gifts
გუშინ ცოტა ხნის წინ ნერვების არ ქონის გამო მიტოვებულ pet society-ს დავუბრუნდი და შევაკალი თავი, ჩამოვიარე ყველა. მიზნად დავისახე რამდენიმე აცუილებელი ნივთის ყიდვა, დავსკრინე და უნდა თვალსაჩინო ფოლდერში განვათავსე, რომ ხშირად შემეხედა და მათ საყიდლად მეშრომა :D
თან რაღაც წიკივით მჭირს, რამდენიმე ხანში ერთხელ, მთლიანად ყველაფერს ვყიდი და ახლიდან ვაწყობ. მოკლედ ავდექი და დავსკრინე:
ხოდა დღესაც ავწიე თუ არა საწოლიდან თავი, დავიწყე შრომა, ჩამოვუარე, ვაჭმევდი მშიერ პეტებს, ვაბანავებდი კიდეც. უცებ ზედიზედ რამდენიმე notification-ი ამოვიდა pet society-ს. gift, gift, gift..მეთქი ვა, რა არის o_O
გავხსენი და ღმერთო ჩემო- მართლა არ დავუჯერე თვალებს. უძვირესი, luxury-ს რამეები საჩუქრებად:
გამოვშტერდი, მეთქი ხო არ შეეშალა ან რაღაც.. თან ეს სკამი იყო რამდენიმე და ძალიან ძვირი ღირს [15 000] და შენ თუ გაყიდი 4999-ად იყიდება. მოკლედ, აი რაღაც მგონი არაადეკვატურადაც კი გამიხარდა. ბაჩო [დამსაჩუქრებელი:D]გაოგნებული იყო, არ მეგონა ასე თუ გაგიხარდებოდაო :D
იმიტომ გამიხარდა, რომ ეს დღეები ისედაც რაღაცა შოპინგს მოწყურებული ვარ, ონლაინ მაღაზიებს ვათვალიერებდი sweety-სთან ერთად და ისე მომინდა ყველაფერი[იხილეთ თსუ-ს ფორუმზე ჩემი სევდიანი პოსტი]..თან პეტს ხომ ვთამაშობდი, აქაც ზუსტად მასეთი სურვილები დამემართა :D მოკლედ, სახლშიც კი შევყარე ყველაფერ, ნახეთ რეები მაჩუქეს მეთქი. ეს სავარძლები გავყიდე, თითქმის მთლიანად გადავაკეთე სახლი. პირველი ოთახი განსაკუთრებულად მიყვარს, საზამთროდ მოვაწყე და ჩემი ნანატრი კიბე ვუყიდე და ბუხარი :love:
ახლა, რაც შეეხება ბაჩოს. აქამდეც მქონდა ნანახი მისი ბლოგი
http://know-alls.blogspot.com/
, ბლოგროლლზე შემხვდა და მომეწონა კონტენტი, ფავორიტებშიც ჩავიმატე. ბლოგზე უდევს სხვადასხვა თამაშების cheat-ები, რომლებსაც როგორც დღეს მითხრა, ესპანურიდან თარგმნის. ვუტრიალე ამ ჩეთებს, ვუტრიალე და ვიფიქრე ვერაფერს ვერ ვიზამთქო და გამოვედი. დღეს ახლიდან შევედი და მაინც, ძალებში დასარწმუნებლად ვცადე რამე მექნა, მაგრამ ვერც ერთი ვერ ავითვისე. ეგ კიარა, მერე დამიჯდა თვითონ ბაჩო და მიხსნიდა ერთ უადვილეს რაღაცას, მარა არ გამომივიდა. ვერ დადგება ჩემგან ჩეთერი. სამაგიეროდ, დღეს ახალი რამეების ყიდვის და მოწყობა-დალაგების შედეგად მოგროვებული ენერგია, დიდხანს გამყვება და ხალისი მექნება, რომ ვიარო მეგობრებთან, ვაბანავო, ვაჭამო და ასე ვიშოვნო ფული :))
