DAY OFF
რადგან ოჯახში გონიათ, რომ მე ჩამოყალიბებული კიბერ ნარკომანი ვარ, დროდადრო მიწევს ხოლმე იმის დამტკიცება, რა ადვილად შემიძლია გავძლო ინტერნეტის გარეშე და რომ ინტერნეტი, უბრალოდ ადამიანებთან კონტაქტისთვის და ათასი სასარგებლო თუ უსარგებლო საქმისთვის მჭირდება. რეალურად, კომპიუტერთან დაჯდომის გარეშეც იგივეს გავაკეთებდი- ტელეფონით მექნებოდა კონტაქტი [რაც დამეთანხმეთ გაცილებით ძვირია, ვიდრე ინტერნეტი] და უსარგებლო საქმეებით გავტენიდი ცხოვრებას :D
მთავარი არგუმენტი ჩემებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ მე კიბერ ნარკომანი ვარ, არის: შენ მთელი დღე ხარ ონლაინ და იქ ადამიანები იცვლებიან, მთელი დღე კი არ არიან კომპიუტერთან?!- დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ ვამტკიცებ, რომ დიახ, შეიძლება დღე ისე გავიდეს, რომ მთელი დღის მანძილზე ჩემთან მოსაუბრე ერთი პირი იჯდეს ჩემთან ერთად კომპთან :D
მთლად ბოლომდე ნუ დავადანაშაულებ ოჯახსაც, ხშირად მართლა მიშლის ხელს ინტერნეტი იმაში, რომ რაც საქმე მაქვს გავაკეთო. მაგალითად- სწავლა ან დალაგება. მარტო რომ ვარ ხოლმე, მაშინ ყველაზე ძნელია დისლოკაციის ადგილიდან აფხეკვა, რადგან არავინ გეჩხუბება 24 საათიანი უჭმელ-უსმელობის და მარტო კომპთან ჯდომის გამო :D აი ააქ უკვე ჩვენით უნდა გადავწყვიტოთ პრობლემა.
თანაც, დროდადრო მართლა საჭიროა day off-ების აღება ინტერნეტისგან. ჩემი გამოცდილება:
როგორ გავძლოთ ერთი დღე ინტერნეტის გარეშე
- დილის დოზა
დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანის ჩვევაა, რაც არ უნდა გვიან დავწვეთ, გაღვიძებისთანავე მივიდეთ კომპიუტერთან და ჩამოვუაროთ ყველაფერს :D ხოდა თვითგვემა არ არის საჭირო- გაღვიძებისთანავე შეგიძლიათ მიხვიდეთ, ჩამოუაროთ სასურველ ალაგებს [ოღონდ არ უნდა შეცდეთ და ვინმესთან ლაპარაკი არ გააბათ, ან ახალი რამე არ წამოიწყოთ- მაგალითად სტატუსი არ დაიწეროთ FB-ზე] და რომ დარწმუნებით, რომ ყველაფერი შეამოწმეთ, მშვიდად გამორთეთ კომპიუტერი და დაემშვიდობეთ მომავალ დილამდე!
- დღის განრიგი
არ მაქვს იმ შემთხვევაზე ლაპარაკი, როცა მთელი დღე გასული უნდა იყოთ სახლიდან. ამ შემთხვევაში ზედა პუნქტის შეუსრულებლადაც გახვალთ იოლას, მაგრამ როცა სახლში უნდა იჯდეთ, კომპიუტერი ერთი ხელის გაწვდენაზე უნდა გედოთ და არ მიეკაროთ, ცოტა რთულია..
