ამ ზაფხულს აღმოვაჩინე, უფრო სწორად დღის წესრიგში დავაყენე ჩემი მეხსიერების ბლაგვობის საკითხი. ფრიად აბდალი გახლავართ- გარკვეული დროის შემდეგ, მავიწყდება ყველაფერი, დეტალები არასოდეს მახსოვს. დეტალებს ვინ ჩივის, ზოგჯერ მივყებიან საკუთარ ამბავს და საერთოდ აზრზე ვერ მოვდივარ როდის იყო. მთელი თავისი სიცხადით ჩემი სიაბდლე თვალწინ დამიდგა, როცა ყვარელში ჩვენს ბიბლიოთეკას გადავხედე. ვუყურებ წიგნის სათაურს-” ვა, ეს ხომ წაკითხული მაქვს”! გადავშლი და ერთი სიტყვაც არ მეცნობა.. არათუ ბუნდოვნად არ მახსოვს წიგნის შინაარსი, ბოლო გვერდის წაკითხვისასაც კი არ მახსენდება რა ხდებოდა. თქვენ არ იცით რა საშინელი შეგრძნებაა, როცა უყურებ შენს საყვარელ წიგნს, რომელიც თავის დროზე იმიტომ წაიკითხე, რომ აგიკრძალეს და მერე კიდევ იმიტომ კითხულობდი სულ, რომ ძალიან მოგეწონა [მგლის ბილიკი] და საერთოდ აზრზე ვერ მოდიხარ რა ხდებოდა. უბრალოდ,ბუნდოვნად გახსენდება, რომ მკვლელობას ეხება და მოჭრილი თითი ფიგურირებს სადღაც :D ან „ვიდრე ჰხვალ“, რომლის ხსენებაზეც მარტო ის იცი, რომ ალბათ წიგნს ბევრი ამობურცული ფურცლები აქვს შენი ცრემლებისგან :D მოკლედ, შევყურებდი ასე ბიბლიოთეკას და რამის ცრემლებს ვყლაპავდი სიმწრისგან, რატომ! რატომ უნდა მავიწყდებოდეს ასე..ექიმს უნდა მივაკითხო აუცილებლად, თორემ მომავალ წელს რომ არ მახსოვდეს ის, რაც წელს წავიკითხე, უკვე მეტისმეტი იქნება :/
მოკლედ, ვიფიქრე, რომ ნამდვილად არ იქნებოდა მართებული ძველ დანაკარგებს გავკიდებოდი იმიტომ, რომ მართალია შინაარსი არ მახსოვს, მაგრამ ყველა წიგნს თავისი „დანატოვარი“ აქვს აუცილებლად ჩემს ტვინში და საჭირო დროსა და ადგილას მადგება..ხოდა გადავწყვიტე ახლიდან არ გადამექოთებინა ორ-სამჯერ წაკითხული წიგნები და რამე ახალს შევდგომოდი.. ერთ სახლში უკვე ყველაფერი წაკითხული მაქვს [დედაჩემის დედ-მამის სახლში] და მეორე სახლში [მამაჩემის დედ-მამის სახლში] ბოლომდე არ მაქვს ათვისებული. გადავედი და ერთბაშად აასე 12 წიგნი დავხვეტე. ყველა არ წამიკითხავს, მაგრამ მომავალი წლის გეგმებში გადაინაცვლა. ზოგიც თბილისში წამოვიღე, მაგრამ წაკითხულებიდან ერთი-ორზე რამდენიმე სიტყვა რომ არ ვთქვა მოვკვდები.

შექსპირი, რომელსაც ყოველ ზაფხულს ვუტრიალებდი ხოლმე, მაგრამ რაღაცნაირად ვერ ვკითხულობდი, წელს ჩემს ოთახში საწოლის გვერდით ტუმბოზე დამხვდა. გამახსენდა, რომ შარშან დავტოვე აქ. დავიწყე კითხვა და რამდენიმე საათში მოვრჩი ჰამლეტის კითხვას. ასე ვიცი ხოლმე, ერთ ამოსუნთქვაზე წაკითხვა თუ რამე დამაინტერესებს.. მერე ოტელოც მივაყოლე და ღამის სამ საათზე საცოდავი დეზდემონას ცოდვით დამწვარმა დანანებით დავიძინე :D მეტ ტრაგედიებს გული ვეღარ დავუდე- არ ვიცი რატომ. მაგრამ ეს ორი, შეიძლება ითქვას მომეწონა. საინტერესო ფრაზებს ვიწერდი წაკითხულებიდან და აგერ, ერთი-ორი, ჰამლეტიდან:
„ვიკვებები ქამელეონის საზრდოთი- გეახლებით ჰაერს, იმედებით შეზავებულს“