ჰუჰ, მე მაპატიეთ, თუ თემატიკა ყველასთვის არ არის საინტერესო, მაგრამ სიხარულისგან გავსკდებოდი, რომ არ მეთქვა :D აი რასაც ქვია ემოციურად დასვენებული ვარ, რომ ორი დღის ჟინი დავიკმაყოფილე და შევცვალე ინტერიერი.. აქაც მადლობა, ბაჩო : ))














რო მცოდნოდა ესე გაგიხარდებოდა მთელ LUXORY ს გაჩუქებდი :)) =)) =))
ვაიმე, მერაშუაშიავიყავი აქ, მარა მადლობა :) :*
ვა ვა ვა ძალიან მაგარია თინიიი =))) მეც გამომიგზავნა ბაჩომ რაღაცები გული ამიჩუყდა კინაღამ =))))) მაგარი ოთახები მოგიწყვია =))) ეგ ჩეთები მართლა ძალიან ადვილია და გამოსადეგარი! გირჩევ კარგად ჩაუჯდე ამხელა ბლოგს გაუგე შე ქალო და მაგხელა ჩეთებს ვერ გაუგეებ =))))))) ვიდეოებიც ხომ მოყვება და თან =)))
ჰოე, მდიდარო, ამ გახსენებაზე მეც შევივლი ფეთში და ჩემს Farnavaz–ს დავხედავ… არა, გადავიფიქრე.
ზაფხულამდე ან ზამთრის არდადაგებამდე არ შევაწუხებ.მერე კი ერთიანად დავასუფთავე სა-Pet–ეს და რამდენიმე თვით დავემშვიდობები :)))
ხოო, მე გუშინწინ მქონდა შემოტევა და 5000-იანი კიბე ვუყიდე :D
კიდევ კაი facebook-ზე ხშირად არ შევდივარ, თორემ ეგ თამაში ძალიან ჩამითრევდა. ვცდილობ არ დავინტერესდე თორემ ცუდად იქნება ჩემი საქმე =))
თან რაღაც წიკივით მჭირს, რამდენიმე ხანში ერთხელ, მთლიანად ყველაფერს ვყიდი და ახლიდან ვაწყობ
მეც ეგრე ვარ ხოლმე :)
მეც მინდოდა კიბე და ვიკიდე :)
ვაჰ, რამდენი ხანია ჩემს ფეთთან არ ვყოფილვარ.. ალბათ ზის მშიერი, მისუსტებული, დაუბანელი და მელოდება :მო:
Dorian Gray
გგ, დურა ნუ:Dერტგან მეწერა მარტო შეცდომით,ეტყობა რაღაცაზე გადავიტანე ყურადღება და :D
ბუსხ
რავი გამიხარდა და ვეღარ მოვითმინე:u:
kate_alukard
ხო, ამ დღეებში კიდევ ჩავუჯდები რომ მოვიცლი:შ
zurriuss
იყოს მშიერი შენი პეტი, მშიერი პეტები მიყვარს,ვაჭმევ ხოლმე და ფულს მაძლევენ :D
დია
უი,ვარდისფერი?^_^ მე ხის მინდოდა :blush:
Marr
არა,რავი არ მგონია მთლად დიდი დრო წაგართვას პეტმა^_^
taa
ხოო ვნახე შენი ვარდისფერი კიბე :))
Natalia
ვაბანავებ და ვაჭმევ ხოლმე და ვამხიარულებ, მაგრამ მგონი ჩემი ბანაობები და რაღაცეები არ ითვლება :user:
რა საშინელი თამაშია ადრე ჩავრთე და გული რამის ამერია , ხალხნო რაში კარგავთ დროს წადით სხვა რამე ითამაშეთ.
luxery shi rac ari da saertod magaziebshi yvela maq chetit
მაგარია