როგორც კი დარჩებით კომპიუტერის გარეშე, მიხვდებით რამდენი რამის გაკეთება შეიძლება [სავალდებულოსი თუ უბრალოდ გასაკეთებელის]. თუ სავალდებულოა და სასწავლი გაქვთ- ისწავლეთ და ისე გაიყვანეთ დრო. თუ სასწავლი არ გაქვთ და არც არაფერი სავალდებულო-აუცილებელი საქმიანობები გაქვთ, მაშინ მოგიწევთ გაიხსენოთ- რა გიყვართ? აი მაგალითად მე დიდი ხანია მინდა:
- დავამთავრო ცვაიგი
- შევკერო ბოლოკაბა, რომლის დიზაინი უკვე კარგა ხანია მიტრიალებს ტვინში
- დავჯდე და დავწერო ბლოგის განმავითარებელი სტრატეგიები :D
- ახალი ნაწარმოები გავარჩიო ვიოლინოზე
- ჩემი ნივთები მოვაწესრიგო- რაც არ მჭირდება გადავყარო :D
- ჰულა-ჰუპით ვარჯიში
მოკლედ, უსასრულოდ შემიძლია დავწერო ეს სია.. ხოდა რომ გამორთავთ კომპიუტერს, ჩამოწერეთ to do list-ი და შეუდექით :bis:
აი გარწმუნებთ, ისე გავა დღე, რომ ვერც იგრძნობთ! საღამოს კიდევ, რამე სატელევიზიო გადაცემას უყურეთ, გინდა უინტერესო იყოს, გინდა საინტერესო, მაინც შეგიყოლიებთ :D
თუ გიჭირთ აესე უბრალოდ day off-ის აღება, მაშინ ერთ ასევე ჩემს გამოცდილ ხერხს მიმართეთ:
სასწავლი მქონდა ძაალიან ბევრი გამოცდების პერიოდში და თან სახლი მქონდა ძალიან დასალაგებელი- მარტო ვიყავი და იმიტომ :D მარტოობის დროს ძაან ძნელია კომპს მოეშვა, როგორც ზემოთ აღვნიშნე.. ხოდა მოვძებნე ასეთივე გასაჭირში მყოფი ჩემი მეგობარი, ცოტნე, რომელიც ჩემი არ იყოს მთელი დღე მეწუწუნებოდა რამდენი რამე ქონდა გასაკეთებელი. ავდექი და შევთავაზე სანაძლეოს მაგვარი რაღაც- არ მახსოვს, დილიდან რომელიღაც საათამდე არ უნდა მივკარებოდით კომპს და ვინც მიეკარებოდა ის იყო ცუდი! :D
ხოდა შეგიძლიათ იშოვნოთ ვინმე ასეთი თქვენნაირი გაჭირვებული, ან თავს დაუდოთ პირობა [ მაგალითად: თუ შენ დღეს კომპთან მიხვიდე, შენ არ მიდი სახლში ცოცხალი :lol: ].
მართალია day off-ის მერე, კარგა ხნის დამშეულივით მივარდებით კომპს, მაგრამ ის ერთი დღე საამაყოდ მაინც შეგრჩებათ!
:D







ვაიმეე რა ჩემ დღეში ყოფილხაარ თინ :))))))
მე არ გამომდის მასე, არადა ძალიან მინდა ერთი კვირა მაინც მოვეშვა ინტერნეტს, ამიტომ ესლი გორა ნე იდიოტ კ მაგამედუ, მაგამედ პოიდეტ კ გორე-ო :))))))) ამ თვეში უნდა გადავაცდინო ინტერნეტ გადასახადი ერთი კვირით, ხოდა ხო გამითიშავენ და მეც დავისვენებ, სხვანაირად ვერ ვეშვები ამ ოხერს :(
ჩემი აზრით 1 კვირა ნამეტანია.
ისეთი მიზანი უნდა დაისახო რაც რეალურად ასრულებადია და არა რაღაც თითიდან გამოწოვილი.
რეალუი მიზნების მიღწევა გაცილებით ადვილია :yes:
ერთი კვირა რაა არის, თავს ისჯი? :))) ნუ ეგრე,მე მთელი ზაფხული უინტერნეტოდ ვიჯექი, მაგრამ გავძელი:D იძულებული ვიყავი და იმიტომ ოღონდ^_^
და ისე კიდე, თვითგვემაა..ჯობია დროდადრო აკეთო day off-ები, ვიდრე ერთიანად იმიტომ, რომ ეგრე ვერც გადაეჩვევი და ვერც ვერაფერი. თან რა საჭიროა გადაჩვევა ^_^
აბა, ვფიქრობდი დღეს დეი-ოფი ავიღო თქო და ვზივარ და შენს პოსტს ვკითხულობ :D
კიდე 30-მდე პოსტი მელოდება რიდერში.
საქმეა ახლა ეს?
ესე იგი არ გქონდა მტკიცედ გადაწყვეტილი :D
^_^
ბევრიაა ვითომ ერთი კვირა? :)))
ვერ მოვზომეე,დავფიქრდები დღეებზე :)))
კიი ბევრია ქალო:D
დაფიქრდი და ისე გადაწყვიტე,ბლოგის ერთი კვირით მიტოვება ღირს? :D
მთელ დღეს ვერ/არ ვატარებ, მბეზრდება ხოლმე, მარა რასაც ვატარებ ისიც მინდა, რომ შევამცირო და სულ ვცდილობ და ვცდილობ :დ :დ
მართლა უფრო პროდუქტიული ვარ, როცა მცირე დროს ვატარებ ნეტთან :))))
აუ როგორ გბეზრდება, მეც მინდა შენნაირად ვიყო:D
ვიოლინოზე უკრავ :) სოუ ნაის :) უხდება ქალს ვიოლინო :) ყველაზე მელოდიური ინსტრუმენტია. მეც ვუკრავდი ოდესღაც :)
ადრე თვე ისე გავიდოდა, კომპიუტერს ორჯერ თუ ჩავრთავდი. შაბათ-კვირას წიგნებით, ტელევიზორით, ჟურნალით ან უბრალოდ ძილით გავდიოდი.. მაგრამ ახლა ბლოგი მაქვს, ისედაც მგონი მხოლოდ მე ვსტუმრობ და თუ არ მივხედე, საერთოდ გადასაგდები გამიხდება :)
არადა რა ჯობია კომპიუტერის გარეშე ცხოვრებას…
შენ არ მიდი სახლში ცოცხალი :) ფანტასტიური იყო :) უგემრიელესად წერ :)
პ.ს. ფეისბუკზე შენი ბლოგი დავიმატე და სამეგობროდაც შეგეხმიანე…
ძაალიან დიდი მადლობა ^_^
დაგემატე მეც უკვე ფეისბუკზე:)
რამდენი ხანი უკრავდი?:P გემახსოვრება ცოტათი მაინც..
