LOADING CONTENTS

რა მნიშვნელობა აქვს რისი თქმა მინდოდა, მთავარია, რომ უფლება მქონდა

არტურ შოპენჰაუერი

ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ ხოლმე, მაგრამ გუშინ “წითელი ზონის” თემამ დამაინტერესა და მოვკალათდი ტელევიზორთან.

“მთავრობა”  ერქვა გადაცემას და მოწვეულები იყვნენ ე.წ. “ახალი თაობის პოლიტიკოსები”, ანუ ისინი, ვინც ასაკის გამო ნაკლებად არიან საბჭოთა მემკვიდრეობის მატარებლები. სტუმრები იყვნენ ბაკურ კვეზერელი და გოგა ხაჩიძე. გოგაზე მინდა გავამახვილო ყურადღება პოსტში..

მახსოვს,  მინისტრად რომ დაინიშნა, ავტობუსებიდან მოყოლებული (ეს უკანასკნელი საუკეთესო ადგილია საზოგადოებრივი აზრის გასაცნობად :D ), უნივერსიტეტით დამთავრებული, ყველგან მესმოდა- “ეს ვინ დანიშნეს მინისტრად” , “მაგან რა უნდა გააკეთოს, მომღერალია” და ა.შ.  მოკლედ, ყველას ახსოვს ჯგუფი “სახე”

(ვისაც არ ახსოვს, მათთვის ეს “ვაი ვიდეო”, უკეთესი ვერ ვიპოვნე, არადა ამ სიმღერაზე უუკარგესი კლიპი იყო გადაღებული


გარდა ამისა, შეიძლება ახსოვთ (მე არ მახსოვდა და გუშინ ძალიან ვიხალისე) გადაცემა “პარანოია” ტელეკომპანია “იბერვიზიაზე”:

პარანოიიდან კადრები,რაც ეთერში გავიდა იხილეთ ამ ლინკზე, ოღონდ რამდენიმე წამით ადრე არის ეს ლინკი, მაგრამ დაელოდეთ :D

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=09-01-2010%2000:34

"პარანოიის" ქუდი

კადრი "პარანოიიდან", ნიკა ქავთარაძე,შონზო და გოგა

კადრი "პარანოიიდან", შალვა რამიშვილი და გოგა

მოკლედ, გოგას იმიჯი იყო საზოგადოებისთვის რაღაცნაირად არასერიოზული. რადგან: თუ ხარ თავისუფალი, თუ შენ განსხვავებული ტიპის აქტივობას ახდენ (თანამდებობასთან მიმართებაში), ამ საბჭოთა ნაშთების თანახმად, გიყურებენ, როგორც არასერიოზულს და შერეკილს. თვითონ გოგამ თქვა, რომ ხშირად წამოუძახებიათ პოლიტიკურ დებატებში- შენ ხომ მომღერალი იყავი და ა.შ.

რომ ვისმენდი ხოლმე ამ საზოგადოებრივ აზრებს, ძალიან მინდოდა მცოდნოდა რა ალაპარაკებდათ, რა იცოდნენ რა შეუძლია სინამდვილეში ამ ადამიანს და რატომ არ ითვალისწინებდნენ, რომ ეს უბრალოდ მისი შემოქმედებითი მხარე იყო, რაც არანაირ კავშირში არ არის საქმიანობასთან. ახლა წარმოვიდგინე, როდისმე რომ დიდი პოლიტიკოსი გავხდე (ლოლ ) და ვიღაცამ ჩემი ბლოგის არქივში ნახოს, როგორ ვწერ ჩემს პირადი ცხოვრების ძალიან პირადულ დეტალებს  და წამომაძახოს, ან ნებისმიერი ის, რასაც ახლა ვაკეთებ.. ხომ ავფეთქდი და გავანადგურე :D

რა თქმა უნდა, მალე მიმავიწყდა ეს ამბავი, რადგან ნამდვილად არ ვარ ასე პოლიტიზირებული და გუშინ რომ ამ თემამ წამოიწია, გამიხარდა და მივეჯაჭვე ტელევიზორს. გოგამ ძალიან საინტერესოდ ილაპარაკა.

