საერთოდ არ ვარ “მცენარეებსაც ხომ სული აქვთ”, “რა სიმხეცეა ბუზის მოკვლა” და ა.შ. როჟა. პირიქით, ხანდახან ძალიან ბოროტი ვარ ხოლმე. ჩემი ჰუმანიზმის საკითხიც ხშირად ეჭქვეშაა, მაგრამ არის ერთი საკითხი, რაშიც ჩემს თავს ვერ ვცნობ ხოლმე..მოკლედ, მათხოვრებზე მიჩუყდება ძალიან გული. ოღონდ, რა თქმა უნდა, ყველაზე არა..

ერთხელ რაღაც რესტორანში შევედით. მოხუცი მათხოვარი შემოვიდა და გააგდეს. ძალიან მრცხვენოდა ჩემების, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და ძალიან ბევრი ვიტირე. პირი არ დამიკარებია არაფრისთვის. მამაჩემი გავიდა მერე და ფულიც მისცა და საჭმელიც.

მეორე ასეთი გაჭედვა მაქვს ერთ მოხუც ბაბუაზე. რუსთაველის მეტროს ქვემოთ მიწისქვეშაში ზის. სულ რომ ბოლო კაპიკები მქონდეს მაგას ვაძლევ ხოლმე. რაღაცნაირი თვალები აქვს, ცრემლი მადგება oO

ხოდა დღეს კიდე.. მეტროში შემოვიდა ერთი პატარა ბავშვი. ძალიან ნაზი, გამხდარი, ქარქარა..აი ზუსტად ისეთი, როგორებიც ძალიან ძალიან მიყვარს.. სალათისფერი ბოლოკაბა ეცვა, ჭუჭყისგან გამუქებული.  ელამი იყო და სათვალისთვის მინდა ფულიო რაღაც ესეთს იძახდა.. მე კიდე ვუყურებდი და აი ისე მინდოდა ჩახუტება, რომ.. მერე მივეცი ფული და გაიარა ასე. ისე ვიყავი, რომ ვეღარც შევიკავე და ცრემლი ჩამომიგორდა.  აი მაგარი დანაკლისი მქონდა, რომ არ ჩავეხუტე 

საღამოს, სახლში რომ ვბრუნდებოდი ერთ-ერთ გაჩერებაზე კიდე ამოვიდა. მე ვაგონის ბოლოში ვიდექი და ჩემამდე არ მოსულა. ავდექი და მე წავედი მისკენ. ფული მივეცი და აი ახლაც არ ვიცი როგორ გავბედე  და ჩავეხუტე! აუ როგორ მომეკრა.. მკოცნიდა და მკოცნიდა..  თავის და ახლდა გვერდით და რომ დაინახა ეს ასეთ დღეში იყო აღარ გაიყვანა ამ გაჩერებაზე.  მერე ავიყვანე და ველაპარაკებოდი. 5 წლის ყოფილა..იმის  და მაგარი გაოცებული მიყურებდა (ალბათ ვაგონში მყოფი სხვებიც) და რაღაცეებს მეკითხებოდა :  გათხოვილი ხარ? ბავშვები გიყვარს? რამდენი წლის ხარ?.. კითხვები დამაყარა.. ეს  კიდე შემოხვეული იყო ჩემზე, თავი ქონდა წარგული ჩემს კისერში და იყო გაყურსული.. რომ ჩავიდნენ დავდექი კარებთან, ავიტუზე და ემოციები მოვთოკე, იმიტომ, რომ მთელი ვაგონის გაოცებული თვალების მზერა არ შემემჩნია :D

საყვარელი სათამაშო არ მაქვს, თორემ იმას ვაჩუქებდი..რადგან არ მაქვს, ერთი საყვარელი დათვი მაქვს სახლში,იმას ჩავაგდებ ჩანთაში და კიდევ რომ ვნახავ ვაჩუქებ : ))

picture-017

Tags: , , , , , ,

16 Responses to “humanize”

  1. sister says:

    ვაიმე რა საყვარელი ხარ :წუბ:

    • Tiny says:

      :ყეე: შენი პირველი კომენტარია ჩემს ბლოგზე :უსერ:
      და გამიხარდა :უსერ:

  2. ვაუ
    ბრავო!!
    მე ხშირად ვერ ვახერხებ რომ გავბედო ეგეთი რამე ბეევრიო შინაგანი ბრძლოების გამო

    • Tiny says:

      ყოველთვის მასე მჭირდა მეც, მაგრამ ამას რომ არ ჩავხუტებოდი მთელი ცხოვრება ვინანებდი : ))

  3. ხატია says:

    თინიიი…
    ჯერ ეს ერთი კეტთილი იყოს ჩემი კომენტარაი აქანა :D
    პროვინციაში ვიყავი 4 დღე და არ მინახავს ასეთი ლამაზი აქაურობა.. ძალიან მომწონს დიზაინი და გ ი ლ ო ც ა ვ!
    ყოჩაღ შენ მასე რომ მოქცეულხარ.. მე ნაღდად არ გავაკეთებდი მაგას… დამდაგეთ ხალხო მე ცუდი ვარ ცუდიიი :(

  4. რა კარგი ხარ, თინი :| მე არ ვარ ასეთი თბილი, არადა აქამდე მეგონა, რომ ვიყავი. აზრად არ მომსვლია ჩახუტება. მათხოვრებაც ვეღარ ვამჩნევ, უკვე ისე მივეჩვიე… HELL!

    • Tiny says:

      ჩახუტება რომ არ მოგსვლია აზრად,ეს იმას არ ნიშნავს, რომ თბილი არ ხარ:უსერ: მე ჩახუტების სურვილი მაქვს გამძაფრებული, შენ კიდე ალბათ სხვა რამით გამოხატავ და ეგაა.. : )

  5. თაა says:

    თინ

    ძალიან საყვარელი ხარ !!!!!!!!!!!

  6. JoKey says:

    კარგია რომ შენნაირი ადამიანები არსებობენ. გულწრფელად მიხარია :)

  7. გილოცავ ახალ საიტს :) ძალიან საყვარელი დიზაინია და ე სპოსტიც ძალიან მომეწონა.
    და მეც ძალიან მიჩუყდება გული ზოგიერთ ამთხოვარზე, განსაკუთრებით ბბაბუებზე და ბებიებზე : (
    ძალიან მინდა ყველას დახმარება შემეძლოს. ჰოდა
    ძალიან გაუხარდება იმ ბავშვს ეს დათუნია.

  8. ესეთი რაღაც პირველად მოვისმინე, ამდენი სითბო ვინმეს რო გასჩენოდა მათხოვრისადმი … ყოჩაღ, ნამდვილად გაფასებ: უსერ:

    ვაიმე იქ რო ვყოფილიყავი , ამის დანახვისას ტირილი ამიტყდებოდა :წუბ:

Leave a Reply

You can use these tags: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>