შვიდწლედი დავამთავრე. სახლში ჩემი პირველი მერვედი ვიოლინო მაქვს მხოლოდ და შესაბამისად, ვერც ვუკრავ. სამაგიეროდ, მუსიკა შემაყვარა ძალიან :)
დარწმუნებული ვარ,ვიოლინოსთან რომ მოხვდები,მშვენივრად დაუკრავ:P
როგორც ყველას, ჩემს პრობლემასაც წარმოადგენს ინტერნეტს მიჯაჭვულობა :D
მაგრამ მე დიიიდი კონკურენტი მყავს – ძმის სახით, ამიტომ როცა კომპიუტერი თავისუფალია, სულ არ ვფიქრობ ჩემს პრობლემაზე და აქეთ გამოვქანდები ხოლმე :D
სამწუხაროდ სახლში ორი კომპიუტერი გვაქვს :D ნოუთბუქი მარტო ჩემია და ამიტომ არ მეცილება არავინ:D
nacnobi situaciaa zalian..me albat rac ar unda davgegmo martla gamiwirdeba internetis da kompis gareshe.
magram samwuxarod amis gamo mshoblebtan seriozuli problemebi meqmneba xolme…….:)
ხო,მშობლებს არ ესმით ხოლმე როგორც წესი:))
შენი ბლოგი არ შეცვლილა. ისევ საინტერესოა ;)
მე კიდე ისე გადავეჩვიე კომპიუტერს, ჩემი მშობლები რომ არ მელოდებოდნენ სკაიპში, ვაფშე აღარც ჩავრთავდი. :P
ვაი მადლობა თათი:))
ხო,აღარ ჩანხარ ნეტში:Pყოჩაღ შენ:))
რა კარგად წერ ხოლმე, ძალიან მტკივნეული თემაა, თან სახლში მარტო ვცხოვრობ და შესბამისად არავინ მაკონტროლებს, მე კიდე ნეტთან მიმართებაში ნებისყოფა ნული მაქვს :))))) ვეცდები შენი რჩევა გავითვალისწინო და დეი ოფი მოვიწყო ^_^
მადლობა:*
აუ სახლში მარტო რა კარგია:|
მეც მინდა :D
ნუ, ზუსტად ისეთი პოსტია, ქერო მე მომწონს :))
მახსოვს, ამ ზაფხულს 1 კვირით, სახატავითა და 0 კომპიუტერით ჩამოვედი თბილისში. მთელ დღეებს ვხატავდი და დავამთავრე კიდევაც. კომპიუტერის ხელში მას 1 თვეს მაინც მოვანდომებდი.
ამას გარდა, გამოცდების პერიოდში მართლა ვაგინებ ხოლმე კომპიუტერს: რას მერჩი, რატომ მიყვარხარ–მეთქი :))
ჰოდა პირადად შენ, ძვირფასო თინათინათინათინ, ერთი day off ისე მოიწყვე, რომ სადმე გავისეირნოთ, ვაჰ! :P
მე ვიწყობ ხოლმე მაგ დღეებს:
“მაგალითად: თუ შენ დღეს კომპთან მიხვიდე, შენ არ მიდი სახლში ცოცხალი :lol: ”
ასე )))))
მე არ გამჩენია დეი-ოფის სურვილი, თუმცა ბოლო პერიოდში ერთი-ორი დღე მქონდა ეგეთი.
თუ დუ ლისთ ჩამოწერეთო, რომ გიწერია, მანდ გულში გავოცდი, თუ კომპს არ მივეკარე და remember the milk-ში ვერ შევედი, როგორ გავაკეთო-მეთქი ლისტი. :დ
ოჰოო რა ნაცნობი სიტუაციაა… მეც მაგ დღეში ვარ.. ახლაც უკვე დიდი ხანია გადავაჭარბე დროის დადგენილ ლიმიტს.
ვერი გუდ პოსტ, თინი :)
ამ ავატარის დარეგისტრირება კიდე მეზარება და მეყენოს ეს რაღაცა, ჯანდაბას :D