"ოპერაცია ცხვირი", geostar, Uncategorized, ბლოგზე, ზოგადსაკაცობრიო, ნიჭიერი, რაღაცნაირი პოსტები, ჩემი ამფეტამინი

2011 წელი

წლის შემაჯამებელი პოსტის დაწერა, ყველა ბლოგერისთვის ისეთივე სავალდებულო და საპასუხისმგებლოა, როგორც მოსწავლისთვის გადამწყვეტი საკონტროლო წერა – არც გაცდენა შეიძლება, არც ცუდი ნიშნის მიღება და არც ზედაპირულად მოკიდება. შესაბამისად, მეც ავდექი და გადავშალე ბლოგის გვერდებზე 2011 წელს დაწერილი პოსტები.


აქვე უნდა ვთქვა, რომ ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი მთელი წელი რომ ბლოგის 2 გვერდში ჩამიტევია, მაგრამ სიზარმაცეს ვერ დავაბრალებ პოსტების ნაკლებობას.

მოკლედ, ვიწყებ 2011 წლის შეჯამებას იმით, რომ ვამბობ: ეს იყო ყველაზე კარგი წელი ჩემთვის, დანარჩენი 20 წლის ფონზე.  იმდენი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, მეშინია, რომ სათანადოდ ან ვერ ვიტყვი, ან ვერ დავტევ პოსტში.

2010-ის ბოლოს არც ისე კარგ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ:

იანვარი ნიჭიერით დაიწყო. რუსთავი2-ზე უკვე პრომოები გადიოდა და მართალია ძალიან მიჭირდა ამის აღიარება, მაგრამ ხელის ჩაქნევის პროცესი დაწყებული მქონდა და მეგონა, რომ წელს ვიქნებოდი მის გარეშე. ჩაწერების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გავიგე, რომ დაწინაურებას ჰქონდა ადგილი 😀 პირველ სეზონზე ვიყავი კონკურსში გამარჯვებული ბლოგერი, ახლა ყველაფერი მბარდებოდა, მეტი შემოსავლით. მოკლედ, ამ კუთხით დავწყნარდი დროებით და კარგად შევეგუე ახალ პასუხისმგებლობებს.


თებერვალში, მეთვითონაც გაოცებულმა ამ საკითხით, ცხვირის ოპერაციის დაგეგმვა დავიწყე. საერთოდ, ამით მივხვდი, რომ ერთია “მინდა გავიკეთო ცხვირის ოპერაცია” და მეორეა მოქმედებაზე გადასვლა, რაც აუცილებლად გამოიხატება პირდაპირ კონსულტაციაზე მისვლაში. საბედნიეროდ, ჩემები დამთანხმდნენ და ყველაფერი ძალიან უცებ აეწყო. ასეც მინდოდა – არ უნდა მომესწრო დაფიქრება, რომ არ შემშინებოდა რამის. რამდენიმე კონსულტაცია და 2-3 კვირაში საოპერაციო მაგიდაზე აღმოვჩნდი.


მარტი პირდაპირ ოპერაციით დაიწყო, 2 მარტს უკვე ახალი ცხვირი მქონდა და გაბრუებული ვიწექი მეცხრე საავადმყოფოს რომელიღაც პალატაში. ოპერაციის ამბებზე ცალკე კატეგორია შევქმენი დაინტერესებულებისთვის – http://tiny.ge/?cat=2151 . ცხვირით 100% კმაყოფილი ვარ. მართალია ძალიან ბევრი კატაკლიზმა განიცადა დროთა განმავლობაში და რამდენიმე ფორმა გამოიარა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დასტაბილურდა, ყველა განვლილ ფორმაზე მეტად მომწონს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეცვალა ფსიქოლოგიური კუთხითაც. ძალიან ბევრი კომპლექსი ჩამომშორდა. შეიძლება ბევრიც დამრჩა, მაგრამ ისეთი არა, რომ 24 საათი მაწუხებდეს.

