ყვარლის ტბა-კურორტი

ყვარელში, ერთ-ერთ ტბაზე რომ სასტუმრო გაიხსნა ყველა ტელევიზია ამით იყო აჭრელებული. პრეზიდენტმაც მთავრობის სხდომა იქ გამართა და გახსნა “სეზონი”. ხოდა ეს მოვლენა ხომ არ გამორჩებოდა ჭეშმარიტ ბლოგერს, რომელიც ყოველ ზაფხულს (და არა მარტო)  ყვარელში ატარებს…
როგორც კი ჩავედი, ვიკითხე ამ ტბის ამბავი- შესვლა შეიძლებოდა თუ არა და ა.შ. როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივ მოსახლეობას არ უშვებენ, რაზეც თავიდან გავბრაზდი და ვთქვი- ეს რომ მიშამ იცოდეს, მოხსნიდა ყველას თანამდებობიდან მეთქი, მაგრამ მოგვიანებით სიტუაციას რომ შევხედე, მივხვდი, რომ სწორად იქცევიან. ეს კერძო საკუთრებაა და იქ რომ მწვადის საჭმელად, საბანაოდ და დასალევად მივიდეს ხალხი, მაშინვე მოეღება ბოლო იქაურობას. სულ ცოტა ხნის წინ, თითქმის ყოველ ზაფხულს იქ ვიყავი და ნამდვილი სანაგვე იყო! ერთი შენობის ნანგრევები, რომელიც ტუალეტად გამოიყენებოდა მაქსიმუმ :D და უამრავი ნაგავი… ტბაშიც შესვლისას აუცილებლად მიგაცილებდათ ზრდილობიანი პარკების და სხვადასხვა ნარჩენების არმია…
მოკლედ, ეს ამბავი არ უნდა გამომრჩენოდა და აუცილებლად უნდა შევსულიყავი. ამ ზაფხულს მეგობარი ცოტა ხნით დაბრუნდა გერმანიიდან და როგორც აღმოჩნდა, იმასაც იგივე აზრი აწუხებდა :D ხოდა ერთ დღესაც ავდექით მე და სერგო (ორი მეგობრითურთ, რომლებსაც მოგვიანებით მძღოლის და გერმანელი ტურისტის სტატუსები ერგოთ :D ) და წავედით ტბის სანახავად.  გასავლელია ორი დაცვა- ერთი გზაზე და მეორე სასტუმროსთან. სერგომ გერმანული სტუდენტის მოწმობა აჩვენა და სთხოვა, რომ მჭირდება დათვალიერებაო. მეც ჩემის მხრივ ვუთხარი ბლოგზე მინდა დავწერო  პოსტი და დაწვრილებით აღვწერო სიტუაცია მეთქი და ძალიან თავაზიანად შეგვიშვეს.
სასტუმროს მომსახურე პერსონალიც ისეთი გაღიმებული შეგვხვდა…მერე ერთ-ერთი მათგანი გამოგვყვა და დაწვრილებით დაგვათვალიერებინა ყველაფერი…

ტბამდე მისასვლელი, საკმაოდ დიდი მონაკვეთი გზა სულ ახალთახალია და ჯერ კიდევ კეთდება მეორე მხარე...

ტბა ჯერჯერობით საბანაოდ არ გამოდგება. ნაპირები გაწმინდეს და თიხიანია. პლაჟი მომავალ წელს უკვე იქნება:

შესასვლელში...

სასტუმროს წინ სკამებია ტბის ხედით

ამალა:D (სერგო პოზირებს -_-)

"წინხედი"

შესასვლელის წინ ველოსიპედები იდგა და პირველი კითხვა იყო-სასტუმროს ფასში შედისო? და აღმოჩნდა რომ არა, ქირაობა მოგიწევთ თუ დაისვენებთ ოდესმე იქ…არადა უარის თქმა მაგაზე ძნელი იქნება ისეთი გზაა და ისეთ ბუნებაში უნდა ისეირნო…

ასე შევედით სასტუმროში…

ჩემი პირველი შთაბეჭდილება შენობაში შესვლისთანავე- ჭაღები მომეწონა ძალიან.

