ნახევარდიასახლისა

2007-07-28_Familienmanagement-Beruf-Mutter-Hausfrau_640მგონი უკვე ორი დღეა, რაც სახლში ჩემს და-ძმასთან ერთად  დამტოვეს. პატარა და კიდევ კარგი თან წაიყვანეს.. ახლა საბოლოოდ მივხვდი, რა ძნელია დიასახლისობა!

დილით, 9-ის ნახევარზე უნდა გააღვიძო ლევანი, რომ სკოლაში არ დააგვიანდეს. სანამ ქეთი გაიღვიძებს უნდა ადგე, საჭმელი გაამზადო ორი სახის- ერთი საყოველთაო [:D] და მეორე საჩემნაღვლისბუშტო. ქეთის გაღვიძებამდე სახლი შეძლებისდაგვარად მიალაგო და თან არ უნდა დაგავიწყდეს, რომ გაზზე საჭმელი დგას და მორევა სჭირდება. ამასობაში ქეთი გაიღვიძებს, უნდა დაარწმუნო, რომ გაკვეთილები ისწავლოს, დაუჯდე, აუხსნა ყველაფერი და მერე უნდა დაარწმუნო, რომ არც გულის რევის შეგრძნება აქვს და არც ფეხი სტკივა :D როცა სკოლაში არ უნდა წასვლა, აუცილებლად რაღაცას იტკიებს და დღეს გაიტანა თავისი! ვინაიდან ფეხი მოტეხილი ქონდა, ახლა რომ იტყვის, ფეხი მტკივაო, ყველანი უძლურები ვართ მის წინაშე.. თან ისე გულისმკვლელად წუწუნებდა, შაბათს სწავლა რა უბედურებააო, რომ ვეღარ გავუძელი : ))

მერე დღის მანძილზე, როგორც ყველა სრულფასოვან ადამიანს, გინდა, რომ გარეთ გახვიდე- იქ საჯაროში რაღაცეები გაქვს ამოსაწერი კოლოქვიუმისთვის, დაქალები გიხმობენ, გარეთ კარგი ამინდია, მაგრამ რა? უნდა ილოდო როდის მოვა შენი ძმა სახლში, რომ შეძლო გარეთ გასვლა..

რა თქმა უნდა, მალე უნდა დაბრუნდე, იმიტომ, რომ დიდი შანსია რამმშტაინის სმენის და თან მანქანების რბოლის თამაშში ლევანს სულ დაავიწყდა, რომ შია და ქეთიც მშიერია და უნდა მოხვიდე სახლში, რომელიც უმოწყალოდ დარბეულია, რადგან ქეთიმ შეიმუშავა უნიკალური მეთოდი ბარბის ტანსაცმლის კერვისა, სალფეტკებისგან[ვიცი, რომ ხელსახოცი ქვია, მაგრამ სალფეტკი ჟღერს!]:

BILD0011

მოგეხსენებათ, რა შრომატევადი საქმეა სალფეტკისგან კაბის შექმნა, ამიტომ სამუშაო “მაგიდა”, ასე გამოიყურება:

BILD0012

ოჰ, უკვე საღამოა, მულტფილმის ყურების დროა [ლევანი ისევ რამმშტაინს უსმენს და მანქანებს აბღუილებს] და თან ქეთი დაიღალა, ფეხი დაეძაბა და მისი სალფეტკებიც სოლიდარობის ნიშნად მე უნდა ავალაგო!

ძილის დროა, ლევანი უნდა დაარწმუნო, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია კომპიუტერთან ზის, დროა დაიძინოს და თან სინდისზე წიხლი უნდა მიაჭირო: შენ არ მეცადინეობ! მთელ დროს კომპიუტერთან ატარებ და ისიც კი არ გინდა, რომ დაიძინო :D

ქეთის საყვარელი პონი უნდა მიუყვანო საწოლში [ეს დღეები ჩემთან სძინავს, უფრო სწორად მე, ქეთის და მის პონს გვძინავს ერთად], საბანი შემოუკეცო, შუბლზე აკოცო და შუქი ჩააქრო ოთახში. რაც მთავარია, შეპირდე, რომ მალე მიხვალ და შენც დაიძინებ..

მერე მოწყლიანებული თვალებით მოავლო თვალი ვანდალურად აწეწილ სახლს და კომპთან დაეშვა ხვალინდელი დღის განრიგის ცოდნის მიუხედავად :| კიდევ კარგი ხვალ ჩამოდიან..