თქვა, რომ მორალი არ არის მყარი კრიტერიუმი, ამის გამო შეიქმნა კანონები! თუ ამ კანონებზე ზღვარს არ გავავლებთ, მერე აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ვიღაცა პრეზიდენტზე იტყვის “როგორ იცინის”, ვიღაცა გაგვაკრიტიკებს ჭამის მანერაზე და დავა მარაზმამდე ყველაფერი (უკვე დასულია ავტ.შენიშვნა:D) . მორალზე აგებული საზოგადოება ძალიან ძნელიაო..

მოკლედ, ამ ყველაფერმა გამოიწვია, რომ მას გაუჩნდა ფილმის გადაღების სურვილი. ციტირება მისი სიტყვებიდან:

“ეს ყველაფერი ჩემში იწვევს სურვილს, რომ კონსტიტუციის ფარგლებში შოკი მოვაწყო”

რა თქმა უნდა, იმ ყველაფერზე ნაფიქრი ქონდა, თუ როგორ გაიგებდა ამას საზოგადოება, ვისი მხრიდან რა რეაქცია მოყვებოდა. იცოდა, რომ ბევრ რამეს წამოაძახებდნენ,  ამის გამო გადაცემაში თავი დაიზღვია და თქვა, რომ ფილმის გადასაღებად ზუსტად 30 წუთი და 20 ლარი დასჭირდა (კასეტის საყიდლად: D )

რაც შეეხება კონსტიტუციის ფარგლებს,

საქართველოს კონსტიტუციის 81 პრიმა2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:

მთავრობის წევრს უფლება არ  აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, დააფუძნოს საწარმო, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ხელფასს რაიმე სხვა საქმიანობებიდან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობისა

ასე რომ, მთავრობის წევრს შემოქმედებითი საქმიანობის უფლება აქვს, თანაც ისე, რომ ამაში ფულის აღებაც შეუძლია:P

საუბრის ბოლოს დაიწყო ფილმის ჩვენება. ფილმს ქვია “LOADING CONTENTS“. სიმართლე გითხრათ, ძალიან სუნთქვა შეკრული ვუყურებდი  მთელ ფილმს. შეიძლება თქვათ “დიდი არაფერია”-ო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ყველა კონტექსტს (ანუ ის, რომ მინისტრია, ისაა და ესაა), სტერეოტიპების ფონს და მსგავს რამეებს, ფილმი არის ძალიან მაგარი! რჩევა- უყურეთ :

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=09-01-2010%2001:13

კადრი ფილმიდან


ფილმის ბოლო კადრი..

რა მნიშვნელობა აქვს რისი თქმა უნდოდა, მთავარია, რომ უფლება ქონდა! :)..

14 Responses to “LOADING CONTENTS”

  • ნორმალური პოსტია, მაგრამ ორი საგულისხმო დეტალი, რომელზეც არ არის გამახვილებული ყურადღება, ალბათ იმიტომ რომ ფან-კლუბის შექმნის სურვილი ნაკლებად გიჩნდება ამ დეტალებზე ყურადღების გამახვილების შემთხვევაში.

    1. საქართველოს რუქა ძირს გდია და გდია.. და ვერ უპოვა ადგილი, ბოლოს სადღაც შეაგდო, ასეთი უდიერად მოპყრობისთვის პრეზიდენტი რომ ვიყო გადავაყენებდი მინისტრს,

    2. გარემოს დაცვის მინისტრი ბიჩოქებს აივნიდან არ უნდა ყრიდეს…

    • Tiny:

      ფან-კლუბის შექმნის სურვილი?ამმ..მარიმ დააშეარა ეს პოსტი მაგ წარწერით,მე არ ვარ მარი:D მაგრამ უარს არ ვიტყოდი ფან-კლუბის შექმნაზე:D:D:D
      და რაც შეეხება მაგ საკითხებს

      1. რუკის ამბავი ვერ ავხსენი რა ჩადო მაგაში საერთოდ და ამიტომ არ შევეხე..დიდად არც მიფიქრია.
      ისე,გოგი გვახარიამ კითხა, პრეზიდენტი რას იტყვის ამაზე, თუ გაგითვალისწინებიათო და გოგამ თქვა- მე ვიცი, რომ პრეზიდენტი კარგი ტიპიაო:))) ანუ,გაიგებს ყველაფერს და არ გამოეკიდება..

