მუზა: Sweet.ge: Scrapbooking
Scrapbooking-ი არის პირადი და ოჯახური ისტორიის შენახვის ერთ-ერთი მეთოდი. ფოტოსურათების, დაბეჭდილი მედიის და სამახსოვრო ნივთების გაფორმებულ ალბომებში ან სკრეპბუქებში ჩაკვრა.
მიყვარს ხოლმე ძველი რამეების თვალიერება. გუშინ, შუაღამისას, საძილედ გამზადებულს უცებ გამახსენდა sweety-ს ეს პოსტი და ჩემი მოსკრეპბუქო დღიურების გადმოლაგება მოვინდომე. მოსკრეპბუქო იმიტომ, რომ ეგენი ნაკლები ტექსტისგან შედგებიან, მე კიდევ უფრო მოდღიურო რამეები მქონდა..
სკრეპბუქებიც და დღიურებიც, რაც არ უნდა სასაცილოები იყვნენ აწმყოს გადასახედიდან, მაინც სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. მართალია მრცხვენია ხოლმე ისეთი საოცრად ამაღლებული ენით მიწერია რაღაცეები, მაგრამ “პატარა ვიყავი და რა ვქნა”, “რაც მთავარია ახლა ასეთი არ ვარ” და ა.შ. ფრაზებით ვიმშვიდებ თავს. [ჩანართი: არასოდეს არ ვკითხულობ ბლოგის არქივს..ერთადერთი, ამ დღეებში დამჭირდა იმ ახალი გვერდის გასაკეთებლად და ყველა ძველი პოსტის დანახვაზე ვიჯღანები ისე არ მომწონს]
ხოდა ისე ჩავეფალი ჩემი ძველი შედევრების თვალიერებაში, ისე ვიხალისე ჩემს ძველ თავზე, რომ არ შემეძლო არ გამეზიარებინა.
დასათაურებები ძირითადად მოასეთოდ გამოიყურებოდა:
მარგალიტი #1:
დღიურში რომელიღაც გაზეთიდან ამონარიდი ჩამიკრავს. ეს ის ასაკი იყო, ოდეს ოსკარში და ვარსკვლავებში გამოქვეყნებული სტატიების მჯეროდა და ზებუნებრივი ადამიანები მეგონნენ დამწერები :D ქალის და კაცის მეგობრობა კიდევ, როგორც გავიხსენე, იმიტომ ამოვიჭერი და ჩავაკარი, რომ წლების მერე მეჩვენებინა და დამემტკიცებინა ყველასთვის, რომ ”ის არსებობს”!- მაგრამ იასნა ცხვირში მომხვდა ჩემი თეორიები :D
მარგალიტი #2:
სახლში ახალი მოტანილი გვქონდა პრინტერი და მაგრად ვამუღამებდი ამოპრინტერებულ რამეებს :D ხზ რატომ მევასებოდა. ხოდა რუბრიკა დავიწყე ჩემს დღიურში” მარტივი აზრები” და აესეთ დებილობებს ვწერდი, მარტივ სისულელეებს..
მარგალიტი# 3:
ჩემი ორი გატაცება: დათო გოგიჩაიშვილი და “მეამბოხე სულები”. დათო გოგიჩაიშვილი ეხლაც მევასება, რას ვერჩი .. მეამბოხე სულები, მაგ ტიპის სერიალებში ისე ეს ერთ-ერთი ნორმალური იყო :D ნუ იმ პერიოდში მე ფრიად მაკმაყოფილებდა და მაკვირვებდა კიდეც. კიდევ, ვოცნებობდი ასეთ კოლეჯში მესწავლა როდისმე. მარისა მევასებოდა ძალიან, მისნაირი ბეჭდები და ფართხუნა შარვალი მეცვა ხოლმე ომგ :D ბოლომდე გავამხილო?- ჟურნალ ოსკარს ვყიდულობდი ხოლმე, სადაც მაგათი პოსტერები იყო და სტიკერებს ხო საერთოდ.. დიაღ, შეგიძლიათ შემაღლებულ ადგილზე დამაყენოთ და ისე დამცინოთ :D
მარგალიტი #4:
სკრეპბუქების ძირითადი იდეა, დღის ასოციაციების ჩაკვრა და რაღაც ასეთებია, ხოდა ეს ერთ-ერთი მათგანია- “რაღაცა” [სახელი ვერ შევურჩიე], რომელიც ჩვენი სკოლის ერთ-ერთმა სიმპატიურმა მობინადრემ მაჩუქა. ბესო სარჯველაძეს გავდა ლოლ და ყველას ევასებოდა. მე კიდევ ჩემს როლებში ვიყავი შეჭრილი -ყველას მოსწონს, ესე იგი მე არ მომწონს! და ერთ დღესაც კლასში ჩვენთან რომ შემობოდიალდა და ეს მომცა, არიქა გადავირიე :D ბლეჰ!
