ავისხი საპოსტე აბჯარი- ფუმფულა ხალათი იგი, ჩაი კარამელისაი და კროასანები სიტკბოებით გამორჩეული, ვითარმედ ვცდილობ შევუდგე პოსტს მას, რთულად შესაქმელს..
დღეს “იტალიური ეზო”-ს ჩაწერაზე ვიყავით რამდენიმე ბლოგერი [უფრო სწორად, მგონი ვინც იქ იყო, ყველას ბლოგი ქონდა], თემა იყო ინტერნეტ ტექნოლოგიები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეზარებოდა სახლიდან გასვლა[რაც იქ ყოფნის დროსაც აისახა ნათლად, მაგრამ მარუსამ გადამაფიქრებინა არ წასვლა ^_^], მაინც ავდექი და გაჩერებამდე ფრიალ-ფრიალით მივედი- ქარმა გამაცილა :D
ლირიული გადახვევა : მე ყელში ამომივიდა ჩემი გამუდმებული წუწუნი თმებზე! თქვენ? :D რა თქმა უნდა, კი, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი საოცარი თმა, რომლის ანალოგიც მეორე არ არის მსოფლიოში!
პრინციპში, ამჟამად ფერზე არ მაქვს საწუწუნო, დაჟე მომწონს აჭრელებული რომ მაქვს, აი ნაწნავს როგორ მოუხდა.. ლირიული გადახვევა 2: ჩემი ძვირფასი თითები
______________________________________________________________________
გმადლობთ ყურადღებისთვის, განვაგრძოთ პოსტი:
მოკლედ, მაქსიმალურად დავიკმაყოფილე ჩემი “გაპრანჭვითი სამუშაოებით” თავი და გავუდექი გზას საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ. თან ვფიქრობდი, რანაირი უნდა ყოფილიყო გადაცემა, იმის შემდეგ, რაც წავიკითხე აღწერა იქ, სადაც ზემოთ მითითებული ლინკი დავდე. ციტატა:
ეს არის ოთხწლიანი პროექტი, რომლის მიზანია, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანების საზოგადოებაში სამოქალაქო ინტეგრირების ხელშეწყობა და სახელმწიფოებრივი ერთიანობის გრძნობის გაღრმავება. ყოველკვირეულ სატელევიზიო თოქ-შოუში საუბარია ქვეყანაში, კერძოდ, ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების პერსპექტივებზე, საერთო ღირებულებებსა და წარმატებული თანაცხოვრების მაგალითებზე
ნანახი არ მქონდა არც ერთი გადაცემა თავიდან-ბოლომდე, მარტო ის ვიცოდი, წამყვანი როგორ გამოიყურებოდა :D და ასე, ამ დესკრიპშენით გაოცებული, მივდიოდი ჩაწერაზე.. სიტუაცია სტუდიაში- სტუდიური, ანუ ფრიად თბილი. მიუხედავად ამისა, მთელი გადაცემა ხმა არ ამომიღია, ალბათ იმიტომ, რომ გადაცემის დაწყებამდე ალექსანდრესთან და ზურიუსთან ლაპარაკმა და იმაზე ნერვიულობამ, სკამიდან არ გადმოვვარდნილიყავი, მთელი ენერგია წამართვა :D
ნუ სერიოზულად რომ ვთქვათ კიდევ, ასეთ მომენტებში ძალიან არააქტიური ვხდები, ვდუნდები. ასეთ მომენტებში, ანუ როცა ვიცი, რომ მე რაც უნდა ვთქვა, სხვაც იტყვის იმავეს და მე თავს აღარ ვიწუხებ. ასე მშვიდად ვუსმინე.. ერთადერთხელ მომინდა რაღაცის ხმა და ხელი ავწიესავით, მაგრამ იმ მომენტში რომ ვერ დამინახა წამყვანმა, მეტი აღარც მიცდია :D
ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ხშირად ახსენეს ბლოგები, გადაცემის უმეტესი ნაწილიც ბლოგებს დაეთმო თითქოს, მაგრამ იასნა ხარვეზი იყო. ხარვეზი რა, საოცარი კითხვა- არის თუ არა საშიშროება , რომ ინტერნეტმა მოიცვას ყველაფერიო[ანუ შეცვალოს საზოგადოებრივი ცხოვრებაო] და ისე გამოვიდა, თითქოს ინტერნეტი დიიდი მონსტრია, რომელიც მოდის ჩვენს შესაჭმელად, მაგრამ it’s ok, ასეთ თოქ შოუებში იციან ხოლმე ასეთი კითხვები :D
საერთო ჯამში, აი ემ კმაყოფილ.. დღის საუკეთესო ნაწილი-
მე,სვითი,ზურიუსი,დოდკა,როკო და ყვავა მაკში წავედით..
