აგერ უკვე ლამის ერთი წელია ერთი და იგივე ავატარი მაქვს აბსოლიტურად ყველგან. ზედმეტად შევეჩვიე, ძალიან შემიყვარდა. თან ისეთი ბუნებრივია, ვერავინ ვერ ხვდებოდა, რომ კირა ნაიტლი იყო :D ვინც არ მიცნობს კიდევ,ყველას ის ვეგონე. ვინც არ მიცნობს კიარა, ერთხელ სვითი დიდხანს არ მყავდა ნანახი და მითხრა- მალე მნახე, თორემ უკვე შენს ავატარზე რომ არის, ის მგონიხარო [...]
კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ სჯობს პირადი ბლოგი თემატურს- შეგიძლია პოსტი დაწერო
მაშინაც, როცა არაფერი გაქვს საწერი
ბოლო აღმოჩენები:
თათუკამ ახალი ავადმყოფობა გამომიჩინა- looklet.com
შეგიძლია ჩააცვა მოდელებს შენი გემოვნებით.. და როგორც კი დალინკა FB-ზე, მაშინვე მივხვდი, რომ “მაუსის შედგმისთანავე” იქ დავრჩებოდი სამარადისოდ :D ამ დროისთვის 4 მოდელი გავამზადე უკვე:
ალბათ ყველას ქონია შემთხვევა, როცა არ იცი ემოციები ” სად წაიღო”, ან სიმშვიდე გჭირდება, ან განტვირთვა.. ასეთ შემთხვევაში მე ჩემი თერაპიები მაქვს ხოლმე. თუ ერთი არ მშველის- მეორე, თუ მეორეც არა- მესამე და ა.შ. ჩემი თერაპიები:
1. ფილმები
როცა თავს ცუდად ვგრძნობ და რაღაც support მჭირდება იმისთვის, რომ “მოვძლიერდე” ვრთავ ისეთ ფილმებს, რომელიც ჩემი “თავის ცუდად [...]
არარომანტიულმა მკითხველება ცოტა ხნით მაპატიეთ :user:
ბავშვობიდან მქონდა მიდრეკილებასავით, რომ აუცილებლად ვინმე უნდა მყვარებოდა. ისე ვერ ვძლებდი, თუ ვინმეზე არ ვფიქრობდი, ვინმეზე არ ვზრუნავდი და თუ გულის აჩქარებები არ მჭირდა. ჩემი ”სიყვარულები” ორ ნაწილად იყოფოდა/იყოფა ხოლმე: რეალური და არარეალური
ახლა რას ვგულისხმობ- ნუ რეალურები იმედია გასაგებია და ეს ე.წ. არარეალურები იყვნენ ისეთები, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი. ახლა რომ დავითვალე, ასეთი მქონდა [...]
ჯერ გუგლი გადავატრიალე , რომ რამე ისეთი მეპოვნა ორი გოგოს კაფეში მჯდომიარე ლაპარაკს რომ გამოსახავდა oO მერე ნერვები მომეშალა და მეთვითონ დავიწყე პაინტში ხატვა ორი ლულის რეკლამიანად- ეკუთვნით ლობიანის გემოს ხათრით.. პაინტის ხატვით ისე დავიტანჯე და თან ისე გავერთე, კინაღამ დამავიწყდა რაზე ვწერდი პოსტს
მგონი ადრე (რატომ არ ვიცი და) არასდროს მომიყოლია ჩემი ერთი მეგობრის [...]
კომპიუტერის დალაგებისას დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრჯერ აღმოგიჩენიათ სურათები, რომლებიც არ გახსოვდათ, რომ არსებობდა საერთოდ. ან საიდან მოხვდა თქვენთან ის არ გახსოვთ და ა.შ. დროდადრო საგულდაგულოდ ვალაგებ ხოლმე ყველაფერს. დღეს კომპში არსებული ფოლდერებიან-ფლეშკიანად ყველაფერი გადავატრიალე და ბევრი ისეთი რაღაც შემხვდა, დავიწყებული:
ამ სურათს რომ შევხედე ლოგიკური კითხვა გამიჩნდა- წარბი სად მაქვს? oO საშინელი წარბების ფორმა მაქვს, მაგ დროს [...]
ყველა ბლოგზე წლის შემაჯამებელი პოსტებია, მე კიდე უგანწყობოდ ვზივარ და ვოცნებობ ცოტა ხნით მაინც დამიბრუნდეს განწყობა, რომ პოსტი მაინც დავწერო :D პატაკს მკითხველებს ყველა აბარებს. ხოდა ავდგები და მეც პატაკის სახით დავწერ:
[აქ გადაცემა "პატრული"-ს სცენარისებური- "ვპატრულირებდი ჩემს კვადრატში.."]
მაშ ასე, 2009 წლის მანძილზე დაფიქსირდა:
გულის ტკენა- 1 შემთხვევა
იმედგაცრუება- 3 შემთხვევა
წარუმატებელი ურთიერთობა- 3 შემთხვევა
მეგობრებად დარჩენა – 1 შემთხვევა
შეყვარება- 0 შემთხვევა
[:lol:]
ყველა დადებს ალბათ თავის ბლოგზე ამ საოცრებას, მაგრამ მეც რომ არ დამედო, არ შემეძლო რა :user: უკვე რამის ერთი კვირაა ამ კლიპის მოლოდინით ვცოცხლობდი :D რამდენიმე ბლოგერის სურათი ნანახი მქონდა, რამდენიმეს ჩემს სურათში გავუცვალე :lol: დაახლოებით წარმოდგენა მქონდა, რანაირი იქნებოდა, მაგრამ აი ასეთს მართლა არ ველოდი!
