!
კაცობრიობა ვითარდება, იცვლება ყველაფერი და არც ჩემს თავს და არც სხვას არ ვაპატიებ ჩაერიოს იმ აწმყოში, სადაც  ჩემს ძმას, ჩემს დებს, ცოტა შორეულ პერსპექტივაში ჩემს შვილებს, შვილიშვილებს ( თუ  გადავრჩით 2012-ში :lol:) მოუწევთ ცხოვრება.
სულ რომ  ამოატრიალონ და ყირაზე დააყენონ მთელი “ჩვენი დროის ღირებულებები”, ხელს არ შევუშლი. მთავარი თავისუფლებაა- ის, რაც ავიწყდება ხოლმე ყველას, როგორც კი ზრდასრულები ხდებიან.. ხოდა, მე რომ ზრდასრულად ჩავთვლი თავს და დავაპირებ მაინც “ახალი თაობის” შესახებ წუწუნს, გავიხსენებ რას ვფიქრობდი ახლა და როგორ არ მომწონდა, როცა მიუფასურებდნენ ჩემთვის ძვირფას თავისუფლებას.
აბა, ზეზვას და მზიას მომავალ თაობელ გოგოებს რომ არ დაემოკლებინათ ცხოველის ტყავის სიგრძე, ბიჭებს რომ ქვების მაგივრად ლითონის გამოყენება არ დაეწყოთ, თერგდალეულებს რომ არ დაენგრიათ ბარიერი ხალხსა და  მწერლობას შორის, წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ახლა?..
მიგვენაგვე-მოგვენაგვე..
“მიგვენაგვე-მოგვენაგვე”..- როგორც ერთ დროს ნაგვის ურნაზე წაწერილი, კოტე ყუბანეიშვილის ფრაზა იტყოდა..
რუსთაველი
ეს სურათი რამდენიმე დღის წინ, რუსთაველზეა გადაღებული.. ნაგვის ურნას ცეცხლი ქონდა მოკიდებული და გიზგიზებდა.  მართალია იმ მომენტში ისე ვიყინებოდი, კინაღამ გამიხარდა ცეცხლის დანახვა(:D), მაგრამ ძალიან გავმწარდი! ადრე ყოველთვის იყო ნაგვის ურნების პრობლემა. შეიძლება კილომეტრები გაგევლო ისე, რომ ერთი ურნა არ შეგხვედროდა.  არც მაშინ მესმოდა იმ ადამიანების, ყველანაირ ნაგავს რომ გზაზე ყრიდნენ, ახლა საერთოდ  თვალები შუბლზე ამდის ხოლმე. თითქმის ყველა ნაბიჯზე დგას ნაგვის ურნა! (თუ, რა თქმა უნდა, ასეთი ბედი არ ეწია, როგორიც ამ სურათზე) მაგრამ რაზეა ლაპარაკი, როცა ზედ ნაგვის ურნებთან  მისულები, შიგნით კი არ ყრიან ნაგავს, გარეთ- ნაგვის ურნის ძირში, ან ახლო-მახლო..
არ ვუსვამ ხაზს საკუთარ “ადამიანობას”, მაგრამ ჩემი ყველა ჯიბე, ჩანთის რომელიმე ჯიბე, აუცილებლად გატენილია ხოლმე ნაგვით :D ნაგვით- საღეჭი რეზინის ქაღალდები, ერთჯერადი სალფეტკები, შოკოლადის ქაღალდები და ა.შ. მსგავსი წვრილმანები. ძალიან ხშირად ყოფილა, რომ სხვისი ნაგავიც მე მიტარებია ჯიბეებით, ოღონდ ძირს არ დაგდებულიყო. ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს ადამიანში, არის ჩვევა, რომ დაუფიქრებლად შეუძლია ძირს დაყაროს ნაგავი.
ხშირად ჩხუბი მეზარება. გარშემომყოფები ძალითაც კი მიკეთებენ ხოლმე- იციან, რომ თუ ჩემს გვერდით დგანან და ძირს აგდებენ ნაგავს, შემიძლია დავიხარო და ავიღო:|
ლაპარაკი აღარ არის იმაზე, რა დღეშია ყველა ე.წ. “ბუნებაში საქეიფო ადგილი”- რასაც ჭამენ,  მენიუ თავის შეფუთვებით მიწაზე იყრება, ხეები კიდევ “ნატვრის ხესავით” პარკებით არის მორთული…. ლაპარაკი აღარ არის იმაზე, რომ სიგარეტის ჩასაქრობად ბოძამდე ხელის მიტანა ეზარებათ, ან ტროტუარზე ჩაქრობა და პირდაპირ ნაგვის ურნაში ისვრიან ანთებულს.. ლაპარაკი აღარ არის იმაზე, რომ მარტო ზრდასრული და იდეაში შეგნებული ადამიანები ყრიან ნაგავს ყველგან, ბავშვებიც ასე იზრდებიან იმათი შემხედვარე.. ლაპარაკი აღარც იმაზეა, რომ მე ამ ერთი პოსტით რამეს შევძლებ, როცა ვერავინ ვერაფერი ვერ უშველა- თვით კოტე ყუბანეშვლის ლექსებმა “მიგვენაგვე, მოგვენაგვე.. ” :D  ვერთობოდი ხოლმე ამ წარწერებით, მაგრამ ყველა ყუთი დახსნენს- ლითონი იყო :D ვეღარც “ამ  მთავრობას” დააბრალებენ, იმიტომ, რომ ნაგვის ურნებიც დადგმულია და მე პირადად, შემიძლია თამამად ვთქვა- თუ არ ვცდები კვირაში ერთხელ, ჩემს კორპუსთან მოდიან ყველაფერს გვიან.
მე არ ვიცი გზა, რომელიც ამ პრობლემას გამოასწორებს.. ან, თუმცა, როგორც ადრე ერთ პოსტში მეწერა, ალბათ გამოსავალი ეს არის:
ასფალტი იქნება, მიწა თუ სხვა ნებისმიერი ზედაპირი, ნაგვის დაგდებისთანავე ხმამაღალ, სახალხო გინებას იწყებდეს იმ ადამიანის მისამართით, ვინც დაანაგვიანა. თუმცა ალბათ იქამდე არ ჩაიყრება ბუნკერებში ნაგავი, სანამ ბუნკერი გულითად მადლობას არ გადაგვიხდის ნაგვისთვის და ფულადი ჯილდოთი არ გამოგვიშვებს.