Archive for the ‘movies..movies..’ Category

movies, part V

სათაურის დარქმევისას კითხვა გამიჩნდა- ნაწილებად რომ ვაკეთებ, სადამდე ვაპირებ ასვლას o_O მომავალი პოსტიდან შევუცვლი სათაურებს..
ბოლო დროს შედარებით იშვიათად ვუყურებ  ფილმებს, შემომაკლდა გადმოწერილების მარაგი და ძებნა მეზარება ხოლმე. მაგრამ თავისთავად მაინც ვუყურებ დროდადრო და ტრადიციულად, ბოლოს ნანახი რამდეინმე ფილმის მიმოხილვა:
ფილმი რომანტიულია. ცოტა არეული სიუჟეტი აქვს, დღეები დახტის და ცოტა დამეზარა ტვინის მიდევნება :D მაგრამ საერთო ჯამში კარგია. ტრადიციული happy end-ით არ მთავრდება, მაგრამ ეგეც კარგია. იმიტომ, რომ ოპტიმიზმისთვის ადგილი რჩება ისეთ შემთხვევაშიც, როცა ერთი ურთიერთობა ცუდად მთავრდება
მე მიჭირს ხოლმე დაძაბული ფილმების ყურება და თითებზე ჩამოითვლება საშინელებათა ფილმები რამდენი მაქვს ნანახი. ეს მთლად საშინელება არ იყო, მაგრამ შემეშინდა. ღამე ვუყურე, იდუმალ გარემოში და ფაქტიურად შევიშინე თავი :D რომანტიკაც იყო გარეული და ერთ-ერთ ბოლო მომენტზე გავსკდი ტირილით. საერთო ჯამში, კარგი ფილმია
ამ ფილმის ყურებისთვის მე ჯერ კიდევ არ ვიყავი მზად, როგორც აღმოჩნდა. არადა ბოლოსდაბოლოს როდისმე ხომ უნდა მენახა :D ვუყურე და მთელი ფილმის მანძილზე ერთი კოლოფი ერთჯერადი სალფეტკი დამჭირდა :| ნუ, ვისაც მაინცდამაინც გულზე არ მოხვედრია mj-ს სიკვდილი, იმათთვის ალბათ უბრალოდ კონცერტის რეპეტიციის ჩანაწერები იქნება, მაგრამ მე რომ წარმოვიდგინე, რომ ეს კონცერტი, რომელისთვისაც ასე ემზადებოდა და ვერ.. ბრრ, უჟას! ამ განცდების გარეშეც საინტერესო საყურებელია, მართლა :)

Bogus

ფილმი, რომელსაც არ ვიცი რატომ ვუყურე, მაგრამ ასე ვიცი ხოლმე- ტელევიზორში რამე ფილმს თუ შევყევი ვუყურებ. არადა კომპიუტერში რაღაც ფილმი თუ არ მომეწონა, მაშინვე გულს ვიცრუებ. ანუ, ტელევიზორში უფრო ადვილია ყურება თითქოს. ხოდა ესეც რაღაც გასართობი ფილმი იყო. წარმოსახვით მეგობარზე, რომელიც ყველას გვყავს, როცა გვიჭირს:))რაღაც მომენტში გულიც კი დამწყდა, რომ ბავშვობაში მასეთი მეგობარი არ მყოლია :D კარგი მსახიობები არიან თან.

