GSCM

ერთი კვირის წინ მე და მიშა ვლაპარაკობდით ჩემს არეულ ინტერესებზე. ბანალური ფრაზაა, მაგრამ მართლა რამდენი წელია დავეძებ და ვერ მიპოვნია ჩემი თავი.. თავიდან გადავწყვიტე ტოლერანტობისთვის მიმეძღვნა თავი [:D], მერე დავიღალე ცოტა არ იყოს უაზრო ბრძოლებით და გადავწყვიტე ბედს შევგუებოდი და ხელოვნებათმცოდნეობაში მეპოვნა რამე საჩემო, მერე მივხვდი, რომ ამით ვერ დავკმაყოფილდებოდი და სოციოლოგიაში ვცადე ბედი [მაგისტრატურისთვის გადაიდო ეს], მერე უნივერსიტეტში არაორგანიზებულობის გამო ბაკალავრიატში სოციოლოგიის რამოდენიმე საგნის აღების იმედიც დავკარგე..მთელი ამ პერიოდის მანძილზე კიდევ ვიოლინოს ხან ვუბრუნდებოდი, ხან ვშორდებოდი.. მოკლედ, ლაპარაკისას დავადგინეთ, რომ ინტერესების არევა ბევრ რამეში უკან მწევს.  არადა ზუსტად ახლა იმდენ ადგილას ვარ საჭირო! მე კიდევ იმის მაგივრად, რომ გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები, უკანა პლანზე ვამჯობინებ ყოფნას და შორიდან ვაკვირდები მოვლენებს. გამიელვებს თავში იდეა და მერე მიქრება ისევ. მუხტი არ მყვება დიდხანს. დაახლოებით ერთი თვის წინ მიშამ თავის დაარსებული ორგანიზაციის ერთ-ერთ შეხვედრაზე დამპატიჟა.  მახსოვს, შეხვედრიდან მაგარი ანთებული გამოვედი- აი მე ამ საქმეს მივხედავ, ამას ვიზამ, იმას ვიზამ.. :D გავიდა ერთი თვე და რა ვქენი? ვერც ვერაფერი.. არადა რა მაგარი რამეა! აი ახლა, ავდგები და ვიზამ იმას, რაც დიდი ხნის წინ უნდა მექნა! გაგაცნობთ ამ მართლა მნიშვნელოვან ამბავს: 

მიშა ცოტა ხნის წინ შვეიცარიაში სწავლის დროს დაესწრო  Michael Wallas-ის ლექციას. ეს ადამიანი არის World Student Christian Federation [ WSCF ]-ის გენერალური მდივანი. WSCF ყველაზე დიდი ახალგაზრდული ეკუმენური ორგანიზაციაა მსოფლიოში.  ლექციის შემდეგ მიშა ესაუბრა ამ ადამიანს და გამოთქვა სურვილი, რომ wscf-ის ნაცნიონალური წარმომადგენლობა, ანუ იგივე SCM [student christian movement] ყოფილიყო საქართველოში.შარშან, ნოემბერში ოფიციალურად გააფორმეს საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა მოძრაობა, იგივე Georgian Student Christian Movement [GSCM] .

როცა მიშა მიყვებოდა ამ ორგანიზაციის შესახებ, პირველი, რაც მომეწონა ის იყო, რომ ზუსტად განსაზღვრული მიზნები და ამ მიზნებისკენ მისაღწევი გზები უკვე ნათლად ქონდათ განსაზღვრული. მერე რაც მომეწონა, თავისთავად თვითონ  მიზნები იყო:

  • საქართველოში შექმნილ რელიგიურ ფონზე ახალგაზრდობის ერთობის შექმნა, რომელიც მიმართული იქნება ეკუმენური ფასეულობების დანერგვისაკენ
  • ტოლერანტული გარემოს შექმნა
  • ახალგაზრდებს შორის ინფორმაციის მაქსიმალური გაცვლა-გამოცვლა რელიგურ და არა მხოლოდ რელიგიურ საკითხებზე
  • ინტერრელიგიურ დიალოგში წვლილის შეტანა

პრიორიტეტები:

  • სოციალური საქმიანობა
  • გარემოზე ზრუნვა
  • თეოლოგიური განათლება
  • ადამიანის უფლებების დაცვა
  • ეკუმენური ურთიერთობების გაძლიერება, მაგალითად სხვადასხვა ეკლესიებში მისვლა, თანალოცვა და ა.შ
  • ახალგაზრდების ერთად თავმოყრა მთავარი მიზნისთვის..

ამ რამოდენიმე თვის მანძილზე GSCM-ის ეგიდით ჩატარდა უკვე რამოდენიმე შეხვედრა. ერთი ბაპტისტურ ეკლესიაში, ერთი კათოლიკურში და ერთიც ლუთერულში. უახლოეს მომავალში სომხურ სამოციქულოშიც იქნება.. შეხვედრას ესწრებიან კათოლიკეები, ბაპტისტები, მართლმადიდებლები, ლუთერელები და ა.შ.