      2. აივნიდან გადააგდო? მე არ შემიმჩნევია,მგონი პროსტა გადააფერფლა,არ დავკვირვებივარ..

      • მე დავწერე მე რო ვიყო თქო, თორემ მიშას რო ყავს მინისტრად ფაქტია :))
        რუქის ამბავზე ბევრს ნუ იფიქრებ არაფერი ჩაუდია, უბრალოდ ეგრე ექცევა მაგ საგანს.. უდიერად… მეტი არაფერი..

        • Tiny:

          ჩემი აზრით კიდევ, არაა ეგრე და ხალხის ასალაპარაკებლად ქნა :D
          ან რაღაც აზრი ჩადო o_O მაგრამ დარწმუნებული ვარ,არაფერია მაგაში არაპატრიოტული და ისეთი, რომ ხალხი ალაპარაკდეს..
          თუმცა ალაპარაკდება და კუდები გამოებმება აუცილებლად :D

  • სრული სიდებილე! ამას დავარქმევდი ხაჩიძის ვაი-ნამუშევარს.

  • ფაქტია , მე ძალიან დამაინტერესა და დიდი სიამოვნებითაც ვუყურე…. გამიხარდა რომ ამ თემას გამოხმაურება აქაც მოყვა….
    აიი საქართველოს რუკის შესახებ მეც გამიჩნდა კითხვები, საინტერესოა როგორ ახსნის ამას თვითონ გოგა…. ისე საქართველოსთვის ცოტა არ იყოს თამამი ნაბიჯია …ეს რომ ვთქვათ კურიერის მერე გაეშვათ , დარწმუნებული ვარ ახლა უკვე უნივერსიტეტებში და ავტობუსებში იმაზე ილაპარაკებდნენ ,როგორ იჯდა მინისტრი ტვალეტზე და როგორ იგებდა ყველაფერს :D

    პ.ს. ტვალეტზე გამახსენდა… აი მომგერლები პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენო და პირიქით…. რაღაცა გამოთქმა თუ რაღაც რომაა ბავშვებს რომვერ წარმოედგინათ მასწავლებლები ტვალეტში რომ დადიოდნენ ეგ დამოკიდებულებაა ზუსტად :D
    პ.ს. პ.ს. სალომე ჯაშის ფილმებით მე დიდად მოვიხიბლე -შენ ? : )

    • Tiny:

      ახლაც დაიწყებენ ლაპარაკს, ასეთი ამბები მალე ვრცელდება,თუნდაც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან:))))
      ხო,როგორ იჯდა ტუალეტზე და როგორ გაიხსნა ქამარი კამერის წინ :D
      რუკის ამბებზე ვერ ვფიქრობ რა ვქნა,გოგასაც არ აუხსნია,ალბათ როდისმე მოუწევს:))))

      ხოდა მასწავლებლებ-მოსწავლეების დამოკიდებულებაზე მართალი ხარ. მე ერთმა მასწავლებელმა რომ მთხოვა ტუალეტში გავდივარ და თუ შეგიძლია ჩანთა დამიკავეო, ორი დღე შოკში ვიყავი:lol:ასე იქნება ეს ფილმიც ალბათ :D

      ჯაშის ფილმებს რაც შეეხება, მინდოდა ამ პოსტში მაგაზეც დაწერა, მომეწონა..მაგრამ სხვა თემა იყო აშკარად და აღარ დავწერე:)

  • gafrin:

    საქართველოს რუკა, საქართველოა?:)) რუკაა რა და ეგდო და აიღო და შეაგდო…სულ ეგაა. ნიჭიერია ეს კაცი:)

    • საქართველოს დროშა რაა საქართველოა?
      საქართველოს რუქას რო შეაფურთხოს ვინმემ გესიამოვნება? მერე რა, საქართველოს ხო არ აფურთხებს…
      ისეთ რამეს იტყვით ხოლმე კაცი იფიქრებს ხვდება, მაგრამ არ აღიარებსო…