მარგალიტი #5:
მსოფლიო ჩემპიონატის დროს.. OMG! არ მჯერა,ეს მე ვიყავი? მე ვიჯექი და ვიწერდი სათითაოდ აუტებსაც კი იტალიის თამაშების დროს? :D yeah, მე ვარ ნამდვილად! არა, იმ წელს მართლა დავიმსახურე იტალიის გაჩემპიონება :D
მარგალიტი#6:
დაგვავალეს სკოლაში, რომ მოგვეფიქრებინა სლოგანები რაღაც,ევროკავშირზე.. ხოდა დავჯექი გაკვეთილზე, ოც წუთში გავუმზადე და მივართვი. თან პრინციპში მაშინაც ვკაიფობდი ჩემს სლოგანებზე, განა მარტო ახლა ამ პაინტით :D ყველაზე ძაან მაშინ გავოგნდი, რომელიღაცამ რომ სიგელი დაიმსახურა და სერთიფიკატი გადმომცა ლომაიამ :D
და ბოოლო მარგალიტი#8, უმარგალიტესი მარგალიტთა შორის!
დიახ, მე საკუთარი ანბანი მქონდა შემუშავებული :D აუ როგორ გული დამწყდა, რომ ეხლა რამდენიმე ასოს მეტი ვერ გავიხსენე რა რა იყო :( ნეტა შიფრი სად გავაქრე :D ეს იმიტომ მოვიგონე, რომ ჩემებს არ წაეკითხათ. ქართულ ასოებს რაღაც სიმბოლოები მივუსადაგე და ასე მქონდა საკუთარი ანბანი..
Tags: აზრები, გამონათქვამები, დღიურები, დღიური, სკრეპბუქი













პ.ს. საშობაო რეკომენდაცია :
მეამბოხე სულები მეც როგორ ტკბილად მახსენდება :D
^^
აუუუუუუუუუუუ, მეც მქონდა საკუთარი ანბანიიიიიიიიიი!
0–ებით იწერებოდა. ახლაც მახსოვს :P
რა მაგარი პოსტი იყო. აშკარად აქაც ბოდიში უნდა მოგიხადო იმის გამო :(
მარა, ვინ იცის, ეგებ სწორედ იმ კონფლიქტმა დაგაწერინა ასეთი ჯიგარი პოსტი? :აწითლებული:
ამ კონფლიქტმა არ დამაწერინა, მაგის გარეშეც ასეთი იქნებოდა :D
ამდენი ბოდიში კიდე რა ამბავია კაცო :P
მადლობა უკან მიმაქვს :)))
უაჰაჰაჰაჰ ჩემი ანბანი და მსგავსი ჯაშუშოიდური რამეები მეც ბევრი მქონდა :D
და იმ სერილას კიდევ ბაკოს (ჩემი დაქალის გამო) ვუყურებდი და სულ ვჩხუბობდით იმიტომ რომ ვერ ვთანხმდებოდით რომელი ბიჭი უფრო სიმპათიური იყო :D
მე მომწონდა http://sp2.fotologs.net/photo/.....4448_f.jpg და კიდე ერთი მაღალი ბიჭი რომ იყო, ვიღაცის ნათესავი გრზელთმიანი, გვიან შემოემატათ :D
როგორ მახსოოვს:D
ვაიმე ეგ მოსწონდა იმასაც და რატომ არ ვიც :D
მე სახელი არ მაქსხოვს ვინც მომწონდა :D ჯასთ მარიზას ქერა დაქალთან აბშენიობდა :))
ძაან მიყვარს ეგეთი რაღაცეები, მარა გაკეთების თავი არასოდეს მქონია :))
ასე მგონია ახლა ეს მე დავწერე. მეამბოხე სულის მილიონი სტიკერი მქონდა, ოსკარსაც ვყიდულობდი და საკუთთარი ანბანიც მქონდა (ახლაც მაქვს პრინციპში), ოღონდ მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი და ეგ გატაცება ერთ წელზე მეტს არ გაგრძელებულა. მერე მეც დავდებ ჩემთან ჩემი Scrapbooking-ის რაღაცეებს და იმ შემაღლებულ ადგილზე მეც გავხდები დასაყენებელი :D
ჰეჰე
მე ძალიან ადრე ვაკეთებდი
ისე კაი ხანია აღარ დამითვალიერებია :))))
უსაქმურისმაილი :))))
ვაიმე, ანბანი მეც მქონდა, ოღონდ შიფრს სულ ვკარგავდი, ასოები მავიწყდებოდა და მერე ახალს ვაკეთებდი :დ
აუ რამდენს გქონიათ ანბანი ^_^
არადა ჩემს გარშემო აქამდე არავინ შემინიშნავს ანბანიანი [:D]და მეთქი მარტო მე.. :D
გარგია ^_^
შიფრი კიდე მეც მგონი ორჯერ დავკარგე, ეს ალბათ მესამე თაობის ანბანია ჩემი :D
მე სულ ერთი ანბანი მავქს და ზეპირადაც ვიცი, დღიურებს მაგ ანბანით ვწერდი სულ. ისე თქვენ რაიმე სახელი არ გაქვთ დარქმეული თქვენი ანბანებისთვის?
არა სახელი არ დამირქმევია.
შენ დაარქვი? :P
მე არ დამირქმევია, ჩემმა დაქალმა შეარქვა ჩემს ანბანს “ქაჯური” :))) არადა ისეთი საყვარელი ანბანია.. :))
ყველას რომ ჰქონია მსგავსი პერიოდი, მაგაზე ვიკაიფე… :D მეც მათ შორის! :)
http://the-dream-teller.blogsp.....-post.html
მმ
აი ჩემებიც : >
ბავშვობის ” გრეხები “