Lord Nelson
ყველაფრის დაღლილს სანატრელად ძილიღა დამრჩა
-ო უთქვამს დიდ თინათინს, ჩაურთავს ნორა ჯონსის don’t know why და შესდგომია პოსტის წერას.. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა უნდა დავწერო, უბრალოდ, ეს ჩემი დიზაინი ისე მომწონს, რომ სულ მინდა, რომ ვწერო და ვწერო..
არადა უაზროდ წერას რას გამოვრჩები, ქვეყანაში რაები ხდება, მე კიდევ ვზივარ ჭკვიანური გამომეტყველებით და ფეისბუკზე ქვიზებს ვაშეარებ, პეტს ვაჭმევ და გართული ვარ საკუთარი თავით.. არაა სწორი საქციელი, მაგრამ ასეთი რთული პერიოდი მაქვს- ეგოისტურად მომდის, მაგრამ ჩემი თავი მეცოდება უკვე ყველაფრისთვის! მეცოდება იმისთვის, რომ ვუყურო კურიერს და ჩემს ისედაც სუსტ ნერვებს უფრო დიდი ზიანი მივაყენო. არასოდეს არ მიყვარდა სეირის შორიდან მაყურებელი ხალხი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი რესურსები არაფრად ვარგა და არ შემიძლია საღი აზრის დახმარება.. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოების საღი ნაწილის მიმართვას დააკმაყოფილებს პროკურატურა..
მიუხედავად ყველა ამ სისულელისა, რაც ხდება, მიუხედავად იმისა, რომ აქ რეალურად არაფერი დამრჩენია, დღეს დანგრეულ და დაჩაჩანაკებულ ავტობუსში მჯდომი, სადაც უკმაყოფილო სახეების და უხეშად “გაიწიე, გამატარეს” მყვირალი ქალების მეტს ვერაფერს ნახავდი, ვუყურებდი მოჟამულ, წვიმა-ქარიან თბილისს და ვფიქრობდი- როგორ გავძლებ აქაურობის გარეშე?! მართლა არ ვიცი.. ჩემი მაქსიმუმი “სხვაგან” წასვლისა ალბათ ერთი წელია. თვით ისეთ დროსაც, როცა აქედან მართლა მხოლოდ წასვლაა გამოსავალი, ვერც ნაგვიან ქუჩებს, ვერც ჭორიკნებს, ვერც ფუნდამენტალისტებს, დიდი ხნით ვერ შეველევი : ))
__________
ნი კსტაწი, მარა:
დღეს ვფიქრობდი, ჩემზე რომ ფილმს იღებდნენ რა საინტერესო გამოვა მეთქი. ნუ კარგით, შეიძლება ზედმეტი წარმოდგენაა თავზე, მაგრამ მე ძალიან მომწონს ხოლმე ჩემი სიუჟეტი :D სამწუხაროდ, ჩემი რეჟისორული წარმონაქმნები დაბადების ადგილასვე კვდება ხოლმე იმიტომ, რომ ეპიზოდი გაირბენს და მაშინვე ქრება კადრი.. მაგრამ ზოგადად, ჩემთვის საუკეთესო თერაპიას გთავაზობთ ნებისმიერ რთულ სიტუაციაში:
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ერთი ფილმის გმირი ხართ- ჟანრი თავად შეარჩიეთ. მე მელოდრამა ვარ- გადაწყვეტილია! :D ხოდა გაიხსენეთ, რამდენი რამის გადატანა სჭირდება ხოლმე მელოდრამის გმირს, რომ ბოლოს ბედნიერებამდე მივიდეს. ბედნიერებაც პირობითია- ვისთვის ფეხბურთში ჩემპიონობა და ვისთვის ბედნიერი ოჯახი :D იყავით თქვენს ფილმში, ბოლომდე შეასრულეთ როლი, გადაიტანეთ გადასატანი, გაუმკლავდით სიძნელეებს- როგორც გეხერხებათ.. და წარმოიდგინეთ, რომ ეს უბრალოდ ერთი ფილმია, რომელიც დასრულდება და თქვენი მისია მხოლოდ ის არის, რომ საინტერესო იყოს თქვენთვის! ნუ ითამაშებთ მაყურებლისთვის, თქვენი თავისთვის ითამაშეთ და ყველაფერს შეძლებთ..
რა ფილოსოფიური (?) და არაერთგვაროვანი პოსტი გამომივიდა :D ალბათ ჩემი ლორდ ნელსონის ბრალია, მთელი დღე რომ ვსვამ : )) ერთი თემიდან მეორეზე, მეორედან- მესამეზე.. გგგ.. რას მიშვრება ეს დიზაინი!!!







არ ვიცი მე ეგ ლორდ ნელსონი
რა არის?
როგორია?
სად იშოვება?
პასუხები შეგიძლია პირადად მომწერო, რამდენადაც შეიძლება დამავიწყდეს, რომ აქ პასუხს ველოდები )))
მე მომეწონა შენი ფილოსოფიური და არაერთგვაროვანი პოსტი :))
დიზაინიც მომწონს, მწვანე ფერი დომინირებს და იმიტომ.. რამდენი ხანია მინდა შევცვალო მეც, და როცა ბოლოსდაბოლოს ეს მოხდება, მწვანე ფერს აუცილებლად ჩავურთავ :))
ჩემზე რო ფილმი გადაიღონ, რა უაზრობა გამოვა :D
მეც კი ვერ გავუძლებდი ბოლომდე :D :D :D