ისე, რაც ყველაზე მთავარია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილს უნდა შეუთავსო კომპიუტერთან ჯდომა. და სკაიპში ლაპარაკისას, მოწერიდან-მოწერამდე უნდა გააკეთო სოუზი პიურეზე მოსასხმელად:D ოჰ, რა სწრაფი ვარ ხანდახან, როცა საქმეს სჭირდება :D დღეს არ გამომივიდა საჭმელი კარგი, უაზრო ხასიათის გამო და ისე განვიცადე კინაღამ ვიტირე.. ოხ ეს პმს..

პ.ს. ლაი-ლაიების დიზაინი შეუცვლიათ :sun:

BILD0020

10 Responses to “ნახევარდიასახლისა”

  • ბაბისა:

    რამდენი ხართ :დ
    კიარა რა რთულია მართლა უჰ

  • აუ არადა კაია :D მოუხედევად ეგეთი გაწამაწიის ან შეიძლება ჩემი ძMა რომ დიდია მაგიტომ აღარ მერთულება? :D
    მარა მაინც კაია მიუხედავად იმისა რომ მასაც შივდება და ისიც აუტანელია :D

  • Sunny:

    ლაილაის დიზაინი მომეწონა :) მე მაინც არ ვიყდულობ ლარ_ლარობით ვრიცხავ ხოლმე მაგრამ მაინც :)

    მასეთი დღის რეჟიმი მქონდა მე ამ ზაფხულს… ადექი დილით, გაამზადე საუზმე , გარეცხე შეინახე, გაამზადე სადილი, გარეცხე შეინახე, ვახშამი გარეცხე შეინახეე…!!! და ნერვოზი დამეწყოოო… კიდე კაი ბავშვები არ მყავდა მოსავლელი მე :P

  • აუუუუ, სტოოოოოოოოპ!!!
    ეს პოსტი ჩემთვის ისეთივე მძიმეა, როგორც როკის ჯაგა–ჯუგი!! :((
    შევდიარ შენს მდგომარეობაში, ვინაიდან ჩემი მდგომარეობაც თითქმის იგივეა. უბრალოდ, აქ უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს უფრო პატარა ტერიტორიაზე და შენც კი ხვდები დანარჩენს :)

  • პოსტის ბოლოში რომ ჩავედი, დაღლილი ვიყავი მეც :D

  • შენს რამდენ პოსტსაც გადავაწყდი, ყველგან ეს ’პმს’ მხვდება და ცოტა არ იყოს დავიბენი :D პრემენსტრუალური სინდრომის გარდა სხვა მნიშვნელობაც აქვს ამ აბრევიატურას?

  • ლიუკ:

    პმს ასწორეებს???
    მოდაშია ა ა ?
    :crazy:

  • :პ:

    ამდენ წერას მიხედე ბავშვებს :D

Leave a Reply

სექტემბერი 2010
« აგვ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
მთვლელები
TOP.GE

PageRank
Serv.Ge Singular.ge navige_logo
მინი-პოსტები

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (2)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (0)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)

2:37
მეტი... (15)

მობილიზეიშენ
ვამპირული, დასისხლიანებული თვალებით, ჩაით და ბეევრი საჭმლით ვიწყებ დღეს. წუხელ 4 საათამდე საკონკურსო პოსტს ვწერდი. პრინციპში დავასრულე და გამოქვეყნებაღა აკლია, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, იქნება რამე უკეთესი მომაფიქრდეს მეტი... (1)

აღარ გიცდი
პირველი გამოცდა საოცრება იყო, 30-დან 29 ქულით გამოვედი. ლურჯ მეჩეთზეც პრეზენტაციაში 15/15. ამას დაემატა დასწრების და კოლოქვიუმების ქულები და 93 ქულა გამომივიდა:user: შარშანდელი საშინელი ჩავარდნების შემდეგ მართლა გამიხარდა. მეტი... (5)

სულთანი აჰმედი
ფეისბუქზეც დავწერე და აქაც ვიტყვი, ვერ ვიტან გამოცდების პერიოდს- სულ გეჩქარება, დრო არასდროს არ გყოფნის და შეიძლება მთელი დღე არაფერი ისწავლო, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ ამ დღეებში გამოცდა გაქვს და ყველანაირი გართობის მაგვარი გადადო :D მეტი... (5)

პაშტეტ
მეტი... (3)