სასადილო:

ხედი სასადილოდან

ნომრები:



ნომრების ფანჯრები ზოგი ტბას გაჰყურებს, ზოგი ალაზნის ველს.
შიდა ეზოსმაგვარი და ვერანდა:



ნომრების ფასები ვიკითხე და ისა…რბილად რომ ვთქვათ, ცოტა ძვირია-
ორშაბათიდან ხუთშაბათამდე: ჩვეულებრივი ნომერი 165 ლარი, ლუქსი 180 ლარი
პარასკევიდან კვირამდე: ჩვეულებრივი ნომერი 210 ლარი, ლუქსი 245 ლარი

სულ ზედა სართულზე ღია კაფეა:


მგონი სულ ეს იყო პატარა ექსკურსია… ხო, ეს ოფიციალური ბუკლეტიდან ინფორმაციები ვისაც აინტერესებს:

ყვარლის ტბა კურორტი

კონცეფცია- მრავალფუნქციური, ქალაქგარეთ დასასვენებელი კომპლექსი

მდებარეობა- ტბასთან, ხედით კავკასიონსა და ალაზნის ველზე

ექსტერიერი- თანამედროვე კეთილმოწყობილი ეზო, რეკრეაციული ზონა, ტბაში შეჭრილი პირსი

სასტუმრო- 19 ნომერი, ტერასა ლაუნჟის ტიპის ბარით ხედით კავკასიონსა და ალაზნის ველზე

ნომრის ღირებულებაში შედის- სამჯერადი ბუფეტის ტიპის კვება, უკაბელო ინტერნეტი, ავტოსადგომი

outdoor სპორტის სახეობები- თევზაობა, ცხენოსნობა, სამტო ველოსიპედები, სარბენი ბილიკი

დამატებითი მომსახურება-კერძო და კორპორაციული ღონისძიებების მასპინძლობა, კონფერენციების ორგანიზება, კულტურული და აგრო ტურების ორგანიზება.

რეზერვაცია: (+995 32 ) 30 30 30

e-mail: welcome@kvarelilakesort.ge

FB-ზე გვერდგახსნის სურათებიც დევს და საინტერესოა…

მოკლედ, სულ ეს იყო და იმედი მაქვს მოგეწონათ. მე პირადად, მართლა ძალიან მიხარია, რომ მიაქციეს ამ ადგილს ყურადღება და ისეთი გაჩანაგებული და გამოუყენებადი ადგილიდან ასეთი მაღალი დონის კომპლექსი გააკეთეს… ძალიან ლამაზი ადგილია <3

Comments

comments

31 Responses to ყვარლის ტბა-კურორტი
  1. blablabla პასუხი

    კარგი პოსტია :)) <3

  2. blablabla პასუხი

    იცი რამ დამაინტერესა? ორშაბათიდან ხუთშაბათამდე თითო დღეს ღირს მითითებული ფასი თუ სულ მთლიანად?

  3. blablabla პასუხი

    როგორც აღნიშნე ძვირია :))
    მაგრამ უნდა გაიმეტოს კაცმა ისეთი კაი რამეა :))))))))

    • Tiny პასუხი

      ხო,სხვათაშორის უკვე ძალიან ბევრი დამსვენებელი ჩადის… და ჩემი იქ ყოფნის მანძილზე ერთ ფრიად გრანდიოზულ ქორწილსაც უმასპინძლა:))

  4. ლილიანი პასუხი

    აუ რა კაია , ლამაზი და კარგად გაკეთებული მაგრამ ცოტა ფასებზე შევიჭმუხნე : ) თუმცა იმედია მიხვდებიან და არასეზონზე დააკლებენ .

    • Tiny პასუხი

      გოგო ხო, ფასები სამჯერ გავამეორებინე, მეთქი ხომ არ მეშლება რამე :D

  5. Zurriuss პასუხი

    თინიიიიიიიიი, მზად ვარ შეგეტენო, ჩავწერო ჯექსონის იმდენი სიმღერა, რამდენსაც მოისურვებ, ლიშბი იქ წამიყვანო დედიიიიიიიიიიიიი :* :* :*

  6. Tiny პასუხი

    ოღონდ შენ ჯექსონის სიმღერებს ნუ ჩაწერ და სადაც გინდა იქ წაგიყვან… ლოლ :))))))))

  7. blablabla პასუხი

    ლოლ :))))))))))))))

  8. Kate პასუხი

    აუ რა ყველაფერი ძვირია რა. არადა მაგრად გაასწორებდა მანდ დასვენება.
    ერთი ცალი ველიკა მომცა. დამხატავდა ახლა.

    თინ, კომენტარებს ისევ არაფერი ეშველათ ხო??? არათა taa.ge-ზე რა კარგად არის, ნახე.