Alice in Wonderland

დღეს andy-ს და კინოთეატრ ამირანის წყალობით  alice in wonderland-ზე წავედი(მოსაწვევით), როგორც იქნა! პირველივე დღეებში მინდოდა წასვლა, მაგრამ ეს რიგებში დგომა.. ავატარზეც ასე მომივიდა,მგონი ყველაზე გვიან ვნახე :D ნუ,ამჯერად გადავრჩი “ყველაზე გვიან”-ს და ვნახე ალისა..
სანამ კონკრეტულ განხილვაზე გადავალ, რჩევები მათთვის, ვისაც ჯერ არ უნახავს:
  1. არ უსმინოთ ვინ რას ამბობს და ვინ როგორ აკრიტიკებს. პრინციპში, მე მოსმენა კარგად წამადგა- ისეთ საშინელებას ველოდებოდი სხვების მონაყოლის მიხედვით, იმასთან შედარებით ჯაყოს ხიზნებიც შედევრად მომეჩვენებოდა ალბათ :D
  2. მაქსიმალურად ეცადეთ თავი აარიდოთ ამ ფილმის შედარებას წიგნთან, სხვა ვერსიებთან, ავატართან. იმიტომ, რომ :
  • ტიმ ბარტონს არ დაუდია ფიცი ერისა და ღვთის წინაშე, რომ აუცილებლად წიგნის მიხედვით გადაიღებდა ფილმს.
  • ეს სულ სხვა საფეხურია.. 3D ბევრს ნიშნავს
  • ავატარს რატომ ადარებენ ვერ გავიგე. ნუ ერთი მიზეზი ის არის, რომ ორივე 3D-ა. მაგრამ რამდენი განსხვავებაა დაფიქრდით- ავატარი საერთოდ სხვა რამეა! მაგას ალისა კიარა არაფერი არ უნდა შეადაროთ (გაიგეთ, ოსკარების გადამცემლებო? :mad: ). მოკლედ, თუ ავატარს შეადარებთ, გაგიცრუვდებათ იმედები, აბა რა იქნება : ))
ახლა გადავიდეთ განხილვაზე..
პერსონაჟები (ქასთით კმაყოფილი ვარ):

Alice- Mia Wasikowska

ალისას პერსონაჟი არაფრით გამორჩეული, ვგულისხმობ სახასიათო თვისებებს- ხასიათს, გრიმს და ა.შ. გარეგნობით სწორად იყო შერჩეული, მოუხდა ფილმს, მაგრამ არ ვიცი ბარტონს დავაბრალო თუ მიას, რაღაც ეკლდა. ალბათ ის, ჩვენ რომ მარილს ვეძახით ხოლმე. თუმცა, დიდი დანაკლისი არ მიგრძვნია დანარჩენი პერსონაჟების “გადამკიდე”

Red Queen- Helena Bonham Carter

ჰელენა იმათაც კი მოეწონათ, ვინც ფილმიდან 15 ლარის დაკარგვის გამო გამწარებული გამოვიდა :D გენიალური იყო! კარგად შერჩეული როლისთვის, კარგად “გამმართლებელი” ბარტონის და მაყურებლის იმედების და მოკლედ, ნამდვილი red queen-ი! და რაც ყველაზე ძალიან მომეწონა- გაბრაზებსგან რომ წითლდება!  <3

white Queen- Anne Hathaway

ვაიმე ულამაზესი <3 გრიმზე და კოსტიუმებზე ცალკე მინდა ლაპარაკი, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო რა ლამაზი იყო თეთრი დედოფალის პერსონაჟი.. ენი ძალიან კარგი იყო. რამდენჯერმე მოვისმინე, არაბუნებრივიაო, მაგრამ არა!- ვისაც ნანახი გაქვთ, ის სცენა გახსოვთ? ჩვეულ “ნარ-ნარ”-ს რომ უცებ მოსწყდა და ძაღლისკენ გაიქცევა? ძალიან მაგარი მომენტი იყო <3
და ბოლოსთვის შემონახული

Mad Hatter- Johnny Depp

აი, ვისაც რა უნდა ის უთქვია, როგორც გინდათ ისე გააკრიტიკეთ ჯონი დეპი კაპიტნის ელემენტების შერევისთვის, მაგრამ ამ პერსონაჟმა მთლიიანად დაიპყრო გული და თვალიც! :D ეს  ტრაგიკულ-კომიკური (ამ ორიდან, თავისთავად ტრაგიკულმა დამიპყრო:| ) პერსონაჟი ჩემთვის ერთადერთი ემოციური წერტილი იყო ფილმში.  ბოლოს მისი ცეკვა aww, ყველაზე ემოციური მომენტი <3

კოსტუმები და გრიმი:

ერთ-ერთი დიიდი ღირსება ფილმის! red queen-ის და mad hatter-ის გრიმები განსაკუთრებით..