აპრილი და მაისი კარგად არ მახსოვს გარდა იმისა, რომ ნიჭიერს ვუთმობდი დიდ დროს და თან ვხვდებოდი, რომ ყურებამდე შეყვარებული ვიყავი 😀 ბლოგზე თითქმის არაფერი დამიწერია ამაზე, მაგრამ დავწერ როდისმე.

წინა წლის შეჯამებაში ვწერდი “მთელი წელია მშვიდად ვარ და არც ვაპირებ სიმშვიდის დარღვევას”, “ცხოვრებაში პირველად არ დავდივარ ურთიერთობებით დამძიმებული” და ა.შ.  “ცხოვრებაში პირველად”-ში წელიწადზე მეტი დრო იგულისხმებოდა და ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ამ გადაწყვეტილებით იმიტომ, რომ სრულიად Fresh შევხვდი ახალ ურთიერთობას, რომელიც ზუსტად ისე დაიწყო, როგორც მინდოდა – დაგეგმვის გარეშე, თავისთავად და თავიდანვე ძალიან ძლიერი გრძნობით. ფრაზები “ურთიერთობებით დამძიმებული”, “არ ვაპირებ სიმშვიდის დარღვევას”, თავისთავად მიუთითებს იმაზე, რა ძალიან არაჯანსაღი წარმოდგენები მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით წინა გამოცდილებების ხარჯზე. ახლა არ ვიცი რას ნიშნავს დამძიმება, თუნდაც ჩხუბის დროს (ნუ ხო, ჩხუბის გარეშე ჯანსაღი ურთიერთობა არ არსებობსო ნათქვამია 😀 ). რომ დავიწყო ახლა, შეიძლება ჩამოვდნე და არ მოვრჩე არასდროს…ასე რომ, მოკლედ და კონკრეტულად: ძალიან შეყვარებული და ძალიან ბედნიერი ვარ.


ივნისში უნივერსიტეტი “დავამთავრე”. http://tiny.ge/after-4-years/ . ძალიან რთული გადასალახი იყო ივნისი – ივლისი იმიტომ, რომ გამოცდების პერიოდი ნიჭიერის პრეკასტინგების დაწყებას დაემთხვა. გზაში ვსწავლობდი ხოლმე და რა თქმა უნდა, ვერ მამახსოვრდებოდა წესიერად…შედეგად, ამ სემესტრში მაქვს კიდევ სასიარულო უნივერსიტეტში.

რაც შეეხება პრეკასტინგებს, დავფრინავდი რომ გავიგე მივდიოდი.  ერთი თვით ჩემოდნებზე შეჯდომა არ იყო ადვილი, ძალიანაც დავიღალე, მაგრამ ახლა, თვეები რომ გავიდა უკვე მზად ვერ მეორე წრეზე წავიდე 😀 გიორგიმ მითხრა, პრეკასტინგების მერე გახდი ჩვენიანიო :))

ზაფხულის ქრონიკები –  http://tiny.ge/precastings2011/

კასტინგების ბოლოსკენ, უკვე ვფიქრობდი რა მექნა ნიჭიერის მომდევნო სეზონამდე, რა სამსახური მეპოვა და ა.შ. ისე, ძნელია რამეზე ფიქრი, როცა ძალიან გიყვარს ეს და არ გინდა სხვა. დაბრუნებიდან მეორე დღეს, საბოლოოდ ვალაგებდით ანკეტებს და გიორგიმ მიხმო და ძალიან კარგი ახალი ამბავი დამახვედრა – ამჯერად ჯეოსტარი ჩამბარდა :))

მთელი აგვისტო, ნულიდან დასაწყებ საქმეს დავუთმე შესაბამისად. დაწვრილებით ერთ პოსტში მიწერია – http://tiny.ge/geostar/


