I would blog about..
აი ამ ადამიანზე არანაკლებ დღეში ვარ. ძალიან მცივა! ალბათ დილა როგორც დაიწყო ისე გაგრძელდა მთელი დღე.. დილაობით ისე მეზარება საწოლიდან ცხვირის გამოყოფა.. არადა ყოველ დილას, ადრე ლექციები. 5 საათზე გამეღვიძა :| მერე დავიძინე თავი :D მერე ისევ, 6 საათზე.. და ასე საათში ერთხელ მეღვიძებოდა, სანამ 8 საათი არ მოვიდა და ჩემმა მაღვიძარამ ოფიციალური გაღვიძების ცერემონიალი არ მომიწყო.. დღეს ვიგრძენი რომ ზამთარი მოვიდა- როგორც კი საწოლიდან გამოვძვერი სიცივე შემომეხვია რასაც ქვია! ჩაი დავდგი სასწრაფოდ და სანამ 9-ზე სახლიდან გავედი, 3-ჯერ მოვასწარი დალევა, ოღონდ გავმთბარიყავი..
გარეთ რომ გავედი, ღრმად შესუნთქვა მომინდა ჰაერის ცივი და უგემური [!] ჰაერი რომ შემრჩა ხელთ [თუ პირთ], მაგრად გავბრაზდი :D თან თვალები მეწვოდა ძალიან და თავიც მისკდებოდა. ამ ყველა ბედნიერებას გაციება და ერთი არ ნასწავლი სემინარი ემატებოდა..
მინი პოსტები ისე გამიტკბა, რომ ნორმალური პოსტების წერა მეზარება ხოლმე. აეხლა განსაკუთრებით, მგონი სიცხე მიწევს, არადა მოსწავლესთან ვარ წასასვლელი.. ხანდახან როგორ მეზარება ხოლმე ცხოვრება..
ხვალ ვისვენებ უნივერსიტეტისგან, გადამღალეს- გუშინ ორი კოლოქვიუმი მქონდა ერთ დღეს, თითი გამეღუნა წერისგან, რომ არაფერი ვთქვათ საჯარო ბიბლიოთეკაში გაყინვაზე კოლოქვიუმებს შორის..
ამ ყველაფერს მძიმე ემოციური დაძაბულობა ახლავს თან, ყველაფერი არეული მაქვს თავში :D როგორც იტყვიან- ხზ რა ხდებაო..
ამ პოსტის მინი პოსტად გაშვება მინდა, მაგრამ რა ზრდილობაა ..
p.s. ყოველთვის ასე ვიწყებ ყველაფერზე: i would blog about, მაგრამ ვერასოდეს ვერ ვასრულებ :D ხელთათმანების ბრალია? :lol:







“ხელთ [თუ პირთ]”
ცხვირთ :D
ნუ ხო, მაგრამ გაციებული ვარ და ცხვირით ვერ ვსუნთქავდი დილით :givi:
ჰეჰე :P
ესე ძაან ციოდა? არადა მე ვერ ვიგრძენი
და მიხარია კარგი შემოდგომა გვაქვს-თქოეს საღამოც ისე სასიამოვნო იყო გარეთ :)
ჰოდა ის მინდა გითხრა რომ–”სიცივეს არ აყვე! ” :) (შველის ეგ) :P:)))
ისე მართალია, მგონი აყოლილი ვიყავი უბრალოდ :P
საღამოს სიცხემ ამიწია ^_^ არასოდეს არ ვცდები ჩემს ტემპერატურასთან დაკავშირებით :D