და მთაავარი, 3D ეფექტები:

ჯერ, 3D-ს გარეშე, ულამაზესია wonderland-ი. წითელი ჯადოქრის სასახლე, გარემო, Cheshire Cat-ი.. (ხო,ეს ცალკე განზომილებაა!)
ისეთი მაგარი იყო, რომ ჩახუტება მომინდა! :D
ძლიერი ეფექტები აქვს. ძაალიან ალამაზებს 3D. ორმოში ჩავარდნის სცენა, ალისა რომ გადაწყვეტილებას მიიღებს იბრძოლოს თეთრ დედოფალთან ერთად ეგ სცენა, ჩეშირის კატა სადაცაა ყველა ის სცენა, ბუნების ეფექტები, კიდევ ის სცენა- გიჟი კურდღელი რომ რაღაცას გააქანებს კარისკენ, ეგ განსაკუთრებით შთამბეჭდავია:D  (ეს ხუმრობით. უბრალოდ,  ისე  შევხტი, ენდი მოკვდა სიცილით :D )
კი, მართალია, რომ სცენარი “დიდი არაფერი” არ იყო, რომ ყველა მეტს ელოდა  და ა.შ. მაგრამ რაც მთავარია, მოსაწყენი ფილმი ნამდვილად არ არის. თანაც ულამაზესია. არც ერთ შემთხვევაში არ გადაიფიქროთ სხვების კრიტიკების გამო ამ ფილმის ნახვა იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ძალიან კარგ სანახაობას მოიკლებთ! უმაგრესი ვიზუალია, უმაგრესი ეფექტებია, უმაგრესი გრიმი და კოსტუმებია!
პ.ს. ავატარისკენ გამექცა ისევ თვალები. სანამ დამთავრდება მგონი კიდევ ერთხელ უნდა
წავიდე!

movies, partIV

ბოლოს ნანახი რამდენიმე ფილმი- პოსტი უმუზობის ჟამს:

youtube-ს რა დაემართა არ ვიცი, ათასნაირად ვცადე ვიდეოს ჩასმა და არ ჩაჯდა :|

Jusqu’à toi

ჩემოდნის შიგთავსით გადაწყვეტს გოგო, რომ თავისი მეორე ნახევარი იპოვა :user: კარგი ისტორიაა, საყვარელი:))
გადმოსაწერი ლინკი: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=ABADHD

ტრეილერი: http://www.youtube.com/watch?v=iOGdFu-JDRY

Across The Universe

ფილმი, რომელიც რამდენჯერაც არ უნდა ვნახო,  არ მბეზრდება. ალბათ, საუნდტრეკების გამო უფრო.

გადმოსაწერი ლინკი: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=DJGEK

ტრეილერი: http://www.youtube.com/watch?v=43aLbo-Y_W0

A Lot Like Love

ამ ფილმმა ცოტა გამიცრუა იმედები. ალბათ იმიტომ, რომ როცა ვუყურე, მაგ დროს ტირილის ხასიათზე ვიყავი და ძალიან ცრემლებიანი ფილმი მინდოდა.  ამან ვერ მოახერხა მაგდენი და გავბრაზდი :D თუმცა, ეშტონის ხათრით მაინც ვუყურე : ))

გადმოსაწერი ლინკი: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=CGELC

ტრეილერი: http://www.youtube.com/watch?v=MRPr34vEbC8

My Sister’s Keeper

აი, ეს ის ფილმია, რომელიც უნდა ნახოთ! ჯერ ერთი, ძალიან ლამაზია რაღაცნაირად, ძალიან მძიმეა და თან უკარგესი.