„სიტყვა მიფრინავს, მაგრამ ფიქრი აქ, დაბლა მრჩება: უფიქროდ სიტყვა ვერ მისწვდება ცას ვერასოდეს“


„კაცს შეუძლიან თევზი დაიჭიროს იმისთანა ჭიაყელათი, რომელსაც ხელმწიფის ხორცი უჭამია და სჭამოს თევზი, ამ ჭიაყელათი გამაძღარი“

„რაკი საქმესა, რომელსამე გულს განვიზრახვით,
მაშინვე უნდა შევასრულოთ, თორემ განზრახვა
ანუ უქმნდება, ანუ იმდენგზის სახესა
ცვლილობს, რამდენ ენასაც, ხელს, შემთხვევას
იგი შეხვდება“

შემდეგი წიგნი ერთ დღეში, სულმოუთქმელად წაკითხული ფილიპ ერიას რომანი  “უზნეო ბავშვები” იყო. ფილიპ ერია XX საუკუნის ფრანგი მწერალია და ეკუთვნის ე.წ. ოჯახური რომანის ჟანრის მთელი ციკლი- „ბუსარდელები“. ამ კონკრეტულ წიგნში კიდე აგნეს ბუსარდელის თავგადასავალი იყო მოთხრობილი. ზე წიგნი, ზე შინაარსით და ზე მწერალი, ზე ენით! მართლა ძალიან კარგად წერს, ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ძალიან მინდა კიდევ ვიშოვნო ბუსარდელების ციკლიდან რამე. ფრაზები, რომლებიც განსაკუთრებით მომეწონა:

„ორკესტრის დირიჟორი მომაგონდა, გადამწყვეტი აკორდის წინ მკლავებგაშლილი რომ დგას და სულის მოთქმის საშუალებას აძლევს მუსიკოსებს“

„სიჩუმე- ჩვეულებრივი ფონი. სიტყვა- სწრაფად ჩახშობილი ხმაური“

„იმ დიასახლისს ვგავდი, ალმოდებულ სახლში რომ წრიალებს და მოახლოებული საფრთხის მიუხედავად, ოთახიდან ოთახში შერბის, ცდილობს გადაარჩინოს აი ის ნივთი, ისიც, აი ისიც და იმაზე კი აღარ ფიქრობს, უგუნურად, გაუფრთხილებლად რომ იქცევა“

„ჩვენ ხშირად ვბაძავთ რენესანსის ხანის იტალიელ ხუროთმოძღვრებს, ახალ ნაგებობებში ძველი კოლიზეუმის ქვებს რომ ატანდნენ“

ახლა კი არ ძალმიძს არ აღვნიშნო მიგელ დე უნამუნოს [რომლის გვარიც პირველად „უნამუსო“-დ წავიკითხე :დ] „ბურუსი“. დავიწყე კითხვა და დამევასა ერთი-ორი ფრაზა. მაგალითად:

„ხელოვნებაში მთავარია უბის წიგნაკი: „ნუ გამოივსებთ თავს იმით, რაც ჯიბეებშიც კარგად თავსდება“

„ქუჩა არის ვნებიან, შურიან, ზიზღიან, თანამგრძნობ, მოყვარულ, მოძულე მზერათა, სულგაქვავებულ, მოძველებულ სიტყვათა, ხმათა, სწრაფვათა ქსოვილი, იდუმალი საბურველი, სუდარასავით რომ შემოხვევია გამვლელთა სულებს“

„ოჯახი საზოგადოების ჭეშმარიტი უჯრედი, მე კი მოლეკულა ვარ“


მოკლედ, ასე ბედნიერად ვკითხულობდი პირველი რამდენიმე გვერდი..კიდევ რამდენიმე გვერდი.. კიიდევ რამდენიმე გვერდი და დაახლოებით 62-ე გვერდზე მივხვდი, რომ სისულელეს ვკითხულობდი. მთავარი გმირი აცანცარდა :D აგერ, მონაკვეთი, რომელიც ვგონებ გარკვეულ შთაბეჭდილებას შეგიქმნით:

„ქალიშვილები ხელიხელგაყრილები მიდიოდნენ და აუგუსტოს დაუოკებელი სურვილი მოერია გაეჩერებინა ისინი, თავად გაეკეთებინა ხელკავი და ასე, ცად აპყრობილი თვალებით ევლო მათ შუა, როგორც მოუხდებოდა და საითაც წაიღებდა ცხოვრების დინება“

