ცოცხალი ვარ!
არ მომკვდარა,მხოლოდ სძინავს..
ცოცხალი ვარ და Facebook-ს და Pet-ს მიაქვთ მთელი ჩემი ახალგაზრდობის წლები:D დილით გავრბივარ ლექციებზე, მერე ვცდილობ დედამიწელებთან კონტაქტი დავამყარო და გამოვიდე ასოციალურობის აპოთეოზიდან, რომელიც აგერ უკვე თვეებია მაწუხებს, მერე მოვდივარ სახლში და ვზივარ საქმიანი სახით. საქმიანი სახის მიღმა კი სკაიპი, ფორუმი, ფეისბუკი იმალება :D
დღეს გადავწყვიტე ბოლო მოვუღო ამ უსაქმურობას და მივხედო ბლოგს, თავმოყვარე ბლოგერი ასე არ იქცევა! :D ამიტომაც გავაკეთებ სვითის გაკეთილებში მოცემულ დავალებას- კალენდარს და ვიტყვი, რომ თუ მე ამ კალენდრის გეგმას არ მივყვები, არ მეღირსოს დღეში 1000 უნიკალური როდისმეთქო :shok:
ხოდა.. ეს ნახეთ, ვიშრომე და მოვიპოვე ოცნების ოთახი:
ჩემი საყვარელი ფერი, სიმყუდროვე.. მართალია ბევრი რამე აკლია, მაგრამ ვაი როგორ მივყარს : ) ახლა ასე სათითაოდ, თითო ოთახისთვის უნდა ვაგროვო ხოლმე. ერთიანად რომ აკეთებ სხვა მუღამი აქვს. თანდათან რომ ვყიდულობდი კარგი არ გამომდიოდა, ყველაფერი გავყიდე რაც აქამდე მქონდა :user:
აი ჩემი პეტი ასე გამოიყურება:
ნინის კომენტარი: “მეჩვენება, თუ ამ პეტებს თქვენ თავებს ამსგავსებთ? თვალები ასე გიციმციმებს შენც”-ო :D ოჰ, როგორ გამიხარდა :D მოკლედ ასე, ვპეტაობ.
შეგიძლიათ აგერ დამამატოთ:
http://apps.facebook.com/petsociety/?pf_ref=p688128368
სხვა.. ჯერ ისევ ცეცხლოვანი თავით დავდივარ და მეშინია ვინმემ ჩემს დანახვაზე სახანძრო არ გამოიძახოს :D აუ, უნდა გავამხილო: მამამ რომ დაინახა პირველად ჩემი თმა, ძალიან სერიოზული სახით მითხრა
“უი,ჩემს ბავშვობაში ერთ ქალს ქონდა მაგ ფერად თმა და თავპაჟარას ეძახდნენ”-ო :| ჰოოი რა დამემართა :user: გული ჩამწყდა :D
და ხომ იცით როგორც ხდება, როცა არ გინდა მაშინ რომ გხვდება ყველა უცნობ-ნაცნობი :| მეორე დღეს, ამ თავით რომ გავედი გარეთ, ყველა მაშინ შემხვდა. თვით სევენიც კი ამ თმით გავიცანი[ხოლი შიტ], კი დამამშვიდა ნორმალურიაო, მაგრამ.. სამაგიეროდ დათომ ამიკლო დაუნდობლად, ნახე, მთელი ქუჩა შენ გიყურებსო :|
მოკლედ, დიდი დისკუსიები გამოიწვია ჩემმა თმამ, მაგრამ დასკვნას მე ვიტყვი- საშინელებაა! სულმოუთქმელად ველი კვირას, რომ გადავიღებო ნანატრ ყავისფრად : )
აჰა,დატკბით :
ლექციებზე სიარული მეზარება, მაგრამ დავდივარ ავტომატურ რეჟიმში. დაჟე ვისწავლე რაღაც სემინარი :D არადა ჯერ სიები მაინც არ არის, მაგრამ კარგი სტარტი კარგი ფინიშიაო ნათქვამია.. :user:
თან good food-ის ხათრით მოდი და არ იარო :| ძალიან საყვარელი რამეა და სულ rebelde way მახსენდება რომ შევდივარ. ადრე რომ ვუყურებდი ხოლმე სულ ვოცნებობდი ჩემს სასწავლო დაწესებულებას ასეთი სწრაფი კვების ობიექტი ქონოდა :D
ნეტარება- კარტოფილის ჩხირები (ეს უმშვენიერესი თითები, რაღა თქმა უნდა, თქვენს მონასა და მორჩილს ეკუთვნის:wub: :D ):
მოკლედ ასე, ამ ამსიგრძე პოსტის წერისას მივხვდი, როგორ მომნატრებია ბლოგერობა:D ისე, ცოტა ექსპერიმენტის რეჟიმში გადავიდვარ- შეიძლება ერთსურათიანი,ერთსიტყვიანი და მოკლედ,ასეთი პოსტების დადება დავიწყო უბრალოდ იმიტომ, რომ მივეჩვიო ხშირ პოსტვას. კალენდარი თავისთავად მთავარ როლში იქნება და ყოველ დღე მოგემსახურებათ!
: ))
ვიშ მი გუდ ლაკ :user:









იუზ ე ქუდ!
ანუ ქუდი დაიფარე მეთქი ^_^
მე შენ გეტყვი ცხელა თუ რა… :mo:
გგ ვერ ვიტან ქუდს :D
აწი რაღა აზრი აქვს, ყველამ მნახა და შაბათ-კვირას მაინც არ გავდივარ სახლიდან :user:
გუდ ლაკ :givi:
ხშირი პატარა პოსტები მე მგონი კაი იდეაა.
ხო, სხვა თუ არაფერი პოსტვას მივეჩვევი :givi:
ეს ის პონტია, იკითხე შვილო, კითხვას მაინც ისწავლიო :D თუ წერაზეა:D როგორც არი რა :D
ვიშ იუ გუუუდ ლაქ :) :ჵ
მადლობა <3
ფრჩხილთა სილამაზემ ჭეშმარიტად მომხიბლა!
ეგ გუდ ფუდი ისაა ადრე ნიკორას სასადილო რომ იყო პირველის ეზოში? მე ისევ სტუდენტიი ვარ და გამომაგდება
მეც მიჯიკე თინი:უსერ:
და ისა.. აი ჯერ რო არასოდეს მომწონებია ისე მომწონს შენი ბლოგის ახალი დიზაინი.. არ შეცვალო ცოტა ხანს მაინც.
ხოდა ისა კიდე.. ახალი კლავიატურა მაქ და რამის წერა მინდა და დამვორნო (თუ როგორცაა) ბლოგზე რო ვწერ ამდენს და ამდენნაირად :მრგრეენ:.. ვსო ბოლოა..
[...] 10 ოქტომბერს პირობა დავდე, რომ ძალიან ხშირად დავწერდი და აღარ მივაგდებდი ბლოგს კვირების განმავლობაში. და აი, ვიამაყე ჩემი თავით, რომ მიუხედავად ბეევრი კრიზისისა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ საერთოდ არ მქონდა წერის განწყობა, ზოგჯერ ცუდად ვიყავი და ა.შ. სამი თვის მანძილზე აშკარად ყოველ დღე ვწერდი, ოქტომბერში მეტი გამონაკლისია, ნოემბერში მხოლოდ 5 დღე ჩავაგდე და დეკემბერში მარტო 1 !!! გგგ, ვერ ვიჯერებ :D [...]