საუნდტრეკებიც ძალიან კარგი აქვს.. შინაარსზე არ მინდა ვილაპარაკო იმიტომ, რომ როგორც უკვე ვთქვი, ეს უნდა ნახოთ! :)

გადმოსაწერი ლინკი: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=CKHGE

ტრეილერი: http://www.youtube.com/watch?v=6Nzl50a86DM

პ.ს. 4 მარტიდან alice იწყება, ერთი სული მაქვს!

http://www.youtube.com/watch?v=OwZj31hV1-4

ჯაყოს ხიზნები

ბოლო დროს როგორ გახშირდა ქართული ფილმების გადაღება, ყველამ ვიცით. თბილისის კინოთეატრებში ზოგჯერ რამდენიმე ახალი ქართული ფილმი ერთად გადის ხოლმე.. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ქართულ კინემატოგრაფიაში (რა საოცრად ჟღერს),   “ჯაყოს ხიზნები” უნდა ყოფილიყო. მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნები”-ს ეკრანიზაციის ირგვლივ, ყველაზე დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი.. “იმედმა” და სტუდია “ტაია”-მ ნახევარი მილიონი ევროთი დააფინანსეს ფილმი. კინოთეატრში არ წავსულვარ, ალბათ ნაკლები ინტერესის გამო, მაგრამ ორშაბათს სატელევიზიო პრემიერა იყო  იმედზე და იმდენჯერ გადიოდა რეკლამა, რომ დამაინტერესა და  დღეს ვუყურე მაივიდეოზე (დარწმუნებული ვარ, კარგა ხნით ადრე იდებოდა უკვე ინტერნეტში სადმე, მაგრამ სანამ ცხვირ წინ არ დამიდებენ ხოლმე, მეთვითონ მეზარება მოპოვება:D).

ყოველთვის, როცა წიგნის ეკრანიზაციას აკეთებენ, გინდა თუ არ გინდა, ადარებ ერთმანეთს.. თანაც, სანამ ფილმს ნახავ, თუ წიგნი გაქვს წაკითხული, შენს წარმოდგენილ პერსონაჟებს ადარებ ფილმის გმირებს. თუ ჯერ ფილმი ნახე-პირიქით. ხშირად, შეუსაბამობაშია ფილმის რეჟისორის და შენი წარმოსახვები და ამიტომ, ცოტა არასწორად მიმაჩნია ხოლმე იმ კუთხით მსჯელობა, ის ჯობია, თუ ის ჯობია, მაგრამ გინდა, თუ არ გინდა, მაინც ამ ემოციებზე დაყრდნობით აფასებ მერე ნანახს/წაკითხულს.  Read the rest of this entry »

I SEE YOU

avatar

\

რაც სახლში მოვედი (აგერ უკვე 4-5 საათია ), მას შემდეგ გახსნილი მაქვს new post-ის ფანჯარა, მაგრამ ვერ ვიწყებ წერას. იმდენი ემოცია მაქვს მოზღვავებული ერთად, აღარ ვიცი საიდან დავიწყო..

თავიდან დავიწყებ (რა ლოგიკურია)

ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო, ტრილერი, მძაფრ-სიუჟეტიანი- სულ თითზე ჩამოსათვლელი ფილმებია, რაც ამ ჟანრში ნანახი მაქვს და დიდად არ მომწონს, ჩემი რომანტიკები მირჩევნია, მაგრამ რეკლამა რას არ იზამსო ნათქვამია. “3D, მსოფლიოს ისტორიაში შემოსავლით #1 ფილმი”… მოკლედ, ყველამ იცის ალბათ ავატარის დამსახურებები. ისე მე ცოტა გარე სამყაროს მოწყვეტილი ვარ ხოლმე და ფეისბუქზე რომ “ავატარული ავატარების” დაყენება დაიწყეს, თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა:D ნუ, თავისთავად გავიგე მალევე, გამოვძვერი ჩემი სტაბილური ჭურიდან. Read the rest of this entry »

EL CLON

წუხელ ტელევიზორს შემოვრჩი ძალიან გვიანობამდე. გახდა 3 საათი, 4 დაიწყო და რას ხედავს ჩემი თვალები o_O სერიალი კლონი დაიწყო იმედზე იმ შუაღამისას. ხოდა გამახსენდა, როგორ მომწონდა..

2003-2004 წლებში გადიოდა საქართველოში, როგორც ფორუმზე წავიკითხე. ხოდა მახსოვს, რომ ვუყურებდი. ძალიან მომწონდა. აი არ ვიცი რა ეპითეტი უნდა ვთქვა, მგონი ლამაზი სერიალი იყო.

