“ოპერაცია ცხვირი”- first look

ორშაბათიდან ჩემ ცხვირს უკვე დღეში სამჯერ ვუყურებ. პირველი 3 დღე თითო საათი, გუშინ ეს ბედნიერება გაიზარდა და  2-2 საათი მაქვს უფლება. ზეგიდან 3-3 საათი და მერე იმის მიხედვით დამჭირდება თაბაშირი, როგორც დამისივდება. პირველად ოპერაციის შემდეგ რომ მივედი, მაშინ მხოლოდ ტამპონები გამომიცვალა ცხვირში. ეს, შეიძლება ითქვას ყველაზე რთული პროცედურაა. უფრო სწორად,ყველაზე არასასიამოვნო შეგრძნება. მცირე ზომის ტამპონებით ჩაანაცვლა.  რამდენიმე დღის შემდეგ უკვე თაბაშირის შესაცვლელად მივედი. ამ დღეს უკვე ადვილი იყო, ვერაფერი ვერ გავიგე,  ნაკერებიც ამხსნა. ეს არის უმარტივესი – 2-2  ტირეს (!:D)ზომის ძაფი ამომაძრო.

ჩემი ექიმი ჰაუსის (!:D), გია ოდიშვილის კაბინეტი:))<3

და ამ დღეს ყველაზე ცუდი იყო სისხლი სადაც გროვდება,იმ ადგილის ხელით გასწორება. უბრალოდ, ტკბილი ხელი აქვს  გიას და არ ავტეხე ისტერიკა, თან ხათრი მაქვს რაღაც ძაან და :D ამ დღის მერე პირველად ამ ორშაბათს ვნახე.
დედაჩემი შოკში ჩავარდა, ნინიმ ლამის ტირილი დაიწყო. მე კარგ ხასიათზე დავტოვე საავადმყოფო და განვაცხადე- თავი შეიაკვეთ უარყოფითი განცხადებებისგან, თორემ ერთი წელი მომიწევს სხვაგან გადვცხოვრდე,სანამ ფორმაში ჩადგება მეთქი.
მეორე დღეს რომ მოვიხსენი თაბაშირი, ცოტა გამრუდებული მოგვეჩვენა ზემოთკენ. ხოდა ოთხშაბათს ისევ მივბრუნდი გია ექიმთან. კიდევ კარგი მოხვედიო, თაბაშირი დასწოლია და ცოტა გვერდით გაწია. დამსვა სკამზე, მიმიხუტა, მეც რაც ძალი და ღონე მქონდა შემოვჭიდე, რომ ვიცოდი რაც მელოდა-  მოჰკიდა ხელი და გაწია იქეთ :D ასე რამდენჯერმე და გასწორდა მისი უდიდებულესობა. მითხრა,სამი თვის მერე რომ მოხვალო, კიდევ შეიძლება იყოს ასეთი რამეები და ყველაფერს ხელით გაგისწორებო, ახლა დაგისივდება და არ შეგეშინდესო.

ამ დღესვე დავიწყე “მინისებური სხეულის” ნემსების გაკეთება და ეს ისეთი ენით აუწერელი საზიზღრობაა… :| ატკიება იცის მერე ნანემსარმა :( თან კუნთში ნემსის ისე მეშინია, ვენაში100 ნემსს გავიკეთებ, ოღონდ იქ არა!  ამხელა ოპერაცია+პროცედურები ისე გადავიტანე,ერთი არ მიკივლია და ნემსის დანახვაზე რომ დავიწყე ყვირილი წინასწარ, ვერ გამაჩერეს.

კიდევ, ძალიან ძნელია, რომ სულ გეშინია რამე არ მოგხვდეს ცხვირში. მოხსნილი რომ მაქვს განსაკუთრებით- ხელებაფარებული  დავდივარ, რომ რამეს არ შევასკდე (მჩვევია).
ამასობაში დედა  მიეჩვია ნელ-ნელა, ნინიც რაც მთავარია. დანარჩენებს ისედაც მოსწონდათ. თან პირველი შოკი,თორემ მერე ადვილად შეჩვევადია ჩემი ახალი გარეგნობა. ანუ ისე არ არის, რომ არიქა და ყველაფერი სხვანაირია. ან უკვე შევეჩვიე და იმიტომ მგონია ასე.
რაც შემეხება მე:  ამდენი ერთად სარკეში მგონი არასდროს არ მიყურებია ჩემი თავისთვის.  ძალიან მომწონს ცხვირის ფორმა და დედაჩემი მეუბნება რომ გეკითხებიან როგორიაო, შენ ნუ ამბობ რომ მოგწონს, თვითონ შეაფასონ,ეგრე სად არისო :D არადა რა ვქნა, მომწონს. თან ჯერ ძალიან დასიებულია თვითონ ცხვირიც და მეც- ტუჩი,შუბლი და ლოყები, თვალები – ყველაფერი დასიებული მაქვს. თან სრულ ჩამოყალიბებას 1 წელი უნდა თან და კარგი ამბავი ის არის, რომ უარესობისკენ არ წავა და თუ  შეიცვლება რამე- უკეთესობისკენ (თუ რამე ტრავმა არ მივიღე, მაგრამ ჯერჯერობით ეგეც გამოსწორებადია პირველი სამი თვე).