  • ეს და ამის ქვისლი მაგარი ” face ” ebi arian :D :D

  • მომთაბარე:

    უი ეს რა ვნახეთქო, ვერ ვიტყვი. დიდი არაფერი. თვითმკვლელობის წინა სიმშვიდის აღმწერი პატარა ფილმი იყო ჩემი აზრით..
    ქაოტური კადრები ისე აწყობილი რო არაა შემაწუხებელი, ეს მომეწონა.
    რუკას რაც შეეხება, “უბრალოდ რუკაა-რა” ასე არ მგონია, როცა ფილმს აკეთებს, ნორმალური რეჟისორი ყველა დეტალს ითვალისწინებს. გადადებდა მაგ რუკას და ისე გადაიღებდა მაშინ :)
    მე სიმბოლური დატვირთვა დავინახე, სუფთა, მოწესრიგებულ,ევრორემონტიან “მშვიდ” გარემოში აბურთავებული საქართველო…
    სხვა სცენები, ტუალეტის ჩათვლით რიტუალურია, თუნდაც ის მომენტი გაიხსენეთ, აივნიდან ეზოში მდგომ ადამიანებს რომ მყისვე ემალება, მაგრამ მაინც აივანზე უნდა, ბოლო სუფთა ჰაერი ისუნთქოს…
    დიდი არაფერი, იმიტომ, რომ გადაღეჭილი თემაა. ჰო და კი მიაწერა, რა მნიშვნელობა ჰქონდა რისი თქმა უნდოდა. არდა არაა ასე, როცა ამბობ, უკვე მნიშვნელობა აქვს, თუნდაც ამ ჩემ პოსტს და ყველა ქმედებას რასაც ადამიანები ჩავდივართ. მთავარია კანონი არ დავარღვიოთ და არანაკლებ მთავარი – კარგი კანონები მივიღოთ :)

  • DOWN LOW:

    დათო ზდაროვა რავახარ\ ფორჩხიდზე შენ გწერ. ზმაო გულ;ი მწყდება რომ თქვენი შემოქმედება შემოქმედება შეწყდა არა და მელოდია რეპ ის მაგარი მიმდევარი ვარ. თუ უზრუნველოფ დანარჩენებს მე მზადავარ სახე გავაცოცხლო და ცჰემი ოცნება რეალობად ვაქციო და სახე გავაცოცხლო ეს ჩემი ნომერია *** ** ** ** ტუ დაინტერესდები დარეკე მე მინდა რომ მელოდი რეპ მა კიდევ იარსებოს სახეს ჩათვლით

Leave a Reply

ბოლო კომენტარები
სექტემბერი 2010
« აგვ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
მთვლელები
TOP.GE

PageRank
Serv.Ge Singular.ge navige_logo
მინი-პოსტები

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (2)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (0)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)

2:37
მეტი... (15)

მობილიზეიშენ
ვამპირული, დასისხლიანებული თვალებით, ჩაით და ბეევრი საჭმლით ვიწყებ დღეს. წუხელ 4 საათამდე საკონკურსო პოსტს ვწერდი. პრინციპში დავასრულე და გამოქვეყნებაღა აკლია, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, იქნება რამე უკეთესი მომაფიქრდეს მეტი... (1)

აღარ გიცდი
პირველი გამოცდა საოცრება იყო, 30-დან 29 ქულით გამოვედი. ლურჯ მეჩეთზეც პრეზენტაციაში 15/15. ამას დაემატა დასწრების და კოლოქვიუმების ქულები და 93 ქულა გამომივიდა:user: შარშანდელი საშინელი ჩავარდნების შემდეგ მართლა გამიხარდა. მეტი... (5)

სულთანი აჰმედი
ფეისბუქზეც დავწერე და აქაც ვიტყვი, ვერ ვიტან გამოცდების პერიოდს- სულ გეჩქარება, დრო არასდროს არ გყოფნის და შეიძლება მთელი დღე არაფერი ისწავლო, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ ამ დღეებში გამოცდა გაქვს და ყველანაირი გართობის მაგვარი გადადო :D მეტი... (5)

პაშტეტ
მეტი... (3)