კათოლიკური ეკლესია,ჯუზეპე პაზოტოს ქადაგება

კათოლიკური ეკლესია,ჯუზეპე პაზოტოს ქადაგება

ლუთერული ეკლესიის კათედრალი

ლუთერული ეკლესიის კათედრალი

აუ და ყველაზე ძალიან რაც მომეწონა- ჰაიკები! მთებში სიარული :ლოვე: ერთი ჰაიკი მოუწყვიათ უკვე, სამწუხაროდ მე გვიან მოვდივარ ხოლმე აზრზე :E
DSC00133

ხოდა რამ გამიხსნა ახლა ასეთი მუზა.. კავკასიურ სახლში იმ დისკუსიის მერე ისედაც დიდად შემიპყრო ჩემს ფესვებთან დაბრუნების იდეამ :E  ფესვები- ღრმა ბავშვობის იდეალი ტოლერანტობა! ნუ არც ისე ღრმა ბავშვობის, ყველაზე აქტიური და შედეგიანი ბრძოლები პირველ კურსზე მქონდა :D  ხოდა ამ ორგანიზაციას და იქ მყოფ ხალხს რომ ვუყურებ [უმეტესობა ჩემი მეგობარია] სულ მინდება, რომ მეც ვაკეთო იგივე- არა მაყურებლის პოზიციიდან. აი ამიტომაც შემომეწერა  თვალსა და ხელს შუა ამხელა პოსტი : )) ახლა ფეისბუქზე პეიჯი გავაკეთე და ვისაც ჩემსავით და ჩვენსავით ასე სჯერა, რომ რამეს მოახერხებს და რამე წვლილს შეიტანს ტოლერანტობის და ეკუმენიზმის  თითო თითო აგურის დალაგებაში, შემოგვიერთდეს : ))

http://www.facebook.com/group.php?gid=90810818171&ref=nf

:ჩემთვის უჩვეულო პათოსიანი პოსტი: :ლაიკ ით:

13 Responses to “GSCM”

  • თინი :D რამ-ო-დენიმე არა :D რამდენიმე :)

    არ გაგიტყდეს, პროსტა სულ ეგ გიწერია და :D :D :D

    • Tiny:

      არ მიტყდება, ვიცი შენი ჭედვის შესახებ ქართულ ენასთან დაკავშირებით, აწი გამოვასწორებ :პრომის: :D

  • მეე მოოომწონს თქვენი შემართება მადამ <3

  • ვაა….

    უყურეთ თინის?!

  • თომა:

    უკაცრავად , რომ შემოგეჭერით… მაგრამ მიშა ვინაა? ამ მიმართულებით მე ვიცნობ ერთ ორგანიზაციას ,,ახალგაზრდა ქრისტიანები მშვიდობვისა და დემოკრატიისათვის”. მირიან გამრეკელაშვილია თავმჯდომარე. ყველა ოფოციალურ შეხვედრებს და საერთაშორისო კონფერენციებს, რომელიც მსოფლიო სტუდენტ ქრისტიანთა ფედერაციის ეგიდით იმართება,ესწრება ამ ორგანიზაციის რომელიმე წარმომადგენელი, როგორც ასევე წარმომადგენელი საქართველოდან… ირაკლი ცხადაძე იყო მგონი ბოლო დროს… ეს ორგანიზაცია, როგორც ვიცი, 2006 წლიდან არსებობს და სერიოზული ბაზა და ინტელექტუალური რესურსი აქვთ…

    • Tiny:

      მირიანს ვიცნობ და მაგ ორგანიზაციაშიც ვარ როგორც მახსოვს გაწევრიანებული, თუმცა ახლა არაფერს აკეთებენ, მირიანი გერმანიაშია :D
      და ერტის არსებობა მეორის არსებობას არ გამორიცხავს :D

  • მოგესალმებით თომა,
    მე ვარ ის მიშა რომელსაც კითხულობ, GSCM-ის გენერალური მდივანი.

    ამბობთ რომ თქვენ იცნობთ ერთ ორგანიზაციას რომელიც მუშაობს ამ მიმართულებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს სხვა… თქვენს მიერ აღნიშნულ ორგანიზაციას ჩვენც ვიცნობთ.

    ხოლო რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მონაწილეობს თუ არა GSCM-ის წარმომადგენელი WSCF-ის კონფერენციებზე, გიპასუხებთ რომ დიახ. და არა მხოლოდ WSCF-ის კონფერენციებზე…

    თინათინის მიერ ამ თემის გახსნის მოტივი ზუსტად ეს იყო რომ უფრო ფართო საზოგადოებას გაეგო ჩვენს შესახებ. მე მადლობელი ვარ თქვენი კითხვისთვის…

    იმედია თქვენს შეკითხვას ასე თუ ისე გავეცი პასუხი. თუ რაიმე კითხვა დაგრჩათ, გთხოვთ თქვენს სამსახურში მიგულოთ.