ხოდა მთავარს მივადექით, ვასრულებ უმრვლესობის თხოვნა/მოთხოვნას და ვდებ პირველ სურათს, რომელმაც FB-ზე ფრიიად დიდი მოწონება დაიმსახურა და ვარ გახარებული : ))

ხოდა update: before სურათები, მეტი ეფექტისთვისო და ჰა :D

59 thoughts on ““ოპერაცია ცხვირი”- first look”

  1. შესადარებლად ძველი ცხვირის პროფილიც უნდა დაგედო : ) რომმეტად დავაღოთ პირებბი :ჯუმპ:

  2. უჰ ძველი ცხვირის სურათების მეტი რა დევს ყველგან, საკმარისია რაც ვუყურე/უყურეთ:D

    ^_^

  3. არა ჰო მარა აი თვალნათლივ რომ დავინახავდით და შეგვშურდებოდა (მე უკვე ზALIAN მშურს როგორც აღვნიშნე:P ) სხვა საქმეა : )

    1. ვო,დავდე ორი ცალი:))))ოღონდ ხო იცი ყველა სურათში ვმალვდი ცხვირს შეძლებისდაგვარად და ბევრი ვერაფერი ვიპოვე :D

  4. შესანიშნავი ცხვირია :) ძაან მომწონს :) ძალიან ბუნებრივი , კოხტა და ლამაზი, რაც მთავარია გიხდება . საერთოდ არ იცე ლამაზად გამოსდით ხოლმე, ან პაციენტები ითხოვენ რაღაც ზებუნებრივ ცხვირს, რომელიც საერთოდ არ ჯდება მათ გარეგნობაში. შენი ცხვირი ყველაზე ზალიან მომეწონა მათ შორის რაც მინახავს. მეგობარმა გაიკეთა ამ რამდნეიმე თვის წინ და ისე დაიპატარავა, ცხვირი თვითონ ცხვირად მშევერია, მაგრამ საერთოდ არ მოუხდა მის გარეგნობას , რაღაც კონტექსტიდან ამოვარდილივითაა :)
    მოკლედ ძვირფასო ძალიან კარგია და აბა შენ იცი წარმატებები ახალ ცხვირთან ერთად :*

  5. @აგათა

    თეენქიუ <3

    @ზოე

    კი,თავიდან რომ დავილაპარაკეთ, იქვე ხატავდა სურათზე და თან მეუბნებოდა რა და როგორ იქნებოდა და მაგ დროს მითხრა,რომ ძალიან რომ დაგიპატარავო, მერე შენს სახეს არ მოუხდებაო. მეც მინახავს არაერთი მასე დაზიანებული გარეგნობა. ერთ ჩემ ნაცნობს ცხვირის მერე ნიკაპის ოპერაცია მოუწია ისე სახესთან შეუსაბამოდ გაუკეთეს))

    ძალიან დიდი მადლობა ^_^ :** <3

  6. თინი,გავგიჟდი,ისე მომეწონა ეს ჩაშავებული ფოტო :)))არ ვფლიდობ,არც გეპირფერები,არც შენი სიამოვნებისთვის ვწერ ამას,უბრალოდ რადიკალური განსხვავებაა და თან ისე მოუხდა შენს შუბლს და ტუჩებს(კიდევ უფრო დაპატარავებული არ მოუხდებოდა,მაგისი მეშინოდა),რომ…ოღონდაც ამ პაწაწინა რაღასაც შენი ჩვეული შავი ფანქარი რამდენად მოუხდა ეგ არ ვიცი(არ ჩანს),როგორც წესი,არ უხდება ხოლმე :( ისე კი,დაცხრობამდე რო ესეთია,მერე რა იქნება :)) :* <3
    ჩემი ცხვირი ის ერთადერთი ორგანოა ჩემთვის,რომელთანაც არანაირი პრეტენზია არ მაქვს,თორემ მეც მაგ კაცს(ჰაუსს,როგორც შენ უწოდე :D) მივაკითხავდი :)))