სექტემბერში დაბადების დღე მქონდა, რომელიც პრინციპში პირველად ჩავატარე ძალიან მშვიდობიანად და როგორც მჩვევია, ისე ღრენა და ცუდ ხასიათზე ყოფნა არ დამიწყია. შეიძლება იმიტომ, რომ დილა მირიანით, ანტრეს ჩიზქექით და ძალიან cute საჩუქრით დაიწყო 😀 + ძალიან ბევრი მოლოცვა Fb-ზე


ოქტომბერი არაფერი ისეთი. დაღლას ვგრძნობდი უბრალოდ და ძალიან გაღიზიანებული ვიყავი. დიდი ხანია არ დამისვენია, არსად წავსულვარ სიმშვიდეში და როგორც ვატყობ, ახლაც ვერ მოვახერხებ მინიმუმ ზაფხულამდე. დროდადრო ეს გადაღლა ძალიან თავს იჩენს და მაწუხებს ხოლმე, მაგრამ ჯერჯერობით ვუმკლავდები.

ნოემბერში კიდე ისეთი ახალი ამბავი დამახვდა სამსახურში <3 ამჯერად, საქმე ისევ დაწინაურებას ეხებოდა. ამჯერად მარკეტინგის განყოფილებაში გადავედი და მთეელი რუსთავი2-ის ინტერნეტ მარკეტინგი ჩამბარდა. საკმაოდ საწვალებელი იყო თავიდან დალაგება ყველაფრის. ჯერ ის შედეგი არ არის, რაც მინდა იმიტომ, რომ საახალწლოდ არასდროს არავის არ სცალია, წინასწარი მზადება იყო და სეზონის ბოლო, რამაც ბევრი რამე გაართულა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. რომ ჩაივლის ეს საგიჟეთი, მერე ყველაფერს უკეთესად მივხედავ. ძალიან საყვარელ ოთახში, ძალიან საყვარელ თანამშრომლებთან ერთად ვარ :))

ჩემი ძალიან სამსახურეობრივი დაფა :D

დეკემბერს რაც შეეხება, ქეთის დაბადების დღეზე ლეკვი ვუყიდე და ახლა მთელი ოჯახის გასართობი ის არის 😀 ძალიან საყვარელია. დანარჩენი რა – მგონი დღემდე საახალწლო განწყობა მერყევად მქონდა – ხან კი, ხან არა. დღეს საახალწლო საყიდლებზე წავედით მე და მირიანი და ახლა კარგად შემომიტია წინასაახალწლო შეგრძნებებმა :) ხვალ,  31-ში, საღამოს ჯეოსტარის ფინალი გვაქვს. მერე კი, ცხოვრებაში პირველად დამოუკიდებლად გავაკეთებ საცივს და ოჯახს გარეთ შევხვდები ახალ წელს.

მოკლედ, ასეთი იყო 2011, ბევრი დეტალების გამოტოვებით იმიტომ, რომ ერთ პოსტში ყველაფერი არ ეტევა. თუმცა, მთავარი რამეები ვთქვი და წინ 2012 წელია, რომელსაც, დიდი იმედი მაქვს, ბლოგზე ორ გვერდზე გაცილებით მეტი დაეთმობა.

გილოცავთ წინასწარ <3

geostar, რასა ვიქმ

მე და ჯეოსტარი

ბოლო 2 თვეა, დროის დიდ ნაწილს ჯეოსტარს ვუთმობ. მეგონა, რომ ნიჭიერივით კვირაში 7 დღეს და 24 საათს არ წაიღებდა, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მრჩება და თუ მრჩება, სხვა მნიშვნელოვან რამეებში ვხარჯავ (ეს “მნიშვნელოვანი რამეები”, ხანდახან, უბრალოდ ჯდომა და დასვენებაა შეძლებისდაგვარად).
***

ნიჭიერის კასტინგებიდან რომ ვბრუნდებოდით, დადუ და კოლია გზის დასაწყისიდანვე მითანხმდებოდნენ, ხვალ მოდი სამსახურში და ანკეტები დავალაგოთ რაც ჩამოვიტანეთო. “ჩემი კონტრაქტი უკვე ვადაგასულია” მეთქი დავეჯღანე ორივეს და ჩავხტი მანქანაში 😀 რა თქმა უნდა, მეორე დღეს მივედი რუსთავი2-ში,  დავიწყეთ ანკეტების დახარისხება. იმ განწყობით ვიყავი, რომ დაახლოებით იანვრამდე (თუ თბილისის კასტინგს არ ჩავთვლიდით) ვემშვიდობებოდი იქაურობას.

