საახალწლო განათება ჩართულია [ლამაზი ყოფილა ძალიან,ავტობუსიდან როგორც შევნიშნე. ამ დღეებში მინდა გავიდე და ვაკიდან თავისუფლებამდე ფეხით ჩამოვიდე უფრო კარგად რომ დავათვალიერო], საახალწლო რეკლამები ეთერშია, მაღაზიებში  უკვე იყიდება ლამაზი მოსართავები და მაშასადამე წინა საახალწლო განწყობა სუფევს გარემოში, გამარჯობა :D

პოსტის მუზა: http://forum.ge/?f=25&showtopic=34045268 [თემა: საახალწლო საჩუქრები ,,თოვლის ბაბუსგან", ის რა საჩუქარი გაგიხარდებოდათ საახალწლოდ?]

ბავშვობაშიც არ მჯეროდა თოვლის პაპის [ბაბუას ვერ ვამბობ, კახელი ვარ მაინც:D]  და ბალიშის ქვეშ დადებული საჩუქრებისთვისაც დედას და მამას ვუხდიდი ხოლმე მადლობას, მაგრამ  ვაღიარებ- ყოველი ახალი წლის 12 საათზე სურვილს ჩემთვის ვამბობ ხოლმე. უღიმღამოდ-წინა კორპუსიდან  ჩვენი კორპუსის მიმართულებით  გამოსროლილი ფოიერვერკების ფონზე , მაგრამ მაინც. ერთი დღე მაინც ხომ უნდა არსებობდეს ისეთი, როცა გინდა, რომ რაღაც არარეალური ჩაიდინო და თქვა “მე მინდა, რომ..” თუმცა როგორც წესი ისეთს არაფერს ვამბობ, რაც ქვემოთაა ჩამოთვლილი, მატერიალურ რამეებს არ ვითხოვ ხოლმე :D 

ააჰაჰ,ეხლა შარშანდელი გამახსენდა რა ჩავიფიქრე, რა საყვარლად ამისრულდა..მაგრამ მე საერთოდ რაც არ გამოდის  ხოლმე, იმაზე ვამბობ, რომ “უბრალოდ ასე უნდა ყოფილიყო”, გეგონება ღმერთს ვამშვიდებ, რომ უხერხულად არ იგრძნოს თავი ჩემი სურვილის არ შესრულებისთვის:))

მოკლედ, ამდენ ფილოსოფოსობას, წლევანდელი პირველი იანვრის სურვილების სიას დავწერ. ეს ისეთი სურვილებია, რომლებსაც 12 საათზე ჩაფიქრებულ რამესთან საერთო არ აქვს :D ყველაფერი  რეალურ-ასრულებადია და არც ჯადოსნურ ელექსირებს ვითხოვ რაშზე ამხედრებულ პრინცთან ერთად [ნუ შეგეშინდათ, ამეებს არც 12 საათზე არ ვნატრობ ხოლმე]

[სასურველია პოსტი წაიკითხონ დედამ და მამამ:bis: :D ]

1. მთავარი სურვილი- ზუსტად აესეთი, თაფლისფერი, ოღონდ თოთო პუდელი. აი თვალებს რომ ვერ ახელს ჯერ და რომ გაიზრდება და დედა რომ გონიხარ:user: ლამაზ ლენტ ჩაბმული მინდა დამხვდეს ნაძვის ხის ქვეშ.

pudel


2. აიპოდი მინდა დიდი ხანია, მაგრამ ვერასდროს ვერ ვაყენებ საყიდელი რამეების სიაში, ჩემი ხელფასი სულ წვრილმანებში მიდის, თავისი რაოდენობასავით წვრილმან წვრილმანებში :D

apple_ipod_nano


3. თავისით მორთული ნაძვის ხე[სასურველია ეს სურვილი ამ დღეებში ასრულდეს:D]. რა ვქნა, არ მიყვარს ნაძვის ხის მორთვა, არც სახლის. მორთული რომ არის ძალიან მიყვარს, მაგრამ თვითონ პროცესი არ..

christmas_tree

4 .ახალ წელს მინდა სადმე კარგ ადგილას შევხვდე. არა იმიტომ, რომ არიქა და ახალი წელია, უბრალოდ, ერთხელ მაინც  გავიდე სახლს გარეთ პირველ იანვარს :D

new-year1

აქვე შემიძლია ჩავურთო, რომ უარს არ ვიტყოდი სახლზე, მილიონზე და ა.შ. სხვა კარგ რამეებზე..არა?კაი, მაშინ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების მაღაზიების დიიდ თანხიანი  კუპონები.. არა? კაი :|

Tags: , , , , , ,

8 Responses to “საახალწლო wishlist”

  1. Sweet says:

    ახალ წელს ერთად შევხვდეთ თუ გამოგიშვებენ! <3

  2. ქეთ says:

    აუ მეც მინდა ასეთი ვიშლისთის ჩამოწერა
    იქნებ ჩამოწრით მაინც აგვიხდეს? ჰა?
    არა?
    კაი

    :D

  3. solaris says:

    მე პირიქიტ ყველაზე ზალიან მიყვარს ნაძვისხის მორთვა.. :წუბ:

  4. Marr says:

    უი მეც ლეკვი მინდა ახალ წელს საჩუქრად.

  5. Natalia says:

    თუ ამ პოსტს სანტა კლაუსი წაიკითხავს, აიპოდი მეც მინდა, რომ იცოდეს :D

    საახალწლო პოსტი მაქვს დაწერილი მეც და გამოქვეყნება მეზარება :D

  6. taa says:

    გიერთდები მეოთხე სურვილში
    ერთხელ მაინცთქო ვერ ვიტყვი, ბევრჯერ შევხვედრილვარ ბაკურიანში ან სხვა ადგილებში
    მაგრამ ამ ახალ წელს მეც სიამოვნებით სადმე შევხვდებოდი

    თბილისი მართლაც ლამაზია, მე ვიკიკოც კი წავიყვანე მანქანით და განათებებს აშტერდებოდა, მაგრამ მერე დაიღალა და ჩაეძინა :)

  7. მარი says:

    მეც მინდა ძაღლი მარა ვინ გყიდულობს :((((((((((

Leave a Reply

You can use these tags: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>