  7. :შოკ:
    :შოკ:
    :შოკ:
    ვაიმე რა მაგარია თინიიიი და როგორ გიხდება და ვაბშე აი :სიტყვები რომ არ ყოფნის ის სმაილი:
    ^^ <3<3<3

  8. @Nina

    <3

    @თამჩი

    მადლობაა <3
    ფანქარ/მაკიაჟებს რაც შეეხება, ჯერჯერობით არ მიცდია. სახეზე ფანქარს კიარა წყალს ვერ ვიკარებ და ზედმეტია მაგეებზე ლაპარაკი:))ისე,წარბების ფორმის შეცვლა მოითხოვა და ალბათ რაღაც ცვლილებებს გამოიწვევს მაკიაჟშიც:P

    @kate alukard

    იიეეს :))) <3 <3 <3

  9. wow რა მაგარიააა
    თინი, სულ სხვანაირი ხარ. არ ვიცი რა გითხრა, ძალიან მომწონს :D

  10. უმაგრესია :) ღირდა ყველაფრად :)
    როგორ გგულშემატკივროდი არ იცი, ვინც ცხვირის ოპერაციას იკეთებს, ჩემს თვალში ყველა გმირია :))

    1. @მარი
      @ანა
      მადლობა <3 <3 <3

      @Dissolved Girl

      კი კი კი,ღირდა ყველაფრად:)))და ამ შედეგისთვის მზად ვარ ათჯერ გავიარო იგივე! :D მადლობა გულშემატკივრობისთვის aww <3

  11. აუ თინი საერთოდ სხვანაირი ხარ… აი საერთოდ… მე შენი ბლოგის მკითხველი ვარ, მარა კომენტარებს არ ვწერ, თუმცა ეხლა ისე აღვფრთოვანდი რომ უნდა დამეწერა :D ულამაზესი ცხვირუკა გაქვს.. აქამდე რამდენჯერმე დამინახიხარ ტრანსპორტში და იმედია ამის მერე გნახავ და მოგილოცავ ახალ ცხვირს და აგავსებ კომპლიმენტებით:D

  12. მართლა როგორი ლამაზია!
    სხვათაშორის ტიპიური ’გაკეთებული’ცხვირი არ გაქვს.ბუნებრივი კოხტა ცხვირის შეხედულება აქვს.
    მეც მომინდა ეგეთი ცხვირი! :)

  13. @ნათია

    ვაი დიიდი მადლობა :*:* გელოდები მოკლედ ტრანსპორტში! ისე რომელ ტრანსპორტში?ჩემკენ ცხოვრობ ალბათ:)) ხოდა,მადლობა კომენტარისთვის <3

    @Giochi

    მადლობა:))

    @ქეთუსი

    ხო,ყველა მაგას ამბობს ძალიან ბუნებრივია,ჩვეულებრივ ლამაზ ცხვირს ჰგავსო და მიხარია:)))

  14. თინი!!!!!!!!
    რაამმმაგარრიივაიმრემაგარი ცხვირია ო.ო
    გილოცაავ მომწონს მომწონს მომწონს !! <3

  15. ძალიანძალიან მომეწონა, მშვიდობაში ახალი ცხვირი :D
    ძალიან ლამაზია ♥

  16. ვაუუუ… ასეთი კარგი შედეგისთვის ღირდა ნამდვილად..საღოლ

  17. ჰაჰაა გია :))) გიასთან გაიკეთა იპერაცია დედაჩემმა, ჩემმა დამ და ჩემმა ბიძაშვილმა :))) სამივეს ძალიან მაგარი ცხვირები აქვთ:) შენც კაი ცხვირი გამოგსვლია თინი:)

  18. მაღლივიდან მოდიოდი გამოცდებიდან (ისევე, როგორც მე :D ) N27ში გიხილე :D კიდე ავტობუსებში მინახავხარ და აი ასე :D:D:D

  19. მაადლობა ყველას, მიხარია რომ მოგეწონათ ^_^
    @…….
    2000 ლარი ანალიზებიან-წამლებიან ყველაფრიანად მოკლედ. თვითონ ოპერაცია 1850 ღირს

  20. რა მაინტერესებს იცი აი მანდ სხვა პლასტიკური ოპერაციები თუ კეთდებაა?
    მე მინდა რომ კბილები უფრო გამომიჩნდეს სიცილის დროს და აი მაგდაგვარი

  21. არ ვიცი ნამდვილად. ჩემი ექიმი რომ მარტო ცხვირებს აკეთებს ეგ კი ვიცი და დანარჩენი არ:))ისე მასეთი რამეები ალბათ უფრო კუზანოვ-ჯანაშიებთან