შუა შრომასა და გარჯაში რომ ვიყავით, გიორგი (ჩვენი მთლა უფროსი <3 :)) )შემოვიდა და საქმეს რომ მორჩები ჩემკენ გამოდიო მითხრა. ვიფიქრე, ჩემი შთაბეჭდილებები აინტერესებს კასტინგებიდან მეთქი (თან მოუსწრიათ ჩემი მტირალობის ამბების მოხსენება  😀 ) და შევაბიჯე გაბრწყინებულმა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა გაბრწყინებული გამოვედი კაბინეტიდან, როცა გავიგე, რომ ნიჭიერამდე ლოდინი და სხვა სამსახურის ძებნა არ იყო საჭირო…ზუსტად იქამდე, რამდენიმე დღით ადრე ვამბობდი – ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ვარ ამაზე და შარშან ნიჭიერი სანამ არ დაიწყო, ჩემით არც მიძებნია სამსახური, თავისით ჩნდებოდა ხოლმე რაღაც წვრილმანები.

რამდენიმე დღეში, რომ დავლაგდი კასტინგებიდან ჩამოსული და დავიწყე ფიქრი, საკმაოდ ბევრი სირთულე გამოჩნდა, დაწყების შემდეგ კიდევ უფრო მეტი…საბედნიეროდ, ყველა ასეთ სიტუაციას მეტ გამოცდილებად ვთვლი და მიუხედავად იმისა, რომ წუწუნით ტვინს ვჭამ, უკიდურესად გაბრაზებულიც კი ამაზე ვფიქრობ, რომ მომავალში ყველაფერი გამოსადეგია. თან, კაქტუსებიან მინდორზეც რომ ვიყო სარბენი, მიყვარს რასაც ვაკეთებ და კიდევ უფრო მიყვარს სადაც ვაკეთებ.

მოკლედ, სირთულეები, რომლებიც თან ახლდა ყველაფერს და რომლებიც ახლა მეტნაკლებად გადალახულია(სწორედ ამიტომ მაქვს ამაზე  სალაპარაკო ენერგია):როდესაც ნიჭიერის მაგალითზე მიჩვეული ხარ ძალიან დიდ გამოხმაურებას, უუამრავ შეარებს და ა.შ. ერთ თვეში რომ იგივე შედეგს ვერ აღწევ, პანიკას იწვევს. თან, ნიჭიერის პირველი სეზონის დასაწყისი დოდკამ ითავა და მერე მე არაფერი გამრთულებია. მართლა პანიკამდე რომ მივედი, მერე დავიწყე გაანალიზება:
  • ნიჭიერი იყო ახალი ხილი, დაწყებამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო ინტერნეტში გავრცელება, რაც დაგეგმილი იყო.
  • ფორმატია განსხვავებული და ისეთი, რომ განსაზღვრული აუდიტორია კი არა, ყვეელანაირი აუდიტორია უყურებს ნებისმიერი საკითხით დაინტერესებული.
  • რეიტინგში 15-20%-ით არის განსხვავება ამ ორს შორის.

