გადაღებები და TBgroup

ვიწუწუნო რამდენი წვალება დამჭირდა ამ პოსტამდე რომ მომეღწია? გადაღებებიდან სახლში რომ დავბრუნდი და ფოტო აპარატიდან სურათები გადმოვიტანე, დამხვდა აბსოლიტურად განათებული ყველაფერი. აზრზე არ ვარ რა მოხდა, ძალიან ცოტა სურათი გამოვიდა. კიდევ კარგი ვიდეოები მქონდა გადაღებული.. მერე გუშინ ჯეკი გამიფუჭდა, მერე დილით ავდექი და შუქი არ იყო.. რომ მოვიდა კიდევ საახალწლო განათებასავით ხან ისევ ქრებოდა, ხან ირთვებოდა..

გუშინ პრომოს ჩაწერის დღე იყო. საშინელ ქარში და ყინვაში ვიდექით და ძაალიან ბევრ დუბლს ვიღებდით..ამის მიუხედავად, მართლა სახალისო პროცესი იყო:

მონაწილეებთან მივდიოდი გადაღების დაწყებამდე, სათითაოდ ვეკითხებოდი ვინ რას აკეთებდა, ვის რა ნომერი ქონდა. ზოგი ისე იყო ჩაცმული, სანამ არ მითხრეს ვერაფრით ვერ მივხვდი რა უნდა გაეკეთებინათ.

აბა გამოიცანით, რას აკეთებს ეს თავზე შანდალ დადგმული გოგო? თუ თქვენ თვითონ გამოიცნობთ, აფერუმ თქვენს ფანტაზიას! მე სანამ დოდკამ არ მითხრა, რომ ულამაზესად ცეკვავს არაბულ ცეკვასო, ვერ მივხვდი რა ხდებოდა..

ძალიან ბევრი ცეკვის ჯგუფი იყო.. ერთ-ერთში ჩემი სკოლელიც აღმოვაჩინე, სკოლაში ერთ-ერთი ცნობილი გულთამპყრობელი იყო თავის ცეკვით :D კლასებში დაყავდათ ხოლმე და აცეკვებდნენ. ილეთებიც მაჩვენეს ბევრი, ერთი სული მაქვს მთლიანი გამოსვლა ვნახო.

newstyle.. ცეკვის არა, მაიმუნობის ჟამს :))

ერთ ჯგუფში კიდევ როლიკებით მოცეკვავეები ვიპოვნე.. კიდევ იყო “ყველაფერ ინდურის” სპეციალისტი, რომელიც ამ შოუში ცეკვავს.. ის 86 წლის იოგაც ვნახე და ისეთი ტიპია, უარესად ჩავვარდი ინტერესში როგორ რას აკეთებს..

ინდურის მოცეკვავე
ტანმოვარჯიშე ტყუპები

ერთ-ერთი ჯგუფის მოცეკვავე ჩემი ახლობელია, რომელიც მგონი დაბადებიდან ცეკვავს :D ხოდა ამ ინას დედამ,რომელიც ჩაწერებს ესწრებოდა, უთხრა ჩემებს ცოტა ხნის წინ, რომ ერთხელ იყო მონაწილე, რომელიც უსწრაფესად ჭამდა ხინკლებსო.. ცხელ-ცხელი ხინკალი ჟიურისაც მისცა, შეჭამეთ თქვენც, დამეწვიეთო და სანამ ამათ ერთი შეჭამეს, 42 შეჭამაო :|

მოკლედ ვიდექით ამ ქარბუქში და ვცდილობდით არ შეგვემჩნია როგორ ციოდა :D ციყვი რუპორით დარბოდა და არიგებდა როგორ უნდა ეყვირათ პრომოსთვის ფრაზა.. მერე წამყვანების პატარა ტექსტი უნდა ჩაეწერათ. თიკას ქარისგან ცრემლები მოსდიოდა, ვანიკო თმებს დალაგებას ცდილობდა (მიხმარებისას დენმაც დამარტყა მაგის თმებიდან:|), დადუ მაიკით დადიოდა მონაწილეების თანაგრძნობის ნიშნად..

ციყვი

ჟიურის კადრების გადაღებისთვის მაია ასათიანი მოვიდა. რა კარგად ეცვა, არ მესმის რატომ აცმევენ ხოლმე ეთერისთვის კლასიკურ სტილში.. გადაიღეს მაიას კადრი (ვიდეოში იხილავთ), მერე გეგაც მოვიდა (დოდკამ გაგვაცნო ^_^). გეგას კადრის დროს მე და პიკო წინ დაგვაყენეს ჩვენი ფოტოაპარატებითურთ, რომ გამოჩენილიყო როგორ ვუღებთ (ჰოლივუდური ეფექტისთვის? :D). ძალიან კარგი კადრები გადავიღე წინა პლანიდან, გამოგვადგა ვიდეოსთვის..

მოკლედ, ყინვის მიუხედავად მაინც რაღაცნაირად კარგი პროცესი იყო.

სახლში მოსვლის წუთიდან მე და ბექა ვუზივართ ამ ჩვენს ვიდეოს. მე რა, ბექას დიდი ჯაფა დაადგა- ის ამონტაჟებდა.  თან ვლაპარაკობდით და ლაპარაკის დროს ნელ-ნელა ახალ-ახალ რამეებს ვიგონებდით და მოკლედ, ბოლოს დაემსგავსა მგონი რაღაცას.. თუ არ დაემსგავსა, ძალიან არ შეგვრისხოთ, მაინც პირველი ნამუშევარია და :D

[TB group დავირქვით თან, უსახელოდ როგორ იქნებოდა :D ]

უჰჰ მაშ ასე, დიდი ტანჯვის შედეგი:

http://www.youtube.com/watch?v=M-htD663q8k

663 thoughts on “გადაღებები და TBgroup”

  1. I and my pals appeared to be checking the nice things on your web site then then developed a horrible feeling I had not thanked the web blog owner for them. Those young boys appeared to be as a result very interested to read all of them and have in effect quite simply been using them. Many thanks for getting really considerate as well as for considering certain essential themes millions of individuals are really desperate to learn about. Our sincere apologies for not expressing gratitude to earlier.

  2. It’s in reality a nice and helpful piece of information. I’m glad that you shared this useful info with us. Please stay us up to date like this. Thank you for sharing.

  3. Pingback: Car Alarms
  4. Thanks for every other informative web site. Where else may just I get that kind of info written in such a perfect method? I’ve a challenge that I am just now running on, and I have been at the look out for such information.

  5. Just want to say your article is as astounding. The clarity in your post is simply excellent and i could assume you’re an expert on this subject. Well with your permission allow me to grab your RSS feed to keep up to date with forthcoming post. Thanks a million and please keep up the rewarding work.

  6. Hey just wanted to give you a quick heads up. The words in your content seem to be running off the screen in Safari. I’m not sure if this is a format issue or something to do with browser compatibility but I figured I’d post to let you know. The style and design look great though! Hope you get the issue resolved soon. Cheers|

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>