მთელი დღეა ჩართული მაქვს და full screen-ზე ვუყურებ user გამომეტყველებით [...]
Continue reading about Georgian Bloggers Wishing Merry Christmas
არასოდეს გაგჩენიათ სურვილი, თქვენი თავი წინ დაგესვათ, ლაპარაკის უნარ წართმეული და მხოლოდ მოსმენის უნარით აღჭურვილი? მე დავიყენებდი წინ, ან ჩამოვჯდებოდით იატაკზე ფეხმორთხმით, ხელს ჩავკიდებდი და თვალებში ჩავხედავდი. მერე თავზე ხელს გადავუსვამდი და ვეტყოდი- ერთხელ მაინც მოიქეცი ისე, როგორც გინდა!
მუზა: “დილა მშვიდობისა, საქართველო“-ს ინტერაქტივი
მორიგი უძილო ღამის შემდეგ [ეს ახალი ჭირი მჭირს], დილით თვალდახუჭულმა მოვძებნე იატაკზე მიგდებული ტელევიოზრის პულტი ხელის ფათურით და უმისამართოდ გავიშვირე [სავარაუდოდ ტელევიზორისკენ]. როგორც ჩანს წარმატებულად დავუმიზნე, ჩავრთე ტელევიზორი და ყურთ [ვინაიდან თვალი ჯერ არ მქონდა გახელილი] რუსთავი2-ის დილის გადაცემის ინტერაქტივი მომხვდა, კითხვით: რაშია თქვენი ხიბლი? და ვარიანტები იყო:
ღიმილი
იუმორი
ტემპერამენტი
შედეგები როგორც მერე myvideo-ზე ვნახე, ასეთი იყო:
მუზა: Sweet.ge: Scrapbooking
Scrapbooking-ი არის პირადი და ოჯახური ისტორიის შენახვის ერთ-ერთი მეთოდი. ფოტოსურათების, დაბეჭდილი მედიის და სამახსოვრო ნივთების გაფორმებულ ალბომებში ან სკრეპბუქებში ჩაკვრა.
მიყვარს ხოლმე ძველი რამეების თვალიერება. გუშინ, შუაღამისას, საძილედ გამზადებულს უცებ გამახსენდა sweety-ს ეს პოსტი და ჩემი მოსკრეპბუქო დღიურების გადმოლაგება მოვინდომე. მოსკრეპბუქო იმიტომ, რომ ეგენი ნაკლები ტექსტისგან შედგებიან, მე კიდევ უფრო მოდღიურო რამეები მქონდა..
სკრეპბუქებიც და [...]
“პოსტი არ მომწონს და მაინც ვაპაბლიშებ”-ს მოტივებზე..
ორი დღეა მეუბნებიან, ბედნიერად გამოიყურებიო. ჯერ ზურიუსმა მითხრა, მერე დღეს უნივერსიტეტში რომ მივედი თითქმის ღამენათევი [2 დღეა საშინლად მძინავს], ღამე შერჩენილი მაკიაჟით და თითქმის წაშლილი სახით, უცებ მეუბნებიან- როგორ გიბრწყინავს თვალებიო o_O მეთქი- ჰა? ვინმეში ხომ არ გეშლებით? მაგრამ ასე ერთბაშად ყველა პირს ხომ არ შეკრავდა, ხანდახან მართლა არის [...]
ორი დღეა ცოტა ხნის წინ გაღორების შედეგად ერთად 6 გადმოწერილი ფილმის ყურებას ვცდილობ, მაგრამ ინტერნეტი ისე შემიტყუებს ხოლმე, ვეღარ ვიცლი. არადა დღეს უკვე ვგრძნობდი, რომ პმს-ი და დაძაბული ურთიერთობები ფილმს მოითხოვდა! თანაც ისეთ ფილმს, აი რომ არ გძაბავს შინაარსით და თან რომ ოპტიმიზმს გიბრუნებს. მართლა მჭირდებოდა განტვირთვა, ავდექი და ჩავრთე ერთ-ერთი-just married. ფილმი არის წყვილზე, [...]
ვერ ვიტან ასეთ “დილებს”, ყველაფერი რომ ცუდადაა, ან გეჩვენება, რომ ცუდადაა და გინდა ეგ დღე კომპიუტერთან, ფილმების ყურებაში გაატარო, ამ დროს კიდევ უნდა ადგე ადრე, სახლი მიალაგ-მოალაგო [დედა მთელი დღე ბავშვების ხელში ისეთ დღეშია, რომ არ დავალაგო სინდისი არ უნდა მქონდეს :D], გაემზადო და უნივერსიტეტში წახვიდე კარგი გამომეტყველებით..
დაკავებული დღეები ძალიან მღლის, გუშინდელი დღე კოშმარი იყო! [...]






ბოლო კომენტარები