შინაარსიც სხვა სერიალებისგან განსხვავებული ალბათ, მაგრამ მაგას ნაკლებადღა ვაქცევდი ყურადღებას ისე მომწონდა აღმოსავლური სამყარო. თორემ ისე არც მაშინ ვიყავი სერიალების დიდი მაყურებელი და ახლა გაგონებაც არ მინდა მითუმეტეს :D  ტელევიზორთან ცოტა დროს ვატარებ, ისიც გვიან ღამით.. ხოდა თუნდაც მუცლის ცეკვები ამ სერიალის.. :love: ძალიან მომწონს და როდისმე აუცილებლად დავეუფლები და ის ლამაზი ტანსაცმელიც მექნება :D Read the rest of this entry »

movies, partII

ჩემი მორიგი პოსტი რჩეულ ფილმებზე.

ანუ ისეთ ფილმებზე, რომლებსაც ვუყურებ და ნახვის შემდეგ კომპიუტერის D დისკზე მდებარე ფოლდერ movies-იდან, ნანახი და არ წაშლილი ფილმების ფოლდერში გადადის.

ნაწილი I

Guess Who

Read the rest of this entry »

კაი კინო!

კვირას ვიყავით “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს2″-ზე ბლოგერები. პირველი ნაწილი ხომ კარგი იყო, ხოდა აი იმაზე უკეთესია მეორე :P მსუბუქი  სიუჟეტი იყო, მეგონა სულ ნახევარი საათი ვუყურებდი :D

საუნდტრეკებში გამიხარდა”თოვლი მოსულა”-ს გამოჩენა. ზოგადად  კარგად არის შერჩეული, შარშანდელი ახალი წელიც ამ ფილმის საუნდტრეკებთან ასოცირდება. აი ყველა აქ იხილეთ:

http://kaikino.com/2/#soundtracks

ძალიან ცოტა დრო მაქვს  ეს დღეები, ამიტომ ვრცელ პოსტს ვერ ვწერ და დანარჩენი ბლოგერების პოსტებს დავლინკავ ამის შესახებ:  Read the rest of this entry »

უჟასები

სიტყვა- “უჟასები”, იწვევს ბავშვობის ასოციაციას, როცა ჩემზე უფროსები მაშინებდნენ ხოლმე და მიყვებოდნენ როგორ უყურეს “მააგარ უჟასს” გუშინ ღამე! :D

გუშინ დასაძინებლად რომ განვთავსდი, ძილის წინ, რა თქმა უნდა, ტელეარხების ჩამოვლის რიტუალი ჩავატარე. უაზროდ  გადავათვალიერებ ხოლმე ყველა ტელევიზიას და მერე ვთიშავ. წუხელაც ასე ჩამოვლისას გავჩერდი იმედზე, სადაც რაღაც საშინელებათა ფილმი იწყებოდა, რომლის რეკლამასაც რამდენიმე დღის წინ მოვკარი თვალი.

სევენის ნათქვამი გამახსენდა, ბოლო დროს საშინელებათა ფილმებში ბავშვების გამოყენება დაამუღამეს და მაგრად ამართლებსო.

ვინაიდან მართლა არასდროს არ მინახავს საშინელებათა ფილმი თავიდან ბოლომდე, გადავწყვიტე მეყურებინა. განწყობის ბრალია ალბათ- როგორც კი ფრაზა Read the rest of this entry »

ან მე, ან ის!

FeverPitchBallparkწუხელ დაძინების მრავალი უშედეგო მცდელობის შემდეგ ტელევიზორი ჩავრთე და რუსთავი2-ზედ შევესწარი ფილმს “Fever Pitch“. სწორედ ეს ფილმი გახდა მუზა პოსტისა ქალების და მამაკაცების განსხვავებულ ინტერესებზე..