ჩემმა დარდის და სევდის საყოველთაოდ ცნობილმა ბუშტმა მაპატია ჩემი გაკადნიერება და შემარგო ერთი ცალი ჩიზბურგერი, რომელიც ისე მინდოდა, რომ awwww, ძალიან! და ბოლოს მოფოტოკოლაჟო [ძალიან ცოტა სურათი მქონია თურმე]:
ჯანდაბა, მეტი სურათი არ მქონია :/
ლირიული გადმოხვევა1: ქარმა ისევ ფრიალ-ფრიალით მომიყვანა გაჩერებიდან სახლამდე :bis:
Tags: ალექსანდრე, ბაგრატონი, იტალიური ეზო, კროასანი, ლირიული, მონსტრი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საშიშროება, ქარი, ჩიზბურგერი, ხალათი










ვახ რაღაც არასწორი ფოტოა, ასეთი მსუქანი ნაააღდად არ ვარ! :d
მართალია, მაგ კლოუნთან სურათებში ყველანი მსუქნები ვჩანვართ :P
კსტაწი..მსუქანს ვინ ჩივის და რას ვგავარ მაგ სურათში :|
უი, მეც ვყოფილვარ!
რატომ არ მითხარით, მეც თუ ვიყავი? :)
პირველ ფოტოში ზურიიუსი ვიღაცას მაგონებს და აგერ უკვე 10 წუთია მიშტერებული ვზივარ და მაინც ვერ მივხვდი :( :D
ისე კაი პოსტ იყვო
მადლობა ძეტკა ^_^
უი, პირველი ჩაწერის განცდები გამახსენდა, ზუსტად მასე ვიყავი, ვერც მე შემნიშნეს წამყვანებმა… :D მაგრამ 2 გადაცემის ჩაწერა იყო იმ დღისით ზედიზედ და მეორეზე ისე თამამად ვიჯექი, ისე გავშინაურდი, თითქოს ყოველდღე ვსტუმრობდი პირველი არხის ჩამწერ სტუდიას… :))
არ იყო ჩემთვის პირველი ჩაწერა კაცო, პროსტა ხასიათზე არ ვიყავი :))
და გადაცემა როდის იქნება? ძალიან მაინტერესებს რეები ხდებოდა და რა კითხვები იყო და ბოლოსდაბოლოს თქვენი ეკრანზე ხილვაც მინდა :ბის:
როგორც ვიცი ამ არა და იქეთა კვირას :P 6 სთ-ზე :D ზუსტად არ ვიცი, ანონსი იქნება ალბათ იქამდე :P
მე კიდევ სულაც არ მინდა ჩემი თავის ხილვა, თმა მქონდა უაზროდ :D
ქარმა მიმართულებაც შეიცვალა ამასობაში? :D
დიიახ :D
ეჰ როგორ დამაფრიალებს მეც ეს ქარი… შენ კიდე რა გიჭირს.. ხანდახან მეშინია სხვა მიმართულებით არ წამიღოს … :D :D
ხო კიდე მომეწონა შენი თმა… უცხოა… მე მიყვარს აჭრელება :D
შენი წაღება კი ნამდვილად არ გაუჭირდება :))))
მადლობა ^_^
ოოო მაშინაა უბედურება თუ საწინააღმდეგო მიმართულებით მიბერავს ქარი… :D უი მარტო მე არ ვყოფილვარ ასე რა მაგარია… ხო კიდე შენი თმებიც მომეწონა მაგარია… :)
დიდი მადლობა ^_^
@ლილიან, ყველას კეისარ ავგუსტუსში ვეშლები :D