ჯეოსტარი მერვე  წელია მიმდინარეობს. უკვე ჩვევაში გადაზრდილივით არის 😀 მართალი რომ ვთქვა, გულდასმით არც მიყურებია წინა სეზონები. რუსთავი2-ზე გადმოსვლის და პოპ აიდოლის ფორმატის ჩართვის მერე, კასტინგებს ვუყურებდი და მერე ვწყვეტდი ხშირ შემთხვევაში. წელს ბევრი სიახლეა,ახალი სისხლია,  რაც კარგია. შესაბამისად, წინა წლებთან შედარებით რეიტინგმაც აიწია და გამოხმაურებაც უკეთესია. თანაც, ფინალისტები მართლა ძალიან ინდივიდუალურები და საინტერესოები არიან. მე გამარჯვებულების, ან ბოლო სამეულის გარდა, წინა სეზონებიდან არავინ მახსოვს.

  • ამ მრავალწლიანი არსებობის გამო არსებობს უამრავი ფეიჯი რომლებიც წინა სეზონების დროს არის გახსნილი და ფეიჯები, რომლებიც 2011 წლის ჯეოსტარისთვისაა შექმნილი. ეს იმიტომ, რომ არ არსებობდა ერთი, ოფიციალური.
  • აქვე:  ჯეოსელი და თი ბი სი ბანკი რუსთავი2-თან ერთად ინაწილებენ პროექტის სადავეებს ხელებში. როგორც აღმოჩნდა, წელს ფეიჯის გააქტიურებისთვის ბევრი რამ ქონდათ დაგეგმილი ორივეს.  მე TBC-სთან ვიქენ მივლინებული, რომლებსაც ასევე ფეიჯი უნდოდათ. ორივეს ერთდროულად გააქტიურება –  კიდევ ერთი მიზეზი ხალხის გასაფანტად.anyway, რუსთავი2-ის და თიბისი ბანკის ერთობლივი ფეისბუქ გვერდი, სადაც მე ვპოსტავ პირდაპირი ეთერის დროს, ოფიციალური და იერთადერთი არის:

http://www.facebook.com/tbcgeostar

რთული იყო თავიდან თი ბი სისთან შეხვედრაზე მისვლა. არ მახსოვს ცხოვრების რომელ პერიოდში დამჩემდა საქმეებზე ლაპარაკის შიში, მაგრამ მართლა ძალიან ვნერვიულობდი. საბედნიეროდ, წასვლის წინ გიორგის ველაპარაკე და დამარიგა, გამამხნევა და ისეთი რამეები მითხრა, მეგონა მთას გადავდგამ ახლა მეთქი 😀 მთელი ამ ჩემი გასაჭირების დროს რომ არ ყოფილიყო ჩემ მხარეზე და არ მეგრძნო მხარდაჭერა, ყურადღება და ა.შ., ალბათ გავაფრენდი.  მარტოს რომ მიწევდა წასვლა იმიტომ ავნერვიულდი, რომ პირველად ხდებოდა, როცა ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული.

მოკლედ, თი ბი სისთან შეხვედრის წინ საკმაოდ ბევრი ვიფიქრე, დავჯექი ერთ საღამოს და ბევრი იდეა ჩამოვყარე გვერდის სასარგებლოდ. მერე დავსხედით და განვიხილეთ ერთად. განსაკუთრებით ვღელავდი წინასაჯეოსტარე პროცესებზე და მინდოდა, რომ დაწყებამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე ყველა აქტივობა დაწყებულიყო. სამწუხაროდ, იდეების უმრავლესობა ვერ განხორციელდა და რა იდეებზეა ლაპარაკი,  ფეიჯი პირველ გადაცემაზე საერთოდ არ გვქონდა.

რაც შეეხება ბლოგს, geostar.ge, geostari.ge იყო დაკავებული, გადასახდელი და გათიშული. კავკაზუსსში რომ დავრეკეთ გადმოფორმებასთან დაკავშირებით, წესისამებრ გააფრთხილეს მფლობელები. ისინი დაფაცურდნენ და ერთის კიარა, მგონი 3 წლის ერთად გადაიხადეს. ავიღეთ TV დომენზე. შესაბამისად, იანვრამდე ბინა დავიდე იქ:

http://geostar.tv/

მირიანმა ეს:

გადააქცია ამად: Continue reading