ლიტ.ანკეტა
i am NOT popular-მა და Alice-მ დამტაგეს : )
1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
წელს ცვაიგმა მომიცვა მთლიანად : )) და კიდევ “უზნეო ბავშვები” იყო ძალიან კარგი!
2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი
აუ ეს “სამი” მაგარი ცუდი რამეა. გინდა, რომ ყველაზე საყვარელი ამოარჩიო და ამასობაში შეიძლება ვინმე მნიშვნელოვანი გამოტოვო. ამიტომ, თქვენის ნებართვით, ამას და შემდეგ კითხვას გამოვტოვებ.. და უბრალოდ აღვნიშნავ, რომ თანამედროვე ქართულ პოეზიაზედ კარგი აზრის ვარ და თან ვეფხისტყაოსანიც მევასება :D..
3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი
:user:
4. რომელ წიგნზე გიტირიათ?
“ვიდრე ჰხვალ”, “უზნეო ბავშვები”.. და წიგნი რა, ცვაიგის “უცნობი ქალის წერილზე” დავდნი :|
5. რომელ წიგნს დასცინეთ?
მიგელ დე უნამუნოს “ბურუსს” :D
6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
მართლა არ ვიცი..
7. საყვარელი ციტატა წიგნიდან
“„კაცს შეუძლიან თევზი დაიჭიროს იმისთანა ჭიაყელათი, რომელსაც ხელმწიფის ხორცი უჭამია და სჭამოს თევზი, ამ ჭიაყელათი გამაძღარი“- შექსპირი, “ჰამლეტი”
„იმ დიასახლისს ვგავდი, ალმოდებულ სახლში რომ წრიალებს და მოახლოებული საფრთხის მიუხედავად, ოთახიდან ოთახში შერბის, ცდილობს გადაარჩინოს აი ის ნივთი, ისიც, აი ისიც და იმაზე კი აღარ ფიქრობს, უგუნურად, გაუფრთხილებლად რომ იქცევა“
„ჩვენ ხშირად ვბაძავთ რენესანსის ხანის იტალიელ ხუროთმოძღვრებს, ახალ ნაგებობებში ძველი კოლიზეუმის ქვებს რომ ატანდნენ“- ფილიპ ერია, “უზნეო ბავშვები”
8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი [დღემდე სიამოვნებით ვკითხულობ]
9. რომელი წიგნის პერსონაჟი ყველაზე ახლოსაა თქვენს პიროვნებასთან?
როცა წიგნს ვკითხულობ, ან ფილმს ვუყურებ, რომელიმე პერსონაჟთან აუცილებლად ვაიგივებ თავს, როლს ვანიჭებ და მერე უფრო საინტერესო ხდება კითხვა, თითქოს შენს თავს ხდება ის ყველაფერი, რაც წიგნშია..პიროვნებას რაც შეეხება, ერთ-ერთ პოსტში ვთქვი, რომ კარგად არ მამახსოვრდება მეთქი, მაგრამ აგნეს ბუსარდელი ყველაზე ახლოს ვიგულე..უცნობი ქალის წერილშიც, თითქოს მაქვს რაღაც მისებური სიყვარულის ნიშნები ხოლმე დროდადრო:D
10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?
ვაიმე არა :|







უიჰ, მადლობა თინი, დავწერ დღეს ჩემს ანკეტას : )
‘ლიონებერგელი ემილი’ – როგორ მიყვარს :უსერ:
:) მადლობა, თინი.. დავწერ როგორც კი მუზა მომიკაკუნებს :D
ფილიპ ერიას “უზნეო ბავშვებმა” ჩემზეც მოახდინა შთაბეჭდილება, როცა წავიკითხე.რაღაცნაირად მესიამოვნა, სხვამაც რომ ახსენა ეს წიგნი:)
^_^ :*