  22. ვაიმე რა ლამაზიაა, აუ რა კარგია, რო ესეთი მაგარი გამოვიდა, გილოცააავ

  23. ძალიან, ძალიან, ძალიან გიხდება. მაკიაჟი მართლა არ შეიძლება ჯერ ცოტა ხანი, თვალებისთვის განსაკუთრებით და სათვალის ტარებაც კიდევ თითქმის წლამდე. ყველაზე ცუდად ის მხდის, რომ მზეზე ვერ დაწვები. 1 წელი მაქსიმალურად უნდა მოერდო. ანფასის ფოტოც მაინტერესებს <3

  24. ძალიან კარგია და გიხდება. თეთრი შურით მშურს, მეც მინდა :) რამდენად გავბედავ არ ვიცი :)

  25. Wow, თინი რა მაგარიააა!!!! და რა მაგრად გაქვს უკვე ესეთ ცოტა დროში!!!თეთრ შურს ვუერთდები მგონი მეც არ მაქვს ეგეთი კარგი ცხვირი !!!გილოცავ!!:)):*:*:*

  26. ლამაზი ცხვირია..
    არ ეტყობა, რომ გაკეთებულია..
    ბოლო სურათში მართალია კარგად არ ჩანხარ, მაგრამ ზუსტად შენი სახისთვის რომ არის შექმნილი ეგ ‘ცხვირუკა’ ფაქტია..
    ისე, სიმართლე თუ გინდა, არც ის ცხვირი იყო ცუდი.. რაღაცნაირად გიხდებოდა… ^^

  27. ჩეემნაირი ცხვირი გაქვს ახლა ზუსტაად… კარგაად გააქვს ძალიან..

  28. ისე ლამაზი ცხვირი როგორ ალამაზებს ადამიანს და ულამაზო კიდე მაგარ ულამაზოდ ხდის არ მეთანხმებიტ?

  29. თინი, ალბათ სადმე ახსენე და გამომეპარა, რამდენი დაგიჯდა მთლიანობაში ?? მეც ვფიქრობ უკვე კარგა ხანია ამაზე და … :)

    1. 2000 სულ:)
      1850 ოპერცია, დანარჩენი ანალიზები-კონსულტაციები და ა.შ.

  30. უუჰ, აშკარად სანამ საკუთარ ბიზნესს არ მივყოფ ხელს, მანამდე ამაზე ფიქრიც არ ღირს :D მადლობაა :*

  31. გილოცააავ!
    მართლა მოსალოცი ამბავია! მე დაცემის შედეგად ძგიდე გამიმრუდდა და ვერ ვსუნთქავდი იმის გარდა რომ ცხვირი გვერძე წავიდა. ერთ თვეში გავიკეთე ძგიდის ოპერაცია, შედეგი საშინელიიი! ვსუნთქავ კარგად, მაგრამ ჩემი სავსებით ნორმალური ცხვირი არანორმალურად ჩამივარდა. ხოდა ეხლა ერთი წლის გასვლას ველოდები, რომ სადმე მივიდე. ექიმმა “დამიმტკიცა” რომ ასეთი ცხვირი მქონდა და ძგიდის ოპერაციით ფორმა ვერ შემეცვლებოდა. :)) იქნებ მეც მანდ მივსულიყავი…

  32. რამდენიი წლიის ხაარ?როდიდან შეილებაა გაკეთება ოპერაციიის?ცხვირიი ძ
    აან მაგარიია

  33. თინი,ვნახე თქვენი სურაღები,ძალიან მომეწონა ნაოპერაციევი ცხვირი,მინდა გკითხოთ,გაუტკივარებას ადგილობრივად აკეთებენ,თუ ნარკოზით?მინდა გაკეთება,მაგრამ ვერ გამიბედია.თან თანხაც არ ვიცი რა ღირს..კონსულტაციაც..იქნებ მომწეროთ?

    1. ორივენაირად შეიძლება გაუტკივარება :) მე ნარკოზით გავიკეთე და ჯამში 2000 დამიჯდა. კონსულტაცია 20 ლარი, თუ არ ვცდები.

  34. ცხვირის ფოტომოდელირება გაგიკეთეს? ანუ ოპერაციამდე წინასწარ გაჩვენეს როგორი ცხვირი გექნებოდა?

    1. არა:) მონახაზი მაჩვენა, მილიმეტრებში გაზომილი სურათზე და მკრთალად მოხაზული სავარაუდო ფორმა.

  35. გია ოდიშვილის გვერდით კაბინეტში რომ ზის გელაშვილი ბიცჭი თუ გაგიგიათ და როგორი სპეციალისტიაა???

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>