კაცმა არ იცის რატომ ვარქმევ “მთაწმინდის პარკს” პოსტს, რომელსაც წესით new media forum უნდა ერქვას :D

მეორე დღეს ცოტა ადრე მომიწია წამოსვლა, ამიტომ ორნახევარ პრეზენტაციას დავესწარი :D პირველი იყო sweety-ს  პრეზენტაცია wordpress-ს პლატფორმაზე და wordpress.com-ის და wordpress.org-ის შედარება.

BILD0055Wordpress – საუკეთესო ბლოგპლატფორმა

ვორდპრესის ძრავი მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებადი და მოწონებადია პროფესიონალ ბლოგერებს შორის. გაიგე ტექნიკური დეტალები და ვორდპრესის შესაძლებლობები.

შემდეგ ის ნახევარი, დუგლას არელანესის :
BILD0062ახალი მედიის ინსტრუმენტების თანხვედრა თქვენს ამოცანასთან
პრეზენტაცია შეაფასებს სხვადასხვა უფასო და ღია კოდის ინსტრუმენტების ახალი მედიის პროექტებში ეფექტურად გამოყენებას, ასევე განიხილავს მსგავსებებს და განსხვავებებს სხვადასხვა ბლოგინგ პლატფორმებს, კონტენტის მენეჯმენტის სისტემებსა და სოციალური ქსელების პლატფორმებს შორის. პრეზენტაცია ასევე ხსნის ზოგიერთი ინსტრუმენტის კონცეფციას და მათ რეალურ სამყაროში გამოყენების მაგალითებს. აუდიტორია: მაღალი და საშუალო რანგის მენეჯერები მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

მესამე იყო დოდკას პრეზენტაცია, ინტერნეტ მარკეტინგის შესახებ:

BILD0066ინტერნეტ-მარკეტინგი

რა არის ინტერნეტ-მარკეტინგი, რატომაა მნიშვნელოვანი, რომ თქვენი ბიზნესის შესახებ ინტერნეტში საუბრობდნენ და რა შედეგს გვაძლევს სწორად დაგეგმილი ვებ-კამპანია? ქართული ვებ-მარკეტინგის მიმოხილვა: შეცდომები და წარმატებები.

მერე სამწუხაროდ წამოვედი იდეაში სემინარზე, რომელიც სტუდენტთა სიმცირის გამო არ ჩატარდა :D არადა blogroll.ge-ს პრეზენტაციაზე როგორ მინდოდა : ( გენიალური რამეა, ვისაც ბლოგი გაქვთ, ყველამ საასწრაფოდ დაარეგისტრირეთ ბლოგები!!!!!!!

ყველა პოსტი, რაც ამ ფორუმის შესახებ დაიწერა [ნუ რაც მე ვნახე :D ]
დოდკას პოსტი

ლანდიშას პოსტი

ნიკას პოსტი

საბუნიას პოსტი

ყვავას პოსტი

ზურიუსის სურათები, რომელშიც ისე საშინლად ვარ, კინაღამ არ გავლინკე, მაგრამ კარგი რამეებია და ჩემი არაფოტოგენურობის გამო ვერ დავჩაგრე :D

ნატოშას პოსტი

მეტი მგონი ჯერ არ არის, მაგრამ რასაც წავაწყდები ყველაფერს მოვაგროვებ : )) დიდი მადლობა ორგანიზატორებს, განსაკუთრებით ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს  : )

Tags: ,

3 Responses to “მთაწმინდის პარკი, დღე II”

  1. Landish says:

    აუ ფოტოებს პოსტში ამატებ ძაან მაგრად, მეც მასწავლე რა…
    არა, პრეზენტაცია გააკეთე მაგაზე რა.. :D

  2. აუ ყველგან ამაზეა პოსტი :D

  3. Автомобиль – не роскошь, а средство передвижения. фаркопы

Leave a Reply

You can use these tags: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>