დაახლოებით რომ მიხვდეთ- ფილმი red sox-ის ფან მამრზე და ერთ მდედრზეა, რომელსაც უწევს მისი გატაცების ატანა. ამ მამრს იმდენად ფანატიზმში აქვს გადაზრდილი, რომ იქამდე ყველა ქალი შორდებოდა  მიზეზით- red sox-ი ჩემზე მეტად გიყვარს!  Read the rest of this entry »

life with louie

არ ვიცი ბლოგოსფეროში და ჩემს მკითხველებში ჩემზე ადრე დილით ვინმე იღვიძებს, თუ არა, მაგრამ ვინც იღვიძებს და ჩემსავით რუსთავი2-ის დილის გადაცემას უყურებს, შეამჩნევდა, რომ ლუი დაიწყო ისევ. ადრეც იყო ხოლმე და მაგრად მიყვარდა. ეხლაც, როცა დილით ადრე ვიღვიძებ, 8 საათზე ვჯდები ტელევიზორთან და რაც არ უნდა მეჩქარებოდეს, ვუყურებ :D

landerson_cartoon Read the rest of this entry »

უწი-პუწი

ჩემს კომპიუტერში არსებობს ფოლდერი, სახელად “movies”, რომელშიც ვინახავ ფილმებს Read the rest of this entry »

movies..movies..

lkჰბრძანა მისმა უდიდებულესობამ და მართლაც, რაოდენ ამაო იქნებოდა უფილმობა.. ყველაზე დიდი სიამოვნებით მაშინ ვუყურებ ფილმს, როცა რომელიმე გმირში ჩემს თავს დავინახავ ხოლმე- ან რაღაცით მგავს, ან ისტორია ხდება მსგავსი.. ნუ თუ ჩემი თავიც აღმოვაჩინე და რომანტიული მელოდრამის მეორე მთავარი გმირიც  ნაცნობ დედამიწელებში ხომ საერთოდ, შემიძლია დღეში სამჯერ ვუყურო ერთსა და იმავეს.. ა, კიდევ თუ ისეთი რამეა ფილმში, რაც მინდა, რომ მოხდეს.. მოკლედ, ფილმები საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ რაღაცეები ისწავლო, ის დაინახო, რაც გინდა [ეს ხომ ასე ძალიან გვიყვარს ადამიანებს],  თუნდაც ცუდად ყოფნის დროს რამე ოპტიმისტური ჩართო და ცოტა ხნით დაიჯერო, რომ ყველაფერი კარგად იქნება.. მოკლედ, სხვა თუ არაფერი, საქმის გარეშე ჯდომას და არაფრის კეთებას ჯობია უყურო. კარგი ფილმი, Read the rest of this entry »

სექტემბერი 2010
« აგვ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
მთვლელები
TOP.GE

PageRank
Serv.Ge Singular.ge navige_logo
მინი-პოსტები

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (2)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (0)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)

2:37
მეტი... (15)

მობილიზეიშენ
ვამპირული, დასისხლიანებული თვალებით, ჩაით და ბეევრი საჭმლით ვიწყებ დღეს. წუხელ 4 საათამდე საკონკურსო პოსტს ვწერდი. პრინციპში დავასრულე და გამოქვეყნებაღა აკლია, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, იქნება რამე უკეთესი მომაფიქრდეს მეტი... (1)

აღარ გიცდი
პირველი გამოცდა საოცრება იყო, 30-დან 29 ქულით გამოვედი. ლურჯ მეჩეთზეც პრეზენტაციაში 15/15. ამას დაემატა დასწრების და კოლოქვიუმების ქულები და 93 ქულა გამომივიდა:user: შარშანდელი საშინელი ჩავარდნების შემდეგ მართლა გამიხარდა. მეტი... (5)

სულთანი აჰმედი
ფეისბუქზეც დავწერე და აქაც ვიტყვი, ვერ ვიტან გამოცდების პერიოდს- სულ გეჩქარება, დრო არასდროს არ გყოფნის და შეიძლება მთელი დღე არაფერი ისწავლო, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ ამ დღეებში გამოცდა გაქვს და ყველანაირი გართობის მაგვარი გადადო :D მეტი... (5)

პაშტეტ
მეტი... (3)