    მ.ს.

  • უი, ეს ის მიშაა, მე რომ ერთობ cute-ად მომეჩვენა? :P დაჟე გენ.სეკრეტარია? :D :D :D

    ეს მარტო ქრისტიანებისთვის არის, თუ შეიძლება სხვების დასწრებაც? ამ თემაზე მეტი ინფორმაცია მინდა, თინათინ!!!!!

  • გამარჯობა სოფი!
    ამ ორგანიზაციის ერთ ერთი ძირითადი მიზანი ინტერ რელიგიური საკითხების შესწავლაა, რაც თავისთავად ითვალისწინებს ინტერ რელიგიურ შეხვედრებს…

    ჩვენს ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია =)

    პ.ს.
    cute-ს შევიფერებ და არაფერს ვიტყვი
    =)

  • ჩუბინა:

    კარგი ორგანიზაცია დაუარსებიათ, მომეტსონა დზალიან, წავიკითხე ისტორია და განსაკუთრებით მომეწონა მართლმადიდებლების არსებობა მაგ სივრცეში, ეს, ჩემი აზრით ნამდვილი საოცრებაა. ნამდვილად ხდება ასეთი რამ თუ ერთი ორი ეგზემპლარი გყავთ საჩვენებლად? :D

    • გამარჯობა,
      =) ჩემთვის ის უფრო გასაოცარი იქნებოდა, იმ ქვეყანაში სადაც დომინანტი ეკლესია მართლმადიდებლურია, ასეთ რელიგიურ ორგანიზაციაში უმცირესობაში რომ აღმოჩენილიყვნენ… ამ ორგანიზაციაში მართლმადიდებლები ისევე უმრავლესობაში არიან, როგორც ქვეყანაში.

      რაც შეეხება საჩვენებლად ყოფნას ეს სიმართლეა, იქ ყველა საჩვენებლად ვართ, ვინაიდან ჩვენი სურვილია, ფართო საზოგადოებას ჩვენი ერთობლივი საქმე ვუჩვენოთ! და ამით წავახალისოთ სხვებიც =)

      • ჩუბინა:

        ნამდვილად საინტერესოა, როგორი მართლმადიდებლები არიან, შემთხვევით სემინარიიდან გამოყრილები ხომარა :D მართლა საინტერესოა, როგორც ვიცი მართლმადიდებლებს უკრძალავენ მსგავსი ტიპის ორგანიზაციებში გაწევრიანებას :)

        • სამწუხაროდ ჩვენს ორგანიზაციაში, ჯერ ჯერობით არც სემინარიის სტუდენტები არ არიან და არც იქიდან გამოყრილები.

          თქვენ რა შეკითხვას სვამთ ზუსტად ვერ მიგიხვდით. გვთავაზობთ, რომ გავარჩიოთ თუ ვინ, როგორი მართლმადიდებელია? =) ალბად ხუმრობთ?..

Leave a Reply

ბოლო კომენტარები
სექტემბერი 2010
« აგვ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
მთვლელები
TOP.GE

PageRank
Serv.Ge Singular.ge navige_logo
მინი-პოსტები

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (2)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (0)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)

2:37
მეტი... (15)

მობილიზეიშენ
ვამპირული, დასისხლიანებული თვალებით, ჩაით და ბეევრი საჭმლით ვიწყებ დღეს. წუხელ 4 საათამდე საკონკურსო პოსტს ვწერდი. პრინციპში დავასრულე და გამოქვეყნებაღა აკლია, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, იქნება რამე უკეთესი მომაფიქრდეს მეტი... (1)

აღარ გიცდი
პირველი გამოცდა საოცრება იყო, 30-დან 29 ქულით გამოვედი. ლურჯ მეჩეთზეც პრეზენტაციაში 15/15. ამას დაემატა დასწრების და კოლოქვიუმების ქულები და 93 ქულა გამომივიდა:user: შარშანდელი საშინელი ჩავარდნების შემდეგ მართლა გამიხარდა. მეტი... (5)

სულთანი აჰმედი
ფეისბუქზეც დავწერე და აქაც ვიტყვი, ვერ ვიტან გამოცდების პერიოდს- სულ გეჩქარება, დრო არასდროს არ გყოფნის და შეიძლება მთელი დღე არაფერი ისწავლო, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ ამ დღეებში გამოცდა გაქვს და ყველანაირი გართობის მაგვარი გადადო :D მეტი... (5)

პაშტეტ
მეტი... (3)