აესე გაფრიკა და დაუწყო ყველა გამვლელს დევნა და მეეთქი უკვე ოო! არც წერის სტილი მომწონდა თავიდანვე მაინცდამაინც და ამან საერთოდ ამაღებინა ხელი ამ წიგნზე და დაახლოებით ერთ კვირიან ტაიმ-აუტშიც ჩამაგდო- ვერაფერს ვეღარ ვკითხულობდი :D
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს იყო ის სამი დანარჩენებზე მეტად მნიშვნელოვანი წიგნი, რომელზეც მინდოდა თქვენთვის მეთქვა. დიდი იმედი მაქვს, ამ პოსტის შემდეგ მაინც აღარ დამავიწყდება მინიმუმ ზედაპირული შინაარსი მაინც :D

Tags: , , , , , , , , ,

18 Responses to “ჰამლეტი და უნამუსო”

  1. მთავარი გმირი აცანცარდა

    ROFL

  2. მეც მაქვს უნამუნოს “ბურუსი” წაკითხული, მაგრამ შენი არ იყოს, საერთოდ ვერ ვიხსენებ ეხლა, შიგ რა ხდებოდა.

  3. 2კიჯა says:

    აუ მეც ეგენი მახსოვს მაგ წიგნიდან )))) ქუტაისი, ობლიგაციებ, თოვლი, მოჭრილი თიტი, ვიღაც დეიდა და ვსიო ))) თუ მონანიებაში ვურევ არ ვიცი

    არა მომანება უფორ კარგად მახოსვს )))

  4. sin165 says:

    მე პირადად წიგნი თუ არ მახსოვს, ჩემს მეხსიერებას კი არა, იმ წიგნს ვაბრალებ :D

  5. პუფ დიზაინი ისევ შეცვალე. გოიმ

  6. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყველაფერს ვერ დავიმახსოვრებთ რასაც წავიკითხავთ. მე მაგალითად “ჰამლეტი”–დან მარტო ყოფნა არ ყოფნა… მახსოვს. “ოტელო”–დან – დიახ მე მოვკალ დეზდემონა, არ ვმალავ ამას… “ვიდრე ხვალ”– იდან – ათასი ქალის სიშიშვლეს, ერთი ნახევრად შიშველი ქალის ხილვა სჯობს.(და კიდევ რაღაც–რაღაცეები) “ბურუსი”–დან ვიღაც სადღაც აკაკუნებდა და ეგ მახსოვს, სხვები კი წაკითხული არ მაქვს. “უნამუსო” კარგი მწერალია, მისი “სიყვარული და პედაგოგიკა” წაიკითხე და გაიგებ თუ ლობიოს ჭამით მიღებული ფოსფორი, როგორ უნათებს გონებას ადამიანს. :)

    • Tiny says:

      გავითვალისწინებ რჩევას და წავიკითხავ მაგას თუ ვიშოვნე : ) უნამუსოს წერის სტილს რაც შეეხება, უბრალოდ, ცოტა მძიმედ წერს, თორემ ისე არაუშავს : )

  7. Natalia says:

    ‘ყველა წიგნს თავისი „დანატოვარი“ აქვს აუცილებლად ჩემს ტვინში და საჭირო დროსა და ადგილას მადგება.’ – ამ დევიზით ვცხოვრობ მე, თორემ ისე არაფერი არ მახსოვს, თუ წიგნი მხოლოდ ერთხელ მაქვს წაკითხული :))

    პ.ს ეს დიზაინი ჯობია გუშინდელს :))

    მე რამდენი ხანია ვეძებ რამე თიმფლეითს, მაგრამ ვერ ავარჩიე, გადაწყვეტილების მიღება მიჭირს :(

  8. ცქნაფო says:

    არ შემიძლია არ აგვნიშნო არაჩვეულებრივად განმარტე ყველაფერი, მეტიც სურვილი გამიჩნდა წამეკითხა …

  9. Hannibal says:

    “აბდალი” მამრობით სქესს წარმოადგენს; მდედრობითს კი – “აბდალა”. :D

  10. fiamifero says:

    და რა ქენი, იპოვე ბუსარდელების კლანზე სხვა წიგნი??
    გეეეეხვეწები, თუ სადმე წააწყდე არ დამიმალო რა :უსერ:
    ძალიან მიყვარს წლების წინ წაკითხული ეს უცნაური რომანი, რომლის ავტორიც მგონი საქართველოში უკეთ იციან ვიდრე საფრანგეთში : )

Leave a Reply

You can use these tags: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>