  9. George პასუხი

    შენდა რამდენი გადაგიხადეს ამ პოსტში? :D

  10. Tiny პასუხი

    Kate- ჩემგან არაფერი არ გამოვა,ვერ ვშვრები მასეთ რამეებს :/

    ჯორჯ- არც არაფერი სამწუხაროდ :დ

  11. მარი პასუხი

    მშვენიერია. მაგრამ ეს ფასები რა უბედურებაა? საქართველოა ბოლოს და ბოლოს :P

  12. რეზო პასუხი

    რა გინდათ, სხვაგან ხო რას ამბობთ ისეთი ფასებია თურქეთი,უკრაინისკენ არ გაიხედავ. ქართული მენტალიტეტია მოგების 3 წელიწადზე გათვლილი ამოიღებს და მერე აიხევს. ამიტომაც არის ძვირი. ისე მე თუ მკითხავ მეგობართან ერთად შაბათ-კვირას მაქ დასვენებას არაფერი ჯობია, მიუხედავად ფასისა. არ ვყოფილვარ, მაგრამ წავალ)))

  13. რეზო პასუხი

    პ.ს. ვერსად ვერც ფასები ვნახე და ვერც სურათები, ნომრის და ა.შ.
    მადლობ დახმარებისთვის

  14. ნანა პასუხი

    დზალიან კარგია ყველაფერი,ლამაზია და სასიამოვნო.მხოლოდ ერთი პრობლემაა,საქართველოში საკუთარ ქვეყანაში დასვენებაზე მხოლოდ ოცნება შეიდზლება.ეს თავადაც ყველამ იცით რის გამოც.არადა იყო დრო საზღვარგარეთ მოგზაურობაზე ვოცნებობდით.და ეს უკანასკნელი უფრო შეიძლება ახდეს.

  15. თამთა პასუხი

    ნამდვილად კარგი პოსტია. 28 აგვისტოს გახლდით მანდ, ლოპოტაზე მივდიოდით და შეცდომით მიგვასწავლეს გზა, თუმცა ნამდვილად არ გვინანია… ფასებს რაც შეეხება მართლაც ცოტა არ იყოს ძვირია. მე შეყვარებულთან, აწ უკვე ქმართან :0 ერთად ვიყავი და ვთხოვეთ რომ მხოლოდ ბარით გვესარგებლა და არ შეგვიშვეს, მთლიანი ნომრის თანხის გადახდა მოგვიწია რომ დაახლოებით 4-5საათი გაგვეტარებინა მანდ. თანაც ნომრებიდან მხოლოდ ”ლუქსები ჰქონდათ დარჩენილი” და 245 ლარის გადახდა მოგვიწია :):):):)

  16. სანდრო პასუხი

    ბავშვებო მე მინდა მანდ უცხოელი სტუმრების წაყვანა და იქნებ მითხრათ ღიირს ბუნებაში სასეირნოდ და სათევზაოდ მისვლა?

  17. რეზიკო პასუხი

    ძაან მაგარი იყო მე და ჩემი მეუღლე ვიყავით 2 დღე მანდ და 1 დღე ლოპოტაზე და დამიჯერეთ ლოპოტას 1000 თავით ჯობია ბევრად უფრო კარგი სიტუაციაა ვიდრე ლოპოტაზე

  18. რეზიკო პასუხი

    სანდრო კი ღირს ძაან მაგარია ველოსიპედი და თევზაობა ძააან მაგარია ეხლა თან მალე სპა და ბასიენიც გაიხსნება და ვაბშე გაასწორებს

  19. ელ პასუხი

    არქიტექტორი ვინ არის ხომ არ იცით? :)

  20. მარიკა პასუხი

    აღნიშნული ფასები ალბათ ერთი დღის არის არაა ???

  21. jalo პასუხი

    da shesasvlelshi yvela vitom turistebi vart?ise ar shegvishveben?

  22. თაა პასუხი

    მიხარია რომ ახალი ნათების სანათებით განათებული კურორტი მოგეწონა :)

  23. იინ პასუხი

    რა ღირს ეთი დღე ?

  24. current health issues პასუხი

    I drop a leave a response whenever I appreciate a article on a
    website or I have something to valuable to contribute to the discussion.
    Usually it’s a result of the sincerness displayed in the article I read. And after this article ყვარლის ტბა-კურორტი – რაღაცნაირი ბლოგი – T i N y. Ge. I was excited enough to drop a comment :) I do have 2 questions for you if you tend not to mind. Could it be just me or does it seem like some of these comments appear like they are written by brain dead individuals? :-P And, if you are posting at other sites, I’d like to follow everything
    new you have to post. Would you make a list all of your public pages
    like your linkedin profile, Facebook page or twitter feed?

    Review my webpage – current health issues

  25. use this link პასუხი

    Good respond in return of this question with firm arguments and describing everything about that.

    Feel free to visit my site :: use this link

  26. steroid use versus abuse პასუხი

    Heya i’m for the first time here. I found this board and I find It
    really helpful & it helped me out much. I am hoping to give something back and aid
    others like you aided me.

  27. J 3142 პასუხი

    Drag things from phone systems knoxville your computer address book
    CTI, up to 3000 speed dial numbers and has call forwarding too.

Leave a Reply

Your email address will not be published. Please enter your name, email and a comment.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>